Jump to content

1973 - სოსელია ოლღა - ჩხეიძეთა სათავადო

From Wikisource
ბაგრატიონთა გერბი

გენეალოგიური კვლევები

ჩხეიძეები

პუბლიკაცია:

ოლღა სოსელია - ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები) - წიგნი I - თბილისი - 1973

ტექსტი

[edit]
ჩხეიძეთა სათავადო

[25]ჩხეიძეთა გვარი ძირძველი ფეოდალური გვარი იყო არგვეთაში, ვახუშტის დროსაც (XVIII ს. პირველი ნახევარი) ჩხეიძეთა გვარი ერთ-ერთ "უწარჩინებულეს" გვარად ითვლებოდა იმერეთის სამეფოში.[1] ერთი ცნობით, თავადი ჩხეიძეები "არიან ძირნი იმერეთიდან", "ჩიხადან". ამ საგვარეულოს წარმომადგენელნი "იყვნენ პირველ ჩიხორის ერისთავნი".[2] ეს ცნობა სიმართლეს უნდა შეიცავდეს, სარწმუნოა, რომ ჩხეიძეები "პირველ", ე.ი. წინათ, ძველად, ჩიხორის თუ ჩიხას ერისთავად ისხდნენ.

ჩიხას ერისთავი პირველად იხსენიება "მატიანე ქართლისაში" IX ს. მეორე ნახევრის ამბებთან დაკავშირებით. როცა გაძლიერებულმა აფხაზთა მეფე გიორგი I-მა "დაიპყრა ქართლი", მან "დაუ[26]ტევა ერისთავად ჩიხას" თავის ძმისწული ბაგრატ "ძე დემეტრესი".[3]

მემატიანის თხრობიდან იგულისხმება, რომ ჩიხას საერისთავო აღნიშნულ ფაქტამდე არსებობდა და ერისთავად აქ "დემეტრეს ძეს" დასმამდე ვიღაც სხვა იჯდა. ეს ვიღაც სხვა ჩხეიძეთა საგვარეულოს წევრი უნდა ყოფილიყო.

წყაროებიდან არ ჩანს რა ტერიტორია შედიოდა გიორგი აფხაზთა მეფის მიერ დატოვებულ ჩიხას ერისთავის სამფლობელოში. მაგრამ საერისთავო ჩვეულებრივ მთელ კუთხეს მოიცავდა და არა მხოლოდ ერთ სოფელს. ჩიხას ერისთავის სამფლობელოშიც მთელი ის კუთხე უნდა ვიგულისხმოთ, რომლის არეში ჩიხა იყო მოქცეული. ასეთ კუთხეს "მარგვი" ანუ "არგუეთი" წარმოადგენდა,[4] რომელიც ძველი დროიდანვე საერისთავოდ იყო გამოყოფილი. ლეონტი მროველის ცნობით, მარგვის ერისთავი ჯერ კიდევ ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის დროს[5] იქნა დადგენილი. ამ ერისთავს ექვემდებარებოდა ტერიტორია "მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუარადმდე ეგრისისა, რიონს ზემოთ".[6] უფრო გვიან მარგვის ერისთავის საგამგეოში ვხედავთ თაკვერსაც. ვახტანგ გორგასალის დროს (459-502 წწ. გ. მელიქიშვილის ქრონოლოგიით, კითხვის ნიშნით)[7] ვინმე ბაკური არის "ერისთავი მარგვისა [27] და თაკვერისა".[8] ამის შემდეგ მარგვის ერისთავი არსად ჩანს. მას ცვლის ზემოხსენებული ჩიხას ერისთავი, რომლის სამმართველო მიწა-წყლის სივრცე დაახლოებით ადრინდელი მარგვის ერისთავის მიწა-წყლის სივრცეს უნდა ემთხვეოდეს.

ძნელია იმის თქმა, რატომ შესცვალა მარგვის ერისთავი ჩიხას ერისთავმა. სახელის ასეთი შეცვლა შეიძლება მოხდა მარგვის საერისთავოს ფარგლების შემცირება-გაფართოებასთან ან საერისთავოს ადმინისტრაციული ცენტრის ჩიხაში გადატანასთან დაკავშირებით.

ჩიხას ერისთავის უფლებები ქართლზედაც ვრცელდებოდა. არგვეთ-ჩიხადან მართავდა იგი აფხაზთა მეფის მიერ დაპყრობილ არგვეთის უშუალო მოსაზღვრე ქართლს. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ აფხაზთა მეფეს ქართლის გამგებლად არავინ დაუსვამს.

