საქართველოს ძველი ისტორია: ბაგრატიონთა მეფობა
[edit]ბაგრატიონთა გამეფება
[edit][120] ლთ მეფე გუარამ. კე წელი მეფა
[edit]ესე გუარამ მეფე ფრიად მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამის-ზე მოკუდა კათალიკოზი სჳმეონ და სასუა სამოელ, ხოლო შვილთა ბაკურ მეფისათა დაიპყრეს კახეთი და ჰერეთი და ერისთობდნენ მუნ მორჩილებასა შინა გუარამ მეფის კურადპალატისასა. შემფგომად კეისარმან წარმოსცა განძი დიდი გუარამს, რაღა გამოიყვანოს ჩდილოთ ლაშკარი და ბრძოდეს სპარსთა. ხოლო გუარამ გამოიყვანნა ოვსნი, ძურძუკნი და დიდონი, წარუძღუა სპითა საქართველოსათა. სტყუევნიდა და აოჴრებდა, ადრაბაგანსა მრავალსა ჟამსა. არამედ ოდეს ბარამ ჩუბინმან მოკლა თურქთა მეფე და აოტნა თურქნი, ამით მოცალე იქმნეს სპარსნი. მცნობნი ამისნი ბერძენნი და ქართველნი უკ-მოიქცნენ თჳსადვე. ხოლო გუარამ ამაგრებდა ციხე-ქალაქთა მოლოდინისათჳს სპარსთასა; გარნა წყალობა ჰყო ღმერთმან, შეიპყრა ბარამ ჩუბინმან სპარსთა მეფე ორმუზ ცოლისძმითურთ და დასწუნა თუალნი და ქასრე ძე მისი ბრძოლასა შინა აოტა. ხოლო ქასრე ლტოლვილი მივიდა წინაშე კეისრის მავრიკისა; ამას ქასრეს მისცა ასული თჳსი მავრიკ ცოლად და სპანი ძლიერნი [121] (არამედ იურვა კეისარმან, რათა არა შურ-აგოს ქართლსა, არამედ იყოს ჩუენ შორის თავისუფლად; ხოლო ქასრემ აღთქმითა დაუმტკიცა და განთავისუფლდა ივერია), მოვიდა და დაიპყრა სპარსეთი ქასრემ; არამედ გუარამ კურადპალატი მეფობდა კეთილად; გარნა ერისთავნი ვერ სცვალნა: ვინაჲთგან გუჯარით აქუნდათ [მფლობელობა] კეისრისა და სპარსთა მეფისაგან, გარნა მორჩილებასა შინა გუარამისსა იყვნენ. კუალად მოკუდა კათალიკოზი სამოელ და დასუა სამოელვე; შემდგომად თჳთცა გარდაიცვალა ქრისტესა ქ, ქართულსა ტნბ {600 წ.}.
მ. მთავარი სტეფანოზ. ით წელი მთავრა
[edit]დაჯდა ძე გუარამ კურადპალატისა სტეფანოზ. არამედ ამან ვერ იკადრა წოდებად მეფობის სახელითა სპარსთა და ბერძენთა რიდითა; გარნა ერისთავთ-მთავრად ხადოდენ. ხოლო იყო ესე სტეფანოზ ურწმუნო და უშიში ღვთისა. ამის-ზე მოკუდა კათალიკოსი სამოელ და ამან დასუა ბართლომე. კუალად იქმნა შფოთი საბერძნეთს, რამეთუ ფოკა მჴედარმან შეიპყრა მავრიკ კეისარი და წინაშე თუალთა მისთა მოუსრნა ძენი მისნი, მერმე მოკლა მავრიკცა და იქმნა თჳთ კეისარი. მაშინ ქასრემ იწყო ძიებად სისხლთა სიმამრისა თჳსისათა და ესე სტეფანოს მთავარი განდგა ბერძენთაგან და მიერთო სპარსთა; ხოლო ქასრემ იწყო ძიებად სისხლთა სიმამრისა მოწვა საბერძნეთი და იერუსალიმიდამ წარმოიღო ძელი ცხოვრებისა და შეიქცა სპარსეთადვე.
შემდგომად აღდგა ერეკლე და შეიპყრა ფოკა კეისარი და დაწვა იგი ცეცხლითა და თჳთ გაკეისრდა. შეიკრიბნა სპანი ურიცხუნი და წარმოვიდა ძიებად ჯუარისა ცხოველისად და პირველად მოვიდა ქართლს. ხოლო სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან და განამაგრნა ციხე-ქალაქნი და ბრძოდა ტფილისით-გამო (რამეთუ [122] იყო მჴნე, ახოვანი, ძლიერი და მინდობილი თავისა თჳსისა და მოსწყუედდა ბერძენთა დღეთა მრავალთა).
შემდგომად ბრძოლასა შინა ჩამოაგდეს და მოკლეს სტეფანოზ ქრისტესა ქით, ქართულსა ტოა {619 წ.}; არამედ ციხისთავმან არა მოსცა ციხე კალისა; აგინაცა კეისარსა ერეკლეს ესრეთ: "რომელსა გასხენ წუერნი ვაცისა და კისერი ვაც-ბოტისა". მსმენელი კეისარი იტყოდა: "არა არს თქმული ესე ცუდ"; მოაღებინა წიგნი დანიელისა და ჰპოვა მას შინა: "გამოვიდეს ვაცი დასავლეთისა და შემუსროს რქა აღმოსავლეთის ვერძისა". განიხარა წინასწარმეტყუელებისათჳს და წარვიდა სპარსეთად; ხოლო ტფილისს დაუტევა ერისთავი თჳსი ჯიბღუ და მთავრად ქართლისა ადარნასე, ძე ბაკურ მეფისა, რათა ბრძოდნენ ციხესა; გარნა მათ მცირესა ხანსა წარუხუნეს ციხე კალისა და გამოიყვანეს ციხისთავი, განუტენეს პირი დრაჰკნითა წინასწარმეტყუელებისათჳს კეისარისა; შემდგომად განჴადეს ტყავი კადრებისათჳს კეისრისა უშუერთა და მისწიეს კეისარსა ტყავი მისი. მაშინ კუალად წარუხუნეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღჳს პირნი და ეგრისის წყალსიქითი, ხოლო შვილნი სტეფანოზ მთავრისანი დაშთნენ კლარჯეთს და მუნ იზრდებოდნენ და სხუა ყოველი ივერია დაიპყრა ადარნასემ, ძემან ბაკურ მეფისმან.
მა. მთავარი ადარნასე კ წელი მთავრა
[edit]ხოლო მთავრობდა ესე ადარნასე ივერიასა ზედა; არამედ ერისთავნი იყვნენ თჳსთ-თჳსთა საერისთოთა შეუცვალებელად და მორჩილებდნენ ადარნასეს. ამის-ზე მოკუდა კათალიკოსი ბართლომე და ამან დასუა იოვანე. ამ ადარნასეს მთავრობის მესამის წლის შემდგომად გამოჩნდა მაჰმად მოძღუარი სარკინოზთა. კუალად მოკუდა კათალიკოზი იოვანეცა და დასუა ბაბილა; ხოლო კეისარმან [123] მოსტყუევნა სპარსეთი, მოკლა ქასრე და წარმოიღო ჯუარიპატიოსანი და მოვიდა კუალად ქართლს და განავლინნა ქადაგნი, რათა შევიდნენ ყოველნი ქრისტიანენი ეკლესიათა შინა და სხუანი ურწმუნონი გარე მოისრნენ; არამედ ურწმუნონიცა შეერივნენ ქრისტიანეთა თანა და არა ინებეს ქრისტიანე-ყოფად. მაშინ მიავლინა კეისარმან მახჳლი და მოსრნა, რამეთუ მდინარენი სისხლისანი სდიოდნენ ეკლესიით-გამო და განსწმიდა სჯული ურწმუნოთაგან; შევლო და წარიღო მანგლისიდამ ფერჴის ფიცარი უფლისა და ერუშეთიდამ სამსჭუალი. ამათთჳს ევედრა ადარნასე მთავარი, რათა არა მიუხუნას ნიჭნი ესე, არამედ არა უსმინა და წარუხუნა. შემდგომად მოკუდა კათალიკოზი ბაბილა; ამანვე დასუა თაბორ. შემდგომად მოკუდა ადარნასე ქრისტესა ქლთ, ქართულსა ტჟა {639 წ.}.
მბ. მთავარი სტეფანოზ. კდ წელი მთავრა
[edit]დაჯდა ძე მისი სტეფანოს მთავრად და ვერცა ამან იკადრა სახელი მეფობისა წოდებად, არამედ იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა და განმწმენდელი სჯულისა; ხოლო გამოჩინებულ იყო მოძღუარი სარკინოზთა მაჰმად (ქრისტესა ქკბ, ქართულსა ტდ {622 წ.}) და დაეპყრა ყოველი არაბეთი და იამანეთი. მოკუდა იგი და დაჯდა მის წილ აბუბექირ. ესე შევიდა ბაღდადს და დაატევებინა სპარსთა იძულებით ცეცხლის-მსახურება და ყვნა სარკინოზად (რამეთუ შესლვითგან ერეკლე კეისრისა შეავებულ იყვნენ სპარსნი და ვერღარა წინააღუდგნენ). მოკუდა აბუბექირ და დაჯდა ომარ. ესე უმეტეს განძლიერდა; ამისთჳს გამოვიდა კეისარი ერეკლე ბრძოლად მისა პალესტინეს შინა; არამედ აუწყა მონაზონმან ვინმე, რამეთუ "მისცაო ღმერთმან აგარიანთა აღმოსავლეთი; უკუნ იქეც". ხოლო შექცევასა კეისრისასა დაჰფლვიდნენ საგანძურსა ბერძენნი; ხოლო სტეფანოზს ესხნენ ორნი ძენი მირ და არჩილ. [124] ამ ჟამსა განყო საგანძური თჳსი სტეფანოს, ნახევარი მისცა მირს და ნახევარი არჩილს. კუალად საგანძურნი ქართლის ეკლესიათა დაფლეს აჩრდილსა მცხეთისასა. შემდგომად სტეფანოზ და მირ წარვიდნენ ეგრისს; ხოლო არჩილ საგანძური დაფლა უჯარმის ჴევსა და საგანძურნი ქართლისა გორს, რომელი კეისარს ერეკლესავე განეჩინა. ამისა შემდგომად არჩილცა შევიდა ეგრისს და მუნ ყოფასა შინა მოკუდა სტეფანოზ მთავარი ქრისტესა ქჲგ, ქართულსა უივ {663 წ.}.
მგ. მეფე მირ. 5 წელი მეფა
[edit]შემდგომად გამეფდა ძე სტეფანოზისა მირ. ამის მეფობის მეოთხესა წელსა, ეგრისს ყოფასა შინა კათალიკოზობასა თაბორისსა: მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა; ვერავინ წინააღუდგა, შემუსრა სომხითი, ქართლი, რანი და ყოველი კავკასია; ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფა, შთავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მუნებურნი მთავარნი დავით და კოსტანტინე და მოსწყჳდნეს სპანი მისნი მრავალგზის. შემდგომად მბრძოლნი შეიპყრნეს და მიჰგვარნეს მურვან ყრუს; ხოლო იგი აიძულებდა უარყოფად ქრისტესა; არამედ მათ არა ინებეს და მოსწყჳდნა ტანჯვითა ქუთათისს.
მაშინ იყვნენ მირ და არჩილ ანაკოფიას ციხესა შინა, სადაცა არს ხატი ჴელით-უქმნელი დედისა ღვთისა. მივიდა მურვან ყრუ და მოადგა გარს. მას ჟამსა იქმნა სასწაული სარკინოზთა შორის, რამეთუ აღშფოთდნენ და ესმათ მეფეთ ჴმა ზეგარდამო: "განვედით ბრძოლად"; განვიდნენ და მოსწყჳდნეს ურიცხუნი მცირედთა; არამედ მოიწყლა მირ, და სარკინოზნი უკუნ იქცნენ მეოტნი; განვლეს გზა გურიისა და მიიწივნენ ბაღდადს; ხოლო მეფეთა წარგზავნეს დესპანი წინაშე კეისრისა კოსტანტინესა და აცნობეს ესე ყოველი; ამის წილ კეისარმან წარმოსცა გჳრგჳნი და შესხმა დიდი, "ვინაჲთგან [125] დაბრკოლებითა თქუენითა უკუნიქცნენ სარკინოზნი"; კუალად ლეონისთჳს მოეცა მკჳდრად ერისთაობა აფხაზთა მსახურებისათჳს მეფეთასა (რამეთუ ესე ლეონ პირველ ერისთავი იყო მუნ კეისრისაგან); არამედ შემდგომად დამძიმდა წყლულება მირ მეფისა. ამისთჳს აუწყნა ყოველნი საგანძურნი არჩილს და შეჰვედრა სამეფო და ასულნი თჳსნი შჳდნი და ამცნო ასულთა თჳსთათჳს, რამეთუ "შენ უწყი, არა შეგვირთავს ასულნი ჩუენნი ერისთავთათჳს, არამედ გარემოთა ჩუენთა მეფეთათჳს, ხოლო აწ მიეც ერისთავთა საქართველისათა". კუალად აუწყნა ყოველნი საგანძურნი თჳსნი დაფლულნი. და შემდგომად მცირედისა ჟამისა გარდაიცვალა მირ მეფე ქრისტესა 668 ქართულსა უკ.
მდ. მეფე არჩილ. ნ წელი მეფა
[edit]გამეფდა ძმა მისი არჩილ; ხოლო მისცა ერთი ასული მირ მეფისა გუარამ კურადპალატის მამის ძმის-წულის ძესა და სხუანი ერისთავთა ქართლისათა, ვითარცა ემცნო მირ მეფესა; არამედ ლეონ ევედრა, რათა მისცეს მასცა ასული მირისა და ჰყოს საუკუნოს მორჩილება-მსახურებასა შინა; მისცა მასცა და გჳრგჳნი წარმოგზავნილი კეისრისა კეთილსტუმრებისა მსახურებისა და საუკუნოდ მორჩილებისათჳს. შემდგომად წარმოვიდა და განაგო ეგრისი, რამეთუ მოსლვასა ყრუსასა არა დაშთა შენებული ივერიასა შინა. კუალად გარდმოვიდა ნაციხარს ჴიდრისასა; მუნ მოვიდა მისთანა ადარნასე ბაგრატოვანი, ძმისწული ადარნასე ბრმისა, ითხოვა ყმობა მკჳდრობისა და მისცა არჩილ შულავერი და არტანი; შემდგომად მოვიდა კახეთს და მიუბოძა ტაძრეულთა თჳსთა კახეთი და აზნაურ ჰყვნა; მერმე შეირთო ცოლად ასული ძეთა გუარამ კურადპალატისაგანთა, რომელი იყო შვილთა ასულთაგან ვახტანგ გორგასლისათა. [126] კუალად ეპყრა საერისთვოდ თუში და ხუნძახი და მთისა წარმართნი აბუხოსროს, და არა ინება არჩილ წუქეთიცა მისდა, ვინაჲთგან ჰპოვა წუქეთს მთავარი, რომლისათჳს მიებოძა ვახტანგს წუქეთი. კუალად მოესრა ნოხპატელთა სიმრავლე ყრუსა და არჩილ ნათელ-სცა მათ იძულებით. შემდგომად მოიყვანნა ძმისწულნი ადარნასეს ბრმისანი და დასხნა შაკიხათ და დაემკჳდრნენ იგინი გულგულადმდე და მისცა ქურივი აბუხოსროსი და წუქეთი ციხე ქარითურთ. ამასვე ჟამსა პატიახშნი, რომელნი არა შეუშუნეს კლარჯეთს, წარვიდნენ ნახევარნი ტაოს და აღაშენეს ციხე კალმახი და დაიპყრეს იგი მათ. ხოლო ეშვა არჩილს ძენი ორნი იოანე და ჯუანშერ და ასულნი ოთხნი. შემდგომად ორმოცდაათი წლის გარდასლვისა თუმცა იყო მშჳდობა, გარნა არა მოგებულ იყო კუალსავე თჳსსა გიორგია, რამეთუ განერყვნა ყრუსა, თუმცა განვლო წელიწადმან მრავალმან. მაშინ მოვიდა ნათესავი მაჰმადისა ჭუმჭუმასიმ და ვერვინ წინააღუდგა, შემოვიდა, შემუსრა ქართლი და იწყო შესლვად კახეთად (ამისაგან იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა ზედა) ქრისტესა 718, ქართულსა უო. ხოლო არჩილ განიზრახა მისლვად მისთანა და დადვა სული დაცვისათჳს ქუეყანისა. მისრულსა არჩილს მოეგება ასიმ და შეიყუარა ახოვანებისა და შუენიერებისათჳს და პატივ-სცა ფრიად; შემდგომად აიძულებდა დატევებად ქრისტესა, არამედ არჩილ აღირჩია სუფევა საუკუნო წარმავალისაგან და იწამა გუემითა და ტანჯვითა; შემდგომად აღესრულა წარკუეთითა თავისათა და აწ იხარებს წინაშე ქრისტესა; ხოლო ასიმ უკუნიქცა და წარვიდა ამის მყოფელი.
მე. მთავარნი იოანე და ჯუანშერი. ჲჱ და ჲთ წელი მთავრეს
[edit]შემდგომად მისა ძენი არჩილისანი იოანე წარვიდა ეგრისს და წარიყვანა დედა და ორნი დანი თჳსნი და ჯუანშერ დაშთა ქუეყანასა ქართლ-კახეთისასა; არამედ იყო უმრწემესი დაჲ მისი ფრიად [127] შუენიერებით კეკლუცი. ესმა ამისათჳს მეფესა ხაზართასა და მან მოითხოვა ცოლად და აღუთქუა შუელა სარკინოზთა ზედა; გარნა ამათ არა ინებეს შეგინება დისა თჳსისა წარმართისაგან. მცნობმან ხაზართა მეფემან წარმოავლინა სპასპეტი თჳსი ბულჩან; გარდამოვლეს გზა ლეკეთისა და მოადგნენ სადაცა ციხესა იყო ჯუანშერ; ხანსა მცირესა შინა გამოიყვანეს და შემუსრეს ტფილისი საფუძველითურთ ქრისტესა 731, ქართულსა უპგ; წარვლეს გზა დარიელასი; არამედ შუშან აღირჩია სიკუდილი, ვიდრეღა შეიგინოს წარმართისაგან. აქუნდა სამსალა ბეჭედსა; მოსწოვა იგი და მოკუდა; გარნა სპასპეტმან წარიღო გუამი მისი და ჯუანშერცა წარიყვანა; და მივიდნენ ხაზარეთს. ხოლო მეფე განწყრა სიკუდილისათჳს შუშანისა და უფთხილობისათჳს სპასპეტისა; მოაბმევინა სპასპეტი ცხენის ძუასა და რბენით დაგლიჯეს; ხოლო ჯუანშერ იყო წინაშე მისა წელი შჳდი, შემდგომად წარმოგზავნა ნიჭითა დიდითა და მოვიდა ქართლს ქრისტესა 738, ქართულსა უჟ. არამედ ჟამთა ამათ შინა განირყუნა ქუეყანა, რამეთუ რომელი გამოჩნდის ღირსი მეფედ ხოსროვანი, აგარიანთაგან შემცირდიან, ვინაჲთგან განდიდნა ძალი სარკინოზთა და დაიპყრეს ქართლი და ტფილისი და განმრავლდნენ მთავარნი. და იქმნა განდგომილება, ურთი-ერთთა ჴდომა და კლვანი; ხოლო ჯუანშერ შეირთო ასული ადარნასესი სტეფანოსის ძის-ძის ძისა ლატავარ, რამეთუ მათ ეპყრათ კლარჯეთი. ამათ ჟამთა შინა მოვიდა ამირ აგარიანი სახელით ხუასრო და მთავრობდა სომხითს, ქართლს და ჰერეთს. ამან აღაშენა ტფილისი მოოჴრებული ხაზართაგან, რამეთუ მოუძლურებულ იყვნენ ბერძენნიცა აგარიანთაგან, ვინაჲთგან მიუღეს ზღჳს-გარეთი. მაშინ ძმისწულმან ლეონ აფხაზთა ერისთავისამან მეორემან ლეონ დაიპყრა სრულიად ეგრისი და იწოდა მეფედ აფხაზთა, ვინაჲთგან მოკუდა იოანე ერისთავი ქრისტესა 786, ქართულსა ვ, და ჯუანშერმა დაბერებულ იყო და მოკუდა იგიცა ქრისტესა 787, ქართულსა ზ. კუალად განდგა გრიგოლი მთავარი და ამან დაიპყრა კახეთი.
[128] მვ. მეფე აშოტ კურადპალატი. ლთ წელი მეფა
[edit]ხოლო კუალად ამათ ჟამთავე განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურადპალატისა ბაგრატოვანისა, რამეთუ სახლად აქუნდა ტფილისი და ბარდავი და გარემო ქუეყანანი. მაშინ შევიდა მასლამ საბერძნეთს და უკუ-იქცა გაწბილებული და მოუძლურდნენ სარკინოზნი, ხოლო ტფილისს არღარავინ დაშთნენ სარკინოზნი, თჳნიერ ალიშუაბისა ძისა. ამავე ჟამსა შემოიკრიბა აშოტ კურადპალატმან სპანი და მოვიდა ქართლს; ამის მწედ იყო თეოდოსი აფხაზთა მეფე რამეთუ ლეონ გაედაცვალებულ იყო და ესე თეოდოსი სიძე იყო აშოტ კურადპალატოსა; ხოლო გრიგოლი კახთა მთავარი მოვიდა და მას უშუელეს მთიულთა და ამირ ტფილელმან. შეიბნენ კსანსა ზედა; შემდგომად ბრძოლისა იძლია გრიგოლი მთავარი და მოისრნენ სპანი მისნი და დაიპყრა აშოტ კურადპალატმან კსნიდამ კლარჯეთამდე. შემდგომად მოვიდა ხალილ იაზითის ძე არაბი ქრისტესა 791, ქართულსა იგ; და დაიპყრა სომხითი, ქართლი, ჰერეთი და ვერ წინააღუდგა აშოტ კურადპალატი და ეძიებდნენ აშოტს. ხოლო აშოტ წარსრული გარდამჴდარ იყო ტბის პირსა ფანავარისასა დედა-წულითურთ და რა ჭამეს პური, მიირულეს მცირედ; დაესხნეს მძინარეთა სპანი სარკინოზთა. მაშინ შეეწია აშოტს ღმერთი და მცირედითა სპითა მოსწყჳდნეს სარკინოზნი ურიცხუნი და წარიოტნა ყოველნი. შემდგომად წარვიდა შავშეთს; რამეთუ შავშეთი იყო უშენი ყრუსა შემდგომად, ხოლო რომელნი დაშთომილ იყვნეს, მოეგებნენ აშოტსა და შეიყუარეს ფრიად. ამან აშოტ აღაშენა და მოიყიდა დაბნები და [129] განამრავლა სოფლები და კუალად აჴელმწიფა ღმერთმან შავშკლარჯთა ზედა და მრავალგზის მოსცა ღმერთმან ძლევა ძლიერი სარკინოზთა ზედა და დაიპყრა ქუეყანა ნებითა ბერძენთათა. კუალად გამოვიდა აშოტ, რათა შემოიკრიბოს სპანი; არამედ სპათა შემოკრებამდე დაესხნენ სარკინოზნი და ივლტოდა აშოტ ნიგალით კერძო, რათა ჰპოვოს სპანი თჳსნი; მიუდგნენ სარკინოზნი კუალსა, ხოლო აშოტ შეივლტოდა ციხესა არტანუჯისასა; შეჰყვნენ სარკინოზნი ციხესა შინა; არამედ აშოტ შევიდა ეკლესიასა შინა პეტრეპავლესსა; შეუჴდნენ სარკინოზნი და დაკლეს აშოტ კურადპალატი საკურთხეველსა ზედა ქრისტესა 826, ქართულსა მვ. ამისნი მცნობელნი ერნი აშოტ კურადპალატისანი ეწივნენ სარკინოზთა და მოსწყჳდნეს, რომელ ვერ განერინა ერთიცა; ხოლო შემდგომად აშოტ კურადპალატისა წარუღეს ძეთა მისთა გარემონი ქუეყანანი; არამედ იგინი იზრდებოდნენ შავშეთს და კლარჯეთს და ციხესა არტანუჯისასა. ხოლო სრულ რა იქმნენ ჰასაკითა, დაიპყრეს ნაქონები მათივე მამისა თჳსისა და ხარკსა მისცემდნენ სარკინოზთა.
მაშინ იყო ტფილისს ალი შუაბის მე, რომელი დაედგინა ხალილს ამირად. მას ჟამსა განდგნენ გარდაბანელნი და დასუეს ქორიკოზი დაჩი, ძე იოანე ქობულისძისა. მოკუდა დაჩი და დასუეს სამოელ დონაური. შემდგომად მოვიდა ხალილ არაბი; ეწყუნენ გარდაბანელნი, აოტნეს და მოსწყჳდნეს სარკინოზნი უამრავნი და დაჯდა ტფილისს ამირ სააკ ისმაილის ძე. კუალად შემოვიდა მესამედ ხალილ და მოკლეს ჯავახეთს. შემდგომად მოვიდა მომედ ძე ხალილისა ქართლს. ამას მოერთო ბაგრატ ძე აშოტ კურადპალატისა; მისცა ქართლი და ჰყო მეფედ. ხოლო სააკ ტფილისით გამოვიდა და დადგა რეხსა. მივიდნენ მომედ და ბაგრატ და შეიბნენ მუნ; ვერცა მან სძლო და ვერცა ამათ და წარვიდა მომედ ბარდავს ქრისტესა 841, ქართულსა ჲა.
მზ. მეფე ბაგრატ. 50 წელი მეფა
[edit]ხოლო ბაგრატ ძე აშოტ კურადპალატისა მეფე იქმნა ამ ქრონიკონსა ზედა და ამის მეფობისამდე გარდასრულ იყვნენ მაჰმადის გამოჩინებიდამ [130] წელნი სით. შემდგომად მოვიდა ბუღა თურქი, წარმოვლინებული ბაღდადის ამირ-მუმლისაგან, შემუსრა სომხითი. ტყუე-ჰყვნა მთავარნი მათნი, მოვიდა და მოადგა ტფილისს. მოერთო ამას ბაგრატ მეფეცა, შემუსრა ტფილისი, გამოიყვანა სააკ და მოკლა, რამეთუ არა მორჩილებდა მას.
