Jump to content

1772 წ. 08.03. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა წულუკიძეებისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: ქიმ-706



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. იდიდებოდედ რომელი ჭეშმარიტად არს, არს და მხოლოჲ უმიზეზო მიზეზი, რომელი ყოვლობით ზესთარსთა ყოველთა, ზესთარს არს, ღმერთი იგი მამაჲ, რომლისაგან ყოველი იქველისმეტყველებოდედ. პირველი სიტყვაჲ სიბრძნე იგი ღმერთი, რომლისა მიერ ყოველი იგალობებოდედ, საღვთოჲ სული ღმერთთ მთავარი, რომლის შორის ყოველი მხოლოობაჲ სამობისა შორის და სამობაჲ მხოლოობისა შორის; რომლისა მიერ აღიქმნნეს ორნი საკვირველნი ბუნებანი გრძნობადთა და საცნაურთა შორის, ანგელოზთა და კაცთა და ყოველნი ციითნი და ზღვიერ ქვეყნიურნი, ვინაი აწ ჩვენ მინდობითა წმიდისა და თაყვანის საცემელისა სამებისათა და მჴურვალედ შევრდომითა ევმანუილ განმამაკაცებულისა ძისა ღვთისა მხოლოდ შობილისათა, ძლევა შემოსითა, ორ კერძოვე უსახურთა და მაავლებელისა, ქრისტეს უკვდავის სისხლით პკურებულისა ჯუარისათა, მარჯულ თანა დგომითა და ხვაიშნითა, მარიამ ძისა ღვთისა მშობელისა სერაფიმთა უწმინდესისათა. და ყოველთა წმიდათა ოხა ცვა-ფარვისა მოღებითა. ვიგულსმოდგინეთ და წყალობა მზეებრ უხვად მიფენითა ვიწადნიერეთ, ვითარ იგი ზენაით განგებისაგანცა განსწავლულ ვიყვენით, რომელმან ბრძანება განკარგვით დადვა შორის მეფეთა შეწყალება ერთგულ გულითადთა და მებრ ნილო მდინარისა გარდაფენა წყალობისა და განდიდებისა, ხოლო ურჩთა და ორგულთა ტანჯვა, მიგება მებრ სამართლისა კანონისა.

ჩვენ წინმმეთქვეთა გვარითთა შორის სქეს წარმოდღეებით ღვთივ წარმობრწყინვებულმან დიდ ისრაილ მამისა მიერ იუდას მეფობის გამო, დავითიანმან მეფემან და ნოე მეორისა ახლისა წყლით რღვნისაგან საქართველოჲსა მჴსნელისა და თვით მპყრობელისა დავით აღმაშენებელისა ძის ძემან და ბუნებით ძემან ალექსანდრე დიდისა მეფისამან, აფხაზ-იმერთა ყოვლობისა მფლობელ-მპყრობელმან მეფემან-მეფეთამან სოლომონ და თანჴორცმემცხედრემან ჩვენმან, მაღალ გვარითთა ტომთა რტო კოწოლმან, დადიანის ასულმან, დედუფალთა დედუფალმან მარიამ, პირმშო სატრფო, სასურველმან ძემან ჩვენმან, მხოლოდშობილმან დავითის მეფობის ბრწყინვალეთა სადაფთაგან წარმოელვებულმან უფლისწულმან ალექსანდრე, თქვენ დაწყებითგან გვარ ოჯახ-შთამომავლობით გულითადად მჴურვალედ ერთგულთა ჩვენთა და საიდუმლოთა განზრახვათა შინა მისანდოთა და სარწმუნოთა ჩვენთა და სამეფოსა პალატსა შინა თანა ზრდილთა ჩვენთანა და მრავალ ფერთა ოსმანთა მიერ შეჭირვებათა და ბრძოლასა შინა სამარადისოდ განუშორებელად ჩვენთანა მყოფთა და განვრცელებით ღვაწლისა და ჭირისა ჩვენთანა ახოვნებით თავსმდებელთა ყმათა ჩვენთა ბრწყინვალეთა, თავადთა წულუკიძეს პაატას და ძმათა შენთა ბერსა და გიორგის, ძეთა თქვენთა და ყოველთავე ტომობით შთამომავალთა ძის ძეთა სახლისა თქვენისათა.