გიორგი I აფხაზთა მეფის სიკვდილის შემდეგ (875 წ.) მის მიერ დასმული ჩიხას ერისთავის საქმე ცუდად დატრიალდა: "ცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა" იგი.[9] ვინ დასვეს მოკლული ერისთავის ადგილზე, მემატიანე ამაზე არაფერს ამბობს. მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მკვლელობა ჩიხას ადრინდელ ერისთავთა, ჩხეიძეთა გვარის მონაწილეობით მოხდა და ამის შემდეგ ჩიხას ერისთავობა ისევ ჩხეიძეთა საგვარეულოს დაუბრუნდა.

ჩიხას ერისთავის ხსენება ზემომოტანილ ცნობაზე წყდება. ამიერიდან არც ერთი წყარო არც მარგვის ერისთავს ასახელებს და არც ჩიხასას.

ლეონტი მროველის "მარგვის" ანუ არგვეთის, ჯუანშერის "მარგვისა და თაკუერის", ხოლო "მატიანე ქართლისას" ავტორის "ჩიხას" საერისთავოს, ვახუშტი თავის "გეოგრაფიაში" შორაპნის საერისთავოს ეძახის.[10] არგვეთზე იგი პირდაპირ ამბობს: "ძველად იყო საერისთავო შორაპნისაო".[11] ამ "ძველადში" ვახუშტი ქართლის [28]პირველი მეფის ფარნავაზისა (ძვ. წ. 284-219 წწ. გ. მელიქიშვილის ქრონოლოგიით) და მის შემდეგ დროს გულისხმობს.[12] მაგრამ ვახუშტის ცნობის საკონტროლოდ ჩვენ გვაქვს ზემოდასახელებულ ავტორთა ცნობები, რომელნიც აღნიშნულ პერიოდში შორაპნის საერისთავოს არსებობას გამორიცხავენ: ეს ავტორები შორაპნის საერისთავოს არ იცნობენ. ამასთან ისინი "ძველ" დროსთან უფრო ახლოს დგანან და მათი ცნობები, თუგინდ ამიტომაც, უფრო სანდოა.

ვახუშტის ეს ცნობა უთუოდ რაღაც წყაროს, ტრადიციას ემყარება და მერმინდელ დროს ასახავს: იმ დროს, როცა "მატიანე ქართლისას" თხზულებაში ჩიხას საერისთავოს ხსენება წყდება. ეს ხდება IX საუკუნის მიწურულისათვის. ვფიქრობთ, სწორედ ამ დროს შეერქვა ჩიხას საერისთავოს შორაპნის საერისთავო. მხოლოდ ამ დროიდან შეიძლებოდა ყოფილიყო არგვეთი "საერისთო შორაპნისა".[13] ვახუშტის კი, ჩვენი აზრით, გვიანდელი ცნობა ადრინდელ ხანაზედაც გადააქვს და ამ სახელწოდების საერისთავოს არსებობა "ძველადაც" უეჭველად მიაჩნია, რაც მართებული არ ჩანს.

ერისთავის რეზიდენცია, ეტყობა ჩიხადან შორაპანში გადადის და ამის შესაბამისად საერისთავოც ახალ სახელს ღებულობს.

შორაპნის საერისთავოს ტერიტორიულ შემადგენლობაში"პირველად" იგივე არგვეთი და რაჭა შედის,[14] ე.ი. შორაპნის საერისთავოს ტერიტორიული ფარგლები დაახლოებით ემთხვევა მარგვი-ჩიხას საერისთავოების ტერიტორიულ ფარგლებს. მაგრამ შემდეგ შორაპნის საერისთავოს რეორგანიზაცია ხდება და X საუკუნეში რაჭა ცალკე საერისთავოდ ყალიბდება (იხ. ქვემოთ, [[1973 - სოსელია ოლღა - რაჭის ერისთავთა სათავადო|რაჭის ერისთავთა სათავადო]). შორაპნის საერისთავოში კი მხოლოდ არგვეთი რჩება.

[29]ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ერისთავის რეზიდენციის ჩიხადან შორაპანში გადანაცვლება და რაჭის ცალკე საერისთავოდ გამოყოფა. პირველი, ალბათ შორაპნის ეკონომიურ-სტრატეგიული უპირატესობით იყო შეპირობებული. ხოლო რაჭის ცალკე საერისთავოდ გამოყოფაში გეოგრაფიული ფაქტორიც უთუოდ გარკვეულ როლს თამაშობდა.