ამას ზედა გამოვიდა თეოდოსე მეფე აფხაზთა ბრძოლად, ხოლო ბუღამ წარავლინა სპასალარი თჳსი ზირაქი და ბაგრატ მეფე; შეიბნენ აოტეს თეოდოსე მეფე და ივლტოდა დვალეთის გზით; არამედ მოქცეულსა ბუღას გარდაუდგნენ გარდაბანელნი ჯუარის-ბოლოს და ავნეს დიდი სპათა მისთა. ხოლო ბუღა მივიდა და დადგა ჭართალეთს და ლამოდა შესვლასა ოვსეთად, არამედ აზრახნეს მთიულნი აბუბაზ სომხითის ერისთავმან და გუარამ მამფალმან არა შეშუებად ბუღაჲ; ამისთჳს განწირნეს მძევალნი მთიულთა და დაუდგნენ სიმაგრესა; ესწრათ თოვლიცა და მოსწყდნენ ურიცხუნი ბუღასნი. კუალად მოსწყჳდნა ცხენნი მათნი იელმან; შემოიქცა და დაიზამთრა ბარდავს; შეიპყრა ხუცისა ვისიმე ძე, რომელი მთავარ იყო გარდაბანს და შემუსრა გარდაბანი; განაღო კარი დარუბანდისა, გამოიყვანნა ხაზარნი სახლი სამასი და დასხნა შანქორს; კუალად დარიელით გამოიყვანნა ოვსნი სახლნი სამი ათასნი და დასხნა დბანისს და ენება შესლვა ოვსეთად. ამისმან მცნობელმან ამირ მუმლმან, რამეთუ ბუღა ზრახავს ხაზართა, წარიყვანა ბაღდადს, და მის წილ დაადგინა მომედ ხალილის ძე, შემდგომად გარდაადგინეს მომედ და დაადგინეს ისე შიხის ძე და ქორიკოზი იყო კახეთს გაბრიელ დონაური. კუალად გარდაადგინეს ისე და დაადგინეს ამირ აბრაამ. შემდგომად მოვიდა იგივე მომედ და უფროს ნებიერად დაიპყრა სომხითი, ქართლი და რანი და წარვიდა. დადგა მის წილ ამირად [131] კაცი სააკის მონათესავეთაგანი გაბუც და განდიდნაცა ფრიად. ესე გაბუც შეიპყრა გურამ ძმამან ბაგრატ მეფის კურადპალატისამან, და წარსცა საბერძნეთს. ამანვე გურამ დაიპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი და არტანი და ბრძოდა მარადის სარკინოზთა: ზოგჯერ მათ სძლიან და უმეტეს მრავალგზის ამან. ხოლო ამანვე განუყო ძმათა თჳსთა ქუეყანა და სომხითის მეფესა ცოლის ძმასა თჳსსა. შემდგომად მოკუდა ბაგრატ კურადპალატი წელსა ქრისტესა ღოვ, ქართულსა ფკჱ.
მჱ. მეფე დავით. ე წელი მეფა
[edit]გამეფდა ძე ბაგრატისა დავით. ჟამსა ამას გამოვიდა მეფე აფხაზთა და დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას ტინენ ძე დიმიტრისა. ხოლო შემდგომად, გარდაიცვალა რა გიორგი მეფე აფხაზთა, ცოლმან მისმან მოკლა ტინენ ძე დიმიტრისა და ეცრუა იოანე მთავარსაცა და შთააგდეს ძე დიმიტრისავე ბაგრატ ზღუასა შინა; არამედ ღმერთმან განარინა იგი და მივიდა კოსტანტინეპოლედ. ხოლო მოჰგუარა მეფემან იოანე ძესა თჳსსა ცოლად ასული გუარამ აშოტ კურადპალატის ძისა. შემდგომად მოკუდა იოანე და დაჯდა ძე მისი ადარნასე მეფედ აფხაზთა. მაშინ ეპყრა ლიპარიტს თრიალეთი, ამან მოიყვანა და იპატრონა მეფე დავით ძე ბაგრატ კურადპალატისა; არამედ ამ დავითს აღუდგა მტრად ნარსე ძე გუარამ მამფალისა, რამეთუ ესე ნარსე და გუარამ იყვნენ აფხაზთა კერძოსანი. ხოლო მეფესა დავითს და ლიპარიტს უშუელდნენ სომეხნი და ბრძოდნენ ქართლსა ზედა. დღესა ერთსა მოიტყუა ნარსემ მეფე დავით და მოკლა იგი ღალატით ქრისტესა ყპა, ქართულსა რა.
მთ. მეფე ადარნასემ. მბ წელი მეფა.
[edit]გამეფდა ძე დავითისა ადარნასე. ხოლო შემოკრბნენ სომეხნი და ქართველნი და აშოტ ძმა დავით მეფისა და სარკინოზნი ამის [132] ადარნასეს თანა; ეწყუნენ ნარსეს. აოტეს და წარუღეს ციხე და წარვიდა ნარსე კოსტანტინეპოლედ. მაშინ შესრულსა კოსტანტინეპოლეს ძესა დიმიტრისასა ბაგრატს მოსცა კეისარმან სპანი, მოვიდა ზღჳთ და დაიპყრა აფხაზეთი, მოკლა ადარნასე ძე იოანესი და შეირთო ცოლი მისი ასული გუარამ მამფალისა. ამან ბაგრატ გამოიყვანა ნარსე ცოლის-ძმა თჳსი, მისცა სპანი და აშუელნა ოვსნი; გარდამოვიდნენ სამცხეს და დაიპყრნეს ციხენი ოძრახე, ჯუარისციხე და ლომსიათი; მუნცა შეიკრიბა ნარსემ ლაშკარი და მომართა ადარნასეს. ხოლო ადარნასეს უშუელა გუარამ და სომეხთა, შეიბნენ მტკუარსა ზედა, ბრძოლასა იძლია ნარსე და ბაყათარ ოვსი; შეიპყრეს ნარსე და მოკლეს ჴევსა შინა ასპინძისასა და აღიჴოცა თესლი მისი.
ხოლო გურგენ კურადპალატი აშოტ დიდის ძისწული წარვიდა ტაო-კალმახით და სცხორებდა შავშეთს და არტანს. შემდგომად შეიმტერნენ გურგენ და ადარნასე მეფე და უშუელა ადარნასეს ბაგრატ არტანუჯელმან; შეიბნენ ჴევსა არტანისასა, ბრძოლასა სწყლეს გურგენ, შეიპყრეს და მოკუდა წყლულებითა მით და დაიპყრა ადარნასემ ნაქონები მისი. შემდგომად განძლიერდა ფადალა ქორიკოზი და დაიმორჩილა გარდაბანი. და შემდგომად მისა დაჯდა კჳრიკე და ქართლს იპყრობდნენ აზნაურნი. დროსა ამას გამოვიდა კოსტანტინე მეფე აფხაზთა და დაიპყრა ქართლი. ამას ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ; მოვიდა და შემუსრა უფლისციხე; არამედ ზავ-ჰყვეს და იმზახლნენ კოსტანტინე და სუმბატ; მოსცა უფლისციხე კოსტანტინეს და წარვიდა სუმბატ.
შემდგომად ამისა მოვიდა ამირ არაბი კასიმის ძე აგარიანი; ვერ დაუდგა სომეხთა მეფემან სუმბატ, არამედ წარვიდა მთათა აფხაზეთისათა. ხოლო ამირ შემუსრა ყოველი სომხითი და მოვიდა ტფილისს და მუნ იყო ამირ ჯაფარ ალის ძე; ტფილისიდამ მოადგა [133] უჯარმას, რამეთუ იყვნენ სამასოდენ კაცნი ციხესა შინა და ებრძოლნეს მრავალ-დღე. შემდგომად დაუტევეს მეციხოვნეთა ციხე და წარვიდნენ. იხილეს რა ესე ბოჭორმელთა, დაუტევეს მათცა ციხე და წარვიდნენ; არამედ სარკინოზნი, მხილველნი ბოჭორმისანი, იტყოდნენ: "რომელი იყო ბაკი, ფიცხელად შებმა გვიყვეს; ხოლო ციხე უკაცური არს". მაშინ მოვიდა კჳრიკე ქორიკოზი ფიცითა ამირისათა წინაშე ამირისა; ხოლო ამირ ეტყოდა: "ვინ გაწვია მოსლვად ჩემთან?" მიუგო კვრიკემ: "დედამან ჩემმან", რქუა ამირმან: "უკეთუ გაწვია დედამან, არა ვატკინო გული" და განუტევა. არამედ ბოჭორმა თჳთ დაიპყრა; შემოიქცა, მოაოჴრა ქართლი და შევიდა სამცხეს; მოაოჴრა ჯავახეთი და მოადგა თმოგუს; ვერ დაიპყრა და მოადგა ყუელს.
მაშინ ციხესა შინა იყო ჭაბუკი ახოვანი სახელით გობრონ. ესე ბრძოდა დღე-ყოველ მრავალ-ჟამ მოყუსებითურთ თჳსით და ავნებდა დიდ ფრიადსა. შემდგომად შემუსრეს ყუელის-ციხე და შეიპყრეს გობრონ მოყუსებითურთ და აიძულებდნენ დატევებასა ქრისტესსა და არა თავს იდებდნენ და შემდგომად ტანჯვით მოიკლა გობრონ მოყუსებითურთ მათ მიერ და მიიღეს წამებისა გჳრგჳნნი. ხოლო მუნიდამ მოვიდა დვინს; მუნ სცნა, რამეთუ სომეხთა მეფე სუმბატ არს კაპოეტის ციხესა შინა, მსწრაფლ გარემოდგომილ ჰყო, მცირეს ხანს გამოიყვანა დედა-წულით და სუმბატ ჩამოჰკიდა ძელსა ზედა დვინს.
შემდგომად ამისა ჟამ-რაოდენმე მოეშენა ქუეყანა; მაშინ უჴმო კჳრიკე ქორიკოზმან კოსტანტინეს აფხაზთა მეფესა; მივიდნენ ჰერეთს და მოადგნენ ვეჯინს; ამისად მოვიდა ადარნასე პატრიკი, მიუპყრა ჯუარი, მოსცა კოსტანტინეს არეში, გავაზი და კჳრიკეს ბოჭორმა; დაიზავნენ და წარმოვიდა კოსტანტინე.
შემდგომად მოკუდა კოსტანტინე მეფე აფხაზთა, დაუტევნა ძენი გიორგი და ბაგრატ; არამედ ესენი მარადის ბრძოდნენ ურთიერთს; [134] ხოლო უშუელდა ბაგრატს გუარამ ერისთავთ-ერისთავი (რამეთუ სიძე იყო გუარამისა) და ვიდრე არა მოკუდა ბაგრატ, არა იყო მათ შორის მშჳდობა.
ხოლო მოკუდა რა ბაგრატ, დაიპყრა აფხაზეთი გიორგიმ. ამასვე ჟამსა გარდაიცვალა ქორიკოზი კჳრიკე და დაჯდა ძე მისი ფადალა; ამისვე ჟამსა მოვიდნენ სარკინოზნი, რომელთა უჴმობდნენ საჯობით; დაწვეს ჯუარი და მცხეთა, შეიქცნენ და წარიტანეს ჯუარი დაჭრილი; არამედ გზასა ზედა შეედვათ სენი და მოსწყდნენ ურიცხუნი; სცნეს ჯუარისა მიერობა და წარმოგზავნეს ქართლსავე; ხოლო იშხანიკის ჟამამდე ჰერეთი მწუალებელი იყო, არამედ იშხანიკ დისწული იყო გუარამ ერისთავთ-ერისთავისა და დედოფალმან დინარ, დამან გუარამისმან, მოაქცივნა მართლმადიდებელად. მაშინ სალართა დაეპყრათ ბარდავი და ადრაბაგანი, და მოკუდა ადარნასე მეფეცა კურადპალატი წელსა შკგ, ქართულსა რმგ.
ნ. მეფე სუმბატ ოე წელი მეფა
[edit]ხოლო იქმნა მეფედ შემდგომად ძე მისი სუმბატ ქართველთა ჟამსა ამას გარდამოვიდა გიორგი მეფე აფხაზთა და მისცა ქართლი კოსტანტინეს, ძესა თჳსსა (ხოლო ესე ქართველთა მეფენი ბაგრატიონნი დასხდიან ქართლის მეფედ და ოდეს მტერთა მიერ იძლეოდიან, ეპყრათ სამცხე, რომელ არს ზემო-ქართლი, ტაო, ჯავახეხეთი, თრიალეთი, სამშჳლდე, ხუნანის საერისთაონი, თჳნიერ გარდაბანისა და კლარჯეთს თჳსნი წილნი ციხე-ადგილნი და ჟამად სომხითიცა და შიდა-ქართლი). არამედ კოსტანტინე აფხაზთა მეფის ძემან მეფა ქართლს სამი წელი; შემდგომად იწყო მტერობა მამისა თჳსისა. სცნა გიორგი მეფემან, მოვიდა და ვერ წინააღუდგა ძე მიმისი, ვინაჲთგან ტაოელნი ყოველნი მეფენი მოიწვია და ემწნენ ყოველნი [135] ბოროტებისათჳს კოსტანტინესა; არამედ კოსტანტინემ განამაგრა უფლისციხე; და გარ-მოდგომილმან გიორგი მეფემან ვერ შემუსრა ციხე; შემდგომად აბირნა აზნაურნი გამოტყუებად კონსტანტინემად და ეტყოდნენ კოსტანტინეს: "ვინაჲთგან არს მეფე გარე აფხაზეთისა, გამოვედ, შენ გყოთ მუნ მეფედ". ხოლო იგი მრწმენელი გამოვიდა ტივით და მიეტევნენ შეპყრობად; ივლტოდა კოსტანტინე და დაიმალა ნაპრალსა ქლდისასა; ჰპოვეს და მოჰგუარეს გიორგი მეფესა (ხოლო მან გამოჰყუერა უთესლობისათჳს და შემდგომად მოკუდა); აღიღო ციხეცა და წარვიდა.
მოკუდა ქორიკოზი ფადალა და დაჯდა კჳრიკე. შემდგომად განდგნენ გარდაბანელნი, აწვიეს გიორგი მეფე; მოსრული შთავიდა კახეთს, მოსწყჳდნა და მოწვა და შეიქცა თჳსსავე ქუეყანასა; მერმე მოვიდა ატენს გიორგი შთასვლად კახეთს და ძე მეფისა ლეონ იყო ერისთავი ქართლისა. სცნა კჳრიკემ, რამეთუ ვერ დაუდგებოდა; მოვიდა წინაშე გიორგი მეფისა და ლამობდა კუალად ზაკჳთ გაპარვასა; აგრძნა მეფემან, შეიპყრა კჳრიკე და წარვიდა კახეთს, რათა აკრიბოს დედაწულითურთ.
სცნეს ესე აზნაურთა ქართველთა, აცნობეს და გარდაიხვეწნენ; არამედ მოერთო ძმა კჳრიკესი შურტა და მოუტანა უჯარმა და მოსცა სხუანიცა ციხენი კახეთისანი, თჳნიერ ნახჭევან-ბოჭორმისა და ლორწობნისა; გარნა ლორწობანს აღუშენა შურის-ციხე და მოუდგინა სპანი; მოადგა მარილისს, შემუსრა იგი, გამოიყვანა არსის ძე და წარგზავნა ჯიქეთს ექსორიად; არამედ ნახჭევანი გამაგრდა და ვითარ სცნა კჳრიკემ, რომელ არღარა იყო სხუა ღონე, ითხოვა განტევება და დაულოცა გიორგი მეფესა კახეთი; არამედ ლეონ მეფის ძე არა ლამოდა განტევებასა; გარნა აღიღო მეფემან ნახჭევანი და განუტევა კჳრიკე; ხოლო მეფე წარვიდა აფხაზეთს. შემდგომად შეეზრახნენ აზნაურნი კჳრიკეს და წარიღო ყოველნი ციხენი კახეთისანი და კუალად ეუფლა მამულსა თჳსსა.
ესმა გიორგი მეფესა, დაუმძიმდა წარღება კახეთისა; არამედ აბრალა რომელნი განტევებასა უთქმიდეს კჳრიკესსა; გარნა ზამთარ [136] წარგზავნა ძე თჳსი ლეონ; ესე შევიდა და მოწვა კახეთი; მუნ მოართუეს ლეონს სიკუდილი მამისა თჳსისა. მაშინ მოუწოდა კჳრიკეს ტბასა ზედა ბაზალეთისასა, დაიზავნენ და იმზახლნენ; ხოლო ლეონ შემოიქცა და გამეფდა აფხაზეთს და მცირედისა შემდგომად მოკუდა ასული ლეონისა, რომელი მიეცა კჳრიკეს ძისათვის და კუალად იწყეს მტერობა ლეონ და კჳრიკემ. გამოვიდა ლეონ. ასწყჳდნა მუხრანი, ხერკი და ბაზალეთი. მუნ დასნეულდა, უკუ-იქცა და მოკუდა მეფე ლეონ აფხაზეთსა და დაჯდა ძმა მისი დიმიტრი. ამასვე ჟამსა მოკუდა მეფე ქართლისა სუმბატ ქორონიკონსა შნჱ, ქართულსა როჱ.
ნბ. მეფე ბაგრატ ანუ დავით რეგვენი. ლგ წელი მეფა
[edit]დაჯდა მეფედ ქართლისა ძე სუმბატისა დავით ანუ ბაგრატ რეგვენი; ხოლო დიმიტრი მეფემან მოიწყო სამეფო თჳსი აფხაზეთი, გარნა შემდგომად მთავართა აფხაზეთისათა მოიწვიეს თეოდოსი ძმა დიმიტრისა კოსტანტინეპოლიდამ (რომელი მამასვე წარეგზავნა ორნი ძენი მშჳდობისათვის ძმათა). მაშინ გამოვიდა თეოდოსი და მოვიდა სამცხეს და შეიკრებდა სპათა; მცნობმან დიმიტრი წარმოავლინა ლაშკარი და დაესხნენ თეოდოსის უეცრად, ივლტოდა და მოვიდა ძელულ-მთავრისა; მან შეიყვანა ციხესა ძამისასა და მუნიდამ ეძიებდა ღონესა. კუალად წარმოავლინა დიმიტრიმ სპანი; მოადგნენ ძამის ციხესა და ბრძოდნენ სამ თთუე; არამედ შესჭირდათ რა ციხოვანთა, ზამ-ჰყვეს ფიცით და განუტევეს თეოდოსი მშჳდობით, და მივიდა წინაშე დავით კურადპალატისა (ხოლო ესე დავით მეფე იყო ძე ადარნასესი და ადარნასე იყო ძე სუმბატ მეფე კურადპალატისა). არამედ იყო დავით ყოვლითა სიკეთითა სრული, სამღრთო-სამჴედროთი. ამას ეპყრა ბასიანი, ტაო და მიმდგომნი მისნი.
[137] შემდგომად ორისა წლისა წარმოვიდა თეოდოსი დავითისაგან და მოვიდა კახეთს. მაშინ მოუგზავნა დიმიტრიმ კჳრიკეს, რათა მოამშჳდობოს ძმანი; ხოლო კჳრიკემ ფიცით წინაშე კათალიკოსისა მცხეთას და ეპისკოპოსთათა მიათუალა დიმიტრის თეოდოსი; არამედ შემდგომად ჟამსა მცირესა დაივიწყა დიმიტრიმ ფიცი ღვთისა; შეიპყრა ძმა თჳსი თეოდოსი და დასწუნა თუალნი; მაშინ აფხაზთა იძიეს ჩალა მეფედ, გარნა ვერ შეუძლეს, რამეთუ იყო დიმიტრი მჴნე და ახოვანი.
ხოლო შემდგომად, მოკუდა რა დიმიტრი მეფე და არღარა დარჩა მკჳდრი, გამოიყვანეს თეოდოსი და დასუეს მეფედ აფხაზთა; ჟამსა ამას მოადგნენ კახნი უფლისციხეს. მაშინ იყო ერისთავი ქართლისა მარუშისძე იოვანე; ამან აწვია დავით კურადპალატი ტაოდამ, რათა აღიღოს ქართლი ანუ თჳთ იპყრას ანუ მისცეს ბაგრატს ძესა გურგენისასა, მეფის ბაგრატ რეგვენის ძის-ძესა (რომელი აღეზარდა ამასვე დავითს ძედ თჳსად, რამეთუ მას არა ესუა ძე); ხოლო ესე ბაგრატ იყო ასულის-წული გიორგი აფხაზთა მეფისა და ეყოდა აფხაზეთი დედით. ამისი მსმენელი დავით კურადპალატი წარმოემართა ყოვლითა ძალითა თჳსითა და მოვიდა ქართლს; მხილველთა კახთა დაუტევეს უფლისციხე და წარვიდნენ; ხოლო დავით დაადგინა მეფედ ბაგრატ ქორონიკონსა შპ, ქართულსა ს.
ნდ. მეფე ბაგრატ. ლდ წელი მეფა
[edit]არამედ ესე ბაგრატ არა იყო ჯერეთ ჰასაკითა სრული, ამისთჳს დაუდგინა (დავითმა) მამა თჳსი გურგენ და ამცნო ქართველთა მორჩილება ბაგრატისა და თჳთ წარვიდა ტაოდ. შემდგომად ჟამ-რაოდენმე [138] შეითქუნენ აზნაურნი ქართველნი (ვითარცა არს ჩუეულება მათი) და მოიყვანეს კახნი, გასცეს უფლისციხე, შეიპყრეს გურგენ და ძე მისი და დედა ბაგრატისა გურანდუხტ და წარიყვანეს კახეთს. ესმა რა ესე დავით კურადპალატსა, შეკრბა ყოვლითა ძალითა თჳსითა და მოიმწნო სომეხნი; ხოლო მოვიდა რა თრიალეთს შთასლვად კახეთად, მოუგზავნეს ზავისა-პირი კახთა და განუტევეს გურგენ და მეფე ბაგრატ და გურანდუხტ, დედა ბაგრატისა, და უკუ-სცეს უფლისციხეცა; არამედ წირქვალი და გრუმი თჳთ დაიჭირეს და დავით შეიქცა თჳსადვე და ეპყრა უფლისციხე გურანდუხტს.
ხოლო ვითარ გარდაჴდენ წელიწადნი სამნი და მეფობდა აფხაზეთს თეოდოსი მწუხარე და განირყვნა ყოველი წესი აფხაზთა, მაშინ ამანვე მარუშისძემ იოანემ და ყოველთა დიდებულთა ქართლისათა და აფხაზეთისათა მოითხოვეს დავით კურადპალატისაგან მეფედ ბაგრატ აფხაზთა; არამედ მან ძნიად აღუსრულა და შემდგომად მოსცა ბაგრატ და აკურთხეს მეფედ აფხაზთა ქორონიკონსა შპე, ქართულსა სე.
მაშინ დაჯდა ესე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფედ; არამედ ვინაჲთგან სრულ ქმნილ იყო ჰასაკითა, დაემორჩილნენ ყოველნი აფხაზნი და ორისა წლისა შემდგომად იწყო მან განგებად სამეფოსა თჳსისა მგზავსად პაპისა თჳსისა გიორგისა ანუ დავით აღმზრდელისა თჳსისა; ხოლო წარგზავნა თეოდოსი წინაშე დავით კურადპალატისა, რამეთუ უმჯობესად გამონახა; მერმე გარდამოვიდა ქართლს, რათა განაგოს დაშლილნი საქმენი მანდაურნი, არამედ ქართველთა არა ინებეს, რამეთუ განდგნენ თჳს-თჳსად და იწინამძღურეს ქავთარ ტბელი და დაუდგნენ მუღრისს ბაგრატს. მაშინ მეფემან აღუზახნა სპათა თჳსთა და ბრძოლასა ივლტოდნენ ქართველნი; მოსწყჳდნეს და უმეტესნი შეიპყრნეს და მოართუნეს ბაგრატს, აღიღო მეფემან უფლისციხე და დაჰყო მუნ მცირე ხანი, განაგო [139] მუნებურნი, ვითარცა ჴელოვანმან მენავეთ-მოძღუარმან, წარმოიყვანა დედა თჳსი და შთავიდა აფხაზეთს.
შემდგომად რაოდენთამე წელთა შეიკრიბნა სპანი თჳსნი ბაგრატ და მოვიდა ქართლს (რამეთუ იყო კლდეკარის ერისთავი რატი; ამას აქუნდა თრიალეთი, მანგლისის-ჴევი, სკჳრეთი და არა მორჩილებდა ბაგრატს), რათა შეიერთოს რატი; არამედ აუწყეს დავით კურადპალატსა, რამეთუ სიკუდილად შენდა გამოვიდაო ბაგრატ. მსმენელმან დავით შეიკრიბნა სპანი, იწვია სომეხნიცა და მივიდა მის თანა ბაგრატ რეგვენი, პაპა ბაგრატისა, რამეთუ ეშინოდა ძისა თჳსისა გურგენისაგან მეფობის წარღებისა. ხოლო გურგენ ძემან ბაგრატ რეგვენისამან შეიკრიბნა სპანი და მოვიდა თავსა შავშეთისასა და შეიბნენ დავით და იგი გარდათხრილსა ზედა; იძლია გურგენ და შეიხუეწა ციხესა წეფთისასა. ხოლო ბაგრატ მეფე მოწევნილ იყო თრიალეთს; სცნა, რომელ არა ეგების ძალითა დამართებად დავით კურადპალატისა, დაუტევა ლაშკარი და მივიდა მარტოდ წინაშე დავითისა, და ეტყოდა: "არა-რად გამოველ გარნა დამორჩილებად რატისა". ხოლო დავით მიუთხრა: "მითხრეს მე, რამეთუ გამოსულხარ სიკუდილად ჩემდა, გარნა აწ ვინაჲთგან მართალ ხარ, მითავისუფლებიხარ რატის ზედა". და წარმოვიდა ბაგრატ აფხაზეთს. შემდგომად გარდაიცვალა ბაგრატ რეგვენი ქრისტესა შჟდ, ქართულსა სიდ.
ნგ. მეფეთ-მეფე გურგენ. იდ წელი მეფა
[edit]იქმნა მეფედ მამისა მისისა დავითის წილ გურგენ, მამა ბაგრატ აფხაზთა მეფისა (ხოლო ამ გურგენს ამისთჳს ეწოდა მეფეთ-მეფე, რამეთუ ძე ამისი ბაგრატ უწინარესვე მეფე იქმნა). შემდგომად რა მოვიდა ჟამი ზამრისა, წარმოვიდა ბაგრატ აფხაზეთით ყოვლითა ძალითა თჳსითა და მოადგა რატის; არამედ რატიმ გამოიტანა შვილი თჳსი ლიპატიტ და მოსცა ბაგრატს იგიცა და ციხენისა თჳსნი; თჳთ წარვიდა და დაჯდა არგვეთს.
ხოლო გარდაიცვალა რა დავით კურადპალატი, ქრისტესა ჩა, ქართულსა სკა, მაშინ გამოვიდა ბასილი კეისარი და მისცეს მას ციხენი დავით კურადპალატისანი აზნაურთა მისთა; მაშინ მივიდნენ წინაშე მისსა გურგენ და ბაგრატ მეფენი, არამედ ბასილიმ იძმაცუა მამა-ძესა შორის და მისცა ბაგრატს კურადპალატობა და გურგენს მაგისტროსობა; გარნა ვერ უძლო, რამეთუ გურგენ ჭეშმარიტი კაცი იყო და უკუ-იქცა ბასილი კეისარი; შემდგომად მოკუდა გურგენ მეფეთ-მეფე ქრისტესა ჩჱ, ქართულსა სკჱ.
