Jump to content

Ad-0505

From Wikisource
Ad-625 სიგელი
Ad-625 სიგელი

დედანი საბუთისა

საბუთის აღწერილობა

[edit]

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. Ad-505 - დედანი; საბუთისათვის გამოყენებულია მოყვითალო ფერის სქელი საიმპერატორო გერბიანი ქაღალდი; შედგება ორი კეფისაგან 62x34 სმ.; მპირველ კეფზე დაკრულია ფერადი გრავიურა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს და მოსკოვის დიდი მთავრის პეტრე ალექსის ძის პორტრეტული გამოსახულებით.

საბუთის ტექსტი სპესიალურად დახაზულ ჩარჩოშია ჩაწერილი, რომლის დასასრულსაც მარცხენა, ზედა კუთხეში დასმულია რუსული საიმპერატორო მრგვალი ბეჭედი მონოგრამით – MП. ტექსტი დაწერილია შავი მელნით, XVIII საუკუნის მდივანმწიგნობრული მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდგომ იხმარება წერტილი, ტექსტის დასაწყისში და დასასრულს - სამი წერტილი. საბუთს უზის თარიღი - ქრისტეს აქეთ 1725 წელი, ქორონიკონი - უიგ.

დარეჯან კლდიაშვილი - ფერადი გრავიურა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე I-ისა და იმპერატორ პეტრე I დიდის პორტრეტით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან