K-0706
დედანი საბუთისა 1772 წ. 08.03. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა წულუკიძეებისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]დედანი: ქიმ, 706; შედგება 2 ერთმანეთზე გადაწებებული ფურცლისგან; მოყვითალო ფერის ქაღალდი; ჭვირნიშნიანი; რესტავრირებული; ზომა: 113 X 36 სმ; დაწერილია r-v; ტექსტის ზომა: r - 92 x 24 სმ; v - 37 x 24 სმ; სტრიქონების რაოდენობა r - 55, v - 23; მხედრული; შავი მელანი; საბუთი იწყება ფერად წრეში ჩასმული ასომთავრული წარწერით - „მეფე სოლომონ“; ტექსტის დასაწყისი ორი სტრიქონი დაწერილია ასომთავრულით, შესრულებულია სინგურით და მწვანე მელნით, გაფორმებულია მცენარეული ორნამენტებით; დასაწყისები სინგურით შესრულებული ასომთავრულით; განკვეთილობის ნიშნად: წერტილი, ორწერტილი და მძიმე.
2018 - ც.მუმლაძე, ე.ყელაურაძე, ნ.კუხიანიძე - სოლომონ I სიგელების კორპუსი (ქუთაისის მუზეუმის მასალები) - 2018 - ქუთაისის მუზეუმის შრომები - XXVIII - გვ.58