ჩემი დუმილი გრძელდება დღემდე
Appearance
ჩემი დუმილი გრძელდება დღემდე ავტორი: ტერენტი გრანელი |
ჩემი დუმილი გრძელდება დღემდე,
ახლა ვიგონებ ისევ იმ ყვავილს.
და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ,
რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.
და უეჭველი ბედია დღემდე,
უეჭველია ახლა ნიღაბი.
და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ,
რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.