მცხეთის საბუთები № 344
Ad-626 იგივე სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 344
დედანი საბუთისა 1472 წ. - პირობის წიგნი კალაურელებისა დავით კათალიკოსისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]- თ. ჟორდანია: "1453-1459 ამ წლებში უნდა იყოს დაწერილი მცხეთის ორი გუჯარი, რომელთა ნუსხა ხუცურად ნაწერი და უთავბოლო (№ № :ტმა: და :ტპა:) ჩვენ ვიპოვნეთ წიგნში № 507. ამისი ასლი სინოდ. კანტ. გუჯ. № 344, თავი აკლია.
- სარგის კაკაბაძე: საბუთს თავში მიწერილი ჰქონია ორი ნომერი: № 344 და საეკლესიო მუზეუმის - № 626.
დ ე დ ა ნ ი : ხეც. Ad-626. მოყვითალო ქაღალდი, ზომა: 19,14 x14,3. დაზიანება: საბუთი თავ-ბოლო ნაკლულია. ტექსტის დასაწყისი ნაწილი მარჯვენა მხარეს, მარცხენასთან შედარებით 2 სტრიქონით უფრო ღრმად არის მოხეული. ქვედა ორი სტრიქონი გადანაკეც ადგილზე მოხეული ყოფილა და გადაუწებებიათ საფენ ქაღალდზე. საბუთის ზურგი და კიდეები გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. კონსერვაციის დროს საფენი ქაღალდის ზურგზე მიუწებებიათ საბუთის გადარჩენილი ნაგლეჯი, რომელზედაც მოთავსებული ყოფილა XVII საუკუნის მინაწერი: "რჲ - ეს თარიღი". მელანი შავი; აჩქარებული ულამაზო მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთის recto-ზე, II და III სტრიქონებს შორის, სინგურით ჩაწერილია მცხეთის საბუთებისათვის XVII საუკუნეში მინიჭებული სააღრიცხვო ნომერი ტმა (341). ამავე გვერდზე ფანქრით მიწერილია სინოდის კანტორის ნომერი N 344.
სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები
სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - ტმა (341)