Jump to content

1475 - ავჟანდაძეთა სასისხლო სიგელი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

შემორჩენილი პირი:

დაკარგული პირი: საბუთს ჰქონია პირი, რომელიც ხელთ ჰქონიათ მარი ბროსეს და თედო ჟორდანიას. დღეისათვის ეს პირი დაკარგულია.

საბუთის ტექსტი

[edit]

"ქართული ისტორიული საბუთების კორპუსში" Sd-521 სიგელი გამოცემულია ზუსტად შემონახული ტექსტის მიხედვით. გ.არახამიას კი მიაჩნია, რომ ამ საბუთში გადამწერმა გააერთიანა ორი საბუთი: ბაგრატ VI-ის გაცემული სიგელი და მისი დამტკიცება კონსტანტინე II-ის მიერ.



საბუთის ტექსტი ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის მიხედვით

[edit]


...მეფეთ მეფემან, ღმრთივ-გვირგვინოსანმან, ღმრთივ-აღმაღლებულმან, ღმრთივ-დამყარებულმან, ძლიერმან და უძლეველმან, იესიან-დავითიან-ბაგრატიონ-სოლომონიონ, რანთა, კახთა, აფხაზთა, სომეხთა მეფეთა, შანშე და შარვანშე, ამა ორისა ტახტის და სამეფოსა, აღმოსავლეთისა ვიდრე დასავლეთამდის თუით მტკიცედ ფლობით მპყრობელისა, ქრისტეს ღმერთისა მიერ სულკურთხეულისა, მეფეთ-მეფისა დემეტრესი ძემან, პატრონმან აღმაშენებელმან კონსტანტილე, და დედათა დედამან ჩემმან, პატრონმან გულაშარ, ესე მტკიცე უქცეველი და უცილებელი, დრო-დაუდებელი და მიზეზ-შემოუღებელი, და სულისა წმიდისა.

ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, ძლიერმან და უძლეველმან, მეფეთ-მეფემან ბაგრატ, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, კახთა და სომეხთა მეფისა, იესიან-დავითიან, სიბრძნითა სოლომონიან, შანშე და შარვანშე, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ჩრდილოეთისა სახელმწიფოსა მპყრობელმან, კუალადვე მისი სულკურთხეულისა მეფეთა მეფისა ბაგრატისა და დედოფალთა-დედოფლისამან ელენე.

მოსდეგი ჩუენსა კარზედან თქუენ, ჩუენი ერდგული და ერთგულად მოსამსახურე, ჩუენი მკვიდრი. ოდეს დარუბანდით გამოვიდა ავჟანდაძის გუარის კაცი, დიდად ნამსახური ნეფისა, როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა და გალავნიდაღმა გარდავარდა, სამას და ხუთი აქიმი მოასხეს და ვერა უშველეს, მაშინღა სხუა ერთი აქიმი მოვიდა ყუელას უკანის ბოლოსა. მან ასრე თქუა: "თუ არა ირმის რძეშიგან დავაწუენთო, არა ეშველების რაო".

ქნეს მოკითხული, შეღონდეს. წამოდგა კაცი, ასრე თქუა: "ავჟანდაძესა უთქსო თორმეტი ფური ირმის მეწველიო". სხუა ქუეყანასა ზედან არ იშოებოდა. მოიღო ავჟანდაძემან. იპრიანა ღმერთმან, დარჩა აღმაშენებელი.

შეგიწყალენით ავჟანდაძენი არჯევან სკანდას დაღმა და გოგს დაღმა, სადა ძევრის წყალი შეერთვის ყვირილასა, ფისისანს და ჩხარს, მას დაღმა სატყისმცველო წყალობად მიგვიცემია ავჟანდაძისათვის.

მას უკან დაგუეაჯენით, რათამცა თქუენი ძუველი სიგელი გაგიახლეთ. შეგიწყალეთ და გიბოძეთ ახალი სიგელი სასისხლო თქუენ და მომავალთა ყოველთავე, ჩუენ, მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანა მეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან ელენე, შეგიწყალეთ და გიბოძეთ მტკიცე და უცვალებელი სასისხლო სიგელი. მოკითხული ვქენით და ძველიცა გაჩენილი იყო ლიონ მეფისაგან.

