ბიჭვინტის საბუთები - N 011
Appearance
დედანი საბუთისა:
საბუთის აღწერილობა
[edit]- 1689-1701 წ. მამია დადიან-გურიელის შეწირულობის წიგნი, ბიჭვინტის საბუთთაგან N 11, თეთრს ქაღალდზე ზომით 38 1/2 x 30 1/2 სანტმ., ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ოროლი წერტილია.
- 1689-1701 წწ. შეწირულების წიგნი მამია გურიელისა ბიჭვინტისადმი - ცსსა. ფ.1448. საბ. N 2151. დედანი. ქაღალდი. 38 x 29 სმ. დაზიანებული. მარჯვენა ზემო კიდე მოხეულია. მხედრული. განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია ორწერტილი.
- 1977 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი VI - გვ.683-686
- 1696-1706 წწ. - შეწირულობის წიგნი დადიან-გურიელ მამიასი ბიჭვინტის ღმრთისმშობლისადმი - დ ე დ ა ნ ი : სეა, 1448-2151, ქაღალდი სიძველისგან გაყვითლებული და დალაქული, მელანი შავი, ზომა: 38X29, ნაწერია ლამაზი მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. რესტავრირებული, მარცხენა ზედა კუთხე მცირედზე მოფლეთილი, მარჯვენა კიდეს ზედა ნაწილიც მოფლეთილი და შევსებული სარესტავტაციო ფურცლით, ტექსტი დაზიანებული და შუა ნაწილიც ალაგ-ალაგ მოფლეთილი. ტექსტი ნაწერია r-ზე და v-ზე სრულად. საბუთის თავში აქვს XIX ს. მინაწერი: `შთაწერილ არს კომიტეტსა შინა საეკლესიოსა ჩყლე-ს წელს~ #8 ... (აღარ ჩანს). 2. 9104.