ესე ნამდვილი, ესე ჟამიერთა შორის დაუსრულებელად საუკუნოი, მტკიცე და ყოვლითურთ შეუცვალებელი, მაცილებელთა და მოდავეთა მიერ ყოვლითურთ ზესთა ქმნილი, მეფობრივითა განგებითა და შეურყეველითა პირითა გამოხატული, ჟამთა და ხრონო წელიწადთა მიერ აღუშლელი, ესე საუკუნოი წყალობისა და სამარადისოდ განდიდებისა წიგნი, ბრძანება და ფარმანი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ, გარნა ამა პირსა ზედა არა მცირედი ძიება ვყავთ და ვინათგან მამა-პაპანი და შთამომავლობაჲ სახლისა თქვენისა ყოვლად დიდებულთა ტომთა ჩვენთა მეფეთა მიერ მრავლითა ნიჭითა შეწყალებულ იყუნეს ერთგულად მსახურებისა მათისათვის, ხოლო შემდგომად ერთმან ვინმე ძმათა თქვენთაგანმცა, ჟამთა მეფობისა ჩვენისათა, ოდეს თათარ-ოსმანნი მძლავრობდეს ქუეყანასა ამას აფხაზ-იმერთასა, მანცა ბაძა მძლავრებასა მათსა და ყოვლებით საწულუკიძო სოფელ ციხე-სიმაგრენი თვით მიიმძლავრა და უმრწემესა ძმასა თვისა რათურთით არარაი ნაწილი უდვა და კვალიად ესეცა შესძინა უსამართლოებასა ზედა: რამეთუ განუდგა მეფობასა ჩვენსა და შეემოყვრა წინააღმდგომსა და ორგულსა მეფობისა ჩვენისასა, როსტომს რაჭის ერისთავსა და შემდგომად მცირეთა ხანთა აღიძრა მათ შორისცა შური ბოროტ-გესლიანი, ვინათგან ეშმაკი ეშმაკსა განჴდის განაძებს. ესრეთ ქმნა ერისთავმან როსტომ და ძემან მისმან გიორგი, რამეთუ აღფხვრეს და განაძეს მოყვარე თვისი სახლ-ოჯახ-სამკვიდრებელისაგან და განდევნეს ვითარცა ძვირისმოქმედი და თვით ერისთავმან როსტომ დაიპყრა ყოველი საწულუკიძო, მამულ-სოფელ-ციხე-სიმაგრენი სათავისთაოდ, რამეთუ სახელიცა საწულუკიძო სრულიად აღჴოცა და ნაცვლად მისა დასდვა სახელად სარაჭისერისთავო.

მაშინ მეფობამან ჩვენმან ხადა ზენასა წყალობასა სამართალსა და შეწევნასა ღვთისასა. მყის აღვიმჴხედრეთ ქრისტეს მოყვარეთა და ქრისტეს მოსახელეთა მჴედრობათა თანა და დავითიანითა დროშა-ალმითა და ზედა მიჴედით ორგულთა ჩვენთა და შეწევნითა წმიდისა სამებისათა, ვითარცა ავლნი და ქარქვეტნი განვაბნივენით მტერნი ქრისტეანეთანი და მოყუარენი და მინდობილნი ბილწთა მაჰმადიანთანი და დავიპყრენით ყოველნი ადგილნი მათნი მთა-ბარ-ციხე-სიმაგრენი საწულუკიძოთურთ. მას ჟამსა სამნივე ძმანი დიდითა ვედრებითა გვეაჯენით მკვიდრსა მამულსა თქვენსა და ვინათგან მრავლით ჟამითგან გულითადად ერთგულობასა შინა და ბრძოლასა შინა მრავალსა თავნი და სულნი თქვენნი მეფობისა ჩვენისათვის დაგედვნეს, მსწრაფლ ვისმინეთ ჰაჯა და მოხსენებაჲ თქვენი და ნაცვლად მსახურებისა თქვენისა, მრავლითა შეწყალებითა გიბოძეთ სადიდებულთავადო სრულად ყოველივე საწულუკიძო მამა-პაპათა თქვენთა მამული მგვრგვლივ ერთობით, თავისის სამართლიანის სამძღვრითა, ყოველთა მეზობელთა და მახლობელთაგან განკიდეებული, მთა-ბარ, ციხე-სიმაგრენი, ბაღ-წალკოტ, ველ-მაღნარ-ტყენი, გაღმართ-გამოღმართ, უშენ-შენი, წყალ-სანადირო-სათევზენი, საყდარ-ეკლესია და საფლველნი და ყოვლითურთ სრულად სავსებით რაიცრა იგი მამა-პაპათა თქვენთა დღესამომდე ქონებია საწულუკიძო მამული, ყოველივე თქვენთვის უნაკლულოდ გვიბოძებია.