ნდ. მეფე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა ანუ სრულიად გიორგიისა. ლდ წელი მეფა
[edit]ხოლო შემდგომად მამისა თჳსისა დაიპყრა ბაგრატ აფხაზთა მეფემან ნაქონები მამისა და მამობილისა დავითისა. მაშინ განაგნა აფხაზეთი და დაადგინნა ბრძანებისა თჳსისა მორჩილნი; მოვიდა ქართლს, მიუგზავნა კახეთს, რათა მოსცენ ციხენი; არამედ დავით ქორიკოზმან მოუმცნო: "უკეთუ გნებავს ციხენი, იყოს დამჯერებელი ჩუენდა ჴრმალი". მსმენელი მეფე ბაგრატ განწყრა და მოუწოდა აფხაზთა, ტაოელთა, მესხთა და ქართველთა, (რამეთუ მას ეპყრნეს ესე ყოველნი); მან განვლო ჴიდი მცხეთისა და მუნ მოერთნენ სპანი თჳსნი; მივიდა და დადგა თიანეთს; ვერ წინააღუდგა დავით; მეფემან იწყო ბრძოლად ციხეთა, აღიღო ჰერეთი და განაჩინა აბულალ მთავრად მუნ და წარმოვიდა მეფე. შემდგომად კუალად უკუდგნენ ჰერნი და მივიდნენ დავითისადვე.
ხოლო შემდგომად მოკუდა დავით ქორიკოზი; მაშინ გამოვიდა კუალად მეფე ბაგრატ და აღიღო ჰერეთი და დაიჭირა დედოფალი დინარ და ორს წელს აღიღო კახეთიცა და შეაწყუდივა კჳრიკე ბოჭორმას; [141] აღიღო ციხე და დაიპყრა კახეთი და ჰერეთი; არამედ კჳრიკე დაიჭირა კარსა ზედა თჳსსა.
ამ ჟამს განდიდნა ამირ-ფადლონ განძისა და იწყო კირთებად ჰერ-კახეთისა მეკობრობითა და პარვით. იხილა რა ბაგრატ კადნიერება მისი, აცნობა სომეხთა მეფესა გაკის შაჰან-შასა, რათა შური იძიონ ფადლონსა ზედა. გაკიმ განიხარა და მსწრაფლად მოვიდა წინაშე ბაგრატისა ზორტაკეთს და წარვიდნენ ფადლონსა ზედა; ხოლო ფადლონ შეშინდა და შევიდა სიმაგრეთა შინა; მაშინ მეფემან მოსტყუევნა რანი და მოადგა შანქორს და დაულეწნეს ზღუდენი; არამედ ფადლონ ღამე მოგზავნა მეფისა და ითხოვა ზავი; განუკუეთა ხარკი და დღეთა მისთა ლაშქრობა მის თანა; შეიწყნარა ბაგრატ და მისცა ზავი მას პირსა ზედა; გამოვიდა ფადლონ, უძღუნა ურიცხუნი მეფესა.
შემდგომად შემოიქცა ბაგრატ გამარჯუებული (ამის ბაგრატისზე იყო ეფთვიმე ქართველი მთარგმნელი წიგნისა ჩუენისა და ესენიცა: იოანე გრძელისძე, არსენ ნინოწმიდელი, იოანე ხახულელი ოქროპირი, ზაქარია მირდატისძე ანუ შარიტისძე).
ამან ბაგრატ დაიპყრნა ყოველნი კავკასიელნი ჯიქიდამ გურგანის ზღუამდე; ადრაბაგანი და შარვანი მოხარკე ჰყო. სპარსთა მეფე ერთგულად მომსმენელი და ბერძენთა მეფეთაცა შიში აქუნდათ, რამეთუ იყო ღვთის-მსახურ ყოვლითა სათნოებითა. კუალად რაოდენნი მეფენი კურადპალატნი ბაგრატიონთა ჴსენებულნი ზემორე [142] ზოგნი ქართლს და სამცხეს და ტაო-კლარჯეთს მეფობდნენ ბაგრატისამდე. ჟამსა ამისსა არღარავინ იყო სუმბატისა და ძისა მისისა გურგენისგან კიდე, რომელნი მეფობდნენ კლარჯეთს; ხოლო მან ბაგრატ მოიწვივნა იგინი ფანასკეტის ციხესა შინა, შეიპყრნა იგინი და პატიმარ-ჰყო და შვილნი მათნი წარვიდნენ ბასილი კეისრისა წინაშე და იგინი მუნ მოისრნენ, და დაიპყრა ამან ბაგრატ ყოველი ივერია სიბრძნე-ძლიერებითა თჳსითა; შემდგომად მოვლო ყოველი სამეფო თჳსი და კუალად მოვიდა ციხესა შინა ფანასკეტისასა და მუნ გარდაიცვალა მაისსა ზ დღესა, ქრისტესა ჩიდ, ქართულსა სლდ.
ნე. მეფე გიორგი იგ წელი მეფა
[edit]და დაჯდა ძე მისი გიორგი მეფედ წლისა იჱ, ამან დაიპყრა სამეფო მამისა თჳსისა აფხაზეთი, ქართლი, ჰერ-კახნი, ტაო, სამცხე, კლარჯეთი. შემდგომად მცირედისა ჟამისა განდგნენ კახნი და გამოაძნეს ერისთავნი გიორგი მეფისანი და იპატრონეს პირველი უფალი მათი; შემდგომად წელსა მეფობისა გიორგისსა ზსა გამოვიდა ბასილი კეისარი გიორგი მეფესა ზედა.
მაშინ გიორგი მეფემან შეიკრიბნა სპანი და მივიდა ბასიანს და დაიბანაკეს ორთავე მუნ; არამედ არა ეწყუნენ ურთიერთსა დღეთა მრავალთა. შემდგომად შემოიქცა გიორგი მეფე და მოუდგა კუალსა მისსა კეისარი; ხოლო უკანა-მავალნი გიორგისანი და მეწინავენი კეისრისანი შეკრბნენ დაბასა შირიმთასა; იქმნა მუნ ბრძოლა ძლიერი, მოისრნენ ორ-კერძოვე უამრავნი და წარჩინებულნიცა მრავალნი, მიიქცა გიორგი მეფეცა და მოისწრაფა კეისარმანცა. მაშინ იქმნა უძლიერესი ბრძოლა, რამეთუ მისდრიკნეს გიორგიელთა ბერძენნი და აღიღეს ალაფი დიდი; გარნა სულმოკლე იქმნენ; შემდგომად გიორგიელნივე დაიძლივნენ; ხოლო გიორგი მეფე წარმოვიდა ნიგალით; მოუდგა კეისარი, მოაოჴრა ქუეყანა და მოადგა თრიალეთს. ამისთჳს გიორგი მეფემან მოიყვანა წანარნი და განიმრავლნა სპანი. [143] მხილველი კეისარი უკუნიქცა და უმეტეს მოაოჴრნა ქყეყანანი და დაიზამთრა მახლობელად ტრაპიზონისა; და ვიდოდა კეისარსა და გიორგის შორის დესპანი მშჳდობისათჳს; ხოლო კეისარს ოდეს აღუშფოთდნენ ბერძენნი, ჴელთ იგდო იგინი და ექსორია-ჰყვნა.
გაზაფხულს კუალად წარმოემართა გიორგი მეფესა ზედა. ხოლო გიორგიმ წარავლინა ზვიადა ერისთავი ზავისა ყოფად და თჳთცა წარუდგა სპითა დიდითა მეტყუელი: "უკეთუ ჰყოს მშჳდობა, კეთილ; უკეთუ არა, ვბრძოდე". ხოლო რომელთა არა ენებათ მშჳდობა, იწყეს ბრძოლა და აოტნეს სპანი კეისრისანი. მაშინ კეისარმან მოიღო წიგნი გიორგი მეფისა, მოჰკიდა შუბის წუერსა და ჯუარი პატიოსანი დასდვა მანდილითა მიწასა ზედა და თქუა: "არღარა თაყვანის-გცე, უკეთუ მიმცე ჴელთა მტერთასა". შემდგომად აღუზახნა სპათა და იქმნა ბრძოლა ძლიერ ფიცხელი, და ვითარ გიორგი მეფე უძლიერესითა სპითა არღარა მისრულიყო, იძლივნენ გიორგიისანი და მოისრნენ ყოველნი, რომელთა არა ენებათ მშჳდობა; მოუდგა კეისარი და მოაოჴრნა ქუეყანანი. კუალად იწყეს ზავი (რამეთუ შიში აქუნდა კეისარსა განდგომილებისა ბერძენთასა) და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ კეისარსა და ციხენი გუარამ კურადპალატისანი, რომელნი პირველ დაიპყრნა ბაგრატ მეფემან, და წარვიდა კეისარი; არამედ აღუთქუა შემდგომად სამისა წლისა წარმოგზავნად ძე მეფისა.
ხოლო პაემანსა წარმოგზავნა ბასილი კეისარმან ძე მეფისა, არამედ მოვიდა რა ტაოს მამულსა თჳსსა, ეწია წიგნი კატაბანსა კეისრისა შექცევად კუალად მუნვე ბაგრატისა (რამეთუ ბასილი მომკუდარიყო და კოსტანტინე ქმნილ იყო კეისრად). მაშინ კატაბანსა არღარა ძალ-ედვა შექცევა მისი და თჳთ მიიქცა უქმი. ხოლო ბაგრატ მოვიდა მამისა თანა და იქმნა სიხარული დიდი და უმეტეს საკჳრველებისათჳს, ვითარ იჴსნა ღმერთმან ბაგრატ. შემდგომად ორისა წლისა გარდაიცვალა მეფე გიორგი ყოვლითა სიკეთე-ახოვნებითა აღმატებით სრული ქრისტესა ჩკზ, ქართულსა სმზ. აგვისტოსა თთუესა ივ თრიალეთს, ადგილსა მყინვარსა.
[144] ნვ. მეფე ბაგრატ მე წელი მეფა
[edit]შემდგომად მისა წლისა თ̃ გამეფდა ძე გიორგისა ბაგრატ. მაშინ განდგნენ ტაოელნი ვაჩე კარიჭისძე, ბანელი იოანე, მათ თანავე აზნაურნი ციხოვან-უციხონი და წარვიდნენ კოსტანტინეპოლედ; ხოლო კეისარმან კოსტანტინემ მოსცა სპანი უფროს ბასილისა, მოვიდნენ და მოაოჴრნეს ქუეყანანი იგინივე; შემდგომად მოადგნენ კლდეკარს, არამედ ლიპარიტ ეწყო ძლიერად, უკუნ-იქცნენ და დაიპყრეს ციხე გარყლობისა და წეფთისა; ხოლო მტბევარმან საბამ აღაშენა ციხე და დაიჭირა შავშეთი, და ერდგულად დაადგრა ბაგრატის კერძოდ, არა მისცა ციხე და ქუეყანა გარმოდგომილთა ბერძენთა მათგან ფრიად შეიწროებასა შინა; არამედ შურ-აგო ღმერთმან ბაგრატის ქუეყანის მოოჴრებისათვის კეისარსა და მიუწოდა სპათა თჳსთა სალმობიერმან და, მივიდნენ რა, მოკუდა კოსტანტინე. ამან დასუა რომანოზ კეისრად და მისცა ასული თჳსი ზოია ცოლად.
შემდგომად სამისა წლისა წარვიდა დედოფალი დედა ბაგრატისა ელენე, ასული არშაკუნიანთა, წინაშე რომანოზისა მომშჳდობისა, მზახლობისა და კურადპალატობისათჳს. ხოლო კეისარმან აღუსრულა სათხოველი, მოსცა ელენე ასული თჳსი ცოლად ბაგრატს, სამსჭუალი უფლისა და ხატი ოქონისა და საუნჯე მრავალი ზითვად (მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბერი გრძელი, ახალი აბრამ, არსენი, ანტონი მნათე, ბასილი ბაგრატის ძე; ეფთვიმესაც და მთაწმიდელსაც მოესწრნენ). ხოლო მოიწია რა დედოფალი ტაოს, მიეგება ბაგრატ მეფე, მოიყვანა და ჰქმნა ქორწილი. შემგზავსებული. შემდგომად გარდაჴდა რაოდენიმე ხანი, მოკუდა ელენე, ცოლი ბაგრატ მეფისა, ქუთათისს; ხოლო მეფემან შეირთო ასული ოვსთა მეფისა [145] ბორენა. და შემდგომად ეუფლა ბაგრატ ყოველთა სამეფოთა მისთა ზემო-ქუემოთა და მოირჭმა ფრიად.
ჟამსა ამას ფადლონ განძელი ავად ექცეოდა სამეფოსა ამას; შემოკრბნენ ბაგრატ მეფისა თანა ლიპარიტ, იოვანე აბაზაძე, კჳრიკე კახთა მეფე და ჰერთა, და სომეხთა მეფე დავით და ამირ ტფილელი, მიუჴდნენ ფადლონს ეკლეცს, მუწ ბრძოლა ჰყვეს; ივლტოდა ფადლონ; მოსწყჳდნეს სპანი მისნი, მოსტყუევნნეს რანი და წარმოიღეს იავარი. მიერით ვერღარა იკადრა ფადლონ წყინება. (ესენი მთარგმნელნი ამ ჟამებთა იყვნენ: იოანე ანუ ილარიონ თუალელი, მოძღუარი გიორგი მთაწმიდელისა, გიორგი შეყენებული, მოძღუარი გიორგისავე გიორგი და გიორგი ოლთისელი).
შემდგომად ლიპარიტ და იოანე აბაზაძემ გამოიტყუეს მუხათგუერდს ამირ-ჯაფარ ტფილისელი, შეიპყრეს და პატიმარ ჰყვეს ჟამრაოდენმე და წარუღეს ბირთვისი; არამედ მეფემან ბაგრატ შეიწყალა ჯაფარ და განუტევა ტფილისსავე. ამისთჳს შეიქმნა მტერობა ჯაფარსა და ლიპარიტს შორის; ხოლო კუალად სხუა ძე ჰყვა გიორგი მეფესა ოვსთა მეფის ასულისა თანა დიმიტრი და იყო იგი ანაკოფიას. ამისი ინებეს მთავართა ამათ გამეფებად; გარნა ვერ იკადრეს და ვერცა ბაგრატ მეფემან გამოიყვანა ძმა თჳსი თჳს-თანა. ესე წარვიდა შემდგომად კოსტანტინეპოლეს და წარიტანა ანაკოფიაცა.
ჟამსა ამას ლიპარიტ აზრახა ბაგრატ მეფესა წარღება ტფილისისა და მოადგნენ ტფილისს; ხოლო ემწნენ ჰერ-კახნი და მოადგნენ ისნით, რამეთუ მას ჟამსა მოეკლა დიდი კჳრიკე ოვსსა ვისმე სისხლისათჳს მეფისა, რომელი ბრძოლასა კჳრიკესსა მომკუდარ-იყო. მაშინ იყო კახთ მეფე გაკი, ძე სომეხთა მეფისა, სამშჳლდელისა, არამედ შეამჭირვეს ტფილისი ფრიად, რამეთუ ჴორცი ვირისა ლიტრა იყო ხუთ დრამად, ვინაჲთგან ორ წელს ადგნენ და მოსტყვევნეს სპათა ბაგრატისათა ციხე ორბეთისა და ფარცხისისა. შემდგომად აღუთქუეს ტფილისელთა მოცემა ქალაქისა, ამისთჳს ამირ შექმნა ტივი და ნავი სპითა თჳსითა წარსვლად ღამით განძას; არამედ რომელთამე აზრახეს მეფე არა განდიდებისათჳს ლიპარიტისა, რათა ეგოს ამირ [146] ტფილისსავე და დაამტკიცა მეფემან ამირ ტფილისსავე და იბირნა მეფემან ბაგრატ მთავარი მარილელი, სიძე კჳრიკესი აშოტ, და ხახულ-გურთა ჯუარის ციხისა, მოეყარა ტფილისს და ემტერა კახეთს (და იქმნა ლიპარიტ ქუე-განმხედველი მეფის ბაგრატისა).
მაშინ ბრძოლა უყო ბაგრატ კახთა მთასა მიქელ გაბრიელისასა, სძლო და შეიპყრა სტეფანოს პანკისის ერისთავი, ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი, დაჯე მაჭის ერისთავი და გარდავიდა თიანეთს, დაწვა დარბაზი კჳრიკესი სახელოვანი. ხოლო ერისთავნი ესენი ვედრებით აძლევდნენ ციხეებთა მეფესა, არამედ განდგა ლიპარიტ; ამისთჳს ვერღარა შთავიდა მეფე კახეთს და უკუ-მოიქცა. მაშინ გამოიყვანა ლიპარიტ დიმიტრი ძმა ბაგრატისა სპითა ბერძნისათა და მიერთნენ აზნაურნიცა ვიეთნიმე და კახნი მას, მოვიდნენ არე-არე, მოწვნეს ქუეყანანი, მოადგნენ ატენს, არამედ ციხე ვერ დაიპყრეს; ხოლო ბაგრატ მეფე მოვიდა ჯავახეთს, განამაგრა ახალქალაქი. უკუნ იქცა ლიპარიტ და წარვიდნენ ბერძენნიცა და წარიყვანეს დიმიტრი.
შემდგომად განძლიერდა ბაგრატ მეფე, მოერთო ვესტი ცხრა ციხითა და ანისი მოსცეს დედასა ბაგრატისასა, ხოლო გაზაფხულ მეფე ბაგრატ მოსდგომოდა გარს ანაკოფიას და მიეწურა წაღებასა; მაშინ მომკუდარ-იყო ამირ ტფილელი, ანაკოფიას მოვიდნენ ტფილისელნი და მიაწვივეს მეფე; მუნ დაუტევა სპანი მოდგომილნი ანაკოფიას და თჳთ მოვიდა ქუთათისს, მოუყენნა ლაშქარნი და ფელაკონნი. მუნიდამ თჳთ მოვიდა ტფილისს; მოეგებნენ ტფილელნი მოართვეს კლიტენი, შევიდა და დაჯდა სახლსა საამიროსა და დაიპყრა კალა-ტფილისი; არამედ ისანი არა მოსცეს და ბრძოდნენ ძლიერად.
მაშინ მოვიდა კახთა მეფე გაკი და ყოველნი კახნი დარბაზობად ბაგრატისა; განვიდა ბაგრატ ველსა ისნისასა, ითაყვანნა იგინი და განუტევნა მშვიდობით; არამედ გაზაფხულს კუალად იწყო ლიპარიტ [147] ქუე-გამხედველობა, გამოიტყუა დედოფლისაგან ანისი და შეიპყრნა აბუსერი არტანუჯის ერისთავი, ხიხა ციხისჯვარისა, იოვანე ერისთავი, იოვანე დადიანი, გურამ ბეჭის-ციხისა და აწყურის ციხის პატრონი. მსმენელმან ბაგრატ დაუტევა ტფილისი და მოვიდა ჯავახეთს, მოერთო მაწყუერელი მესხით მეფესა; ხოლო ლიპარიტ მოვიდა კახითურთ ფოკას და მიერთო მაწყუერელიცა ლიპარიტს. მხილველმან ბაგრატ მეფემან გარდაიარა შავშეთი ბუქთა შინა ძლიერთა და შთავიდა ქართლს; მაშინ ლიპარიტ კუალად გამოიყვანა დიმიტრი და მიერთნენ ზოგნი ბაგრატისანიცა; არამედ ჰყვანდა მძევლად ბაგრატს ძე ლიპარიტისა; ითხოვა ლიპარიტ და განუტევა აბუსერი ციხითურთ და მიიღო ძე თჳსი. ხოლო ბაგრატს მოერთნენ სამი ათასნი ვარანგნი; მოიტანა მეფემან შჳდასი მათგანი და შიდა-ქართველნი, გარნა მესხნი ვერღარა მოიცადა და ლიპარიტცა მოვიდა კახით და სომეხთა მეფით დავითით; შეიბნენ სასირეთის ჭალასა შინა; არამედ იძლივნენ ბაგრატისანი და შეიპყრეს კუალად აბუსერი და სხუანი დიდებულნიცა და ვარანგთა ვერღარა უყვეს ბრძოლა. მისცა ლიპარიტ პაშტანი. მათ გარდავლეს ეგრეთვე ლიხნი; არამედ ამ ბრძოლის წინარე მოკუდარ-იყო დიმიტრი და გაქცევისათჳს შეშინდა ბაგრატ მეფე და განხეთქისათჳს სამეფოჲსა, წარვიდა ლიპარიტისა თანა. ხოლო ლიპარიტ არა იხილა, არამედ მიჰრიდა და ბაგრატ უკუნ-იქცა აფხაზეთს.
შემდგომად ერისთავმან კალმახისამან და გრიგოლი ერისთავმან აწვივეს ბაგრატ; ხოლო ბაგრატ გარდავლო გზა რკინის-ჯუარისა სპითა შეკრბნენ არყის-ციხეს. მცნობმან ლიპარიტ შეიკრიბნა სპანი და მწენი თჳსნი კახნი და სომეხნი და ბერძენნი; დაესხა მეფეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი; არამედ კუალად იძლია მეფე; შეიპყრა ლიპარიტ სულა, სთხოვა კალმახი; მან არ მისცა, ხოლო გრიგოლიმ [148] მისცა არტანუჯი. შემდგომად ულაშქრა ლიპარიტ ბერძენთა დვინს და შემოიქცა მუნიდამ. ხოლო მოქცევასა წლისასა გამოჩნდნენ თურქნი ბასიანს, მოვიდნენ ბერძენნი, მიუწოდეს ლიპარიტს, ეწყუნენ თურქთა უკუმიას ქშენით იძლივნენ თურქთაგან და შეიპყრეს ლიპარიტ და წარიყვანეს ხუარასანს. მაშინ დიდებულთა და ძეთა ლიპარიტისთა გამოიყვანეს მეფე ბაგრატ და განდიდნა კუალად და დაიპყრნა ყოველნი. ხოლო მოადგნენ განძას თურქნი და მიეწურათ წარღებად; მოვიდნენ ბერძენნი შუელად მისა; აწვივეს ბაგრატ მეფე და უშუელა მეფემან. ამათ მისლვასა უკუ-რიდეს თურქთა განძას და დაშთა მშჳდობით. მუნიდამ მოქცეულს მოსცეს ტფილისი ბაგრატ მეფესა, შევიდა და დაიპყრა ციხე-ქალაქი. შემდგომად დაეხწა ლიპარიტ თურქთა, მოვიდა და დაიპყრნა თჳსნი ყოველნი; ხოლო სცნა რა განდიდება ბაგრატ მეფისა, წარვიდა კოსტანტინეპოლედ, რამეთუ მსახურებისა მათისათჳს ტყუე იქმნა; მოიცა მუნიდამ ძალი სპითა, ვერღარა დაუდგა ბაგრატ მეფე, დაუტევა ძე თჳსი გიორგი მეფედ აფხაზთა ქუთათისს და თჳთ წარვიდა კოსტანტინეპოლედ, არამედ კეისარმან სათნოებისათჳს ლიპარიტისა არღარა გამოუტევა სამ წელ დიდსა დიდებასა შინა მყოფი მუნ კოსტანტინე მონომახისაგან.
აქა ყოფასა შინა მეფისა თანა იყო გიორგი მთაწმიდელი, ხოლო ლიპარიტ მოითხოვა ძე ბაგრატ მეფისა გიორგი მეფედ. მოსცეს დიდებულთა აფხაზთა და აკურთხა რუისს მეფედ და მოედგინა დაჲ ბაგრატ მეფისა გურანდუხტ მზრდელად. შემდგომად გურანდუხტ მოითხოვა მეფე ბაგრატ კეისრისაგან და მან წარმოავლინა დიდითა დიდებითა და ნიჭითა; მოვიდა ზღჳთ, შემოვიდა ქუთათისს, მეფობდა ლიხს იქით მიწყობით; ხოლო ძესა მისსა გიორგის ზრდიდა ლიპარიტ სახელით ოდენ მეფობისად.
შემდგომად მოეწყინათ უფლება ლიპარიტისა მთავართა; შეითქუნენ სულა კალმახელი და მესხნი; შეიპყრეს ლიპარიტ და ძე მისი იოვანე ქრისტესა ჩნთ, ქართულსა სოთ (ამავ წელსა მოწოდებითა მეფისათა [149] მოვიდა გიორგი მთაწმიდელი ქართლს); ხოლო ნიანიამ მიმართა კლდეკარს და არა შეუშუნეს მეციხოვნეთა მამისათა და წარვიდა საბერძნეთს. ესე აუწყეს ბაგრატ მეფესა; წარსრულსა მოერთნენ დაჲ და ძე თჳსი გიორგი ახალქალაქს და მუნ მოართუეს ლიპარიტცა და იოანე ძე მისი (ამის წილ სულას უბოძა მეფემან მამულნი დიდდიდნი). მერმე მოსცეს მეფესა არტანუჯი და ყოველნი ლიპარიტისანი და მოადგნენ კლდეკარს, განსუეს ლიპარიტ და იოანე ძელსა; ამით მოსცეს ციხე და გამოიდო საჭურჭლე ლიპარიტისა, მხილველი ლიპარიტ ეფუცა მეფესა და შეიმოსა ჩოჴა მონაზონებისა; ხოლო იოანეს უბოძა მეფემან არგუეთი. შემდგომად გაიპარნენ მამაძენი და მივიდნენ კოსტანტინეპოლედ და ნიანია მოკუდა ანისს ბერძენთა თანა; ხოლო იოანე კუალად გამოიყვანა მეფემან, მისცა არგუეთივე და შერთო დიდებულთა თჳსთა თანა და ლიპარიტ მოკუდა კოსტანტინეპოლის, წარმოიღეს აღზრდილთა მისთა და დაფლეს საფლავსა მათსა კაცხს.
ამისა შემდგომად გამოვიდა სპარსთა მეფე უეცრად დასხმის გუარ ქრისტესა ჩჲდ, ქართულსა სპდ. შემოიარა კანგარი, თრიალეთი და დღესა ერთსა მოვიდა მარბიელი მისი ყუელის-ყურს, ტაოს, შავშეთს, კლარჯეთს, თორს, და ღვიის-ჴევს და თჳთ დაადგრა თრიალეთს.
ხოლო მეფე დედით, დით და ძით გიორგით მომავალი ტაოდამ იდგა ხეკრებულთა, აყრილსა. ეწივნენ სპანი სპარსნი; არამედ მეფე შთაესწრა ქართლს და სპარსნი მიიქცნენ, შემუსრეს ახალქალაქი, მოსწყჳდნეს მუნ-მყოფნი ესრეთ, რამეთუ შეიღება მდინარე იგი სისხლითა. მაშინ ითხოვა სპარსთა მეფემან ზავი ბაგრატისაგან და მზახლობა; ესენი აღუსრულა ბაგრატ და მიიქცა სულტანი, შემუსრა ანი და მისცა მანუჩარს; არამედ დისწული ბაგრატისა, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმისწული სომეხთა მეფისა კჳრიკესი და არა მოსცა იგი ბაგრატს; ამისთჳს აბირნა ბაგრატ კაცნი და სამშჳლდეს [150] შემომავალნი შეიპყრნეს კჳრიკე და ძმა მისი სუმბატ, მოართუეს ბაგრატ მეფესა; მოადგა მეფე სამშჳლდეს; მოსცეს სამშჳლდე, ოფრეთი და სხუანი ციხენიცა; არამედ ბაგრატ შეიწყალა კჳრიკე და მისცნა ყოველნი, სამშჳლდისაგან კიდე. გარნა იგი დაიპყრა სახლად თჳსად; შემდგომად მისცა ასული თჳსი მარიამ ბერძენთა მეფესა ცოლად ქრისტესა ჩჲე, ქართულსა სპე, და დისწული მისცა სპარსთა მეფესა ცოლად (ამასვე ქორონიკონს წარვიდა გიორგი მთაწმიდელი მთაწმიდასა.