შორაპნის ერისთავობა ჩხეიძეთა გვარს უნდა ჰქონოდა 1330 წლამდე, ვიდრე გიორგი ბრწყინვალე ერისთავად აქ მიქელ მეფის ძეს ბაგრატს დასვამდა.[15] ამას გვანიშნებს ერთი გვიანდელი (1686 წლის) ცნობა, საიდანაც ვგებულობთ, რომ "შორაპნის ციხე და ქალაქი" "ჟამთა გამოცვლილობით ძველთაგან" ჩხეიძეთა "სახლის დანაკარგი" იყო.[16] ე.ი. ეს ციხე-ქალაქი ჩხეიძეების მფლობელობაში ყოფილა, მაგრამ "ძველთაგან" დაუკარგავთ. საერისთავოს სიმაგრე-თავშესაფარი შორაპნის ციხე მეფე ფარნავაზმა იმ დროს "აღაშენა", როცა მარგვის ერისთავი დაადგინა.[17] თუ ეს ციხე-სიმაგრე [30]"ძველთაგან" ჩხეიძეებისა იყო, მარგვი-ჩიხა-შორაპნის ერისთავადაც ჩხეიძეები უნდა ყოფილიყვნენ. ისტორიული ტრადიციაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ჩიხორის თუ ჩიხას ერისთავებად სწორედ ჩხეიძეებს სთვლის.

აღსანიშნავია, რომ გ. ცქიტიშვილის დაკვირვებით, შორაპნის ერისთავების გვარი წარმოშობით არგვეთიდან ლომსიათხევის სოფ. ბორიდან, შორაპნის სანახებიდანაა, რომელიც "ახ წ. I საუკუნეებში დაწინაურებულა".[18] ეს დაკვირვება რამდენადმე მხარს უჭერს ჩვენს მოსაზრებას.

"ისტორიანი და აზმანი შარავადედთანში" მოხსენიებული დიდებული აზნაურნი "ამანელისძენი" თუ "ამონისძეც"[19] ჩხეიძეთა გვარის ერთ-ერთ შტოდ გვეჩვენება. ის გარემოება, რომ ამანელისძეს აღნიშნული წყარო თამარის დროის (1184-1213 წწ.) ლიხთ-იმერეთის რომელიღაც კუთხის ერისთავად ასახელებს,[20] საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ იგი ჩხეიძეთა გვარიდან მომდინარეობდა: ეს საგვარეულო, როგორც ზემოთ ითქვა, ადრევე დაწინაურდა და უმნიშვნელო არ უნდა იყოს ისიც, რომ გვიან, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სწორედ ამ საგვარეულოს წევრი დასვეს რაჭის ერისთა[31]ვად, რაც ჩვენ ძველი[21] ტრადიციის ნაწილობრივ აღდგენად წარმოგვიდგება.

ბაგრატის სიკვდილის შემდეგ (1372 წ.) შორაპნის ერისთავად ერთ ხანს მისი ძე ალექსანდრე ჩანს.[22] XV ს. მეორე ნახევარში ეს საერისთავო იშლება. მის ტერიტორიას იმკვიდრებენ სხვადასხვა ფეოდალური საგვარეულოები. შორაპნის საერისთავოს ერთი ნაწილის გამკვიდრების საფუძველზე იქმნება ჩხეიძეთა სათავადო.[23] ეს იყო არგვეთის სამხრეთი ნაწილი, რომელიც "პირველად არგვეთადვე წოდებული... შემდგომად პყრობითა თავადთა ჩხეიძეთაგან საჩხეიძეოდ ისახელა".[24]

ჩხეიძეთა ანუ ჩხეტიძეთა[25] საგვარეულოს პირველი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელი რუსი ჩხეტიძეა. იგი იხსენიება XIV ს. დამდეგს, მაგრამ ამ დროს ცოცხალი არ არის.[26] მისი მოღვაწეობა XIII ს-შია საგულისხმო.

უფრო გვიან, 1325 წელს გვხვდება ამ საგვარეულოს წევრი გოგატი, რომელსაც მეაბჯრეთუხუცესის სახელო უჭირავს და ადრე [32](დაახლოებით 1251 წელს) საგელათო აზნაურ მიქაბაძეებს ახლა თავის "მკვიდრ" ყმებად ფლობს.[27]

გოგატის შემდეგ 1413-1444 წწ. ვხედავთ ყელგრძელ ჩხეტიძეს. მას ალექსანდრე მეფე მოწმედ ასახელებს თავის "კარის ვაზირთა" შორის.[28]

ყელგრძელის მომდევნო თაობაა ივანე ჩხეტიძე, რომელსაც 1486-1488 წწ. შუალედში ამილახორის თანამდებობა უკავია.[29] აღნიშნულ ხანშივე ივანე რაჭის ერისთავად დაუსვამთ, ხოლო მისი სახელო მისი სახლიკაცისათვის - სანასარისათვის გადაუციათ. 1488 წელს შედგენილ ფალავანდიშვილთა სასისხლო სიგელში რაჭის ერისთავად უკვე ივანეა დასახელებული, ამილახორობა კი სანასარს აქვს.[30] იგი უნდა იყოს სახლის უფროსიც.