აწ, ჩუენცა გაგიახლეთ. დაგიმკუიდრეთ, რომე ვისცა, შერისხდეს ღმერთი და ეშმაკისა ბირებითა სცთეს, და თქვენისა გვარისა კაცი მოკლას და შეაკუდეს, ესე ორ ასი ათასი ძველი თეთრი, ბოტინატური თეთრი სანახშირე დაგეურვოს, სანახშიროთ და შესამყრელოდ ორმოცჯერ ათი ათასი სრული სისხლი დაგეურვოს.

ვინცა თქუენისა გვარისა კაცსა ცოლი წაუღოს და მოუ..ნას, ამა სისხლისა ნახევარი დაეუროს.

თუ თავნი თავსა სასახლესა ზედან დაგესხას, იგივე დაგეუროს სისხლისა.

აგრევე, თუ ვინმე შენითა სასაძოვროთა, გინდა ყანითა, გინდა ვენახითა, სადაცა თქუენი სამზღუარი მიაწევდეს, რასა გინდა პირობისათვის თქუენისა სახლისა პირუტყვი, გინდა ცხენი, გინდა ხარი, გინდა რაფერი რაცა პირუტყვი წაასხას, სისხლისა მეოთხედი დაგეუროს;

აგრევე, ვინცა შენსა გვარსა გვარის კაცი შეკოდოს, რაგვარცა ძველთა წესია, დღეს განჩენია, მით წესითა დაგეუროს.

და გაქონდეს მტკიცე ესე სიგელი თქუენ, ავჟანდაძეთა არჯევანს, თქუენთა შვილთა და მომავალთა ყოველთავე.

მას ჟამსა, როდეს მოგვიდეგით ჩუენსა კართა ზედა, დაგვიაჯენით და გაგიჩინეთ სასისხლო სიგელი - ორასი ათასი ძველი ცხუმური თეთრი, თორმეტი გლეხი, თორმეტი თეთრი ჯორი, თორმეტი თეთრი ქორი, თორმეტი მეძებარი, თორმეტი თეთრი მიმინო, ერთი ჩექმისა ყელი ატლასის ფერფლი.

მოკითხული ვქენით და ძველთაცა ასრე იყო თქვენი სისხლი და განჩენილი. და აწ ჩვენცა დაგიმკიდრეთ, აგრევე დაგიმტკიცეთ.

უკეთუ, შერისხდეს ღმერთი და შენისა გვარისა კაცი შეაკვდეს და მოკლას, და სცთეს ეშმაკისა ბირებითა, ესე ორასი ათასი ძველი ცხუმური თეთრი დაგეუროს უსაურაოდ და შესამყრელოდ.

აგრევე, ვინცა თქუენისა კაცსა ცოლი წაუღოს და გინა მოუ..ნას, ამა სისხლისა ნახევარი დაეუროს.

აგრევე, ვინც თქუენსა სასახლესა ზედა დაგესხას, იგივე ნახევარი სისხლი სანახევროი დაგეუროს.

და თუ ვინმე სასაფლაო გაგიტეხოს, ესევე ნახევარი სისხლი დაგეუროს. შენსა სასაძოვრით, გინა ყანითა, გინდა ვენახით და გინდა, სადაცა თქუენი საზღვარი მიაწევდეს, რა გინდა-რა პირობისათვის წაიყვანოს გინდა ცხენი, გინდა ხარი, რა გინდა-რა პირუტყვი, ესევე სისხლი დაგეუროს, მეოთხედი.

გაქუნდეს სიგელი ესე მტკიცე და უცვალებელი ამიერ და უკუნისამდე ავჟანდაძეთა ახალბედასა, გიორგის, გვართა და მომავალთა თქუენთა ყოველთავე.

