ქრიან ფიქრები, თეთრი და შავი
Appearance
ქრიან ფიქრები, თეთრი და შავი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ქრიან ფიქრები, თეთრი და შავი,
და ეს დღეები სახეს მიცვლიან.
ახლა ხომ დროა, მოვიკლა თავი,
მეტის მოთმენა არ შემიძლია.
მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც,
თვით ჩემი ლექსი - სისხლის რვეული.
პოეზიაში ვარ უდიდესი
და ცხოვრებაში - გზადაბნეული.