Jump to content

შენ იმედები ალბათ გაგიარს

From Wikisource
შენ იმედები ალბათ გაგიარს
ავტორი: ტერენტი გრანელი


შენ იმედები ალბათ გაგიარს,
მე ეს ოცნება ასე მიცნობდა.
და მზიან დარში უფრო კარგია
ეს ხეტიალი და უმიზნობა.

და ისევ ხელი მოვავლე ეკალს,
ეს მხარე ისევ სევდის მხარეა.
იქ მივალ, სადაც გრიგალი რეკავს,
იქ მივალ, სადაც სიმწუხარეა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]