შემდგომად სამისა წლისა გამოვიდა სულტანი, შემუსრა რანი; მაშინ ერთგულად დგნენ ჰერ-კახნი ბაგრატ მეფისად და სპანი ბაგრატისანი იყვნენ მუნ მდგომარენი ვიეთთა ციხეთა ზედა, რამეთუ თჳთცა შთასლვად იყო. მცნობნი სულტანის მოსლვისანი მოიქცნენ და აუწყეს ბაგრატს. მაშინ უქ-მოიქცა მეფეცა ქართლს; ხოლო აღსართან მივიდა წინაშე სულტნისა და მიიქცა სარკინოზად და წინადაიცვითა. ამისთჳს მისცნა სულტანმან ციხენი ჰერ-კახთა ბაგრატის ნაქონებნი; მერმე მოვიდა სულტანი ჯაჭუს და განუტევა მუნიდამ მარბიელი ცისკრისად და მწუხრამდე აღივსო ყოველი ქართლი და გარდავიდნენ არგუეთს, მიუწივეს სვერამდე ქრისტესა ჩჲთ, ქართულსა სპთ, დეკემბერს ი ოთხშაბათს, და მოისრნეს ურიცხუნი ქრისტიანენი და იქმნა დღე ბნელი, ვითარცა წყუდიადი და წჳმა სისხლისა. კუალად იყო ზამთარი სასტიკი, რამეთუ რომელი განერა, მოისრნენ ყინვისაგან.
მაშინ მიგზავნა ბაგრატ მეფემან ლიპარიტის ძე იოანე წინაშე სულტანისა მშჳდობისა ზავისათჳს; ხოლო მან ითხოვა ხარკი და ყინელისაგან ვერღარა დაადგრა, უკუნ-იქცა, შემუსრა ტფილისი და მისცა განძის პატრონსა (ესე არა მტერობისათვის ბაგრატისა ჰყო სულტანმან, არამედ იყო ვერაგი, რამეთუ კეთილისათჳს მიაგოს ბოროტი უღმრთოობითა, და ლაშკრობასა ამას შინა იყო სპა მისი ხუთასი ათასი), და მერმე წარვიდა სპარსეთად.
[151] კუალად გაზაფხულს იქმნა ესეოდენი სიმდიდრე მდინარე-წყალთა, რომელ გარდავიდა ნადინებთაგან და წარიღო მრავალნი სულნი, რომელნი დაუშთნენ სულტანსა. ამასვე ჟამსა განდიდდნა ფადლონ, შემოვიდა ტფილისს, გამოიყვანა ჴელოსანნი; ხოლო მეფე ბაგრატ იდგა დიდგორსა ზედა, არა-რაჲ რიდა ფადლონ მეფესა და დაიბანაკა ისნის ველსა ზედა ლ ჩ (30 000) სპითა. მუნ დაუტევნა კარავნი, შემოვლო მუხრანი დარბევად ქართლისა. აქადგან ბაგრატ წარავლინნა სპანი თჳსნი მესხნი; ვერღარა გაუსწრეს ფადლონს და განვიდნენ წილკნის გორასა ზედა და მოვიდნენ სპანი ფადლონისანი, ეკუეთნენ და პირველსავე ჴრმლის მოკიდებასა აოტნეს სპანი ფადლონისანი, მიჰყვნენ ხერკის მთამდე, მოსწყჳდნეს რომელ აღივსნეს ჴევნი მძორითა მათითა; არამედ ფადლონ ხუთითა ცხენოსნითა წარივლტოდა კახეთს და ჰყო თავი თჳსი დესპანად ფადლონისა; იხილა იგი ნიანიამ, წარიყვანა და მიგუარა იგი ისააკს; გარნა ისააკ არა მოიჴსენა, რამეთუ აზნაური მესხი იყო, რათამცა მოეყვანა მემკჳდრისა თჳსისა ბაგრატ მეფისა; გარნა მიგუარა თელავს აღსართანს; ხოლო აღსართან გამოუხუნა ხორნაბუჯი და არადეთი; ესე შეუძნდა ბაგრატს, მისცა ბოჭორმა და უჯარმა კახთა განუტევებლობისათჳს ფადლონისა. მაშინ მოსცეს ფადლონ მეფესა, გასუეს ძელსა ფადლონ და მოსცეს ტფილისი, და არა დაიმჭირა თავისად მეფემან, არამედ მისცა სითლარბს და თჳთ აღიღო რუსთავი, ფარცხისი, აგარა, გრიგოლ-წმიდა, ქავაზანი, მდ ჩ (44 000) დრაჰკანი და მძევალნი თავადთა განძისათანი (მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: იოვანე პატრიკ-ყოფილი, პეტრიწი ფილოსოფოსი და სტეფანე).
შემდგომად გაგზავნა სულტანმან სარანგი შუამდგომელობისათჳს ფადლონისა, განუტევა ფადლონ და კუალად აღიღო გაკი ბაგრატ მეფემან. შემდგომად ეცრუა ფადლონ ფიცსა, წარიღო ქავაზანი, მოადგა აგარათა, გასცა ციხისთავმან და დაიპყრა ფადლონ. მცნობელი [152] ბაგრატ გამოვიდა, წარუხუნა აგარანი, გამოიყვანა დურღულელი ოვსთა მეფე მ ჩ (40 000) მჴედრითა, წარუძღუანა ძე თჳსი გიორგი, მოაოჴრეს განძა, აღიღეს ტყუენი და ნატყუენავი და ალაფი, შემოიქცნენ გამარჯუებულნი; მერმე წარვიდნენ ოვსნი თჳსად შემდგომად მოვიდა ოვსთა მეფე დარბაზობად ბაგრატისა და ხილვად ასულისა თჳსისა; გაეგება ბაგრატ მეფე მყოფი ნაჭარმაგევს, ისტუმრა იბ დღეს; უძღუნა ურიცხუნი და განუტევა. არამედ ავლინებდა სულტანი ძღუენსა მეფისა თანა და ითხოვდა ხარკსა; ეგრეთვე ბაგრატ სძღნობდა და არა მისცემდა ხარკსა.
შემდგომად დასნეულთა ბაგრატ მეფე სამშჳლდის ბარს მდგომი და წარმოიყვანეს ქართლს ჰორლეთი; მოვიდნენ ცოლი, დედა და დაჲ მისნი; რქუა დედასა: "დედაო, მეწყალვი, რამეთუ წარიქციენ ყოველნი ნაშობნი შენნი პირველ შენსა და მერმეღა მოკუდები შენ". და გარდაიცვალა ქრისტესა ჩობ, ქართულსა სჟბ და ვერა სცნა დიდმან სულტანმან და ბაგრატ სიკუდილი ურთი-ერთისანი, რამეთუ იგი შესრული სამარყანდად ღ ჩ (700 000) სპითა მოიკლა ხარგასა თურქისა ვისგანმე.
არამედ ესე იყო ბაგრატ პირველად კურადპალატი, შემდგომად ნოველისიმოსი, მერმე სევასტოსი და უშუენიერესი ყოველთა კაცთა, სიბრძნითა ფილოსოფოსი, ენითა სვიანი, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, მოწყალე, უხჳ, შემცოდეთა შემნდობელი; არამედ ქუეყანათა ჟამსა ამისსა დაწყნარება არა აქუნდა: ეკლესიანი, გლახაკნი აზნაურნი ვერ იკადრებდნენ მოცალებად.
ნზ. მეფე გიორგი. იზ წელი მეფა
[edit]შემდგომად მისსა გამეფდა ძე მისი გიორგი; განვლო შჳდი თთუე მშჳდობით. შემდგომად განდგნენ ერისთავნი: იოვანე ლიპარიტის ძემ მოირთო კახნი და დადგა ქსნის პირსა; ნიანიამ წარიღო ქუთათისი და საჭურჭლე; ვარდან განადგინნა სუანნი და აღსწყჳდა [153] საეგრო. მაშინ მეფემან გიორგი სიმჴნე-ახოვნებითა თჳსითა სძლო მათ ყოველთა და წარუღო ყოველნი, არამედ არა მიაგო ბოროტისა წილ, გარნა მიანიჭნა ნიჭ-ქუეყანანი და დაჰფარნა ერთგულ-ორგულნი წყალობითა და დაიმორჩილნა სრულიად; კუალად განდგა იოვანე ლიპარიტის ძე: მიუჴდა გიორგი მეფე მორთული მესხით და აღსართან მოიყვანა კახეთით. ვერღა დაუდგა იოვანე, ივლტოდა სომხითს; წარუღო ლორწობანი მეფემან აღსართანს; მერმე მოეყარა მეფე სამშჳლდეს, მოიყვანა იოვანე ჯავახეთს, აფუცა ერთგულობასა ზედა, მისცა კუალად სამშჳლდე და კლდეკარი. შემდგომად კუალად განდგა იოვანე, წარიღო გაგი და მიჰყიდა ფადლონ განძელსა.
შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შაჲ მტერად ყოველთა ქრისტეანეთა; მიეგება იოვანე; მცირედისა შემდგომად გამოეპარა სულტანს და შევიდა სამშჳლდეს. მოადგა სულტანი, აღიღო, გამოიყვანა იოვანე ცოლშვილით და აზნაურნი დედაწულით ტყუე-ჰყვნა; მუნიდამ მოარბია ქართლი, უკუნ-იქცა და აღიღო განძა და დააგდო სარანგი მუნ მჱ ჩ (48000) კაცითა ბრძოლად ქუეყანათა ამათთჳს; ხოლო ფადლონ პატიმარ ჰყო და წარვიდა.
შემდგომად შეკრბა სარანგი და მოჰმართა გიორგი მეფესა; ხოლო გიორგი ყოვლითა სპითა თჳსითა მიეგება და მოირთო აღსართან კახთა მეფეცა. შეიბნენ ფარცხისს, ძალითა ჯუარისათა სძლო გიორგი მეფემან და მოსწყჳდნა სპანი სარანგისანი ურიცხუნი; გარნა ნეშტი დაარჩინა სიღამემან; შემდგომად წარუღო გიორგიმ ბერძენთა ანაკოფია, კუალად კლარჯეთი შავშეთი, ჯავახეთი, არტანუჯი და აღიღოცა ქალაქი კარი, ვანანდი, ანი და იოტნა თურქნი მის ქუეყანისანი შეწევნითა ღვთისათა.
შემდგომად კუალად მოვიდა სულტანი მალიქ-შა, შემუსრა სამშჳლდე, კუალად ტყუე-ჰყო იოანე ლიპარიტის ძე, მოაოჴრა სომხითი და წარვიდა. ამასვე წელსა მოვიდა კუალად სარანგი ძალითა სულტანისათა და ჩამოდგა სამშჳლდის ბარს; მოუჴდნენ სპანი გიორგი [154] მეფისანი, ეკუეთნენ, აოტეს სარანგი დიდითა ძლევითა და მოსწყჳდნეს სპანი მისნი.
შემდგომად წარვიდა მეფე გიორგი ტაოდ, მუნ მოერთო გრიგოლი ბაკურისძე, რომელსა აქუნდა ოლთისი და კარნუ-ქალაქი, მოსცა მეფესა კარი და მიმდგომი მისი და წარვიდა. მაშინ მეფემან დაუტევნა კარს აზნაურნი შავშელნი და თჳთ წარმოვიდა.
არამედ ამ ჟამად განძლიერდნენ თურქნი, რამეთუ დაუტევებდნენ ბერძენნი აღმოსავლეთსა და წარვიდოდნენ; ხოლო თურქნი დაიპყრობდნენ მათთა ნაქონებთა ქუეყანათა. ამათ იწყეს რბევად ქრისტიანეთა ცოდვათა ჩუენთათჳს; გარნა განცემითა ქრისტიანეთაგანვე დაესხნენ მეფესა ყუელს მდგომს აჰმად ამირ სპითა თჳსითა, რომელსა მას ჟამს აღეღო კარიცა, და აოტეს მეფე გიორგი და წარვიდა გზით აჭარისათი აფხაზეთს. ხოლო თურქთა წარიღეს სიმდიდრე მეფისა უზომო სამსახურებელნი ბაგრატოვანულნი, გარნა უკუნქცეულთა მათ ემთხვიათ სხუანი თურქნი, რომელნი მოვიდოდნენ საბერძნეთს სახელით იასი და ბუჟღობა. ამათ რა იხილეს სიმდიდრე და ლტოლვა მეფისა, რქუეს: "აჰა ქართლი უკაცური და სავსე ესევითარითა. რად მიხვალთ საბერძნეთს?" და მსწრაფლ მოიქცნენ იგინი და მოვიდნენ ქრისტესა ჩპ, ქართულსა ტ, ივნისსა კდ, და აღივსო ყოველი გიორგია. ამავ დღეს დაწვეს ქუთათისი, არტანი, კლარჯეთის უდაბნონი, ჭყონდიდი და ქართლი. არამედ დაჰყვეს ზამთარიცა, მოსწყჳდეს ქუეყანა, მოჭამეს და წარვიდნენ.
ესე იყო დიდი თურქობა და თუ ვინმე დაშთნენ კლდეთა, ქუაბთა, მთათა და სიმაგრეთა, იგინიცა მოსწყდნენ ზამთრისაგან; ხოლო განძლიერდა ჭირი ესე, რამეთუ ზაფხულს მოიქციან და ეგრეთვე ყვიან; გატყევდა ქუეყანა და არღარა იყო მუშაკობა, რამეთუ წმიდანი [155] ეკლესიანიცა სახლად პირუტყუთა იქმნენ და არა სადა იყო ღონისძიება, ვინაჲთგან ბერძენთაცა მოღებოდათ ძალი; ამისთჳს განიზრახა გიორგი მეფემან წარსლვა წინაშე სულტანისა, რათა დადვას სული თჳსი ერისა თჳსისათჳს და მივიდა ასპანად; ხოლო სულტანმან შეიტკბო და პატივ-სცა დიდად, რამეთუ იყო სულტანი კაცი სიკეთით სრული და ყოველთა ზედა აქუნდა უბოროტება: აღუსრულა მეფესა ყოველი სათხოველი, ათავისუფლა ქუეყნითურთ, მოსცა ჰერეთი და კახეთი და სპანი, რათა აღართუან ჰერ-კახნი, კუალად საბოძვარნი დიდნი და წარმოავლინა; არამედ ხარკი ითხოვა; მოვიდა მეფე სპითა სულტნისათა, მოადგა ვეჯინის ციხესა. მაშინ გარ-მოდგომასა შინა მოვიდა თოვლი, მოაგონდა მეფესა ნადირობა აჯამეთისა, განუტევნა სპანი ბოძითა და მისცა იორის პირი სადგურად და თჳთ მოვიდა აჯამეთს.
ამისი მხილველი აღსართან წარვიდა მალიქ-შასა წინაშე, დაუტევა ქრისტე და იქმნა სარკინოზი, ამისთჳს მოსცა კუალად მასვე კახეთი და ჰერეთი. ხოლო გარნა არავე დასცხრა რისხვა ღვთისა ცოდვათა ჩუენთათჳს, და დღესა აღდგომისასა ესეოდენ შეიძრა ქუეყანა, რამეთუ დაირღუნენ კლდენი, ქალაქნი, ციხენი, ნაშენებნი და მრავალნი მოსწყდნენ ქრისტეს ჩ̃პჱ, ქართულსა ტ̃ჱ, რათა არა იტყოდნენ, რამეთუ სოფლისა ქცევათა მიერ არს ოჴრება და არა ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ განირყუნა ქუეყანა, არამედ იყო ესევითარი ძრვა ერთ წელ. შემდგომად მიიცვალა მეფე გიორგი ქრისტესა ჩპთ, ქართულსა ტთ.
ნჱ. მეფე დავით. მა წელი მეფა
[edit]დაჯდა ძე გიორგისა მეფედ დავით წლისა ივ; არამედ იყო გიორგია ოჴერ. თჳნიერ ციხეთაგან, მთათა და კლდეთა, არა იყო კაცი, [156] რამეთუ წარჩინებულნიცა ჟამად-ჟამად იყვნენ წინაშე მეფისა; ხოლო სადგური იყო მეფისა წაღვლის თავი, არამედ სიმრავლე ნადირთა ესეოდენი იყო, რამეთუ ოდესცა ენება მეფესა მონადირება ნაჭარმაგევისა ანუ სხუათა, წარავლინიან მაფრთხედ მჴედარნი და შემდგომად თჳთ მოინადირის; ხოლო გარდაჴდა რა წელიწადი ოთხი, მოკუდა სულტანი მელიქ-შა. კუალად იწყო ლიპარიტ მამა-პაპურთა კუალთა სლვა; შეიპყრა მეფემან, სწუართა და განუტევა, არამედ კუალად მიიქცა ძაღლი ნათხევარსა, ვინაჲთგან კუდიცა ძაღლისა არა განიმართების, ეგრეთ გული ბაღუშთა მეფეთა ზედა. ამისთჳს კუალად შეიპყრა მეფემან, და წარსცა კოსტანტინეპოლედ და მოკუდა მუნ. ხოლო მამული მისი აღიღო მეფემან. ამას შინა მოშენდა ქუეყანა და განიმრავლა სპანი მეფემან და არღარა მისცა ხარკი სპარსთა. შემდგომად გამოვიდნენ ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი ქრისტესა ჩრა, ქართულსა ტკა {1101}.
ამავ ქორონიკონს აღიღო ციხე ზედაძენი მეფემან კჳრიკე მეფისაგან, არამედ იყო ესე კჳრიკე ყოვლითა სიკეთითა სრული და ჭეშმარიტი ქრისტეანე. შემდგომად წელიწადისა მიიცვალა კჳრიკე და დასუეს ძმისწული მისი აღსართან, კაცი უმგზავსი და ცუნდრუკი; არამედ განიხილა მეფემან, რამეთუ სახლნი ღვთისანი ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნენ, მწყემსნი არა მწყემსნი, გარნა მგელნი.
ამისთჳს შეკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი და სამღვდელონი მამულისა თჳსისანი და სხუა-კერძონიცა; ქმნა კრება ქრისტესა ჩრგ, ქართულსა ტკგ {1103} და თჳთცა მუნ მჯდომი არა ვითარცა მეფე, არამედ ვითარცა მონა: განამტკიცეს იბ კრებათა დამტკიცებული ჭეშმარიტი სარწმუნოება; უღირსნი განკუეთნეს და დააწესეს ერად, ხოლო ღირსნი საყდართა მათთა დასხნეს. ჟამსა ამას შეიპყრეს წარჩინებულთა ჰერ-კახთა აღსართან და მოსცეს მეფესა დავითს და დაიპყრნა ჰერ-კახნი მეფემან ნებიერად; არამედ ვიეთთამე არა ინებეს [157] და შეკრბნენ სულტანის სპითურთ და განძელის ათაბაგისა თანა და სხჳთაცა მწეობითა უქმნეს წყობა ერწუხს მეფესა: გარნა მცირედითა სპითა მეფემან მოსწყჳდნა სიმრავლე მათი სიმჴნე-გოლიათობითა თჳსითა, [რამეთუ რაჟამს აღიჴადა აბჯარი, ეგოდენი შეყინებულნი სისხლნი გამოჴდენ წიაღით მისით მისის ჴრმლის ნაცემობისაგან ჩანაწუეთნი სხჳსანი, რომელსა ჩუენ ვგონებდით მის-მიერობასა].
მაშინ უმეტეს დაიპყრნა ჰერ-კახნი ნებიერად, არამედ ჟამთა ამათ შინა ტფილისი, რუსთავი, სომხითი, სამშჳლდე და ყოველნი აგარანი ეპყრათ თურქთა; ხოლო თრიალეთი აქუნდა ჭყონდიდლის დისწულსა თეოდორეს. გარნა მეფე რა გარდავიდის იმერეთს, უმცროსი შიში აქუნდათ ციხოვანთა და მეფე იყო აფხაზეთს, შეკრბნენ გიორგი ჭყონდიდელისა თანა თეოდორე აბულელი და იოვანე ორბელი და სიმარჯჳთ მოიპარეს სამშჳლდე და ძერანა ქრისტესა ჩრი, ქართულსა ტლ {1110}. მაშინ თურქთა დაუტევეს სხუანიცა ციხენი და ღამე ივლტოდნენ და დაიპყრნეს ჩუენთა იგინიცა.
ჟამსა ამას ჩამოდგიან თურქნი მტკურისა და იორის პირსა დიღმითგან განძამდე დედაწულითურთ [ვინაჲთგან არს ადგილი იგი ზამთარ ბალახიან-ტყიანი და ნადირითა სავსე], განისუენებდნენ; ხოლო ზაფხულს არარატს და აბოცს იყვნიან. შემდგომად თრიალეთს მოვიდა თურქობა სულტნისა ს ჩ (200000) სპანი ქრისტესა ჩრიე, ქართულსა ტლე {1115}. სცნა მეფემან ნაჭარმაგევს მდგომმან, ჩ ფ (1500) ტაძრეულითა სპითა მიეგება და პირველსავე ბრძოლასა ივლტოდნენ თურქნი; არამედ მეფე და ერნი ურწმუნებელნი ლტოლვისათჳს ვერ სდევნიდნენ ჟამადმდე. სცნეს რა ჭეშმარიტი, ეწიენენ, მოსრნეს, მოსწყჳდნეს უამრავნი და აღიღეს ალაფნი დიდნი. კუალად ჭყონდიდელმან გიორგი აღიღო რუსთავი, რომლისაგან ზარ-ცემულ იქმნენ თურქნი; მაშინ მეფეცა მოიმსტრობდა თურქთა, [158] ჩამომდგართა მტკუარსა და იორსა ზედა, დაესხმოდის და მოსრნის უმრავლესნი არა ერთგზის, არამედ მრავალგზის; მერმე ჩამოდგნენ თურქნი ტაოს მინდობილნი სიმაგრეთა ზამთართა და თოვლთა, ხოლო მეფემან, ქუთათისს მყოფმან, იპირნა სპანი თჳსნი სიმარჯუესა და თჳთ შევლო ჭოროხის პირი, მოერთნენ სპანი მისნიცა და დაესხა ტაოს თურქთა, მოსწყჳდნა დედაწულითურთ, ვიდრე ბასიან-კარნიფორამდე, წარმოიღო ალაფი, რომლითა აღივსო ყოველი გიორგია ქრისტესა ჩრივ, ქართულსა ტლვ {1116}, თებერვალსა.
ამასვე წელსა შერთო ასული თჳსი კატა ბერძენთა მეფესა; მეორე ასული თამარ შერთო შარვანსა (ამის ჟამს იყვნენ მთარგმნელნი: ეფრემ მცირე, თეოფილე, არსენი იყალთოელი და იოვანე ტარიჭის ძე).
კუალად დაიპყრა მეფემან ასამ გრიგოლის ძე და შოთა ქრისტესა ჩრიზ, ქართულსა ტლზ {1117}. შემდგომად აღიღო გიში. კუალად წარგზავნა ძე თჳსი დიმიტრი შარვანს, რომელმანცა ქმნა ბრძოლა ძლიერი და აღიღო ქალაძორი და გამარჯუებული შემოიქცა მამისა თანა ალაფითა დიდითა.
შემდგომად წარვიდა მეფე ღანუხიდამ რახსის პირს, ზატიკი გარდაიჴადა ნაჴიდურს; არამედ მუნ მოართუეს ამბავი სიკვდილი ბეშკენ ჯაყელისა თრიალეთს შინა თურქთაგან. ამისთჳს უშლიდნენ დიდებულნი წარსლვასა, გარნა წარვიდა მეფე და დაესხა რახსის პირს თურქთა, მოსრნა სიმრავლენი მათნი და წარმოიღო ტყუე და ალაფი დიდი.
შემდგომად აღიღო ციხე ლორე და აგარანი, მერმე მოკუდა ძე მალიქშასი მელიქ-სულტანი და ალექსანდრე მეფე ბერძენთა და ვერა სცნეს ერთმანცა ქრისტესა ჩრიჱ, ქართულსა ტლჱ {1118}.
მაშინ განიხილა მეფემან, რამეთუ არა კმა-ეყოფის სპანი მისნი ესეოდენთა ციხეთა და ქუეყანათა დაპყრობად, განიზრახა გონიერებითა და წარვიდა ოვსეთად, რათა გამოიყვანოს სიმრავლე მათი, ვინაითგან მოეყვანა ასული ყივჩაყთა მეფისა ცოლად თჳსად გურანდუხტ [159] დედოფალად გიორგიისა. მისრულსა მოეგებნენ ყოველნი მეფენი ოვსთანი და აღიხუნა მძევალნი მათნი მეფემან და კარი დარიელისა და შეაერთნა ყივჩაყნი და ოვსნი, გამოიყვანა სიმრავლით სიმამრი და ცოლის-ძმა თჳსი, ქმნა გზა მშჳდობისა; არამედ მოკუდა მუნ ყოფასა გიორგი ჭყონდიდელი, გამზრდელი მეფისა; იგლოვეს, ვიდრემდის იშვა ვახტანგ და მით დაიჴსნა გლოვა. ხოლო ყივჩაყთა დაუდგინა სპასალარი-მთავარნი დას-დასად და შეიძინებოდნენ მრავალნი ქრისტეანედ; გარნა არა ცუდად დაშურა, რამეთუ მათით მოსრნა სიმრავლე თურქთა; არამედ აქუნდა ჩუეულება მეფესა - გარდავიდის აფხაზეთს, ჩამოიტყუვის თურქნი სადგურთა მათთა, უეცრად მოვიდის და მოსწყჳდნის. ჟამსა ერთსა გარდავიდა მეფე გეგუთს და მუნით ხობს; სცნეს თურქთა მეფის შორს ყოფაჲ და ჩამოვიდნენ საზამთროსა მათსა თებერვალსა ი̃დ. უცნაურად გარდმოფრინდა მეფე და დაესხა თურქთა. გარნა თუ ვინმე ცნეს შემსწრენი ივლტოდნენ; სხუანი ყოველნი მოსწყჳდნა და ტყუე-ყო ქრისტესა ჩრკ, ქართულსა ტმ {1120}.
ამასვე პირ-მარხუას აღიღო ქალაქი ყაბალა და მოვიდა ქართლსა სავსე ალაფითა. კუალად თთუესა მაისსა მოსტყუევნნა შარვანი, ქურდევანი შიმშატამდე და შემოიქცა ქართლსა. ჟამსა ამასვე შეიბნენ შარვან-დარუბანდელნი, მოკლეს აფრიდონ და მოსწყჳდნეს შარვანელნი; ხოლო ნოენბერს წარვიდა მეფე აშორანს, დაესხა თურქთა და მოსწყჳდნა ყოველნ; მგზავრად ჩამოვლო, დაესხა თურქთა სევგელამენჯს და არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა.
ამასვე ზამთარს ჩავიდა მეფე ბიჭვინტას, განაგო მუნებურნი, შემცოდენი სტანჯნა და ერთგულთა პატივ-სცა. სცნეს თურქთა შორს ყოფა მეფისა, ჩამოდგნენ მტკუარსა და იორსა ზედა; მაშინ გარდმოსთხარა მეფემან მთა ლიხი, რომელ თოვლისა სიმაღლე იყო [160] სამი მჴარი, დაესხა თურქთა, მოსწყჳდნა რომელ არღარა დაშთნენ მომთხრობელნი ერთიცა და აღივსნენ ლაშკარნი ნატყუენავითა ქრისტესა ჩრკა, ქართულსა ტმა {1121}.
