ყოფნა მე არ ვიწამე
Appearance
ყოფნა მე არ ვიწამე ავტორი: ტერენტი გრანელი |
ყოფნა მე არ ვიწამე,
ქარია ფიქრის გარდა.
წევს ბავშვივით მიწაზე
თვალდახუჭული კატა.
და ვგრძნობ ზეციურ წამებს,
ახლო მდუმარებს ბაღი.
ისევ გაივლის ღამე,
ღამე უძილო სახის.