Jump to content

ქარს გადაურჩა

From Wikisource
ქარს გადაურჩა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ქარს გადაურჩა
თეთრი ყვავილი.
და ახლა ქუჩას
მე ვერ გავივლი.

შორს დადის ხალხი,
ვღონდები ისევ.
და მწვანე ბაღის
გზა მიდის მთისკენ.

დღე ქრება ასე,
იქ ვიღაც გოდებს.
მინდა იმ გზაზე
მე მივდიოდე.

ფიქრების გროვა
და დარდი ახლო.
არავინ მოვა,
არავინ მნახავს.

ვღონდები, რადგან
ვერ ვუძლებ ლოდინს.
და მზე მოადგა
ახლა ჩემს ლოგინს.

ქარს გადაურჩა
თეთრი ყვავილი
და ახლა ქუჩას
მე ვერ გავივლი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]