კუალად გაზაფხულს, განდიდნა რა მდინარე, ნადინებთა არღარა ეტეოდა, ჩამოდგნენ თურქნი ბარდას, გულდებით განცურა მეფემან ალონს მტკუარი და დაესხა თურქთა, მოსრნა, მოსწყჳდნა ყოველნი, დაარბივა ბარდა, დაყო მუნ დღე ორი, რამეთუ თთუე იყო ივნისი, და მოვიდა შინ მძლეველი. ხოლო ამა ჭირთა შინა მყოფთა თურქთა განძელთა, ტფილელთა და ბანელთა შეიღებნეს პირნი და ჴელნი, შეიმოსნეს შავნი, წარვიდნენ და აუწყეს სულტანსა. ამისთჳს სულტანმან მოაწვია არაბთა მეფე დურბეზ, და მან წარმოუვლინა ძე თჳსი მელიქი ყოვლითა ძალითა თჳსითა. ხოლო სულტანმან აჩინა სპასალარად იელღუზი ძე არდუხისა, კაცი მრავალ-ღონე; ამას უბოძა ყოველი თურქობა დამასკოსი, ალაბისა და სხუანი ყოველნი დიდ-შემძლენი, ათაბაგი განძისა და სომხითისა ამირნი. ესენი შეკრბნენ და მოვიდნენ აგვისტოს იჱ, ვითარცა ქჳშანი ზღჳსა თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს კნინღა და არა ეტეოდნენ ადგილებთა ამათ შინა.
ხოლო მეფემან დავით განაწყო სპანი თჳსნი უშიშრად, და ვითარ გონიერად და ვითარ შუენიერად ეწყო და იქმნა ბრძოლა რამეთუ თჳთვე სარკინოზნი აღიარებდნენ, რომელ წმიდა მთავარმოწამე გიორგი იბრძოდა წინაშე სპათა მეფისათა, რომელი იხილეს ყოველთა განცხადებულად, რამეთუ ლტოლვილნი ძეძვთაგან ნაპრალთა და ტყეთაგან გამოჰყვანდათ სამ დღემდე, არამედ გეხილამცა ოდეს არაბთა და სპარსთა მთავარნი ჩუენთა გლეხთა მოჰყვანდათ წინაშე დავით მეფისა; გარნა ალაფთა ურიცხუელობასა ვდუმებ, ვინაჲთგან გლეხნიცა თჳნიერ ოქრო-ვეცხლთასა არა რასავე [161] აღიღებდნენ ქრისტესა ჩრკგ, ქართულსა ტმგ {1123}. შემდგომად აღიღო ქალაქი ტფილისი უ წელთა სპარსთა ნაქონები და დაუმკჳდრა ძეთა თჳსთა ქრისტესა ჩრკე, ქართულსა ტმე {1125}.
ხოლო შემდგომად ამისა მეორესა წელსა მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვანშა, აღიღო შამახია და მოგზავნა დავით მეფისა: "შენ ტყეთა მეფე ხარ, ანუ წარმოგზავნე ძღუენი საკადრო, ანუ გამოვედ ნახვად ჩემდა". მსმენელმან მეფემან იჴმო სპანი და წამსავე შემოკრბნენ, და იყო ყივჩაყი, თჳნიერ გიორგიელთა, ნ ჩ (50000) და წარემართა სულტანსა ზედა. სცნა რა სულტანმან მიმავალობა მეფისა და სპათა სიმრავლე, შეშინდა და მირიდა შამახიას, სადაცა ცალ-კერძ ზღუდითა ქალაქისათა და ცალ-კერძ ხანდაკითა მოიმტკიცა და დადგა შეძრწუნებული; მცნობი დავით არღარა მივიდა, არამედ დავარდა მიწასა და შესწირა ღმერთსა მადლობა და დაადგრა მუნვე. ხოლო სულტანმან არღარა ძღუენისა მთხოველმან, არღარა სულტანურისა სიამაყითა, არამედ მოაჯემ მოუმცნო დავითს, რათა მისცეს გზა და განუტეოს, რამეთუ შესჭირდა ფრიად უსაზრდელობითა.
ხოლო ამასვე დღესა სულტნისა თანა მომავალი ათაბაგი რანისა სპითა მრავლითა ემთხვია სპათა მცირეთა მეფისათა, ბრძვეს და მოსწყჳდეს სპათა ჩუენთა წ (4000) კაცნი; ხოლო ათაბაგი მლტოლვარე შეშინებული მივიდა წინაშე სულტნისა. მხილველი სულტანი ღამესა მას გაპარვით წარვიდა შეძრწუნებული სპარსეთად; ხოლო დავით ძლევა-შემოსილი უკ-მოიქცა, განისუენა მცირედ, შემდგომად კუალად წარვიდა შირვანს ივნისსა, აღიღო გულისტანი, სახლი შარვანისა და აღავსნა სპანი კეთილითა; სთუელს გარდამოვიდა გეგუთს და განაგნა მანდაურნი; მარტს წარმოვიდა და აღიღო ქალაქი დბანისი; აპრილს დაესხა ბაბურს დარუბანდს და მოსწყჳდნა ქურდნი, ლეკნი და დარუბანდის ყივჩაყნი; აღიღო ციხე [162] ღისანნი, ხოზაონდი და მიმდგომნი მისნი ქუეყანანი; მაისს აღიმთო ვითარცა არწივმან, აღიღო ციხენი სომხითისანი გაგი, ტერნაკალი, ქავაზანი, ნორბედი, მანასგომი და ტალინჯაქარი; ივნისს წარვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანი ვიდრე სპერამდე და მოსრნა თურქობა, სადა ვინ პოვნა და ტყუე-ყვნა, მუნით ჩამოვლო ბუიათ-ყური, დაწვა ოლთისი და მოვიდა თრიალეთს გამარჯუებული.
მაშინ აგვისტოს კ ბოჟანოს მდგომს მეფეს მოერთო ანისის ქალაქის მოცემა, მყის აწვივნა სპანი თჳსნი და თჳთ წარემართა, რამეთუ მარადის ჲ ჩ მჴედარნი კარსა ზედა უდგიან. მისრულმან ანისს სამ დღე აღიღო ქალაქი, ციხე და დაბნები მისი უჭიროდ, შეიპყრნა ალფასარიანნი და მოსწყჳდნა რომელთა ეკლესია ანისისა მიზგითად ექმნათ (რომელი აღეშენა ბერძენთ მეფის ასულს დედოფალს კატრონიკეს და მუნვე დაფლულ იყო). შემოკრიბნა მეფემან კათალიკოსი, ეპისკოპოსნი და განაახლა კურთხევა. მაშინ მეფემან უყივლა კატრონიკეს საფლავსა: "გიხაროდენ, დედოფალო, რამეთუ იჴსნა ღმერთმან ეკლესია შენი აგარიანთაგან"; ხოლო საფლავით ჴმა უყო მან: "მადლობა ღმერთსა" და განცჳფრდებოდნენ მსმენელნი, ქრისტესა ჩრკთ, ქართულსა ტმთ {1129}. დაუტევნა ანისს აზნაურნი, წარმოიყვანა ბულასვარ ჱ ძითა, რძლითა, მჴევლებითა და ჩაგზავნნა აფხაზეთს და მეფე თჳთ მოვიდა ქართლს. შემდგომად წარვიდა მეფე შირვანს, აღიღო შამახია, ციხე ბივრიტი და ყოველი შარვანი და დაუტევნა მუნ ჰერ-კახნი, უჩინა ზედამხედველად მწიგნობართ-უხუცესი სჳმონ ჭყონდიდელი, დაამშჳდნა ქურდნი, ლეკნი, თარასნი და მოვიდა ქართლს; მაშინ უჩინა ყივჩაყთა საზამთრო ადგილნი და დასხნა იგინი.
[163] ხოლო მეფესა დავითს ამისთჳს ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოჴერ; ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თჳთმსახური, ეკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი, სამღუდელოთა მოპატივე, წერილთა სამღთოთა მოყუარე, რამეთუ ზიდვიდა მისთანა ჯორ-აქლემთა ყათარნი და მკითხველი მარადის ნადირობა-ლაშკრობასა შინა, არამედ რა ჟამი იყმის, მისცის წიგნი, თჳთ მიეტევის და აღასრულის საწადელი. რამეთუ წელსა ერთსა, თჳნიერ სხუათა წერილთა, სამოციქულო კდ გზის წარეკითხა, გარნა ვთქუათ ერთი: არღარა აღეღო ტფილისი ჯერეთ, ავჭალას დაუტევნა სამასნი და წარიყვანნა იბ მჴედარნი მოხილვად ტფილისისად; ხოლო მჴედარნი წარავლინნა წარმოღებად მროწლეთა ტფილისისათა და თჳთ იკითხვიდა ღვთისმეტყუელსა, არამედ მჴედართა აღმასრულებელთა ეწივნენ ასნი ტფილისელნი და დაუჴოცნეს ცხენნი და კუალად ქუეითნი ბრძოდნენ მჴედარნი. ხოლო მეფესა, შემქცევსა წიგნისასა, ესმა ჴმა ზახილისა, შეკრა წიგნი და წარადგა მჴედართა ფიცხლად მბრძოლთა, მიეტევა და მოსრნა, რომელ აღჴსნა იბ ცხენთა ზედავე, შემდგომად წარიქცივნა და მიჰყვნენ კარადმდე ქალაქისა. იხილე რამეთუ მაშინდელმან ჴრმალმან დავითისამან სიღვლარჭნით უარ-ჰყო ქარქაში; აჰა სიმჴნე! ხოლო ნიჭი ღვთისა მის ზედა, რამეთუ სცნის, კეთილნი თუ ბოროტნი თქჳან სპათა შორის მისთა, ანუ სამღუდელოთა წესიერ-უწესურობანი.
კუალად ჟამსა რომელსამე ინებეს სომეხთა შეერთება სარწმუნოებისა ქართველთა თანა და შეკრბნენ კათალიკოზი ქართლისა იოვანე, ეპისკოპოზნი და მეუდაბნოენი და სომეხნი ყოვლითა თჳსითა და იწყეს ზრახვა ვიდრე თ ჟამამდე, რამეთუ შევიდიან შეუვალსა და ძნიად გამოვიდიან.
[164] იხილა ესე მეფემან და იწყო ზრახვად მათდა და დაუყვნა პირნი, რამეთუ იგინივე ეტყოდნენ: "მეფეო! ვგონებდით თქუენსა ამათ თანა მოწაფეობასა, გარნა ვსცანით, რამეთუ შენ ხარ მოძღუარი ამათი", რომელი განადიდა ღმერთმან ესრეთ, რამეთუ სულტანი შიშით ძღუენსა უკრებდა მშჳდობისათჳს; კეისარი მეგობრობდა სათნოდ; არაბნი მეოტად; ისმაიტელნი იავარად; სპარსნი მტუერად; ჴელმწიფენი მონად ყვნეს. განავსნა ქუეყანანი და განამდიდრნა ეკლესიანი, არა გარნა თჳსნი ეკლესიანი, არამედ საბერძნეთისაცა ეკლესია-მონასტერნი მრავალნი დაიჴსნნა და განაშუენნა.
ხოლო არიანცა რომელნი აბრალებენ მეფესა განუსუენებლობასა სპათასა და ამაღლებასა უაზნოთასა და დამდაბლებასა გუარიანთასა: არამედ ვინაჲთგან ნათესავნი ქართველნი ორგულ-ბუნება არიან პირველითგანვე თჳსთა უფალთა, რამეთუ რაჟამს განდიდნიან, განსუქდიან და განისუენიან, იწყებენ განზრახვასა ბოროტსა, ვითარცა მოგვითხრობს მატიანე ქართლისა ძუელი და ახალო ამისთჳსცა მეფე დავით არა სცემდა სპათა თჳსთა განსუენებასა. ხოლო დამდაბლება-ამაღლებისათჳს არა უწყი, უგუნურო! რამეთუ ღმერთიცა სათნოთა თჳსთა მისცემს სუფევასა, ხოლო ურჩთა ჯოჯოხეთსა და უკეთუ ამასაც ეგრეთვე არა ექმნა, რომელსა არა ჰყვა სპა, თჳნიერ მცირედი გუნდი აფხაზთა და იგიცა ფრიად მოუძლურებულნი უცხენო-უსაჭურველონი და ფრიად მოშიშარნი თურქთა წყობისანი, ვითარ განემართა მოუძლურებული ქუეყანა და განემჴნო სპანი თჳსნი? ამისთჳს დაიყვნა პირნი, ვითარცა ღმერთსა ზედაცა ბოროტ-მზრახველთა. არამედ მეფესა ამას ენება გაზაფხულს უდიდესი ლაშკრობა, გარნა მას ზედაცა მოიწია ბუნებისა იგი ვალი, რამეთუ რაოდენთა ბრძოლათა, განსაცდელთა და ჭირთა და ღაღატთა ყივჩაყთაგან და სხუათა განერა, ვითარცა ოდეს მუხრანს ნადირობასა შინა ირემსა ზედა მორბედისა ცხენი დაეცა, და სამ დღე [165] უსულთქმო იდვა, ვიდრე არა წარმოანთხია სისხლნი შეყინებულნი ნაკუეთ-ნაკუეთნი და განერა მისგან.
კუალად ციხისა რომლისამე მომდგარი იდგა პერანგით წინაშე კარვისა და სტყორცეს ისარი ციხიდამ, რომელი განგებით მოსწვდა ხატსა ყელსა ზედა მკიდარესა მისსა და განერა უვნებელად მადლითა ღვთისათა ყოველსავე ესეოდენთა და უმრავლესთა სხუათა; ხოლო აწ გარდაიცვალა დასაბამითგან ჭოთ, ბერძულსა ხქლჱ, ქრისტესა ჩრლ, ქართულსა ტნ {1130}, იანვარსა კდ, დღესა შაბათსა და იხარებს აწ წინაშე წმიდისა სამებისა, ინდიკტიონს ჱს.
ნთ. მეფე დიმიტრი კ წელი მეფა
[edit]მეფე იქმნა მის წილ ძე მისი დიმიტრი და ამასვე წელსა მოადგა დიმიტრი მეფე დბანისს და აღიღო იგი ციხითურთ და მოსტყუევნნა ყარასუნღულიანნი. შემდგომად ამისა მოუჴდა სალდუხ ყეენი ანისის ქალაქს და გარმოდგომილ ყო. ამისი მცნობი დიმიტრი მეფე მოუჴდა სპითა თჳსითა და იკუეთნენ ძლიერად და აოტნა სალდუხ და სპანი მისნი და მოსრნა პირითა მახჳლისათა უმრავლესნი; აღიღო ალაფნი მათნი და შემოიქცა გამარჯუებული. არამედ ესე დიმიტრი მეფე მიემგზავსა ყოვლითურთ მამასა თჳსსა და მეფობდა კეთილად; შემდგომად დასუა ძე თჳსი დავით მეფედ და თჳთ მონაზონ იქმნა ქრისტესა ჩრნ, ქართულსა ტო {1150}.
ჲ. მეფე დავით. ვ თვე მეფა
[edit]ხოლო ამან ძემან დიმიტრი მეფისამან დავით იმეფა თთუე ექუსი ნებიერ, უშფოთველად; შემდგომად მოკუდა ქრისტესა ჩრნ, ქართულსა ტო {1150}. ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა დიმიტრი მეფეცა შემონაზონებული, და თამარ დაჲ მისი თიღვას აღმაშენებელი ეკლესიისა, და კატა დაჲ მათივე ბერძენთა მეფის ცოლი.
ჲა. მეფე გიორგი, კდ წელი მეფა
[edit]გამეფდა ძმა დავით მეფისა და ძე დიმიტრი მეფისა გიორგი (რამეთუ ძე დავით მეფისა დიმიტრი მცირე ყრმა იყო). ხოლო ესე [166] გიორგი იყო მშჳდი, უხვ, მოწყალე, ქურივ-ობოლთა შემწყნარე, ეკლესიათა მაშენებელი, მჴნე, ახოვანი, მოისარ-მონადირე უდარო; არამედ მამასავე სიცოცხლესა შინა თჳსსა მოეყვანა ამისთჳს ოვსთა მეფის ქალი ბურდუხან ცოლად, სახითა კეკლუც-შუენიერებითა ზე-აღმატებული.
ხოლო ამან გიორგიმ, დაიპყრა რა სამეფო თჳსი სპერის ზღჳთ კასპიისამდე, აღიჭურა მოსლვად აგარიანთა და პირველად მიჰფინა წყალობა ამერ-იმერთა ზემო-ქუემოთა და მერმე მიმართა ქალაქს კათირევანს და წარმოსტყუევნნა ჴევნები კლდოანი და ქალაქი აშორანი სომეხთა მეფედ წოდებულისა; შემდგომად წარვიდა ქალაქად არარატის ძირს მყოფისა, აღიღო ქალაქი ბრძოლითა, მოსტყუევნნა და წარმოიღო ტყუენი და ალაფნი დიდნი, რამეთუ ტფილისს ტყუე დრამად იყიდებოდა. შემდგომად ამისა იშუებდა და ნადირობდა, რამეთუ იყო მშჳლდოსანი რჩეული.
შემდგომად გაილაშქრა ანისის კარს, რამეთუ მას ჟამსა შანშე დადიანისა თანა განდგომილ იყო იგი, მოადგა და შანშე დადიანითურთ ჴელთ-იგდო ქალაქი, განაგნა მუნებურნი და დაუტევა მუნ იოვანე ორბელის ძე და თჳთ მოვიდა თჳსსა სანადიროსა შინა. ამისთჳს აღიძრნენ აგარიანნი ისმაიტელნი და შარიერად სულტნად წოდებული იასი, ესე მაწუეველ ექმნა შამსა ჯაზირასა დიარბექირსა თურქთა თანა გარმიანელთა. და დიდთა ამპარიანთა ფაშაბაშთა სპარსეთისა თანა ამათ ყოველთა აღილესნეს კბილნი მათნი, წარმოემართნენ და მოადგნენ ანისს. ესმა რა ესე გიორგი მეფესა ნაჭარმაგევს მდგომსა, და მოუწოდა სპათა დას-დასთა და არღარა მოიცადნა იმერნი ლომნი ჭაბუკნი და წარმომართებული მოვიდა შირაკად. მაშინ განმხილველმან აგარიანთამან იოვანე მწიგნობართ-უხუცესმან და სუმბატ სჳმონ ქმნილმან მოაჴსენეს მეფესა სპათა თჳსთა [167] სიმცირისათჳს არა-მისლვა ისმაიტელთა ზედა. მსმენელი მეფე გარდაჴდა ცხენიდამ და ევედრა ღმერთსა ცრემლით, შემდგომად აღმჴედრდა და განამჴნო სპანი თჳსნი მხიარულითა პირითა; მერმე განყო სპანი, მისცა სუმბატ ამილახორსა და ბეშკენს სურამელსა სამ-სამი ათასნი მჴედარნი, და სხუანი თჳთ დაიმჭირნა და რქუა მათ: "ჩუენ სამთაგან რომელმან უხეთქოთ პირველად დროშასა მათსა, იგი ვსჯობთ". მყის ამჴედრდნენ და ეკუეთნენ სამად.
მაშინ მეფემან შევლო სიმჴნითა თჳსითა რაზმნი და უხეთქა მედროშესა და დაეცა დროშითურთ. მხილველნი აგარიანნი დროშისა დაცემისა თანა წამსა შინავე ივლტოდნენ, ხოლო გიორგიანნი მოსრვიდნენ მახჳლითა და მზის დასვლისამდე სდევნიდნენ; შემდგომად შემოიქცნენ კარავთა შინა აგარიანთასა, რომელნი სავსენი იყვნენ ოქრო-ვეცხლითა, თუალ-მარგალიტითა და ლარითა ძჳრფასითა, რომელთათჳს სხუათა არღარა მოვიჴსენებ ნაალაფევთა მათთა მაშინდელთა, ხოლო მეფე მადლობისა შემწირველი ღვთისა მიმართ და არა მკლავისა თჳსისა მსასოებელი შემოიქცა სახლად თჳსად; არამედ ესე შემუსრვა აგარიანთა განისმა ყოველგნით და მიესმა სულტანსა ხუარასნისა და ერაყისასა და ხალიფასა ბაღდადისასა და ვარაგ ათაბაგსა სპარსეთისასა. ამათ ყოველთა მოაწვივნეს ყოველი ცრუ-რჯულობა, ისმაილთა; შეკრებულნი წარმოემართნენ და მოადგნენ სომხითს, აღიღეს გაგი და მოაოჴრნეს საზღვარნი მისნი.
სცნა გიორგი მეფემან, შემოიკრიბნა სპანი თჳსნი იმერ-ამერნი, ზემო-ქუემონი; გამოიყვანნა ოვსნი დიდძალნი და გარდავლო მთა ბუბაქარისა. ესე მისლვა მეფისა სცნეს რა ისმაიტელ-აგარიანთა, შეძრწუნდნენ და იტყოდიან: "არა არს დღეს კაცი ქუეყანასა ზედა შემბმელი გიორგი მეფისა; არამედ მივრიდოთ". და დამყრელნი სამსახურებელთა და საჴმართანი აღიძრნენ გაგიდამ და წარვიდნენ. ამათ განმსლველთა ეკლეცის წყლისა ეწივნენ სპანი მეფისანი და რომელთამე ჩამოჰყრიდნენ და დაჴოცდნენ აგარიანთა.
[168] ამისი მხილველი მეფე მიეტევა, არამედ არა უტევებდნენ დიდებულნი მეტყუელნი: "ესევითარი სულტანი მოსლვითა შენითა ივლტვის, არღარა ჯერ-არს დევნად შენგან, რამეთუ ზუაობა არს წინაშე ღვთისა". არა მნებებელმან მეფემან, გარნა ფრიად ამაიძულებელთა უსმინა (გარნა არა იყო ზრახვა არცა საქმე საქნელი) და შემოიქცა მეფე; ხოლო ისმაილნი აღვიდნენ გელაქუნს და მუნიდამ მოადგნენ ანისის კარს სულტანი, ათაბაგი და არაბნი. და ანისს ამაგრებდა თორელი დიდი ყოვლითა მანქანებითა; ხოლო მეფე იდგა ტაშირს და დესპანი სულტნისა მშჳდობისათჳს წინაშე იყო მეფისა თანა.
მაშინ განმხილველმან სპისამან დესპანმან მან მოიხსნა ფრთენი, ვითარცა არს ბუ-ყვავისა არაკი ქილილა-დამანასა შინა, და მივიდა სულტნისა თანა და ეტყოდა: "აჰა ჟამი მეფისა ჴელთ-გდებისა და თჳნიერ ამისა ცუდ არს შრომა თქუენი". მყის წარმოემართნენ და დაესხნენ მძინარესა მეფესა, ვითარ ძლივღა შეჭურვით შეასწრნეს ცხენთა აღმჴედრებად; გარნა არა ივლტოდა მეფე მბრძოლი ძლიერად. ამისთჳს ეტყოდნენ დიდებულნი: "მეფეო, ჟამი არს ლტოლვისა და არა ჟამი ბრძოლისა". ეჰა საკჳრველება ღვთისა! რამეთუ არცა ერთი ვინ დამკლე ექმნენ, თჳნიერ ჯუარის-მტჳრთველისა, გარნა ჯუარიცა წარმოსუენებულ იქმნა; ხოლო ისმაიტელთა რა იხილეს ესევითარი უვნებელობა მეფისა, მსწრაფლ უკუნ იქცნენ ანიდამცა და წარვიდნენ თჳსად; მერმე მეფემან უბოძა ანი თჳსსა მემამულესა და იყმო; შემდგომად შუამდგომელობითა დისა მეფისა რუსუდანისათა, სულტნის ცოლ-ყოფილისათა, იქმნა მშჳდობა ათაბაგისა, სულტნისა და გიორგი მეფისა ჟამამდე.
ხოლო ამათ შინა მთვლიდა მეფე აფხაზეთს, ალანთა, გურიასპერამდე იმერ-ამერთა, ზემო-ქუემოთა ზღუად პონტო-კასპიამდე და იშუებდა და ნადირობდა და განაგებდა მუნებურთა.
[169] მერმე კუალად ითხოვეს სპათა მეფისათა ლაშკრობა. უსმინა მეფემან დამასკუნელმან დღესა ერთსა ტაო-კლარჯ-შავშთა მორბევად ოლთისისა, მესხთა, თორელთა, ქარისა და აშორანისა, ამირსპასალარს, სომხითელთა მტკურის სამჴრით ვიდრე განძამდე, ჰერკახთა ალაზნის შესართავიდამ შარვანამდის და თჳთ მეფე ამერიმერითა გელაქუნ-მასისისა და იქმნა უცხო ესე ლაშკრობა ბრძანებისაებრ და შოებულნი და გამარჯუებულნი ურიცხჳთა ალაფითა მოიქცნენ და წამსა შინა იპოვა მეფე გეგუთს.
ამ ჟამთა მოვიდა ანდრონიკე კომნინოსი სახლეულითა, მამის ძმისწული მანოელ კეისრისა, რომელსა განუსუენა მეფემან და მისცა ციხენი და დაბანი და დაუდგა საყდარი პირისპირ თჳსსა, ახლოს აღსართან დისწულისა თჳსისა, რამეთუ იყო ესეცა შემოხუეწილი დარუბანდელთაგან.
