Jump to content

Ad-0626

From Wikisource

დედანი საბუთისა
1472 წ. - პირობის წიგნი კალაურელებისა დავით კათალიკოსისადმი
იგივე
სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 344

საბუთის აღწერილობა

[edit]

დ ე დ ა ნ ი : ხეც. Ad-626. მოყვითალო ქაღალდი, ზომა: 19,14 x14,3. დაზიანება: საბუთი თავ-ბოლო ნაკლულია. ტექსტის დასაწყისი ნაწილი მარჯვენა მხარეს, მარცხენასთან შედარებით 2 სტრიქონით უფრო ღრმად არის მოხეული. ქვედა ორი სტრიქონი გადანაკეც ადგილზე მოხეული ყოფილა და გადაუწებებიათ საფენ ქაღალდზე. საბუთის ზურგი და კიდეები გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. კონსერვაციის დროს საფენი ქაღალდის ზურგზე მიუწებებიათ საბუთის გადარჩენილი ნაგლეჯი, რომელზედაც მოთავსებული ყოფილა XVII საუკუნის მინაწერი: "რჲ - ეს თარიღი". მელანი შავი; აჩქარებული ულამაზო მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთის recto-ზე, II და III სტრიქონებს შორის, სინგურით ჩაწერილია მცხეთის საბუთებისათვის XVII საუკუნეში მინიჭებული სააღრიცხვო ნომერი ტმა (341). ამავე გვერდზე ფანქრით მიწერილია სინოდის კანტორის ნომერი N 344.