Jump to content

1696-1706 წწ. - შეწირულობის წიგნი დადიან-გურიელ მამიასი ბიჭვინტის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1977 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი VI - N 351


ვრცელი საღვთისმეტყველო შესავლის შემდეგ

... სახელდიდო მარიამ, ბიჭვინტისა ღმრთისმშობელო. ჩვენ ცვა-ფარვათა შენთა მონდობილმან, სიწმინდისა შენისა მსასოებელმან, ძლიერებათა შენთა მადიდებელმან და კაცთმოყვარებისა შენისა მაქებელმან, ცათა ბუნებისა ჩვეულებითა ცოდვითა შებღალულმან, და აურაცხელთა ბრალთა ჩემთა შენდობისათვის შენმა მორუდუნემან,

ჴელმწიფეთ-ჴელმწიფემან, დადიან-გურიელმან პატრონმან მამია, ვიგულმოდგინე, ვიგემე, ვიწადე, ვიჯერჩინებეთ ასრე და ამა პირსა ზედან, რომე ხორგას ნაპარკაო სასახლე ცხრა კვამლის კაცით კათალიკოზს დავით ნემსაძეს წულუკიძისაგან ეყიდა და მას გარეთ სხვა ეყიდა, თუ წირვით ეშოვნა, ჩვიდმეტად კვამლის კაცად გაეხადა ხვასკალია ხაზავა, ბაბადიშაი ხაზავა, ჯუბილეი მოჯალაბე, კიდე თოხულარა მოჯალაბე, ჭუჭუ დასტურაია, თომიხილი დასტურაია, კოჩილეი დასტურაია, მორდებული გიგიბერია, ხვიჩა ხოჭოლავა, ინალუხუ ლეფონავა, ...ალა ბერაია, ბაძღალა ბერაია, ბატკუა ბერაია, დიაკონი ბერაია, ერთი ბერიკაცი, მარტოხელი ქაშაგია; ქოჩუა მირცხულავა, მამახუტა წულაია, კიდე ზემო ხობს ბიბია ბორქვაი, ხოსია სიჭინავა, ესენი კათალიკოზს დავითს თქვენთვისა შემოეწირა და მას უკან ჟამთა ვითარებისამიერ გამოგწიროდათ და სადადიანოდ გამხდარიყო და რადგან ბედნიერმან ხონთქათმან დადიანობა და ოდიში ჩვენ გვიბოძა, ჯერ იყო ჩემ მიერ, ძალისაებრ ჩემისა სამსახური და ქველისმოქმედება და შემოწირვა არა, ხოლო თუ მოკლება, და წარსამართებელად და ამა სოფელსა საფარველად შენ მომიგიე მტერთა ჩემთა ზედან განსამარჯვებელად და ორგულთა დასამხობელად, ჩემდა სადღეგრძელოდ და ჟამიერ მყოფელად, შვილიერ მყოფელად, ხოლო საუკუნესა მეორედ მოსვლასა ძისა შენისასა საცხოვნებლად. ჩვენ თქვენთვის შემოგვიწირავს,

შეიწირე დედაო ღმრთისაო, ბიჭვინტისა ღმრთისმშობელო ვითარცა ლოცვა და ძღვენი იგი დიდსა მამადმთავრისა და ვითარცა ორნი მწვლილნი აწდა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. აწ, ვინცა რამანცა ადამის ძეთა და ტომთაგანმან ჴელმწიფემან, ანუ თვითმპყრობელმან, ქალმან ანუ კაცმან, ბერმან ანუ ერმან, თავადმან ანუ აზნაურმან, დიდმან ანუ მცირემან, ეს ჩვენგან შემოწირული და დამტკიცებული შეურაცხყოს, ურჩ ექმნას, ანუ შლად ჴელყოს, წყეულმცა და შეჩვენებულმცა არის და ღმრთისა მამისა და ძისა შენისა მიერ და წმიდისა სულისა მადლითა... (წყევლა), ხოლო დამამტკიცებელნი მისნი აკურთხოს ღმერთმან.

ხელრთვა: დადიან-გურიელი მამია.

XIX ს. ხელით მიწერილი: გურიელი მამია.

საბუთის დათარიღება

[edit]
თ. ქართველიშვილი: საბუთი უ თ ა რ ი ღ ო ა . ს. კაკაბაძე 1689-1701 წწ. ათარიღებს. ასევე ათარიღებს საბუთს ი. დოლიძე. მამია გურიელი დადიანად იწოდება ასევე ბიჭვინთის ღმრთისმშობლისადმი გაღებულ გრიგოლ კათალიკოსის ერთ-ერთ საბუთში, რომელსაც ს. კაკაბაძე 1700-1712 წწ. ათარიღებს. ამ საბუთს ი. დოლიძე 1706-1712 წწ. ათარიღებს. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დავასკვენით, რომ საბუთი გაცემულია 1696-1705 წწ. შორის. მამია III გურიელმა ოდიშის მთავრობა 1696 წელს მიიღო ოსმალთაგან. "დადიანობა გურიელს დარჩა და თავობა გიორგი ლიპარტიანს". სავარაუდოა, რომ 1701 წლამდე ჰქონოდა დადიანობა, რადგან 1701 წ. მან იმერეთის მეფის ტახტიც დაიკავა, მაგრამ იმავე წელს დაკარგა, ხოლო გიორგი ლიპარტიანი უკვე 1701 წ. დადიანად იხსენიება.

პუბლიკაცია

[edit]