ამასვე ჟამსა წარვიდა მეფე და წარიყვანა ანდრონიკე და მივიდნენ კარსა დარუბანდისასა, მოაოჴრა მუსკური და შაბრანი, აღიღო ქალაქი შაბურანი (რომლისა კარსა მჴნედ იხილა მეფემან ანდრონიკე) და მისცა მამის დისწულსა თჳსსა ქუეყანა ესე. და წარმოსრულმან მუნით მოარბია ბასიანი, რომელიცა საკჳრველი იყო კაცთაგან, და მოვიდა გამარჯუებული, არამედ ჟამითი-ჟამად წარგზავნიდის სპათა და მიუწივიან ნახჭევნამდე, კარ-მასისამდე, ღაღუამდე, ბარდაბალყუნამდე და შემოიქციან გამარჯუებულნი. არამედ განიმრავლა საჭურჭლეცა და დასდვა ციხესა უჯარმასა; ხოლო ჟამთა ამათ მოიწიფა ძე დავით მეფისა დიმიტრი; გარნა თუმცა იყო სიკეთითა სრული, არამედ ცუდ იქმნა მისთჳს ვიეთთა კაცთა მიერ, რამეთუ ვითარცა მამამან მისმან, ოდეს განდგომილებისათჳს მამისა თჳსისა მოსწყჳდნა დიდებულ-აზნაურნი მრავალნი და რომელნიმე ექსორია ჰყვნა წელსა ქრისტესა ჩრმდ, ქართულსა ტჲდ {1144}, ეგრეთვე ამანცა ჰყო ბიძასა თჳსსა ზედა, მიჰყვნენ ორბელიანნი, ტაოელნი, სამცხელნი, ჰერ-კახნი და იწყეს რბევა და ტყუევნა ქუეყანათა. [170] მცნობმან გიორგი მეფემან, ტფილისს მყოფმან, შემოიკრიბნა სპანი, ეკუეთა დიმიტრის და სამართალმან ღვთისამან აოტა დიმიტრი და ლტოლვილი შეიხუეწა ციხესა ლორეს, ხოლო მეფემან წარუხუნა ყოველნი, რომელნიცა დაეპყრა, და მეფე დადგა აგარათა. აქა მოერთვნენ სარგის მჴარგრძელი ძმისწულით თჳსით და საყუარელი ორბელი, არამედ დიმიტრიმ კუალად წარავლინნა მეჭურჭლეთუხუცესი და სპანი შეკრიბნა: ჰერ-კახნი, ლეკნი და კავკასნი და მოჰმართეს მეფესა, ხოლო მკუეთელმან ზე-გარდამომან ძალითა ზესთათი აოტნეს მეფისათა იგინიცა, მოსრნეს, მოსწყჳდნეს და შეიპყრნეს დიდებულნი მრავალნი. მერმე აიყარა აგარიდამ და მოადგა ციხესა ლორეს. მაშინ წარავლინა დიმიტრიმ ერისთავი ლიპარიტის ძე სუმბატ და ქავთარ იოვანეს ძე შაერმანისა თანა და ელდიგუზის ძეთა თანა, რათა მოსცენ შეწევნა; ხოლო მათ აღუთქუეს, არამედ ღმერთმან დააცადა ესეცა, ვინაჲთგან უღონო იქმნენ ციხოვანნი და შემჭიდრდნენ, ამისათჳს მოიბა საბელი დიმიტრიმ, გარდმოეშუა ციხიდამ და მოჰმართა ბიძასავე. ამისა შემდგომად სხუანიცა ყოველნი გამოიყვანნეს, აღიღო ციხე და დაიჭირა თავისად; ხოლო ორბელნი მოსწყჳდნა და შემცოდენი სხუანი ექსორია-ყო სხუათა ქუეყანათა შინა და დიმიტრი შეაყენეს კლდეკარს (შემდგომად დასწუნეს თუალნი და მოკუდა და დაფლეს მცხეთას), და მეფე მოვიდა ნაჭარმაგევს.
ამისა შემდგომად განეზრახა დედოფალსა, რათა დასუას ასული თჳსი თამარ მეფედ. მოიყვანნა კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი და ყოველთა დიდებულთა განზრახვითა დასუეს თამარ მეფედ ქრისტესა ჩროა, ქართულსა ტჟა {1171}; ფიცითა და აღთქმითა სამეფოსათა აკურთხეს, ამისთჳს იყო შუება და სიხარული დიდი.
შემდგომად ერთისა წლისა მოკუდა დედოფალი დედა თამარისა და მოქცევასა წლისასა იქმნა განჴსნა გლოვისა, არამედ მეფობდა ესე გიორგი კეთილად, რამეთუ ჰრომთა და ბერძენთა მეფენი მეგობრობდნენ, სპარსნი და არაბნი სძდუნობდნენ და ძრწოდნენ. გარნა მოკლედ თქუა ქება ამის აღმწერელმან, რამეთუ წმიდის გიორგის შედარებით, უკეთუ მან ერთი მოკლა ვეშაპი, რამდენით ამან ვეშაპთა უბოროტესნი წარმართნი მოსრნა; არამედ შემდგომად აღირჩია [171] ზეციერი საწუთოჲსა ამისგან და გარდაიცვალა მგზეფსსა ვნებისასა, წელსა ქრისტესა ჩროდ, ქართულსა ტჟდ {1174}. ამას იგლოვდნენ კათალიკოზი მიქელ, ეპისკოპოზნი და დიდებულნი ყოველნი.
ჲბ. მეფე თამარ კზ წელი მეფა
[edit]დაჯდა მეფედ ასული გიორგი მეფისა თამარ. ხოლო გარდაჴდა რა ჟამი გლოვისა, შემოიკრიბნენ ნიკოფსიით დარუბანდითურთ კათალიკოზნი, ეპისკოპოზნი, დიდებულნი და აკურთხეს კუალად თამარ მეფედ; მერმე განსცა საუნჯე გლახაკთა და დავრდომილთა ზედა; კუალად აღავსნა სპანი საბოძვრითა; ხოლო ყუთლუდ-არსლან მისტაცა სპასალარობა ყუბასარს, რომელი განდიდებული იყოს ფრიად მეფეთაგან და სნეულებდა ასოთა მოღებითა ფილენჯისაგან და იტყოდა ყოვლისა ამის დაკლებასა და სხუათა მრავალთა დამდაბლებასა, რამეთუ არიან უაზნონი. კუალად ინება ყოვლისა საქმისა თჳთ განგებად და მერმე თამარის მოჴსენებად და, ენებოს თუ არა ენებოს, თამარ დაამტკიცოს. ამისმა არა სათნო-მყოფელმან თამარ შეიპყრა ყუთლუღ-არსლან და არა რაჲ დააკლო სხუათა მათ შესმენილთა. ამისთჳს განდგნენ მიმდგომნი მისნი და სხუანიცა დიდებულნი დამცირებულნი. არამედ თამარ სიბრძნითა თჳსითა დაამშჳდნა და დაიმორჩილნა ყოველნი, ვითარცა მოსწყჳდნეს კახაბერის ძეთა ანტონი ჭყონდიდელის ორნი ძმანი; არამედ თამარ შეიპყრნა იგინი და შესხნა ციხესა; შემდგომად წარგზავნნა მაკედონიას და მუნ მოსწყდნენ ბრძოლასა შინა. ამისა შემდგომად ქმნა კრება და ყოველნი შეშლილნი განაგნეს და დაამტკიცეს მართლმადიდებლობა; ხოლო მოკუდა ყუბასარ სპასალარი და მისცეს სარგის მჴარგრძელსა.
[172] არამედ ჴელისუფალნი თამარის პირველ მეფობასა ესენი იყვნენ: სპასალარი სარგის მჴარგრძელი; მანდატურთუხუცესი ჭიაბერი; მეჭურჭლეთუხუცესი კახაბერ ვარდანისძე; მსახურთუხუცესი ვარდან დიდი; ჩუნჩერახი მარუშის ძე; ამილახორი თორელი გამრეკელი. და ერისთავნი ესენი: ბარამ ვარდანისძე სუანთა; კახაბერი კახაბერისძე რაჭისა; დაღათო შარვაშისძე აფხაზთა; ამუნელის ძე ცხომისა; ბედიელი ოდიშისა; ლიხთიმერ-ამერთა რატი სურამელი; ბაკურ ძაგანისძე კახეთისა; გრიგოლ ასათისძე ჰერეთისა; ბოცო ჯაყელი სამცხისა და სპასალარი მუნებურთა სხუათა ერისთავთა.
შემდგომად წელიწადისა იყო შუება და განსუენება და არავინ იყო წინააღმდეგი, არამედ შემოკრბნენ ყოველნი სამღუდელონი და დიდებულნი და მოაჴსენებდიან, რათა იქორწინოს თამარ, ხოლო მეფესა არა ენება, გარნა არცაღათუ ვინ იყო შესატყჳსი მისი, უკეთუ ალექსი ნათესავი მანუილ კეისრისა (რომელი აქა იყოფებოდა), მას იტყოდნენ, არამედ თამარ უბრძანებდა დაცადებასა, რამეთუ იყო თამარ ფრიად უმეტეს ზესთა შუენიერებით აღმატებული და საღმრთოთა მუშაკობითა წარმატებული, რამეთუ ლოცვა-მოწყალებათაგან კიდე ჴელითაცა თჳსითა იჭირვოდა, ვითარცა ესე. რამეთუ იხილა სიზმარ სახლი შუენიერი და საყდარი აღმკული; წარვლო, რათა დაჯდეს მას ზედა, არამედ აყენებდნენ მსახურნი; ეტყოდა თამარ: "ვარ მეფე; უკეთუ ჩემდა არა ჯერ-არს, ვისი არს საჯდომი?" ეტყოდნენ: "არს მოჯალაბისა შენისა, რომელმან ათორმეტთა მღუდელთა შესამოსნი წირვისანი თითითა თჳსითა მატყლისაგან სთული უქსოვნა". განიფრთხო თამარ და მოუწოდა მოჯალაბესა და მან აღიარა ჭეშმარიტ-ყოფად ამისი; მაშინ თამარცა იწყო სთუად [173] და აღასრულა ეგრეთვე და შემოსნა მღუდელნი. ამის მიმართ იცნობების სათნოება.
ხოლო მჭმუნვარეთა დიდებულთა ვერ მპოვნელთა საქმროჲსა თამარისათა წარმოუდგათ კაცი ვაჭარი ტფილელი მეტყუელი: "მე საქრმო უწყი შესატყჳსი თამარისა, რომელი არს სვიაჯა ქალაქსა შინა ყივჩაყეთს, ძე რუსთა მეფისა, ბიძისა თჳსისაგან ვსევოლოდისა მცირე ექსორია-ქმნილი და აწ ჰასაკითა სრული". მსმენელთა მსწრაფლ წარავლინეს ვაჭარი იგი და მოიყვანეს. ხოლო იყო ესე ხილვითა შუენიერი და ახოვანი; სთნდა ყოველთა და აწუევდნენ თამარს ქორწინებად, არამედ თამარი იტყოდა: "უკეთუ შუენიერ არს, გარნა განიცადენითცა შინაგანნიცა შუენიერებანი". ხოლო იგინი მიზეზ უყოფდნენ უძეობასა და ითხოვდნენ წინამძღუარსა სპათასა და აიძულებდნენ ყოფად ამისსა. გარნა თამარ ვერ დაჰყარნეს; მერმე დაიმოწმეს დედოფალი რუსუდან, მამიდა და გამზრდელი თამარისა, და ამას უსმინა თამარ და ქმნეს ქორწილი შემგზავსებული მათი ქრისტესა ჩროზ, ქართულსა ტჟზ {1177}. მაშინ იწინამძღურეს რუსი მეფე, და უმეტეს გიორგიისა, ილაშკრეს ქუეყანასა კარისა და კარნიფორისასა, მოარბივეს და მოვიდნენ გამარჯუებულნი. არამედ პირველვე მოვიდნენ თურქნი გელაქუნისანი და მოარბივეს პალაკაციოს ძაღლის-ჴევად წოდებული. ამათ ეწიათ გამრეკელი კახას ძე მცირითა სპითა, მოსწყჳდნა და მოიღო არმაღანი წინაშე მეფისა.
ამასვე ჟამსა კარნუქალაქ[ელ]ნი, შამელნი თურქ-გარმიანელნი ცხენოსან-ქუეითნი მოვიდნენ და აღიღეს შავშ-კლარჯნი. შეიკრიბნა გუზან ტაოელმან მის ქუეყანისა ლაშკარნი. ამას მიესწრნენ მესხნიცა და მათ მარბიელ-გაშუებულთა შეებნენ ესენი. მისლვასავე აოტნეს, მოსწყჳდნეს და მოიღეს ნატყუენავი წინაშე მეფისა.
შემდგომად წარვიდა მჴარგრძელის სარგისის ძე და ილაშკრა [174] დვინს, მოსწყჳდნა და წარმოვიდა ალაფითა. ამათ ეწივნენ ლაშკარნი დვინელნი, სურმანელნი, მიექცნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერო შემდგომად აოტნეს, მოსწყჳდნეს და შემოიქცნენ გამარჯუებულნი. კუალად ლაშკრობდნენ ქუემონი ქუემოთ და ზემონი ზემოთ და შუანი შუათ, და არავინ იყო წინააღმდგომი, რომელთაცა არა სძლიან გიორგიანთა.
შემდგომად შეიკრიბნა მეფემან სპანი და მიმართა დვინად, მოაოჴრა ქუეყანა პართთა, წარუხუნა ქალაქნი და წარმოიღეს საუნჯე დიდი და მოვიდნენ წინაშე თამარისა. ხოლო ჟამად მოვლიდიან ქუეყანათა თჳსთა იმერ-ამერთა ზემო-ქუემოთა, ნადირობდიან და განისუენებდიან.
შემდგომად შემოიკრიბნა სპანი მეფემან და მიმართა გელაქუნს სიმრავლეთა თურქთათა, მოსწყჳდნეს თურქობა და წარმოიღეს ნატყუენავნი დიდნი. მაშინ მოეწიათ ყოველი თურქობა შამელთა როსტომ და იალღუზ-ალფესთა; უკუნ-იქცნენ ქართველნი და ბრძვეს ძლიერად. აოტნეს და მოსწყჳდნეს სიმრავლე მათი და შემოიქცნენ წინაშე თამარისა მხიარულნი. მერმე აწვივა გრიგოლ ასათის ძემან და ყვეს ლაშკრობა დიდი განძას, ქუემორე ბალღუნდს რახსის პირს ზემორე მასისამდე ვარდან დიდმან, ოთხთავე მჴარგრძელთა და დიდებულ-აზნაურთა და ძლიერად გამარჯუებულნი და ალაფითა დიდითა შემოიქცნენ.
ხოლო ესენი ესრეთ; არამედ არა მრავალთა ჟამთა მოიღო აღსასრული უარ-თქმამან თამარისამან, რამეთუ იწყო რუსმან მან სიმთვრალე, სიღოდა და მრავალთა უგუანთა ქმნად, ვიდრე მამადმავლობისაცა ჴელმყოფელი. ამას ითმენდა თამარ მწურთნელი რუსისა განყენებად უგუანთა წელსა ორ-ნახევარსა; გარნა განცხადნა ბოროტნი მისნი თჳნიერ თამარისა; ამის მცნობელთა სამღუდელოთა და დიდებულთა შეუძნდათ და სირცხჳლეულ იქმნენ თამარისაგან; [175] არამედ თამარ ეტყოდა წურთნასა მისსა და განყენებასა უჯეროჲსაგან; ხოლო რუსმან არა ინება, გარნა ეგო უკურნებელად. შემდგომად მოუწოდა თამარ კათალიკოზთა, ეპისკოპოზთა და დიდებულთა და ეტყოდა რუსსა წინაშე ყოველთა: "უკეთუ გვებრძანების არა განყენებად მეუღლისაგან, არამედ ბრძანებულცა არს არა შეგინებად ტაძარი ჴორცთა, და ოდესცა ვსცან ესე, არღარა შემიგინებიეს ტაძარი მაგისგან; გარნა თუ განეყენოს უსჯულოებასა, ვეგო მისთანა; ხოლო უკეთუ არა, აჰა მტუერი ფერჴისა განვიყარო მისგან". და წარვიდა თამარ; ხოლო რუსი იგი რაოდენ სწუართეს, არა ინება განყენებად უგუნურებისა; არამედ განეხუა მშუენიერებისაგან თამარისა და განაძეს იგი სიკუდიდ დასჯილი ქრისტესა ჩრპ, ქართულსა უ {1180}; გარნა თამარ მოწყალებითა მიუბოძა ოქრო მრავალი, შთასუეს ნავსა და განუტევეს და მივიდა კოსტანტინეპოლედ.
ხოლო ამისა შემდგომად უმეტეს წარემატებოდა საქმენი თამარისნი ძალითა ზეგარდამოთი. ამას სძღუნობდიან მეფენი აღმოსავლეთ-დასავლეთისანი და მეტრფედ ექმნენ მრავალნი, რამეთუ მოვიდნენ ოვსთა მეფენი ძმანი ორნი, შუენიერებითა და ახოვნებითა წარმატებულნი და ჭაბუკობისა მინდობილნი და ბედისა მეცადუნენი, უკეთუ ინებოს რომელიმე თამარ და ღირს იქმნენ მისსა; არამედ უქმ იქმნა წადილი მათი და წარვიდნენ; ერთი მათგანი მოუთმენელისა სურვილისა სენითა მოკუდა ნიქოზს და დაფლეს მუნ ეკლესიასა შინა და კუალად თჳთ ევმანოელ კეისრის ძე, არა თუმცა ანდრონიკეს მოეწყჳდნა, კუალად ასურასტანისა, შუამდინარისა, ანტიოქიის მეფეთა ძენი და სულტნის ყიასდინის ძე, რომელი მამისა მიერ შეპყრობილ იქმნა რჯულისა დატევებისათჳს. კუალად სალდუხის ძის ძე მუტაფრადინ, ურჩ-მყოფელი მშობელთა და დამგდები მაჰმადის რჯულის სიტკბოსი, მოვიდა მრავლისა დიდებითა მეტრფედ თამარისა; ისტუმრა და პატივ-სცა მგზავსი მათი. შემდგომად მტირალმან [176] არა ღირს-ყოფისა თამარისმან შეირთო ხარჭისაგან ნაშობი მეფისა; უქმნეს ქორწილი და დიდითა ნიჭითა წარგზავნეს. კუალად მოვიდა დარბაზობის სახითა შარვანი აღსართან მეტრფედ (რომელი ეყოდაცა თამარს დავითის ძეობით), ინება დატევება რჯულისა, თუცა ეწიოს ნებასა თჳსსა; არამედ უქმ იქმნა წადილი მისი, რამეთუ ეტყოდნენ არღარა თქმასა და წარვიდა მწუხარე ნიჭითა დიდითა.
ხოლო აწ ამიერითგან იწყების საქმენი თამარისნი, რამეთუ ვითარცა ლომი ტოტთაგან, ეგრეთ თამარ ამბავთაგან იცნობების, რომელმან შემუსრნა და მოხარკე ყვნა გარემონი მეფენი. არამედ წარჩინებულნი მისნი ჭმუნვიდნენ უძეობასა მისსა; გარნა მაშინ პოვეს ყრმა ეფრემის ძისაგან ოვსთა მეფისა, რომელი აღეზარდა რუსუდანს მამიდასა თამარისასა. არამედ ესე დავით იყო მეფის გიორგის ძის დიმიტრისაგან, რომელი წინარევე ვაჴსენეთ; რამეთუ დიმიტრის ანაკოფიას აფხაზეთს დაშთა ძე და ივლტოდა ბებიით ოვსეთს; მუნ შვილებულმან იქორწინა ოვსთა მეფის ასულსა ზედა და ძე იგი მისი ოვსეთს მყოფი მამულით იწოდა მეფედ ოვსთა და ძის ძის-ძე დიმიტრისა, და ამ დავითის მამა შერთეს რუსუდანს, რომელმან შეიყუარა ქალწულება ოთხმოცისა წლისა დღეთა, ხოლო ესე ნუ გიკჳრნ, რამეთუ ორნი ესე რუსუდან დანი იყვნენ: თამარის გამზრდელი ხვარასნის სულტნის ცოლი იყო, და დაჲ მისი რუსუდანვე შემყუარე ქალწულებისა ოვსთა მეფის რძალი იყო; ორნივე დანი იმყოფებოდნენ სახლსა თჳსსა. ხოლო ქმარსა ამისსა სხუას ცოლთან ესუა ძე დავით, რომელი წარმოიყვანა ამან რუსუდან და აღზარდა ძედ თჳსად, არამედ ეყოდა თამარს დედით, რამეთუ დედა თამარისა ოვსთა მეფის ქალი იყოი რამეთუ დედით მესამე ნათესავი იყო, ხოლო დიმიტრით მეხუთე, და იყო წარჩინებული შუენიერებითა და ახოვნებითა და სამღთო-სამჴედროთი სრული. ინებეს ამისი შერთვა [177] თამარისა და ჰკადრეს რუსუდანს, ხოლო მან განაღამცა სათნო იყო და მოაჴსენებდნენ თამარს: "უკეთუმცა არა ღმერთსა სათნო ეყო არამცა გამოჩენილ-იყო ესე ესრეთ, რამეთუ რაოდენნი მეტრფენი მოიწივნენ და არა ინება ღმერთმან". მცნობმან თამარ ამის ყოვლისავესათჳს ნება სცა და ქმნეს ქორწილი სახლსა დიდუბისასა დიდებითა დიდითა; მერმე შემოვიდნენ ტფილისს და დასხდნენ ტახტსა ზედა ქრისტესა ჩრპა, ქართულსა უა {1181}.
შემდგომად მოკუდა კათალიკოზი ქართლისა და ჭყონდიდელი მწიგნობართ-უხუცესი მიქელ; დასუა თეოდორე კათალიკოზად და ჭყონდიდლად ანტონი, რომლისათჳს მიქელს მიეტაცა ჭყონდიდელ-მწიგნობრობა. ესე იყო გარეჯელი; გარნა ქება ანტონისა არღარა მოვიჴსენოთ, რამეთუ ქმნულნი მისნი წამებენ ეკლესია-მონასტერთა ზედა.
შემდგომად მოიწია რუსი იგი კარნუ-ქალაქს. პირველად მიერთო მას კლარჯთა ერისთავი, მერმე მესხნი და ლიხთ-იქითნი; მოიყვანეს და დასუეს ქუთათისს. ეჰა საკჳრველი! რამეთუ რომელნი უმეტეს განდიდებულ იყვნენ თამარისაგან, მათ ჰყვეს ესრეთ. ამისმან მცნობმან თამარ მოუწოდა ქართველთა, ჰერ-კახთა, სომხითართა და დაირწმუნა მათგან ფიცითა ძლიერითა არა შეერთებად მათთანა; გარნა კათალიკოსი აფხაზეთისა და ქუთათელი არა შეერთებულ იყვნენ ზრახვასა მას ბოროტსა და წინაშე იყვნენ თამარისა და წარავლინნა ესენი მათდა არა ყოფად ზრახვისა მის; არამედ მათ არა ინებეს და გარდამოვიდნენ, მოსტყუევნნეს ნაჭარმაგევი გორამდე; ხოლო დადიან-ბედიელმან გარდავლეს რკინის-ჯუარი და დაწვეს [178] ოძრაჴე; ჰლამოდნენ აღებად ჯავახეთისა, თრიალეთისა, სომხითისა და მოსლვად თამარსა ზედა. მაშინ თამარ უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა, თორელს და სპათა თჳსთა მიგებებად ჯავახეთს, და განამჴნო იგინი შევედრებითა ღვთისათა; წარავლინა და მიეგებნენ ესენი მათ ორთავე კრებულთა მტკუარსა ზედა და ერთგულნიცა თამარისანი მესხნი, ვინცა იყვნენ, მოერთნენ მათ. მაშინ შეიბნენ ჴიდსა ზედა, არამედ წყალთა შუალობამან სიღამით განჰყარნა. გარნა სცნეს რა სიმჴნე-მომჭირნეობა სპისა თამარისა მათ, უკუნ იქცნენ იგინი სიმაგრეთა; ხოლო მათ არა დააცადნეს და მიჰყვნენ განგებითა ზეგარდამოჲთა, არამედ განჴდნენ რა ჴიდსა, ვერღარა დაუდგნენ; და მივიდნენ მდინარესა ხინგისასა ერუშეთსა და თმოგუს შუა, მიჰყვნენ და მუნ ჰყვეს ბრძოლა, რომელი ხუდებოდათ იმერთ-ამერთა ჭაბუკობასა, ვითარცა ძუელთა გოლიათთა სძლეს სპათა თამარისთა და მოსწყჳდნეს და ტყუე-ჰყვნეს მრავალნი, არამედ იხილე შეწევნა ღვთისა, რამეთუ არა დააკლდა კაციცა ერთი სპათა თამარისათა, გარნა დაიჭრა იოვანე ძე სარგისისა და არღარა სდევნეს, რათა არა დამკლე ექმნას თამარს ბრწყინვალესავე და შემოიქცნენ მხიარულნი წინაშე თამარისა. ხოლო სცნეს ესე ჭიაბერ, ჰერ-კახთა დიდებულთა და ყივჩაყ-ოვსთა ქართლს მყოფთა, რომელთა ენებათ თამარის თავს-დასხმა; ხოლო ამის გამო ვერღარა იკადრეს, არამედ ითხოვეს წინააღმდგომთა ზედა ლაშკრობა და ნება ჰსცა თამარცა. შემდგომად სპათა თჳსთა მიანიჭნა ურიცხუნი საბოძვარნი და ღირსთა ქალაქნი და ციხენი; არამედ მერმე განდგომილნიცა რომელნიმე ყელ-თოკოსანნი, რომელნიმე მჴარკრულნი, ზოგნი ბიძა-ძმათა მკლველნი განდგომილებისა ამისთჳს, მოვიდნენ წინაშე თამარისა შენდობისა მთხოველნი და ფიცით აღმთქმელნი შუამდგომელობითა რუსუდანისათა, ხოლო თამარ მიანიჭა მათ შენდობა და ითაყვანნა ნაჭარმაგევს მდგომმან, გარნა რუსი კუალად განუტევეს.
[179] არამედ შემდგომად კუალად იყო შუება, განცხრომა და განსუენება და სადა თუ ილაშკრის დავით, განემარჯვის ყოველთა ზედა.
ხოლო მოკუდა გამრეკელი ამირსპასალარი და უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარია მჴარგრძელსა. ამ ჟამს განდგა გუზან, წარიტაცა ტაო, კარი, ვაშლოვანი და ციხენი მრავალნი და წარვიდა ქუეყანასა შაერმანისასა. ამისა მცნობმან თამარ წარგზავნა სარგის თმოგველი, კახა სამძივარი და აზნაურნი. ამათ მისრულთა მოეგება ფანასკეტელი ზაქარია და კალმახელნი; ხოლო ლაშკარი გუზანისა მის ცოლ-შვილისა წასაყვანად და აღებად ციხეთა მოსრულ იყვნენ; გარნა თუ მცირენი იყვნენ თამარისანი და იგინი იბ დროშოსანნი, არამედ სჳთა თამარისათა არა ჰრიდეს და მსწრაფლ მიეტევნენ, მოსრნეს სიმრავლით, აოტნეს და ჴელთ-იგდეს ცოლ-შვილი გუზანისა და დაიპყრნეს ციხენიცა ყოველნი, და კუალად აგეს სამეფოსავე და მოვიდნენ წინაშე თამარისა.