უკეთუ თქვენ და ძენი თქვენნი, ვითარცა აწ ეგრეთ ეგნეთ ერთგულებასა შინა მეფობისა ჩვენისასა და შვილთა ჩვენთასა და სხვათა მეპატრონეთასა ჩვენი ერთგულება და მსახურება უმჯობეს გიჩნდესთ, ჩვენ მიერი ესე წყალობისა და განდიდებისა წიგნი, ბრძანება და ფარმანი აროდეს მოგეშალოსთ არცა ჩვენგან და არცა შემდგომთა ჩვენთა მეფეთა და უფლისწულთაგან. გქონდესთ საუკუნოდ სამარადისოდ წყალობასა შინა ღვთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ერთგულებასა შინა მეფობისა ჩვენისასა. აწითგან წამართ რომელმანცა კაცმან ანუ შემდგომად ჩვენსა თანამოსაყდრემან ჩვენმან მეფემან ანუ უფლისწულმან ანუ ტომმან ჩვენმ ვინმე ანუ დიდებულთა მთავართაგანმან ვინმე, ანუ უმრწემესმან ვინმე, ჴელყოს შლად და ქცევად ამა ბრძანებით დამტკიცებულისა წიგნისა, მასმცა კაცსა ზეგარდმო რისხვითა და ტანჯვითა დასდვას ღმერთმან ჴორცთა ზედა სამარადისოდ ძრწოლა მწარე კაინისი და თავით ვიდრე ფერჴისა ტერფადმდე გამომცაებუტკვის კეთრი გეეზ ანგაარისა, დამცა ედვას ყოველსა ზედა ასოსა მატლი მტანჯველი ეროდე მეუღლისა და შვილთა მკვლელისა და იქოლვის მძიმითაქ ლოდითა ვითარცა აქარ მპარავი. შეუჴდეს წყლულება და სიმყრალე ნაწლევთა შინა ვითარცა ევდუქსიას დედუფალსა, მკვლელსა იოანე ოქროპირისასა; პირდაღრეჯილ იქმნეს მოწყინებითა დადუხჭირებული ვითარცა აქაბ მეფე ისრაილისა, და შთაირეხვოს პარეხსა შინა იეზაბელისებრ ცოლისა მისისა. ყია ჴორჴსა ზედა გარდამცაგრეხიეს საშთობი საბელი იუდა მზაკვარისა და მომკოს თხემი მისი მკვეცარმან დალილასამან. ხოლო დამამტკიცებელ დამბეჭდველნი ამისნი აკურთხნეს ღმერთმან მამამან ცვარისაგან ცისა და პოხიერებისაგან ქვეყანისა და საუკუნოდ აგოს ჴსენება და კურთხევაჲ მათი.

აღიწერა ინდიქტიონსა მეფობისა ჩვენისასა თვესა აგვისტოსსა რიცხვსა გ, ქრისტეს აქეთ ჩღობ, ქორონიკონს უჲ, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივან მწიგნობართა უპირატესისა დავით კვინიხიძესთა.


დამტკიცებულია მეფე სოლომონის ოთხკუთხა მურის ბეჭდით, წარწერა ბეჭედზე გარშემო: „კეთილ ძირთაგან რტოანი მეფე ვარ ბაგრატოანი“ - მხედრულით. ცენტრში ჩაწერილია: „სოლომონ“ - ასომთავრულით;

ტექსტს ერთვის მხატვრულად, მცენარეული ორნამენტებით გაფორმებული ხელრთვა მეფე სოლომონისა: „მეფე სოლომონ დავითიანი“ _ მხედრული ხვეული კალიგრაფიით. ხელრთვაში სიტყვებს შორის ჩახატულია წყვილი თვალი.

საბუთს ერთვის ხელრთვა ბატონიშვილ ალექსანდრესი: „მეფის ძე ალექსანდრე“ - მხედრული, ხვეული კალიგრაფიით და ალექსანდრეს მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო: „ბატონიშვილი“ - მხედრულით, ცენტრში ჩაწერილია „ალექსანდრე“ _ ასომთავრულით.

მინაწერი სოლომონ II-ისა: „ივერთა მეორისა აღმაშენებელისა, აგარიანთა სისხლთა მრღვნელისა, ტომებით დავითიანისა, უმაღლესისა მეფისა და მამებრ საწყურისა ჩემისა ბიძისა და ბატონისა სოლომონ ივერთა მპყრობელისა აღწერილსა სიგელსა ამას, ძე არჩილისა მეორე სოლომონ დავითიანი, ოჯახის ჩვენისათვის მრავალგზის ვიდრე სისხლთამდე ღვაწლ დადებულს და ყოვლითა გონებითა ერთგულთა ოჯახისა ჩემისათა მეცა უმტკიცებ. თუმცა ვინმე შლად და დარღვევად იკადროს აღწერილთა სიგელთა ამას შინა, წყევათა და შეჩვენებათა ყოველთა სამღვდელოთა ჩემთა თანხმოიბითა იყოს შეკრულ სულით და ხორცით უკუნისამდე. ქრისტეს აქეთ ჩ ღ ჟ ბ აპრილსა კ ე [1792 წ. 25 აპრილი].

დამტკიცებულია სოლომონ II-ის რვაკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე - „მეფე იმერეთისა სოლომონ“ - ასომთავრულით.



საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის თარიღიანია. "ქრისტეს აქეთ ათას შვიდას სამოცდათორმეტს, თვეს იანვარს ი ე", რაც უდრის 1772 წ. 15 იანვარს.

პუბლიკაცია

[edit]