Jump to content

ღამე გათავდა

From Wikisource
ღამე გათავდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ღამე გათავდა,
გული ირხევა.
ღმერთო! სადა ვარ -
ეს ხომ ციხეა.

ეს დღე არ გავა,
მზე არ იხრება.
ღმერთო! სადა ვარ, -
ეს ხომ ციხეა.

დღესაც ვარ ავად,
გარეთ სიცხეა.
ღმერთო! სადა ვარ, -
ეს ხომ ციხეა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]