ხოლო ამას წყალობასა შინა ღვთისასა იშუებდნენ; არამედ ჭმუნვიდნენ უნაყოფოებასა თამარისასა; გარნა ჰყო წყალობა ღმერთმან, მიუდგა და შვა ძე გიორგი ქრისტესა ჩრპგ, ქართულსა უგ {1183} და დაურთეს კუალად ლაშა (რომელ არს განმანათლებელი); ჰყვეს მადლობა ღვთისა და სიხარული გამოუთქმელი. კუალად ერთისა წლისა შემდგომად შვა ასული რუსუდან. მაშინ სუესა ზედა ლაშასსა გაილაშქრეს პირველად ბარდას ქალაქსა ზედა, მოსწყჳდნეს რანი, აღიღეს ბარდა, აღივსნენ ტყჳთა და საუნჯითა; გარნა განუტევნეს ტყუენი ლ ჩ (30000) დღეგრძელობისათჳს თამარისა და ლაშასათჳს. მუნითგან მოსრულთა მსწრაფლ ილაშქრეს აზრუმსა ზედა, კარნუ-ქალაქსა; არამედ იყო მუნ ომთა სიმრავლენი; ხოლო მათნი მეშუელნი იყვნენ სურმანელნი, კარელნი, სპერელნი და სალდუხის ძე ნასრადინ ორითა ძმითა თჳსითა. ხოლო ცისკრით ბინდამდე [180] იყო ბრძოლა, სძლეს ჩუენთა და წარმოიღეს ალაფი უზომო; არამედ ქალაქ-შინანი იტყოდიან ღრჭენითა კბილთა; "ვითარ ვიძლივნეთ ქრისტიანეთაგან, რომელ აღგვითქუა მაჰმედ ჴრმალი". განთიად კუალად გამოვიდნენ ბუკ-ცემითა და ზღუდეთა ქალაქისათა სდგნენ მოისარ-მეშურდულენი. მხილველი მეფე დავით ეწყო სპითა თჳსითა, პირველსავე მისლვასა ჰსძლეს და აოტნეს, შესჯარნეს კართა ქალაქისათა და მოისრვოდენ თჳსითავე ფერჴითა ურიცხუნი და ბასრობდნენ მაჰმადს აღმთქმელსა მათსა ამისთჳს. შემდგომად შემოიქცნენ და მოვიდნენ წინაშე თამარისა მძლეველნი ალაფითა დიდითა. კუალად შეკრბნენ და განვიდნენ გელაქუნად, ჩავლეს ხაჩინი, ჩავიდნენ ყარაყარს და მიიწივნენ ბალყუნამდე. მოარბიეს და მოსტყუევნნეს; შემოიქცნენ, შემოვლეს კარი განძისა, მუნცა ძლიერი ბრძოლა ჰყვეს, აოტნეს და მოწყჳდნეს, გარნა ყარყურიდამ შანქორადმდე ექუს დღე მარადის იყო ბრძოლანი; არამედ ესენი ყოველჟამ მძლე ექმნებოდნენ და მოვიდნენ გამარჯუებულნი წინაშე მეფისა. კუალად ლორიდამ წარვიდნენ ორნი ძმანი სარგისის ძენი ზაქარია და იოვანე მორბევად რახსის პირისა, არამედ მოსრულ იყვნენ ლაშკარნი დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი, მეკობრენი მზირად ქარავანთა: ამათ ემთხვივნენ საშუალსა გზასა ზედა ესენი და ეკუეთნენ ფიცხელად, გარნა მცირედთა სპათა თამარისთა წარიქცივნეს იგინი, მოსწყჳდნეს და ალაფითა სავსენი მოვიდნენ თამარ ღვთივ დაცულისა. შემდგომად ჰკადრა კაენის პატრონმან დავითს მორბევა გელაქუნისა, სპარსი ბაზირისა და გორალაუქისა, უსმინა და მყის მივიდნენ, მოსრნეს და აღიღეს ტყუენი და ხვასტაგნი ურიცხუნი და სადაცა ლაშკარნი ემთხჳვნენ, მოსწყჳდნეს, ხოლო ესე საკჳრველი, რამეთუ სულტნის ასპარეზსა შინა იწყეს ასპარეზობად და მუნით უქმოქცეულნი მოვიდნენ წინაშე თამარისა; არამედ კუალად იგივე ექსორია ქმნილი რუსი კოსტანტინეპოლიდამ მოვიდა [181] სპარსეთის ათაბაგისა თანა და მისგან აღიღო რანის ქვეყანა; შეკრებული სპითა მოვიდა და მოარბია კამბეჩოვანის მინდორი და აღიღო ნატყუენავი დიდი. მაშინ ხორნაბუჯელმან საღირ მახატლის ძემან სამითა ძითა თჳსითა განწირა თავი, მიეწია მცირედითა სპითა, წარიქცივნა და მოსრნა მახჳლითა, უკ-მოიხუნა ყოველნი ტყუენი და ნაალაფევნი; გარნა რუსი ივლტოდა ორითა მონითა საძაგელი.
ხოლო ესოდენთა საქმეთა ესე უმეტეს საცჳფრებელ რამეთუ ოდესმე ლომის ბოკუერი წარმოევლინა შარვან-შას და იქმნა იგი დიდ, რომელ არცა ვის ველური უხილავს ეგრეთი. ამან რა ნახის თამარ, იწყის რირილი და იქმნის მშჳდ, ვითარცა ციცა. მოვიდის და ჩაუდვას თავი უბესა და ლოშნიდის; არამედ რა განაშორიან, კუალად იწყის ტირილი; ამისნი მხედველნი და მსმენელნი უმეტეს ძრწოდიან ესევითარისა მჴეცისა მომშჳდებისათჳს.
ამ ჟამებთა მოიკლა ყიზილ-არსლან ათაბაგი და დაშთნენ სამნი ძენი ფალავანდისნი. ამათ განუყვნა ქუეყანა: უხუცესს ხუტლუ ინანჩის მისცა ერაყი, ხვარასანი და ბაბილოვანი, ბუბაქარს - ადრაბაგანი და სომხითი, ამირ-მირს გურგენის ზღჳდამ გელაქუნამდე. არამედ საშუალმან ამირ-ბუბაქარ სძლო და დაჯდა სულტნად, ამირმირან შეესია შარვანს; შეიბნენ და სძლო მანვე. ხოლო ამათ უღონო-ქმნილთა იზრახეს წინაშე თამარისა მოსლვა მოაჯეთ. ამასვე ჟამსა იქმნა დიდი ძრვა, დაიქცა ქალაქი შამახია, მოსწყდეს ყოველნი მყოფნი მას შინა და ცოლ-შვილნიცა შარმანისნი. ამათ მოგზავნეს დესპანი და მოითხოვეს ასული თამარისა და შუელა მტერთა ზედა. არამედ თამარ არა-მკადრებელმან სიძობისამან, ხოლო მისცა შუელის პირი და მოიწვივნა თჳს წინაშე და მოუწოდა სპათა თჳსთაცა; მაშინ მოსრულთა სპათაგან აღივსო ოთხნი ესე მდინარენი; მტკუარი, ალგეთი, ქცია და ბერდუჯი. შემდგომად მოვიდნენ ამირმირან [182] და აღსართან შარვანი; ხოლო თამარ ითაყვანნა იგინი, პირველ აღსართან აბარას მდგომმან შინაურობისათჳს, და მერმე ამირმირ და მისცეს პატივი შემგზავსებული, შეუკაზმეს პური და ინადიმეს და მიანიჭნეს ურიცხუნი და დაასადგურეს დამსკუნელთა შუელის პირთა ზედა და ეკაზმოდენცა. ჟამსა ამასვე შეკრბა ისმაილობა, შეიღებნენ შავითა და აუწყნეს ჭირნი თჳსნი სულტანსა; ხოლო მან წარუვლინა ყოველთა სპარსეთთა საუნჯე და შეკრიბნა ინდოეთითგან ვიდრე დარუბანდამდე და მოვიდნენ ადრაბაგანს დროშითა ხალიფისათა. ამისმან მცნობმან თამარ უბრძანა ჭყონდიდელს მოწვევად ლაშქართა და მონასტერთა მოცალებად ლოცვისად; მოკრბნენ სპანი და დაიბანაკეს წინაჴსენებულთავე მდინარეთა ზედა. განიხილვა თამარ, მოეწონნეს და თჳთ ამირ-შირს და აღსართანს უმეტესად მისცნა სპანი მეფისანი. მაშინ ძმა ყივჩაყთა მეფისა სევინჩი წინაშე თამარისა იყო სპითა დიდითა წვეული. განმხილველმან თამარ განამჴნო სპანი თჳსნი, წარუძღუანა ჯუარი პატიოსანი და ანტონი ჭყონდიდელი, ხოლო თჳთ ფერჴ-შიშვლივ მოვიდა მეტეხს და მარადის ევედრა ცრემლითა ღმერთსა ძლევისათჳს სპათა თჳსთასა. არამედ თთუესა ივნისსა მიიწია დავით ეკლეცის მდინარესა ზედა, მუნ ემთხვია განმსტრობელი, რომელი იტყოდა: "არიან სპანი უამრავნი, რომელთა უპყრავთ შანქორითგან მიდრე მთამდე შოფისა და ვარდანაშტისა განძის კარამდე". ხოლო ხვალისად განთენდებოდა დღე პარასკევი (რომელსა შინა მოკლა სიკუდილი მჴსნელმან ჩუენმან), აღიჭურნენ და შეჯდა მეფე ზერდაგსა და ბრძანა წარძღუანება ჯუარისა და მიიწივნენ შანქორს. მუნ იქმნა ბრძოლა ძლიერი; არამედ მოსწრაფე მეფე განსლვად მდინარისა ადრედ და განჴდნენ [183] რა, უმეტეს ეკუეთნენ და განძლიერდა ბრძოლა, რამეთუ მტილთა და გზათა სივიწროვისაგან მალიად ვერ განვიდა დავით; გარნა დავითის მისლვადმდე მოისრნენ წინამბრძოლნი კნინღა არა უკუნქცევად.
მხილველმან ამირსპასალარმან ზაქარიამ ძმით იოვანეთი მიისწრაფა და მიესწრაცა რაზმი მეფისა, ეკუეთნენ სასტიკად და მყის დაეცათ რისხვა ღვთისა აგარიანთა და განსქდა რაზმი მათი და ივლტოდნენ; ხოლო მოსრვიდნენ თამარისნი; მიაწივეს მდევართა განძისკარ-გელაქუნამდე, იპყრობდნენ დიდთა ამირთა, ვითარცა ქათამთა, ქრისტესა ჩრჟგ, ქართულსა უიგ {1193}; არამედ განერა ათაბაგი მხოლოდ და ამათ დაიონარეს სამნი ქალაქნი: ათაბაგისა, ათაბაგის ძისა და სათამაზ-ედ-დინის ძისა. მაშინ მოართუეს სოსლან-დავითს დროშა ათაბაგისა და აღივსნენ ოქრო-ვერცხლითა თუალ-გოვარითა, ჯორ-აქლემ-ცხენ-ტჳრთულითა, რომლისა არა იყო შეგება, მუყრთა წილ რეკეს ძელთა, მიზგითნი ეკლესიად იქმნებოდნენ; მოართუეს შანქორელთა კლიტენი ქალაქისანი და დაიპყრეს ამათ. შემდგომად მოსცეს განძა, შევიდა სოსლან-დავით და დაჯდა სასულტნოსა ტახტსა ზედა და იყო ზარი და ზეიმი, და ჰქმნეს პურობა ღორითა. ხოლო ჰყვეს დავით და ზაქარიამ უთამაროდ თხოვნითა ამირმირისათა და მიათვალეს განჯა მას. არამედ წარმოვიდნენ რა, გამოვიდა ლტოლვილი მიწასა შინა მალული ბუბაქარ ათაბაგი; მისცეს მასვე განჯა და განაძეს ამირ-მირან. შემდგომად წარმოგზავნეს მახარებელი წინაშე თამარისა, ხოლო თქმულ არს, რამეთუ მეტეხს წირვასა ზედა თქუა რა მღვდელმან "შიშითა ღვთისათა", ეტყოდა თამარს: "გიხაროდენ მეფეო, რამეთუ მისცა ღმერთმან ძლევა სპათა შენთა". მერმეღა მცირედ მახარებელისა მოვიდნენ იგინიცა სავსენი [185] ალაფითა. მაშინ მადლობის შემწირველი ღვთისა თამარ მიეგება მათ და მათ მიუძღუნეს ძღუენნი ურიცხუნი; არამედ თამარცა მიანიჭნა შემგზავსებულნი მათნი. ხოლო წარგზავნა დროშა ათაბაგისა ხახულისა ღვთის-მშობელისა წინაშე, ვითარცა პაპამან მისმან მანიაკი ყიასის ძისა. თამარ მეფემ რომ ხალიფაზედ გაიმარჯვა, ხახულისა ღვთისმშობელს დროშაჲ და მანიაკი მიართვა. ესე იამბიკონი ხუთმუჴლედნი ოცდახუთ ლექსად წარსწერაო:
ცასა ცათასა დამწყები ღმერთ-მთავრობა,
ძე საუკუნობს პირველივე და კუალადცა;
სულმან ღვთისამან სრულ-ჰყო არ ოდეს ქმნადი.
სამებით სრულმან, ერთითა ღვთაებითა,
მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა
შენ მიერ მისთვის დრკუჲსა მის განმგები,
როს დრკუჲ მისდრკა, უვნები ვნებისადმი
ივნო და ვნება პირველი უვნებელ ჰყო
შენგან შობილმან; ჩუენ ღირს გვყნა აღმოშობად
ბნელით ნათელსა, ნათლითა მხედველობად,
შენგან ქალწულო, რომელსა შენთვის დავით
როკვიდა ძისა ღვთისა ძედ შენდა ყოფად.
მე, თამარ, მიწა ესე შენი და მიერვე (?)
ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა
ედემს ღადირად, სამხრით უკუე და ჩრდილოთ
შუამფლობელი იავარ შენდა ვმრთმელობ.
ხალიფას დროშას თანავე მანიაკსა
შევრთე ცრუ-რჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი:
დავით ეფრემის ძეებრმან მოისარმან
მოირთხნა, მოსრნა სულტნითა ათაბაგი;
ირანს ებრძოლნეს ჩუენ მიერ მისთა სპათა
ჩუენნი მხედარნი მოსავნი შენნი, სძალო!
[185] მოსწყლნეს, მოსწყვიდნეს აგარის ნათესავნი.
მუნით მოხმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას
შენდა შევსწირავ, მიოხე ძეებრ, ღმერთო!
შემდგომად ამისა იქმნა სასწაული დიდი, რამეთუ ოდეს აღასრულა წირვა იოვანე კათალიკოზმან, ინება ამირსპასალარმან ზაქარიამ სეფის მიღება, არამედ არა მისცა კათალიკოსმან, რამეთუ იყო იგი სარწმუნოებით სომეხი. შეუძნდა ზაქარიას და წინააღუდგა კათალიკოზსა. ხოლო იგი ამხილებდა ძლიერად და ვერღარა სცა სიტყვა; მოიყვანა კათალიკოზი სომხითისა და რჯულის მეცნიერნი მათნი და შეკრებულთა იუბნეს მრავალ-დღე; არამედ გარდამწყუედელი იოვანე კათალიკოზი ეტყოდა სომეხთა: "ვყოთ წირვა და ვიყოლიოთ სადგურსა ძაღლნი მომყმარნი სამ-დღე მე და შენ, და სამღთო იგი კრავი ჩემი მიუგდო ძაღლსა შენსა და შენ მიუგდე ჩემსა და რომელიცა დაიცვას მიუახლებელი ძაღლისაგან, იგი არს ჭეშმარიტება".
მსმენელთა შეუძნდათ ყოველთა; გარნა მაიძულებელი მათი იოვანე დაამტკიცებდა; ხოლო სომეხნიცა არა-მნებებელნი ძლით ნებასა სცემდნენ და ჰყვნეს ეგრეთ თქმულისაებრ. შემდგომად იოვანე აღმასრულებელმა წირვისმან მოიღო კრავი და მიუგდო ძაღლსა სომეხთასა; ხოლო ძაღლი იგი მიეტევა, და მიახლებული მყის უკუნ იქცა, ვითარცა ნაცემი ცხვირსა ზედა მწკავწკავებული და ივლტოდა გარე; მერმე სომეხთაცა აიძულებდა იოვანე და მიუგდეს მათცა უნებსიოთ; მყის მიეტევა, აღიტაცა, შთანთქა ძაღლმან და ივლტოდა; ამისთჳს იოვანე შესწირვიდა მადლობასა ღმერთსა; აღიღო კრავი იგი და მოვლო ყოველი ლაშკარი ლიტანიობითა შედგომილმან ერითურთ; ხოლო სომეხნი წარვიდნენ სირცხვილეულნი; არამედ ზაქარია დაადგრა ურწმუნოებასავე მეტყუელი: "მან ჰსცეს ღმერთსა სიტყუა, ვინცა ჰყო განწუალება". გარნა იოვანე ძმამან მისმან აღიარა ჭეშმარიტება.
[186] ამ ჟამებთა იყო კარი ჯერეთ თურქთა პყრობილი. წარავლინნა თამარ სპანი და განივლტნენ თურქნი; ხოლო მუნ დაადგინეს ახალციხელი იოვანე და დაიპყრა მან გარემონი ქუეყანანი და მოსრნა ყოველნი; მისცა მასვე მეფემანცა კარი და ათაბაგობა.
კუალად შეკრბნენ მაჰმადიანნი და მივიდნენ მაღლისა ხალიფისა არღარა ზუავად, არამედ მდაბლად ეტყოდიან, რათა ევედროს თამარს დადებად ხარკისა და არღარა სრვად მათდა; ამისთჳს ხალიფამან მოუგზავნა დესპანი და ძღუენი დიდი ამისა ვედრებით. უსმინა თამარ და შეჰკუეთნა ხარკი და აღუსრულა თხოვა მისი; არამედ ყოვლისა აღმოსავლეთისა სულტანი, რომელსა ეპყრა ეგჳპტიდამ პონტომდე ჩარასლანის ძე ნუქარდინ უკრებდა დესპანითა თამარს ძღუენსა, აგრეთვე თამარ მას; გარნა ზაკჳთ და განმსტრობით ჰყოფდა.
ამან რა ისმინა დადება ხარკთა მოჰმადიანთა ზედა, განახუნა საუნჯენი მამა-პაპათანი და განსცა როქნი ორ-წილად და შეკრიბნა სპანი უ ჩ (400000). მაშინ მოუვლინა თამარს წიგნი, ვითარ "დიაცთა უგუნურებითა გიბრძანებიეს ჴრმალი და დადებად ხარკი მოჰმედიანთა ზედამ, რომელი ბრძანებულ არს ჩუენ მოჰმადიანთა მიერ. აწ მოვსრულვარ მე მგზავსი ღვთისა და უკეთუ უარ-ჰყო ქრისტე და დამუსრო ხატ-ჯუარნი და თაყვანისცე წინაშე ჩემსა მოჰმადს, ცოცხალ იქმნე და უკეთუ არა, მოსწყდეთ ყოველნი". ხოლო მოიწია დესპანი იგი და წარმოდგა წინაშე თამარისა მკადრე: "უკეთუ დაუტეო ქრისტე, იქმნე ხარჭი სულტანისა და თუცა არა, მოისრნეთ". მყის აღხლტა ამირსპასალარი ზაქარია, სცა პირსა დესპანსა ესრეთი, რამეთუ დაეცა მყის ქუეყანასა ზედა, ვითარცა მკუდარი; ხოლო ოდეს სულებულ იქმნა, რქუა: "ჯერ-იყო სიკუდილი შენი, არამედ დესპანთა არა ჴამს; წარვედ, აცნობე სულტანსა: მოგეგებით წინა [187] და ვსცნათ ვისი არს ღმერთი ძლიერი". მსწრაფლად მოკრბნენ სპანი თამარისანი სამცხეს; ხოლო თამარ წარუძღუანა სოსლან-დავით და მუხლმოდრეკით აკურთხნა სპანი და მინდობილნი ღვთისანი წარავლინნა და თჳთ მოვიდა ოძრაჴესა კათალიკოზით თეოდოსით, ეპისკოპოსებით და წინამძღურებით, და ჰყოფდნენ მარადის ლოცვასა, მღჳძარებასა და ვედრებასა ღვთისასა.
ხოლო დავით მისრულმან ბასიანს იხილა სპანი სულტნისა დაბანაკებულნი ბოლოკერტს, რომელნი თვალუწდომელნი და დაუტეველნი იყვნენ მუნ, არამედ ესრეთ ლაღნი, რამეთუ არა ჰყვაო დარაჯა-ტალანი, მაშინ აჩინა დავით მჴარგრძელი ზაქარია, შალვა და იოვანე ახალციხელნი და თორელნი. ხოლო ერთკერძ იმერ-აფხაზნი, ერთკერძ ამერნი ჰერ-კახნი და მიმართეს ცხენ-ჩქარად; არამედ მათ რა იხილნეს ფიცხლად მიმავალნი, და სცათ ღმერთმან ზარი და მირიდნეს სიმაგრეთა. ამას ზედა განმჴნდნენ სპანი თამარისანი, მიეტევნენ და მოსწყდნენ ურიცხუნი ბრძოლასა იმიერ და ამიერ და დაუჴოცნეს ცხენნი ზაქარიას, შალვას, იოვანეს, გრიგოლის, მათთანანი სხუანიცა; გარდაჴდნენ და ბრძოდნენ ქუეითნი ძლიერად, გარნა ესრეთ განძლიერდა რამეთუ კნინღა და არა მისდრკნენ სპანი თამარისანი, არამედ მხილველთა დავით და ამირსპასალარმან ზაქარია მირიდნეს ქუეითთა მათ ამიერ და იმიერ, რათა არა დაითრგუნონ და მოუჴდნენ სიმრავლესა მას, და სცეს რისხვა ღვთისა, განხეთქნეს რაზმნი მათნი და ივლტოდნენ სულტანისანი. მაშინ აღსხდნენ ქუეითნიცა იგინი და მიეტევნენ, მოსრვიდნენ, ტყუე-ჰყოფდიან და იპყრობდიან, რომელ ასსა ერთი მოიყვანებდა (ქრისტესა ჩრჟკ, ქართულსა უივ {1196}), და შემოიქცნენ ბარგითა მათითა, რომლისა არა იყო რიცხჳ და შევება ოქრო-ვერცხლთა, თუალ-გოვართა, რამეთუ სხჳსაღა თქმა არა საჴმარღა არს სიმრავლისათჳს და წარმოიღეს საკიდარითავე მათითა (არამედ ევლოგი სალოსი წინაშე იყო თამარისა მწირველი. განცჳფრებულმან აღიტყუელნა ჴელნი და დაეცა სამგზის; მერმე აღხლტა და შესწირა კურთხევა ღმერთსა. შემდგომად [188] მის მკითხველს იოვანეს გამოუცხადებდა ევლოგი: "რაჟამს დავეცემოდი, კნინღა მიდრკენდა სპანი ჩუენნი; ხოლო აღვხლტი რა, მოსცა ღმერთმან ძლევა სპათა ჩუენთა". შემდგომად მოვიდა მახარობელი წინაშე თამარისა, მერმეღა სპანი მისნი ოძრაჴეს შემოვიდნენ მხიარულნი, მუნიდამ ტფილისს დიდითა შუება-სიხარულითა; ხოლო დიდებულნი სულტანისანი განყიდნა ნალსა ზედა თამარ დიდებად სახლისა თჳსისა. (კუალად ესეცა თქმულ არს: "მოყვანებული დიდებული სულტნისა წინაშე თამარისა დაეცა და იღვლარჭნოდა, ვითარცა გუელი და უტყუ-ქმნილი; ამისთჳს განიყვანეს გარე და რა იქმნა მრთელ-გონიერ, ჰკითხვიდნენ, რასათჳს ყოფასა ეგრეთ; ხოლო იგი იტყოდა, "რომელი არს თავსა ზედა თამარისასა, მან ჰყო ძლევა ესე ჩუენ ზედა და აწცა შევშინდი მის მიერ". ხოლო ჟამსა მას იყო ხატი მთავარანგელოზის მიქაელისა თავსა თამარისასა მკიდარე. ამით იუწყეს მის-მიერობა და შესწირეს უმეტესი მადლობა ღმერთსა).
ხოლო წყალობათა ამათ შინა ღმრთისათა თამარცა მწყალობელი არა გარნა სამეფოთა თჳსთა, არამედ საბერძნეთისათაცა მრავალნი მონასტერნი განამდიდრნა და ობოლ-ქურივნი არავსნა, რამეთუ არავინ სიკუდილითა და ასოთა მოკლებითა დაისაჯა ჟამსა მისსა, თჳნიერ გუზანისა, რომელი მეკობრობდა მთასა კოლისასა. ესე შეიპყრეს მთიბავთა და მოართუეს დავითს მეფესა; ხოლო ამან უცნობელად თამარისა დასწუნა თუალნი სისხლთათჳს ქრისტიანეთა.
კუალად მოვიდნენ შავის-მთის მონაზონნი. ამათ მისცნა ურიცხუნი ოქრონი და წარავლინნა. არამედ კეისარმან ალექსი ანგარმან და ძმის მკულელმან შეიპყრნა იგინი და წარუხუნა ოქრონი. მცნობმან თამარ მიუმცნო კეისარსა, რათა უკუნ-სცეს და მან არა ინება. არამედ თამარ მისცა კუალად მონაზონთა მათ უმეტესი, და წარავლინნა [189] იმერნი და წარუღო კეისარსა ტრაპიზონი და მიმდგომნი მისნი, და მისცა ალექსი კომონიანოსს ანდრონიკეს ძესა, რომელი იყო წინაშე თამარისა. ესე სცნეს ევროპელთა, რამეთუ მიეღო ძალი აღმოსავლით კეისარსა, მოვიდნენ და წარუღეს კოსტანტინეპოლი ქრისტესა ჩრჟჱ, ქართულსა უიჱ {1198}, და მოკუდა ალექსი ანგარი ოქროს საუნჯესა შინა სიყმილით სიმამრისაგან თჳსისა.
ჟამთა ამათ იკითხა თამარ საქმე კარისა, რომელ თამარის მეფობის წელი აღვიდოდა ოცდა ოთხად, რამეთუ მრავალგზის ბრძოდნენ მჴარგრძელნი და ვერ წარუღნეს, ამისთჳს წარავლინა სოსლან დავით და თჳთ დადგა ჯავახეთს. მისრული დავით მოადგა კარსა და მოვიდეს თამარ და მივეცეთ მას"; რამეთუ სხუათაგან აქუნდათ შიში. მცნობი ამისი თამარ მოვიდა და მოსცეს ციხე და თამარ მისცა ძესა თჳსსა გიორგის ვედრებითა კარელთათვე და დაიპყრა რახსიდამ სპერადმდე და განძლიერდა ფრიად სათნოებისა მისისათჳს; არამედ სიხარულსა ამას შინა მოკუდა ქმარი თამარისა სოსლან-დავით ყოვლითა სიკეთითა აღმატებული ქრისტესა ჩრჟთ, ქართულსა უით {1199}, და დაუტევა გლოვა ძლიერი. შემდგომად ზამთრისა ჟამსა იყო მეფე გეგუთს; აღძრა ეშმაკმან არდაელის სულტანი; ესე მოვიდა ბრწყინვალესა კჳრიაკესა ანისს ქალაქსა ზედა; მზა-ყოფილთა ანელთა განცხრომა-სიხარულად დდესასწაულისად უგრძნეულოდ შეუჴდა ცისკრისად სულტანი და მოსრნა ურიცხუნი ქრისტიანენი, თჳნიერ რომელნი დაიმალნენ ქუაბთა, კლდეთა, ჴურელთა და განერნეს მუნ; რამეთუ იბ ჩ (12000) ეკლესიათა შინა მოსწყჳდნეს და წარვიდა სულტანი ტყუე-ალაფითა სავსე. ამისი მსმენი მეფე მწუხარე მარადის ეძიებდა შურსა მის ზედა. ხოლო შემდგომად საძაგსა მარხუასა მათსა რამაზანად წოდებულსა ამირ-სპასალარმან ზაქარია შეკრიბნა ჰერ-კახ-სომხითარნი, ჩავლო გელაქუნი და უცნობ [190] მივიდა ჟამსა ცისკრისასა. და რა ჴმა-ჰყო ბილწმან მუყრმან აზანი, რომელ განთენდებოდა აიდი მათი აღვსება, მოერტყა არდაველს და გამაგრდა ქალაქი ძლიერად.