ამისნი მოწამენი არიან დიდებულნი ერისთავნი, ვაზირნი კარისა ჩუენისანი, კათალიკოზნი აფხაზეთისა და საქართველოსა, აზნაურნი, უზედაესნი და უქვედაესნი, მესტუმრენი და მოლარენი, იასაულთა უხუცესნი და მესაწოლენი, მეაბჯრენი, ყოველნივე მოხელენი კარისა ჩვენისანი, წარმავალნი და მომავალნი. ნუვინ უშლით ჩემსა ბრძანებასა.

ნებითა ღმრთისათა, დაიწერა სიგელი ესე ქრონიკონსა ას ორმოცსა და ინდიკონსა მეფობასა ჩვენისასა მეათესა. ხელითა დაიწერა მთავარ ეფისკოპოზისა დავითისთა.

ბაგრატ. ელენე

მინაწერი XVII ს. ხელით: "ქ. სვიმონ ქუთათელს გამიახლებია წყალობა და ხელიც ჩამირთავს ამა წიგნში."





"...[მეოხებითა მამისა და ძისა] და სულისა წმიდისა ჩუენ ღმრთივ გუირ[გუი]ნოსანმან, ძლიერმან და უძლეველმან მეფე[თ მე]ფემან ბაგრატ, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, კახთა და სომეხთა მეფისა, იესიან-დავითიან, სიბრძნითა სოლომონიან, შანშე და შარვანშე, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ჩრდილოეთისა საჴელმწიფოსა მპყრობელმან, მეფეთა მეფემან ბაგრატ და დედოფალთა დედოფლმან ელენე. მოსდეგი ჩუენსა კარზედან თქუენ, ჩუენი ერდგული და ერთგულად მოსამსახურე, ჩუენი მკვიდრი [ავჟანდაძე არჯევან და შვილნი თქუენნი]. ოდეს დარუბანდით გამოვიდა ავჟანდაძის გუარის კაცი, დიდად ნამსახური ნეფისა, როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა და გალ(ა)ვნიდაღმა გარდმოვარდა, სამას და ხუთი აქიმი მოასხეს და ვერა [უშვ]ელეს, მაშინღა სხუა ერთი აქიმი მოვიდა ყუელას უკანის ბოლოსა. მან ასრე თქუა: "თუ არა ირმის რძეშიგან დავაწუენთო არა ეშველების რაო". ქნეს მ(ო)კითხული, შეღონდეს. წამოდგა კაცი, ასრე თქუა: "ავჟანდაძესა უთქსო თორმეტი ფური ირმის მეწველიო". სხუა ქუეყანასა ზედან არ იშოებოდა. მოიღო ავჟანდაძემან. იპრიანა ღმერთმან, დარჩა აღმაშენებელი. შეგიწყალენით ავჟანდაძენი არჯევან [და შვილნი თქუენი]. სკანდას დაღმა და გოგს დაღმა, სადა ძევრეისა წყალი შერთვის ყვირილასა, ფისისანს და ჩხარს, მას დაღმა სატყისმცველო წყალობ(ა)დ მიგვიცემია ავჟანდაძისათვის.

