ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია მაცხოვრის ხატი (საინვ. N 3867), რომელიც ადრე სოხასტერის მონასტერს ეკუთვნოდა
ხატი აღწერილი აქვს გ. წერეთელს - სიძველე N 23, წარწერა N 47,48. საინტერესოა, რომ ამ ხატის აღწერა კონდაკოვს არ აქვს მოცემული.
ხატი აღწერილი აქვს აგრეთვე გ. ჩუბინაშვილს.
თ. ჟორდანიას 1523-1524 წწ. ქვეშ გამოქვეყნებული აქვს გელათური სოხასტერის ღვთისმშობლის ხატის წარწერა, რომელიც წარწერის შინაარსის მიხედვით თითქოს ეს ხატი უნდა იყოს და დასახელება მაცხოვრის ხატის ნაცვლად ღვთისმშობლის ხატი შეცდომას უნდა წარმოადგენდეს.
23. Икона литая изъ серебра съ позолотою. Спаситель, сидящий на престоле, благославляетъ миръ, въ левой руке держитъ евангелие; въ нимбе Спасителя три рубина, каждый въ 1 дюймъ м 2 лин. въ диаметре. Икона выш. 0,71 м. и 0,50 м. шир.
მაცხოვრის ხატი (საინვენტარო N 3867): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 51 x 68 სმ; შემკულია სამი თვლით. ხატი დაზიანებულია: გვერდითი მედალიონები და ზედა აშია ავარდნილია.