ამავე სიგელში გვხვდებიან აგრეთვე ჩხეტიძეთა გვარის სხვა წევრებიც: კახაბერი, აბესალომ, ვახტანგ და კიდევ მეორე აბესალომ. მათგან კახაბერი და აბესალომ I ივანეს ძმები არიან.[31]

სანასარის შემდეგ (1488 წ.) ამილახორის თანამდებობაზე მისი სახლის კაცი არ ჩანს. მეაბჯრეთუხუცესის სახელოც ჩხეტიძეთა [33] საგვარეულოს გოგატის შემდეგ (1325 წ.) მალე დაუკარგავს. 1486-1488 წწ. ეს თანამდებობა დავით ღოღობერიძის ხელშია.[32]

XVI საუკუნეში ჩხეიძეთა სახლის წევრები მრავლად ჩანან ისტორიის სარბიელზე. ამ დროს მოღვაწეობენ ქუთათელი ეპისკოპოსი გერმანე[33], მისი მომდევნო კიდევ ქუთათელი ეპისკიპოსი სვიმონ[34], ხონელი ეპისკოპოსი მანოელ[35], ბედიელი მიტროპოლიტი გერმანე[36], ჯუმათელი ეპისკოპოსი სიმონ[37], აფხაზთა კათალიკოსი [34] ევდემონ[38] და ხოფილანდრე ჩხეიძეები[39]. ეს უკანასკნელი იმითაა ცნობილი, რომ მან "გამოაპარა" გელათის სამრეკლოდან ლევან დადიანი 1546 წელს, რომელიც მეფის ურჩობის გამო აქ იყო ჩაკეტილი[40]. ხოფილანდრეს ასეთი მოქმედება თავადურ გათიშულობის ინტერესებს ემსახურებოდა.

XVI ს. მოღვაწეები უნდა იყვნენ აგრეთვე მოქველი მთავარეპისკოპოსი ფილიპე და ხონელი მთავარეპისკოპოსი ზაქარია ჩხეტიძეები[41].

[35]როგორც ვხედავთ, აღნიშნულ პერიოდში სასულიერო სფეროში ჩხეტიძეთა საგვარეულოა გაბატონებული. ჩანს ჩხეტიძეები, ხოფილნდრეს გამოკლებით, ამ დროს ცენტრალურ ხელისუფლებას უჭერენ მხარს და უკანასკნელიც ხელს უწყობს მათ წინსვლას.

უფრო ადრე, XV ს. მეორე ნახევარში, როგორც ზემოთ ვაცვენეთ, ჩხეიძეთა გვარის წარმომადგენელი ივანე რაჭის ერისთავად წინაურდება. ამიერიდან რაჭის ერისთავობა ჩხეიძეთა გვარს მემკვიდრეობით აქვს42.

რაჭა, როგორც ზემოთ ითქვა, გარკვეულ პერიოდში, სანამ იგი ცალკე საერისთავოდ შეიქმნებოდა, შორაპნის საერისთავოში შედიოდა43. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ მოსაზრებას, რომ შორაპნის ერისთავობა ჩხეიძეთა საგვარეულოს ჰქონდა, მაშინ რაჭის ერისთავად ამ საგვარეულოს წევრის დადგენა შემთხვევითი მოვლენა არ უნდა იყოს და აქ ჩხეიძეთა გვარის ძველი სამოხელო უფლების (ერისთავობის უფლების) აღდგენას უნდა წარმოადგენდეს. ამ უფლების ევოლუციამ მოგვცა შემდეგ რაჭის ერისთავთა სათავადო.

ჩხეიძეებსა და მათი თანამოგვარე რაჭის ერისთავთა შორის გვაროვნული კონტაქტი მალე შეწყდა. არგვეთელ სახლიკაცებისგან ტერიტორიულად განცალკევებულ რაჭის ერისთავებს დროთა ვითარებაში ძველი საგვარეულო სახელიც ჩამოსცილდათ და თავიანთი თანამდებობის აღმნიშვნელი "ერისთავი" გაუგვარდათ.

ჩხეიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება უნდა მომხდარიყო XV საუკუნეში. იმ ხელსაყრელ ვითარებაში, როცა "იმერეთის ერისთავები" (დიმიტრი, ბაგრატი) მეფობისათვის იბრძოდნენ44. ამ დროს უნდა ჩაეგდოთ ხელში ჩხეიძეებს ქვემოთ დასახელებული სოფელთა ნაწილი. ნაწილს კი (ჩიხა, ჩიხორი, ზედა დიმი) ისინი უთუოდ ადრიდანვე ფლობდნენ.

[36]ჩხეიძეთა სამფლობელოს საზღვრებს ვახუშტი ასე მოხაზავს:

შენ

[edit]

33. იხ. "ახალი ქართლის ცხოვრება", მესამე ტექსტი - გვ.493; ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა - გვ.29; ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები) - I - გვ.206
ქუთათელი გერმანე (გერასიმე) გარდაიცვალა 1529 წლის 10 იანვარს. ამავე წელს ქუთათელად ეკურთხა მისი ძმისწული სვიმონ (იქვე).

