Jump to content

უძილო ღამეებიდან

From Wikisource
უძილო ღამეებიდან
ავტორი: ტერენტი გრანელი


ჩემი წამება უკვე ნახულია,
წამება სპეტაკი და მუდამ ნამდვილი.
თავზე სიჩუმის ფარდა მახურია
და რაღაც ირხევა კუთხესთან ლანდივით.

ისევ მიწყნარდნენ მაღლა სართულები,
ქარმა შუაღამეს ღონე შეალია.
დავიწყე ფიქრი სხვა მიმართულებით
და ოთახის კართან რაღაც შრიალია.

დადგა დრო ფარული და წმინდა ვედრების,
უეცარ სიკვდილის მირაჟი ენთება.
სიბნელე მიდის და ჩნდება კედლები,
სინათლეა ოდნავ, ალბათ გათენდება.

რესურსები ინტერნეტში

[edit]