Jump to content

უცნობ საფლავთან ვდგევარ

From Wikisource
უცნობ საფლავთან ვდგევარ
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
უცნობ საფლავთან ვდგევარ,
ცხოვრება რას არ ჩრდილავს.
კვლავ ხუთშაბათის დღეა
და ღრუბლიანი დილა.

მოვა ცისფერი სული,
მიწას ღრუბლები ჩრდილავს.
უფრო მიღვიძებს სურვილს
ეს ღრუბლიანი დილა.

ზარის შორეულ ხმაზე
ოცნება სევდას ჩრდილავს.
სიცოცხლის სურვილს მაძლევს
ეს ღრუბლიანი დილა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]