34. იხ. იქვე

35. მანოელ ჩხეტიძე ხონელად დასვეს 1529 წელს. ("ახალი ქართლის ცხოვრება", მესამე ტექსტი - გვ.493; ქრონიკები - წ. II - გვ.372-373; ე. თაყაიშვილი, ხონის ეკლესია და მისი სიძველენი, ძველი საქართველო, III - გვ.278-279.
თ. ჟორდანიას ვარაუდით, "ნიკორწმინდელად 1534 წ. დაყენებული მანუელ შეიძლება იგივე მანუელ ჩხეტიძე იყოს, რომელიც 1529 წელს ხონელად დასვეს" ქრონიკები, II - გვ.379 იხ. აგრეთვე ქრონიკები, II - გვ.49, ქრონიკები, II - გვ.372-373). ამ ვარაუდს ე. თაყაიშვილი სწორად თვლის (იხ. მისი მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე... - გვ.5, არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში - გვ.102. ეს მანოელ მაწყვერლადაც იჯდა. 1548-1585 წლებში იხსენიება მაწყვერელი მანოელ ჩხეტიძე (იხ. იქვე).

36. ქრონიკები, I - გვ.137-138; მ. ნიკოლეიშვილი, ისტორიული მასალები, მასალები, 1968, გვ.137.
"ეს გერმანე - ბ. ლომინაძის ვარაუდით, - შესაძლოა იგივე ქუთათელი გერმანე იყოს" (იხ. მისი ბ. ლომინაძე. ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები) - I - გვ.206-207.

37. Дм. Бакрадзе, Археологическое путешествие по Гурии и Адчаре გვ.283,285,288.
ჯუმათელი სიმონ და ქუთათელი სვიმონ შეიძლება ერთი და იგივე პირი იყოს.

38. ევდემონის კათალიკოსობა 1557 წლიდან იწყება. გარდაიცვალა 1578 წელს (ბ. ლომინაძე. ბიჭვინტის ხატის 1568 წლის წარწერა, მსკი, ნაკვ.33,1960, გვ.102; ბ. ლომინაძე. გელათი, თბ.1955, გვ.30; ე. თაყაიშვილი. არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, ძველი საქართველო, III, გვ.234).
აღსანიშნავია, რომ XVI საუკუნის მეორე ნახევარში, ევდემონ კათალიკოსის ზეობაში მოხდა საკათალიკოსოს მუდმივი რეზიდენციის ბიჭვინტიდან გელათში გადმოტანა (იხ. ბ. ლომინაძე. ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, სენიორიები, I, გვ.177-186,241).
ევდემონი ტრაგიკულად დაიღუპა. ქუთაისიდან ოდიშისაკენ მიმავალ კათალიკოსსა და მის თანმხლებ პირებს გზაზე თავს დაესხნენ ყაჩაღები. კათალიკოსი გაექცა ყაჩაღებს, მაგრამ ცხენიდან გადმოვარდა და მოკვდა (იხ. სტოლნიკი ტოლოჩანოვისა და დიაკი ეივლევის ელჩობა იმერეთში, გვ.154).
"ევდემონ ჩხეტიძე, - როგორც ბ. ლომინაძე შენიშნავს, - ცნობილი პიროვნებაა დასავლეთ საქართველოს ისტორიაში". გარდა იმისა, რომ კათალიკოსია, იგი არის "მწიგნობარი, მრავალ ხელნაწერის გადამწერინებელი, გელათის მონასტრის მაშენებელ-მომხატვინებელი", მოქვის საყდრისა და ბიჭვინტის ღვთისმშობლის ხატის "შემმკობი", და სხვ. ასეთი დამსახურებისთვისაა, რომ ევდემონი გამოხატულია გელათის ეკლესიების კედლებზე და დაკრძალულია გელათის "საფლავთა შინა მეფეთასა", წმინდა გიორგის ეკლესიაში (ბ. ლომინაძე. ბიჭვინტის ხატის 1568 წლის წარწერა, მსკი, ნაკვ.33,1960, გვ.101; იხ. იქვე, სქოლიოც; ბ. ლომინაძე. გელათი, თბ.1955, გვ.30,50-51; ე. თაყაიშვილი. არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, ძველი საქართველო, III, გვ.234; გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ.145).