მას უკანა დაგუეაჯენით, რათამცა თქუენი ძუველი სიგელი გაგიახლეთ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ახალი სიგელი სასისხლო თქუენ და მომავალთა ყოველთავე ჩუენ, მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანა მეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან ელენე, შეგიწყალეთ და გიბოძეთ მტკიცე და უცვალებელი სასისხლო სიგელი. მოკითხული ვქენით და ძველიცა გაჩენილი იყო ლიონ მეფისაგან. აწ ჩუენცა გაგიახლეთ, დაგიმკუიდრეთ, რომე ვისცა შერისხდეს ღმერთ(ი) და ეშმაკისა ბ(ი)რებითა სცთეს და თქვენისა გვარისა კაცი მოკლას და შეაკუდეს, ესე ორასი ათასი ძველი თეთრი, ბოტინატური თეთრი დაგეურვოს. სან(ა)ხშიროთ და შესამყრელოდ ათი ათას(ი) დაგეურვოს. ვინცა თქუენსა გვარისა კაცსა ცოლი წაუღოს და გინდა მოუ..ნას, ამა სისხლისა ნახევარი დაეუროს; თუ თქუენსა სასახლესა ზედან დაგესხ(ა)ს, იგივე დაგეუროს სისხლისა; აგრევე, თუ ვინმე შენითა სასაძოვრითა, გინდა ყანითა, გინდა ვენაჴითა, სადაცა თქუენი სამზღუარი მი[ა]წევდეს, რასა გინდა პირობისათვის, თქუენისა სახლისა პირუტყვი, გინდა ცხენი, გინდა ჴარი, გინდა რაფერი რაცა პირუტყვი [წაასხას], სისხლისა მეოთხედი დაგეუროს; აგრევე, ვინცა შენსა გვარის კაცი შეკოდოს, რაგვარაცა ძველთაგან წესია [და] დღეს გაგჩენია, მით წესითა დაგეუროს; და გაქონდეს მტკიცე ესე სიგელი თქუენ ავჟანდაძეთა: არჯევანს, თქუენთა შვილთა და მომ(ა)ვალთა ყოველთავე.

ამისნი მოწამენი არიან დიდებულნი, ერისთავნი, ვაზირნი კარისა ჩუენისანი, კათალიკოზნი აფხაზეთისა და საქართველოსა, აზნაურნი, უზედაესნი და უქვედაესნი, მესტუმრენი და მოლარენი, იასაულთა უხუცესნი და მესაწოლენი, მეაბჯრენი, გამგებელნი, მეღვინენი, ფარეშნი, მენაღარენი, მესაკლავენი, ყოველნივე მოჴელენი კარისა ჩვენისანი, წარმავალნი და მომავალნი. ნუ ვინ უშლით ჩემსა ბრძანებასა.

ნებითა ღმრთისათა დაიწერა სიგელი ესე ქრონიკონსა ასორმოცსა და ინდიკონსა მეფობასა ჩვენისასა მეათესა. ჴელითა დაიწერა მთავარ ეფისკოპ(ო)ზისა დავითის(ი)თა.

საბუთის ბოლოს მოთავსებული ყოფილა დამტკიცება და ხელრთვა:

ვამტკიცებ. . . ბაგრატ, ელენე.

მინაწერი XVII საუკუნის ხელით და მკრთალი მელნით: ქ. (სვი)მონ ქუთათელს გამიახლებია წყალობა და ხელიც ჩამირთავს ამა სიგელში. . .მოწამე, ქაიხოსრო მოწამე არის.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]

მარი ბროსემ გამოაქვეყნა საბუთის პირის შემოკლებული ფრანგული თარგმანი

1897 წელს თედო ჟორდანიამ - ქრონიკებში - წ. II ძველი ავშანდაძეთა გუჯრის იმერეთიდან მოტანილი ფრიად განყვნილად გადაწერილი პირის მიხედვით გამოაქვეყნა ეს სიგელი. თედო ჟორდანიამ სიგელი ჩათვალა ყალბად და მიუხედავად ამისა გამოაქვეყნა 1452 წლის ქვეშ.

1909 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა სიგელი ალექსანდრე ჭყონიას მიერ ნაპოვნი დედნის მიხედვით, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოების წიგნთსაცავში ინახებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სიგელი დათარიღებულია 1452 წლით, ე. თაყაიშვილმა სიგელი მიაკუთვნა 1465-1477 წლებს, როცა თანამეფობდნენ კონსტანტინე III ქართლის მეფე და ბაგრატ II იმერეთის მეფე. შემდეგ იგი უფრო აზუსტებს სიგელის თარიღს და ბაგრატის ქართლში გამეფების მეათე ინდიქტიონის თანახმად საბუთის გაცემის თარიღად მიიჩნევს 1475 წელს.

2014 წელს "ქართული ისტორიული საბუთების კორპუსში" დარეჯან კლდიაშვილმა საბუთი XV საუკუნის მიწურულით დაათარიღა