ღვთისმშობლის ხატი (საინვენტარო N 3868): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 50 x 70,5 სმ; ღვთისმშობელი გამოსახულია ფეხზე მდგომი, ყრმით ხელში. მარცხნივ და მარჯვნივ ხუთ-ხუთი მედალიონია. ხატი შემკულია უბრალო თვლებით; აშიებზე ყვავილებია გამოსახული.
მაცხოვრის ხატი (საინვენტარო N 3867): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 51 x 68 სმ; შემკულია სამი თვლით. ხატი დაზიანებულია: გვერდითი მედალიონები და ზედა აშია ავარდნილია.
ღვთისმშობლის ხატი (საინვენტარო N 3869): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 14 x 51 სმ; ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით ხელში; აშიებზე ყვავილებია გამოსახული. ხატი რელიეფურია: შემკულია თორმეტი თვლით.
ქ. მე, მხეციძემან ქაიხოსრო და თანამეცხედრემან ჩვენმან ერისთავის ქალმან ანა მოვაჭედინეთ ხატი ყოვლად წმიდისა, რათა მეოხ და მფარველ გვექმენ ორთავე ცხოვრებასა. და ძენი ჩვენნი დაიცვენ დღეგრძელად.
მ. ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ ქაიხოსრო მხეციძე სარგის მხეციძის უფროსი შვილია და ხატს XVI საუკუნის I ნახევრით ათარიღებს.
წმ. გიორგის ხატი (საინვენტარო N 3192): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 36 x 45 სმ; ხატი წარმოადგენს ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფურ გამოსახულებას. შემკულია რვა თვალით; ზოგიერთი ნაწილი დაკარგული აქვს. საერთოდ, ხატი ძლიერ დაზიანებულია. 1926 წელს ხატი ხონის ეკლესიიდან გადაიტანეს ქუთაისის მუზეუმში.
დაზიანებული ასომთავრული წარწერა ქვედა აშიის შემორჩენილ მარცხენა ნაწილზე (მარჯვენა დაკარგულია)
ჩვენ, ხონელ მთავარეპისკოპოზმან გედეონ [ხატი წმიდის] გიორგის პირველად დამწვარი იყო და ჩვენ მოვ[აჭედინეთ, რათა გვე]ქმნეს მეოხ აქაც [და] მერმესა მას..."
მ. ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ გედეონი ხონელ მთავარეპისკოპოსად იყო მალაქია გურიელის შემდეგ, სავარაუდოდ 1614 წლიდან, როცა მალაქია კათალიკოსად აკურთხეს.
ქ. მე ცოდვილმა მხევალმა ღთისამა გამდელმა ბატონიშვილის ნარინ დავითისმა სილდასტან შემოგწირეთ ბარძიმი ესე რაყას უდაბნოს სულისა ჩემისა საოხად.
ბარძიმის ფეხის ქვედა ნაწილში 13 სტრიქონიანი მხედრული წარწერაა:
ქ. ჩვენ ცვა ფარვანთა მინდობილმან თქვენმან ხელმწიფემა დადიანმა პატრონმა ლევან თქვენ ქუთათისა და პალაისტომის ღთისა მშობელსა შამოგწირეთ ბარძიმი ესე მას ჟამსა ოდეს შევებენით მეფესა ბაღდადსა ქ. გაგვემარჯვა მაშინ ომში და...[1] სულისა ჩვენისა საოხად.
↑ბარძიმის შემდეგი წარწერიანი ნაწილი 14 სანტიმეტრზე ამოტეხილია