39. ვახუშტი. საქართველოს ისტორია, გვ.190

40. იქვე

41. ქრონიკები, II, გვ.174,403; ე. თაყაიშვილი. არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, ძველი საქართველო, III, გვ.108; ე. თაყაიშვილი. ხონის ეკლესია და მისი სიძველენი, ძველი საქართველო, III, გვ.278-279; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ახალი (Q) კოლექცია, ტ. II, თბ.1958, გვ.315; მ. ნიკოლეიშვილი, ისტორიული მასალები, მასალები, 1968, გვ.135-136.
ე. თაყაიშვილის აზრით, ხონელი მთავარეპისკოპოსი ზაქარია ჩხეტიძე ის ზაქარიაა, "რომელიც მონაწილეობას იღებდა XVI საუკუნეში კათალიკოსის სამართლის დამტკიცებაში" (ძველი საქართველო, III, განყ.I, გვ.278-279.
ფილიპე და ზაქარია ჩხეტიძეების მოღვაწეობის დრო ნაჩვენები გვაქვს თ. ჟორდანიასა და ე. თაყაიშვილის ვარაუდთა მიხედვით (იხ. იქვე; ქრონიკები, II, გვ.174,403).
ზაქარია მისი თანამოგვარე მანოელ ჩხეტიძის უშუალო შემცვლელი უნდა იყოს (იხ. და შდრ. ბ. ლომინაძე. ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, სენიორიები, I, გვ.207.
XVI საუკუნეში იხსენიება აგრეთვე ჩხეტიძის ქალი ანა (გ. ბოჭორიძე - რაჭის ისტორიული ძეგლები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ.VIII, 1933-1934, გვ.301).

42. იხ. რაჭის ერისთავთა სათავადო.

44. ვახუშტი. საქართველოს ისტორია, გვ.184-185.

