Jump to content

1725 წ. - შეწირულების განახლების სიგელი მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესიისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

პირი: Ad-505 .


საბუთი წარმოადგენს რუსეთის იმპერატორის მიერ მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესიისადმი ვახტანგ VI-ის მიერ ნასოფლარების შეწირულების განახლების წიგნის დამტკიცებას.



საბუთის PDF ვერსია (2015 წლის გამოცემა)


საბუთის ტექსტი

[edit]

Ad-625 სიგელი
Ad-625 სიგელი

ქ. ზე ადიდენეს ღმერთმან ძლიერი და უძლეველი ზეშთა აღმატებული და დიდი მთავარი, მპყრობელი ჩრდილოვეთისა და ყოვლისა რუსეთისა, მეფეთ-მეფე, იმფრადორი, ჴელმწიფე პეტრე ალექსიშვილი და დედოფალთ-დედოფალი ეკატირინა და ძის ძე მათი პეტრე ალექსიშვილი. ვამტკიცებ წყალობითა ღვთისათა და ყოვლად უხრწნელისა დედისა მისისათა, ქართველთა მეფის ვახტანგისა, დედოფლის რუსუდანისა და ძისა მათისა მეფის ბაქარისა შეწირულობისა სიგელსა, ოდეს მანგლისისა მღთისმშობლისათვის ძველთაგან შეწირული ყოფილიყო ქართველის ბატონებისაგან კიანეთის სოფელი და მანგლის მთის ნასოფლარები, როგორათაც მანგლელს გამოეფიცნა. ამათი ჴელახლა სიგლები დაედვათ მეფეს ვახტანგს და შეეწირათ. და ჩვენ დიდმან ჴელმწიფემან ამ სიგლის პირზედ დავამტკიცეთ, რომე ეს შეწირულობა ჟამთა უკუნისამდე არ მოიშალოს.

დასაბამითგან ვიდრე აქამომდე შვიდი ათას ოცდა ხუთსა, ქრისტეს აქეთ ათას შვიდას ოცდა ხუთსა, ქრონიკონსა უიგ.



საბუთის პუბლიკაციები

[edit]