Jump to content

უზომოდ მთვრალი

From Wikisource
უზომოდ მთვრალი
ავტორი: ტერენტი გრანელი


უზომოდ მთვრალი
მივდივარ მარტო.
ვის მიაქვს თვალი, -
ვდარდობ და ვდარდობ.

უზომოდ მთვრალი
მივდივარ ერთი.
ვის მიაქვს თვალი,-
სად არის ღმერთი.

უზომოდ მთვრალი
მივდივარ კენტი.
ვის მიაქვს თვალი,-
მივდივარ ერთი.

მივდივარ ერთი
უზომოდ მთვრალი.
სად არის ღმერთი,
ვის მიაქვს თვალი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]

[Category:Georgian]]