შენიშვნები

[edit]
  1. იხ. ვახუშტი. აღწერა - გვ.26.
  2. იოანე ბატონიშვილი. შემოკლებიი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა..., ხელნაწერთა ინსტ,. ფ. S, N3729, გვ.78r., 101v., 106v. იხ. აგრეთვე, გვ. 13r.
    იოანე აქ ჩიხორის ერისთავს ჩიხას ერისთავის სინონიმად უნდა ხმარობდეს, იხ. და შდრ. ერთმანეთს მითითებული გვერდები.
  3. იხ. ქართლის ცხოვრება - გვ.258, შდრ. ვახუშტი. ისტორია - გვ.124; მარი ბროსე - გვ.118.
  4. ლეონტი მროველისა და ჯუანშერის "მარგვი" (იხ. ქართლის ცხოვრება - გვ.24,185) იგივე არგვეთია.
    აღსანიშნავია, რომ ნ. ბერძენიშვილი ჩიხას ერისთავს სწორედ არგვეთის ერისთავად თვლის (იხ. მისი ისტორიულ–გეოგრაფიული ექსპედიცია 1932 წ - გვ.21).
  5. ძვ.წ. 284-219 წწ. გ. მელიქიშვილის ქრონოლოგიით, კითხვის ნიშნით (იხ. მისი ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის - გვ.155; შდრ. პ. ინგოროყვა - ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია - გვ.315; მარი ბროსე - ბოლოს დართული "შთამომავლობითი სია საქართველოს მეფეთა".
  6. ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა მეფეთა - გვ.24
  7. გ. მელიქიშვილი - გვ.170; შდრ. მარი ბროსე - "სია საქართველოს მეფეთა".
  8. ჯუანშერი. ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა - გვ.185
  9. მატიანე ქართლისა - გვ.258; ვახუშტი. ისტორია - გვ.124; მარი ბროსე - გვ.118.
  10. ვახუშტი. აღწერა - გვ.154,162,163.
  11. იქვე - გვ.163.
    ვახუშტი თავის "საქართველოს ისტორიაში" ერთ ადგილას ამბობს: ფარნავაზმა "მეორე ერისთავი დასვა მარგვეთისა შორაპანსო" ვახუშტი. ისტორია - გვ.37, ე.ი. საერისთავოს სახელად აქ "მარგვეთია" ნაგულისხმევი და არა შორაპანი, ხოლო უკანასკნელი მარგვის ერისთავის ადგილსამყოფლად არის მიჩნეული. ასევე საერისთავოს სახელად არის ნაგულისმევი მარგვეთი ანუ არგვეთია ვახუშტი. ისტორია - გვ.97 და ვახუშტი. მეორე ნაწილი - გვ.178. მაგრამ თავის "გეოგრაფიაში" ვახუშტის ყველგან შორაპანი გარკვევით საერისთავოდ აქვს დასახელებული (იხ. ვახუშტი. აღწერა - გვ.154,162,163). მის "ისტორიასა" და "გეოგრაფიას" შორის ამ მხრივ წინააღმდეგობაა.
  12. ვახუშტი. აღწერა - გვ.154.
  13. გ. ცქიტიშვილი შორაპნის საერისთავოს არსებობას ანტიკურ ხანაშიც გულისხმობს (იხ. მისი ანტიკური ხანის შორაპნის საერისთავოს საკითხისათვის - გვ.71-106).
  14. ვახუშტი. აღწერა - გვ.162-163.
  15. ვახუშტი. ისტორია - გვ.278. იხ. აგრეთვე ვახუშტი. მეორე ნაწილი - გვ.183
  16. მოვიტანთ ამ ცნობას სრულად: "ქ. ბძანებითა ღმრთისათა, ძალითა და შეწევნითა ხატისა ამაღლებისათა, მე ჩხეიძემ ბოქაულთუხუცესმა ბატონმა თაიმურაზ, ჟამთ გამოცულილობით ძველთაგან ჩუენის სახლის დანაკარგი შორაპნის ციხე და ქალაქი, მეფის ბაგრატის ბრძანებით ძალად ჩემის ხრმლით დავიჭირე. რადგან ჩემმა მოწყალემ ამდენი ხელი მომიმართა, ვიგულე და ვიგულისმოდგინეთ ჩუენ, ფრიად ცოდვილმა და ყოველთა კაცთა უცოდვილესმა, მე, თაიმურაზ და თანამეცხედრემა ჩემმა ჩხეიძის ასულმა ბატონმა თამარ, ძველთაგან თათართა მიერ დალეწილი ხატი ესე ამაღლებისა შევამკევით მურასთ თვალითა მარგალიტითა ჩვენად სადღეგრძელოდ, ძეთა და ასულთა ჩვენთა აღსაზრდელათ და ცოდვათა ჩვენთა საოხად დღესა მას საშინელს განკითხვისას ჩემისას, ამინ. ქორონოკონს ტოდ [1686]. იხ. ამაღლებისა და ჯვარცმის ხატის წარწერა (მხედრული), ქუთ. მუზ. ძეგლი N 3085.
    ამ ხატისა და ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ სხვა ძეგლთა წარწერები გამოსაცემად მომზადებული აქვს ამავე მუზეუმის დირექტორს, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატს მ. ნიკოლეიშვილს, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ და რასაც მადლობით აღვნიშნავთ. ხსენებულ წარწერათა ერთი ნაწილი მან გამოაქვეყნა კიდეც (იხ. მისი ისტორიული მასალები - გვ.130-138).
  17. ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა მეფეთა - გვ.24
    მარგვის ერისთავის რეზიდენცია შორაპანში უნდა ყოფილიყო. თითქოს ამას უნდა ნიშნავდეს ვახუშტის ზემოაღნიშნული ნათქვამი: ფარნავაზმა "მეორე ერისთავი დასვა მარგვეთისა შორაპანს", მაგრამ თვით საერისთავოს სახელი, როგორც მემატიანეთა ცნობებიდან ჩანს, თავდაპირველად მარგვი იყო და არა შორაპანი. ჩიხას ერისთავის რეზიდენცია კი ჩიხა უნდა იყოს.
  18. გ. ცქიტიშვილი. დასახ. ნაშრ., - გვ.96
  19. "ისტორიანი და აზმანი..." - გვ.27,34.
  20. "ისტორიანი და აზმანის" ტექსტის ის ადგილი, სადაც ლიხთ-იმერეთის ერისთავთა შორის "ამანელისძე" იხსენიება, ნაკლულია და იგი საერისთავო ტერიტორიის გარეშე არის მოხსენიებული. ამ ადგილის კ. კეკელიძისა და ს. ყაუხჩიშვილისეული აღდგენით, "ამანელისძის" საერისთავო არგვეთია (იხ. 1941 - "ისტორიანი და აზმანი..." - გვ.79; 1959 - "ისტორიანი და აზმანი..." - გვ.34). ჩვენ აქ არ შევეხებით იმას, თუ რამდენად სწორია ტექსტის ასეთი აღდგენა. ეს სპეციალური კვლევის საგანია და მას კიდევაც მიუძღვნა სპეციალური სტატია გ. ცქიტიშვილმა ("ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"-ს ერთი ადგილის წაკითხვისათვის - გვ.222-227). მომავალშიც ტექსტის ამ ადგილის წაკითხვის საკითხს არა ერთი მკვლევარი შეეხება. რამდენიმე ხნის წინათ ჩვენც ვცადეთ ამ ადგილის გარკვევა (იხ. ო. სოსელია. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"-ს ერთი ადგილის გაგებისათვის - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის XXI სამეცნიერო სესიის თეზისები, თბილისი, 1972, გვ.7-8).
  21. ვგულისხმობთ კახაბერისძეებამდელ - X საუკუნეზე ადრინდელ პერიოდს, როცა რაჭა ცალკე საერისთავოდ არ იყო გამოყოფილი.
  22. ვახუშტი. ისტორია - გვ.183.
  23. ჩხეიძეთა სათავადოს აღმოცენების შესახებ იხ. და შდრ. გ. ცქიტიშვილი. ანტიკური ხანის შორაპნის საერისთავოს საკითხისათვის - გვ.106.
  24. ვახუშტი. აღწერა - გვ.163.
  25. ჩხეიძე და ჩხეტიძე ერთი და იმავე გვარის სახელია. ეს დასტურდება თუნდაც იმით, რომ "ქუთათელ=კათალიკოსი" სვიმეონ ჩხეტიძე წყაროებში ხან ჩხეტიძედ იხსენიება და ხან ჩხეიძედ (ქრონიკები, II - გვ.476,479,483), ჩხეტიძე, ამ გვარის სახელის უფრო ძველო ფორმაა, ადრინდელი ხანის საბუთებში სწორედ ეს ფორმაა მოცემული (იხ. იქვე.; გვ.174,403,405,411,436; საქართველოს სიძველენი - ტ. II - გვ.37; ს. კაკაბაძე. სასისხლო სიგელების შესახებ - გვ.7), XVII ს. საბუთებში კი მასთან ერთად გვხვდება მეორე, ახალი ფორმა - ჩხეიძე (ქრონიკები, II - გვ.479). შემდეგ კი ეს ახალი ფორმა ვრცელდება და ძველის (ჩხეტიძე) ხმარება სავსებით წყდება.
    ამ გვარის სახელის მეგრულ გაფორმებას წარმოადგენს "ჩხეტია", ხოლო სვანურს - "ჩხეტიანი". ასე რომ, ჩხეტიძე|ჩხეტია|ჩხეტიანი ერთი და იგივე გვარის სახელებია სხვადასხვა ფორმით.
    აღსანიშნავია, რომ მიქელაძეებისყოფილ სათავადოში, მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე არის სოფელი "ნაჩხეტაური", ე.ი. ის ადგილი, სადაც ძველად ჩხეტიძეები მკვიდრობდნენ, რომელიც მათ მფლობელობაში იყო.
  26. ე. მეტრეველი - გვ.90,150.
  27. ს. კაკაბაძე - სასისხლო სიგელების შესახებ - გვ.3-7 - 1325 წ.- გიორგი მეფის სასისხლო სიგელი მიქაბაძეებს
    მიქაბაძეთა მეორე სიგელის თარიღად 1325 წელი მის გამომცემ ს. კაკაბაძეს მხოლოდ "შესაძლებლად" აქვს მიღებული (იხ. იქვე, გვ.9,57). ჩვენც ასევე ვღებულობთ ამ თარიღს.
  28. საქართველოს სიძველენი - ტ. II - გვ.37 - 1484-1488 წწ. V.17. - სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა თოფურიძეებისადმი
    თოფურიძეთა სასისხლო სიგელის ე. თაყაიშვილისეულ თარიღს (1413-1444 წწ.) ს. კაკაბაძე სწორად არ თვლის. უკანასკნელი ამ სიგელს 1490 წლით ათარიღებს. (იხ. მისი სასისხლო სიგელების შესახებ - გვ.65, ს. კაკაბაძე - კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ - გვ.76. ჩვენ ე.თაყაიშვილის დათარიღება უფრო სწორად გვეჩვენება (იხ. და შდრ. მისი, ნიმუშები სამეგრელოს სიგელ-გუჯრებისა, "ივერია", 1891, N 213, |საქართველოს სიძველენი - ტ. II, საბ. N 28-ის ლეგენდა.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თოფურიძეთა სასისხლო სიგელში მოწმედ დასახელებულ "გიორგი ერისთავს" ს. კაკაბაძე ჩხეტიძედ და რაჭის ერისთავად თვლის (იხ. მისი სასისხლო სიგელების შესახებ - გვ.27,28, ს. კაკაბაძე - კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ - გვ.74). შეიძლება დავუშვათ "გიორგი ერისთავი" მართლა იყო რაჭის ერისთავი, მაგრამ ს. კაკაბაძის მიერ დამოწმებლ თოფურიძეთა სასისხლო სიგელში "გიორგი ერისთავი" არც ჩხეტიძედ იხსენიება და არც რაჭის ერისთავად (იხ. საქართველოს სიძველენი - ტ. II - გვ.37). ამ გიორგის შესახებ იხ. ქვემოთ, რაჭის ერისთავთა სათავადო - სქოლიო 30.
  29. ს. კაკაბაძე - სასისხლო სიგელების შესახებ - გვ.21. - 1477 წ. - დავით მეფის მიერ მაღნარაძეებისათვის მიცემული სასისხლო სიგელი.
  30. იქვე - გვ.25. - 1488 წ. 07.1. - სასისხლო განჩინება ალექსანდრე მეფისა ფალავანდიშვილებისადმი.
  31. იქვე. - 1488 წ. 07.1. - სასისხლო განჩინება ალექსანდრე მეფისა ფალავანდიშვილებისადმი.
  32. ს. კაკაბაძე - სასისხლო სიგელების შესახებ - გვ.21. - 1477 წ. - დავით მეფის მიერ მაღნარაძეებისათვის მიცემული სასისხლო სიგელი.