იხილა რა ზაქარიამ, გარდაჴდა ცხენით და ყოველნი სპანიცა მის თანა, ბრძვეს ქუეითად, შეუჴდნენ და მიზგითსა მათსა იბ ჩ (12000) მოსწყჳდნეს უწყალოდ და მოსრნეს სულტანი ცოლ-შვილნათესავითა და მოქალაქენი არცა ერთი დაუტევეს ცოცხალი. აღიღეს ალაფი დიდძალი და წარმოვიდნენ და მოვიდნენ წინაშე თამარისა გამარჯუებულნი. შემდგომად მოწევნილსა შემოდგომას ითხოვა ზაქარიამ ლაშქრობა ხვარასანს და დართო ნება მეფემანაცა. მაშინ შემოკრბა ყოველი გიორგია; წარსრულთა ჩავლეს მარანდი და მუნ ვერ პოვნეს კაცნი, ჰგონებდენ მთასა მას შინა სპათა, ამისთჳს წარავლინა ზაქარიამ ფ (500) მჴედარნი ტალად. ესენი აღვიდნენ მთასა ზედა. იცოტავეს მარანდელთა; მოუჴდნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი, არამედ სძლეს ჩუენთა და მოსწყჳდნეს. ხოლო ზაქარია ვერა რისა მცნობი მათი, აღვიდა მთასა და იხილა ნაომარი, სადა ფ შუბი ფ კაცთა ზედა ესო. გარნა შეწუხნა, რამეთუ არა-სადა იყვნენ. მცირედისა შემდგომად მოეგებნენ იგინიცა გამარჯუებულნი ალაფითა; მუნით წარმოსრულთა დაიმორჩილეს თავრიზი და მიანა, რამეთუ იგინი მოერთუნენ სულტნითურთ; არამედ ზანგანა არა ერჩდათ გარ-მოდგომასა, შეუთხარეს მესხთა, რამეთუ აქუნდა ზღუდე ალიზისა, შევიდნენ და მოსრნეს სრულიად; მუნით მივიდნენ ყაზმინს და არცა იგინი ერჩდნენ, არამედ ივლტოდნენ მთად, ეწივნენ, მოსრნეს იგინი და ქალაქი ტყუე-ჰყვეს და წარვიდნენ ხუარასანს, სრულიად მოსტყუევნნეს და აღიღეს ალაფი დიდი, ვიდრე გურგანამდე მოაოჴრეს, არამედ ვერღარა ზიდვისათჳს ალაფთასა შემოიქცნენ, წარმოვლნეს იგივე გზანი და ვერვინ წინააღუდგა ესოდენთა ქუეყანათა შინა. ხოლო მოიწივნენ რა მიანას, მოეწყჳდა მათ მცველნი [191] ქართველნი. ესე მათგან განრომილმან ერთმან აუწყა ზაქარიას, ამისთჳს მოსრნა იგინი სულტანითურთ სრულიად მოქალაქითა. არამედ მუნით წარმოსრულთა სძღუნობდიან ყოველნი ქალაქნი საფასეთა დიდ-დიდთა. შემდგომად მოვიდა ტფილისს წინაშე თამარ მეფისა დიდითა ალაფითა, რომელ განკჳრდებოდნენ ყოველნი მხილველნი.
ამისა შემდგომად მოკუდა ამირსპასალარი ზაქარია და მისცა მეფემან ამირსპასალარობა ძმასა მისსა იოვანეს; არამედ მან არა ინება ამირსპასალარობით წოდება, არამედ ათაბაგობით.
ამათ ჟამთა განდგნენ მთიულნი, ფხოელნი და დიდონი და იწყეს რბევა და ტყუენვა.მაშინ წარავლინა მათ ზედა მეფემან თამარ ათაბაგი იოვანე სპითა. ხოლო იოვანე აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერ-წუერად და წარადგა ფხოელთა, დიდოთა, ძურძუკთა, და უწყო რბევანი, ტყუენვა და სრვანი. ხოლო ძურძუკნი მოერთნენ სრულიად ძღუენითა დიდითა; არამედ იოვანემ დაჰყო მუნ თთუე სამი, აღიხუნა მძევალნი ნებიერად, დაიმორჩილნა მოხარკედ, უკ-მოიქცა და მოვიდა წინაშე თამარისა გამარჯუებული.
ხოლო აწ ესოდენსა სიხარულსა შეუდგების მწუხარება, რამეთუ ნაჭარმაგევს მდგომი თამარ დასნეულდა და არღარა იქმნა კურნება, დაღაცათუ ჰაერ-ცვლილობისათჳს მიიყვანეს ტფილისს, მერმე დასოდ და აგარათა; გარნა არა რაჲ ერგო; არამედ განვიდა ამიერით და მივიდა წინაშე ქრისტესა წელსა ქრისტესა ჩსა, ქართულსა [193] უკა {1201}, იანვარს იჱ. ხოლო სანატრელსა თამარს თჳსითა ჴელითა დაედგა გჳრგჳნი ძისა თჳსისა გიორგისათჳს ქრისტესა ჩრჟვ, ქართულსა უივ {1196}.
შესხმად თქმული იროიკონი ესე ოცდა ათ მუხლედნი, თითონი ხუთ-ტაეპოვანი ათორმეტ-მარცვლოვანნი:
სიბრძნისა-მოყუარისა. კეთილშობილის ალექსისძის და სრულიად კახეთის სამეფოს რეკტორისა და სამეცნოთა მოძღუარად მასწავლელისა დავითის მიერ:
წელსა ქრისტესა 1811: თთუჱსა აპრილსა: 12:
ჴმა. დ : სამ-სახეობა:
. ატლანტიკოსთა, ყოვლადუჱ მრუმოანთა,
პსიხებითა ორბით, მცურუჱლთა პელეღოდმი,
მარტივთ კამპაზით, შეუდგმელ-მოძრაობით,
მიუწდომსაცა. მიწთომად მეუფსკრულნი,
სულის-ფიცართა, დამტჳფრნი ნამდვილ-ყოფით:
. დოღმატუჱნ ეს-ფერ, ურღუავთა აქსიომთა,
ნამდჳლ ხედჳთა აღმცის-მკარებელნი,
ერთსარე წარჰსთქმენ, მეორეს აქსიომად,
ხოლო მესამეს, შეუდგმენ მცნობელობას.
და მეოთხითა შეუძლოდ დარღუჱვასა:
. ძლიერად ნესტუჱნ, უნამდჳლეს ყოფითა,
რომელი იგი წინააღმდგომ-თქმობითსა,
იპყრობს თჳს შორის, სრულიად საჭიროსებრ,
არა განაგდებს, არცა ერთსა პურობითა,
სამად წარჰსწერენ, სოფისტთა გონებისთა.
. ხოლო აქარე, მარტივთა მოგონებათ,
არ შენაზავთა, ვით მყოფთა გონებისთა,
საჭიროდ შეუდგს, ჴმითარე წარმოდგომა,
რომელ კერპთაგან ჴმათ შინა ხატულება,
ქადაგად იქმნეს წევროან დათხზულებით:
. განკუეთა სამად, ერთისა განუკუჱთლის
რომელსა ზედან, სამნივე განწუალუანი,
ერთსა ქუჱდებულსა, შეეხნენ შესმენითა
ვითა მოჰაზრე, მისთარე ორობისა
ორთა სამად ქმნას, წარუწერ რომელი აწ:
. ხოლო სამთაცა, მისთაუჱ განწუალუასა,
ორობად უკუჱ ძუჱლთაებრ სხოლასტიკოსთ
რომელნი ერთსა, შეუდგენენ ეს-გუარად,
მეტაფისიკებრს, საზოგადო ყოვლადსა,
და ორთა ერთსა, ფისიკებრ სხეულად ჰსთქმენ:
. მეორე იგი ფისიკებრი სხეული,
სხუათა და სხუათა, ნათესავთა ქუჱშეი
სხუადასხუად კერძოდ, განაღა თანა-ჴმობილი,
უწინა-აღმდგოდ, არამჰხრწნელ ერთი ერთსა,
ეგრეთ მესამეც კერძოი ყოვლითურთი:
. შემადგნი მეფავ, შენისა ყოვლადისა,
არ შენაზავნი, განაღა შემაზავნი,
პსიხის რომელი, წარმოებს არსებისგან,
ხოლო მეორე, კერძოი განყოფილებ
გულის-ხმის ყოფა, და ნება ნიჭებული:
. ორნივე ესე. შემაზავნი შენისა,
ვითა სამყარო, უბრყჳლოდ მოელუარე.
მუნით განვლილი ღრუბელთა სიტყჳერთა,
სკიპტრათ რომელნი, მოგეცნეს სავლინონი,
გონიერების, სამარადოთ მაარნი.
. მუნით მძოვარნი, არგნითა შენ სიბრძნისათ,
რომელსა მოგაქუს, არსებისგან ძალ-ყოფა,
ხოლო სიბრძნითა, მადლითებრ მოქმედება,
და განნერგუანი. სიტყჳთა მცენარეთა
განკარგულებით, ერთსარე ზოგადობას:
. ამას გიყოფენ, ორნი იგი კერძონი.
გზავენ რა ესგუარ, ზოგადად ყოვლადობით,
რომელნი დაგდგმენ, თხემთარე დიაღდიმას,
ყოვლთა საჩინოდ. ჵ თამარ მეფავ დიდო,
და სიბრძნის კალმით, დაგბეჭდევენ გულთა შინა:
. გიქმნა რა ორთა, ფისიკებრთა ყოვლადთა,
სხუადა სხუაობა, კერძოთა განწუალულთა,
კნინღა ურიცხუთა, შენ შორისთა სარაცხთა
ითქმიან რაჲ, შემადგნი დიდებისა,
აფიკარობის, ცხოვლადრე წარმომდგენნი:
. ვიეთთ რაჲთმე, აქა წინადებულ-ვჰყოფ,
მოვიხსენებ რა, ძუჱლთა შინა საქმეთა,
ოდენ მას გიტყჳ, და ოდენმე სხუად ვინმედ,
სიმშჳდეს რაჲ, შეაუღლენ სიმდაბლე,
დავით მამისებრ, შენისა მსირავისა:
. ხოლო გონების, შერავანდის ხედჳთა,
ივერიელთა, ჰსჯულნი ეც სოლონისებრ
და განაშუჱნენ, ზევიათან მღელუარის,
შინა მავალნი, დიდებულნი სიტყჳთნი,
სოლომონისებრ, შენისა მაწარმის.
. იქმნენ რა ლომთა, მძჳნუარეთა განმბძარვი,
ყბათა განბებით, სიმჴნისა სეფურითა,
ხალიფას ცრუსა, ანუ მძლავრ ნუქარდინის.
მტერთა ქრისტესთა და შენდამო წინ მეწყუთა
რომელთ ჰმუსრვიდი, ერთი ბევრთ წარმაქცევი:
. ემჰსგავსე ამით, ძლიერსა ძლიერიუჱ,
და დაეც შემთქრნი, ძლიერად სპარაზენნი,
ბევრგზის დაანთქენ გუნდნი რა უარმქმნელთა
ქრისტეს სახელის, შენ ჯუარით განმლახურელი,
ამით დაიცევ, ქართუჱლნი ჭირუჱულნი:
. სხუა ვინ იუდა მაკაბელი იპოვე
ვინ იივდითე, სიმჴნეთა შინა დიდთა,
რომლითა ჰსძლიენ, დიდ-დიდნი ბევრეულნი
და დაეც ლახურით, აზიით გოლიათნი
კნინღა შესაძლოდ, და მანთქი ერის შენის:
. სხუათა რომელთა შემაზავთა კერძონი
ითქმიან მისუჱ ყოვლითურთთა ყოვლადის.
მისუჱ სახისა ქუჱშე დაწესებულნი,
მოიღებიან რომელნიცა შენდამო
ყოვლითურთ კერძოდ უწოდენ რომელს ბრძენნი:
. ამათ სამთაუჱ, მაღალთა ფილოსოფოსთ
ესგუარ განმწუალუჱლ, რომელიცა წარწერით
სიმაღლისადმი, ესეგუარად აღვიყუანენ,
რიტორებითთა ჴელყოფისა გუარებითა
ათ-სამეულთა, გამოთქმისა სტიხებთა:
. იგი ჰყოფს ამას, სადითცა გონებაჲ,
არა დამბრმალი ხუთთაგან ხუთითავე
რვათა აღჳრ-სხამს, სამთა შინა და ბეჭდჳთ:
რომელმან ესე, მოიგენ ანაგებად,
და დაჰსდუჱნ შინა კაცსავე შინა ყოფით.
. კნინღა შეუძლო თქუჱნდამო შესმენანი,
დიდებულების, სიმჴნეთა ქუჱლობისა
მოიგენ ვინა შემთხუჱვანი შუჱნიერ,
რათამცა ჰრიცხუდეს მკობით ანუ ქებითა
და დასაბამსა, საშუალ დასრულვიდეს:
. მდედრმან რა მამრი, მოქადულნი და მჴდომნი,
დააკუჱთენ რა, წარქცევითა ძლიერად,
ვით იაილმან, უცხოთესლი გამანვით
აგარიანთა, შემოსრულთა ბანაკნი,
ლახვრით განგმირენ, მეფაო სახელდიდო:
. ივერიელთა, მიერ ჟამით საჴსენად,
გიციან ყოვლთა, და შენით მოქადულან,
სპარსნი მძრწოლარნი, ინდია არაბადმდე,
თჳთ კეისარი, ჰანგარად წოდებული
ვით შეაძრწუნენ, წარტყუჱნვით ქუჱყანათა:
. თჳთოულნი, აღრიცხუად შეუძლონი,
შინანი ქმნილნი, შესრულნი არ საჭირო,
არა მიმართნი, განაღა ვითარ ყოფა,
რომელი იგი, სხუაობა სხუაობათა,
მოგვეთხრობისუჱ, შენთჳსვე მეცნთაგანთა:
. თჳთმოქმედება, მრავალ-სახელობითად,
მოგიწოდს ეს გუარ, ვით კერძო შემაზავნი,
სამფლობელოთა, კიროსებრ განვრცელებით
იგი ჰყავ ვით მან, ისრაილნი ტყუჱ-ქმნილნი,
ივერნი შენცა, განათავისუფლენვე:
. ხოლო მე გიტყჳ, დიდისა ალექსანდრებრ,
ზარის დამცემსა, რაზმებთა შენაკეცთა,
ან აგჳსტოსებრ, კესარისა ჰრომისა,
კეთილმოქმედსა, სახლთა ღმრთისა ტაძართა:
შემამკობელსა და უნჯთა წარმგებელსა:
. მაწუჱვს გონება, რათამცა ესთერებრად,
გთქმიდე გონებით, და საქმისა ხედჳთურთ,
დამოჰკიდა რა, ამან ძელსა მოშთობით,
ეგრეთუჱ შენთა სპასალარ და მჴნე სპათა,
დამოკიდესუჱ, სულტანი უღმერთო თესლი:
. კოსტანტინესად, სხუად გიტყჳ ნამდჳლადუჱ,
რომელმან მარად, აღმართენ გულთა შინა,
ხე რა ცხოველი, შობითა მის ზედითუჱ,
და შემოსრულნი, აგარის უცხოთესლნი,
ჯუარით განლახურენ, რა წინა უბავრაყენ:
. სახელნი ზესთა, განფენილნი მარადის,
ჰოი მეფაო თამარ ქუჱლ-დიდებულო,
ყოელ სიკეთითა, ბუნებრივ შუჱნიერო,
სად და ჰხდა ხატი, ელუარე ეთერებრი,
ვჰძრწი თქმად და სიტყუად, უმჯობეს მდუმარება:
. ესე რა ითქუნეს, არ აჩრდილთ შესაბამნი,
გლახაკ გონების, ჩემ მიერ ნასიტყულნი,
ჰსდგა რა შენ ღმრთისა, მცირენი ესე მწულილნი,
ალექსის ძისგან, რექტორის დავითისნი,
შეიწირენ და, მიითუალენ კნინად:
ჲგ. მეფე ლაშა გიორგი ი წელი მეფა
[edit]ხოლო შემდგომად დედისა თჳსისა იქმნა მეფედ ლაშა გიორგი, ძე თამარ მეფისა, წლისა ი̃ჱ და იყო ესე ტანითა ძლიერი, ძალითა მჴნე-ახოვანი, მოისარი რჩეული, მჴედრობასა შინა შემმართებელი, ლაღი, თჳთ-ბუნება. ამან დაიპყრა სამეფო დედისა თჳსისა და გარემონი ყოველნი მოართმიდიან ხარკთა და შემდგომად გლოვისა იყო შუება სიხარულსა შინა. მერმე განდგნენ განძელნი და არღარა მოსცეს ხარკი; ამისთჳს შემოიკრიბნა მეფემან წარჩინებულნი და სპანი თჳსნი და ეტყოდა მეფე: "დამძიმებულ ვარ განდგომილებისა ამისთჳს და აწ მიიღეთ ჩემგან, ვითარცა დედისა ჩემისაგან, ნიჭი და ნუ ვიქმნებით მათგან დაწუნებულნი". ხოლო მათ განიხარეს და შემოკრებულნი სრულიად წარემართნენ განძას. მაშინ განძელნი ვერ წინააღუდგნენ ველთა ზედა და განმაგრდნენ ქალაქსა შინა, და მეფემან მოადგინა გარემო სპანი, ერთ-კერძ მესხნი და მჴარგრძელნი, ერთ-კერძ ჰერ-კახნი, ერთ-კერძ ქართველ-სომხითელ-თორელნი, ერთ-კერძ ლიხთ-იქითნი ბედიელ-დადიანით. ხოლო დღესა ერთსა ინება მეფემან გარ-მოვლა და მოთუალვა ქალაქისა და გარ-მომვლელი იხილეს მოქალაქეთა და სცნეს მეფედ. მყის განახუნეს კარნი, რამეთუ აღუჩნდათ მცირედ და მოეტევნენ მეფესა. მაშინ თანმყოლნი სპანი ეტყოდნენ მეფესა: "განვსწიროთ თავნი ჩუენნი და არა ვარცხვინოთ დღეს პირველსა მეფობასა შენსა". მიეტევნენ მეფითურთ და იქმნა ბრძოლა ძლიერი. შემდგომად წარიქცივნეს სრვითა, შესჯარნეს კართა ქალაქისათა და მოსრვიდნენ, ხოლო გარმოდგომილთა სპათა თჳსთა. ჴმა ტყებისა დედათა მათთაგან ქალაქიდამ და მიისწრაფოდნენ მეფისა; არამედ მეფე გამარჯუებული მოეგება სპათა თჳსთა. გარნა აღუძნდათ დიდებულთა და ამხილებდნენ მეფესა. ესე მეფემან თავს-იდვა უგონებელ-ყოფად და დაამშჳდნა იგინი. შემდგომად მცირედთა დღეთა შემჭირდა ქალაქი და მოითხოვეს მშჳდობა ვედრებით და აღუთქუეს ხარკი. შეიწყალა მეფემან და დაიმორჩილნა მოხარკედ და წარმოვიდა მძლეველი.
ხოლო ვინაჲთგან დამორჩილებულ იყვნენ ყოველნი გარემონი თამარისაგან და მისცემდნენ ხარკსა ხლათნი და ძღუენსა სძღუნობდნენ ბერძენნი და არა-სადა იყო მტერი, ამისთჳს იშუებდნენ და იხარებდნენ და მიდრკა მეფე სიბოროტედ და განიშორნა ვაზირნი დედისანი და შეიყუარნა თანამოასაკე-აღზრდილნი თჳს თანა და აქმენი მათნი: მღერანი, როკვანი, დედათა თანა აღრევანი, რამეთუ ღამე ვიდოდა, რათა განიძღოს სიბოროტე. ვერ მცნობელთა რაინდთა შეიპყრეს მეფე და ეგოდენ ჰგუემეს, ვიდრე თუალი მარჯუენე ხედვისაგან დაკლებულ ჰყვეს. კუალად შეუდგინა, რამეთუ არა ისუა ცოლი, რამეთუ თუმცა აიძულებდნენ წარჩინებულნი, არამედ არა ჰყო, ხოლო კახეთს ველისციხეს მყოფმან იხილა დედაკაცი და ეტრფიალა მეფე, წაჰგუარა ქმარსა და მოიყვანა თჳსად, მიუდგა და შვა წული სახელით დავით.
მხილველნი დიდებულნი, კათალიკოზნი, ეპისკოპოზნი ეტყოდნენ არა-ყოფად ესრეთ; წაგუარეს დედა დავითისა, რათა იქორწინოს სხუასა ზედა, ანუ მას ზედავე და განეყენოს უჯეროსა. მაშინ მეფემან აღმთქმელმან არწმუნათ თჳნიერ მათსა არა რაჲსა ყოფად, გარნა ცოლისა სმა და ქორწინება ვერ დაარწმუნეს და კუალად მისცეს ქალი იგი დედა დავითისა და არცა მას ზედა ქმნა ქორწილი.
შემოსლვა თათართა
[edit]ხოლო ჟამსა ამას გამოჩინებულ იყო აღმოსავლეთით თათართა გუარისა ყიაზდინ თემურჩი, ჩინგის-ყაენად წოდებული, ამან დაიპყრა ჩინ-მაჩინი და დიდი თათარი წელსა ჩ̃სბ, შემდგომად ამანვე წარმოავლინნა ორნი მთავარნი ი̃ბ ჩ̃ (.) მჴედრითა განმსტრობად ქუეყანისად, რომელნი იყვნენ უცხო-სახენი, უცხო-ენანი და რჯულად დაედვა ჩინგიზსავე ერთისა ღმრთისა თაყვანისცემა. ამათ გამოვლეს თურქეთი, ჯეონი, სპარსეთი, სძლეს ყოველთა წინააღმდგომთა და მოიწივნენ საზღვართა ქართლისათა და აოჴრებდნენ სომხითს, გაგს. ესე მოსლვა თათართა აცნობეს მეფესა. მაშინ მეფემან შემოიკრიბნა სპანი ჟ̃ ჩ̃ მჴედარნი და წარვიდა მათ ზედა. ხოლო გზასა ზედა მოერთო ათაბაგი იოვანე დიდითა ლაშქრითა. ხოლო თათარნი დგნენ წყალსა ზედა საგიმს და მუნ ეწყუნენ ურთიერთს. მაშინ თათარნი ნახევარნი ივლტოდნენ და ნახევარნი მზირ-უყოფდნენ, მოეტევნენ ზურგით-კერძო და ეკუეთნენ ქართველთა და იქმნაცა რისხვა ღმრთისა, რამეთუ სახელოვანი დრომა დავითისაგან ამ ჟამამდე უძლეველი იძლივა და ივლტოდნენ ქართველნი მეფითურთ და მოისრვოდნენ მჴნენი და ძლიერნი მბრძოლნი თათართაგან ურიცხუნი და შემოვიდნენ ტფილისს მწუხარენი და მეტყუელნი: "ვინაჲთგან შევაწუხეთ ღმერთი, შეგვაწუხა ჩუენცა და სირცხვილეულ გვყვნა წინაშე მტერთა ჩუენთა". ქრისტესა ჩ̃სთ, ქართულსა უ̃კთ. ხოლო თათარნი მოვიდნენ სამშჳლდედმდე, უკუიქცნენ, განვლეს კარი დარუბანდისა, შემოვლეს ზღუა კასპიისა და მივიდნენ წინაშე ჩინგიზ-ყეენისა. ეჰა უცხო! რამეთუ უჭედელითა ცხენითა და მხოლოდ მშჳლდ-ისრისაგან კიდე არა რაჲსა საჭურველისა მქონებელთა ყოველგან ბრძოლით ჰყვეს ესრეთ.
ხოლო შემდგომად ამისა კუალად მშჳდობასა შინა იშუებდნენ და იხარებდნენ. ამას შინა მოითხოვა დაჲ მეფისა რუსუდან ხალათის სულტანმან, რომელსა ეპყრა ეგჳპტეცა, არამედ დააყენა მოწყალებამან ღმრთისამან. კუალად რაოდენისამე ჟამისა შემდგომად მოითხოვა შარვან-შამ და მისცეს პირი; ამისთჳს წარვიდა მეფე ბაგავს, რათა მისცეს მუნიდამ, არამედ აქაცა არა დასცხრა გულისწყრომა ღმრთისა, რამეთუ დასნეულდა ლაშა გიორგი მეფე; გარნა სცნა რა სიკუდილი თჳსი, შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი და მიათუალა დაჲ თჳსი რუსუდან და ძე თჳსი დავით და უბრძანა დისა რუსუდანისა დასმა მეფედ, ვინაჲთგან დიდად მოყუარულ იყვნენ და აქუნდა სასოება აღთქმის აღსრულებისა. ხოლო რუსუდანს ამცნო დიდებულთა მოწმობითა, ფიცითა და შეხედებითა ღმრთისათა, რაჟამს მოიწიფოს დავით ძე ჩემი, ჰყავ მეფედ და დიდებულთაცა ესე ესრეთ ყოფად. შემდგომად შეისუენა მეფემან ლაშა გიორგიმ ქრისტესა ჩ̃სია, ქართულსა უ̃ლა, იანვარსა ი̃ჱ, დღესა ოთხშაბათსა, და მოიღეს მუნიდამ ტფილისს და ტფილისიდამ გელათს.
ჲ̃დ. მეფე რუსუდან კ̃ვ წელი მეფა
[edit]შემდგომად შემოკრბნენ ყოველნი დიდებულნი, კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ნიკოფსიით დარუბანდამდე და აკურთხეს რუსუდან ტფილისს და დასუეს მეფედ. ხოლო იყო ესე რუსუდან ხილვითა შუენიერი, ვითარცა დედა თჳსი, სამღუდელოთა და დიდებულთა პატივისმცემელი და უხჳ. ამან მოიწყო ყოველნი საბრძანებელნი დედისა თჳსისანი და იყო განცხრომასა, შუებასა და სიმღერასა შინა, ვითარცა ძმა მისი, არამედ ვინაჲთგან დაუტევეთ ღმერთი, მანცა დაგვიტევა. და წინაჴსენებულნი თათარნი რა მიიწივნენ წინაშე ჩინგიზისა და სცნა რა ვერავისი წინააღმდგომობა სპათა მისთა, განყო სპანი თჳსნი დედაწულითურთ და წარავლინა სპარსეთს, რუსეთს, ინდოეთს.
შემოსლვა სულტნის ჯალალდინისა
[edit]მაშინ იყო სულტანი ხუარასნისა, რომელსა ეპყრა ინდოეთითგან სრულიად სპარსეთი ჯეონამდე, სახელით ჯალალდინ. ესე მრავალგზის ეწყო თათართა ჯეონს იქით და აქათ, არამედ მარადის მათ სძლიან. ამან ძლეულმან მათგან განიზრახა დედაწულით წარმოსლვა ჩუენ კერძოდ. წარმოვიდა და მოვიდა ადარბაგანს სპითა რ̃მ ჩ̃ (.) და დაუწყო რბევა სომხითს, გაგს და მოსრვიდა ვიდრე ჩჩჳლთაცა. მცნობელმან რუსუდან შეკრიბნა სპანი, უჩინა იოვანე ათაბაგი, მისცა სეფე-დროშა და წარავლინა სულტანსა ზედა. მიიწივნენ დვინს ესენი.
ხოლო ხუარასნელთა დაებანაკათ გარნისს. განაწყუეს რაზმი და აჩინეს მეწინავედ შალვა და იოვანე ახალციხელნი და თორელნი. მუნიდამ მოვიდა სულტანი ჯალალდინ, რომელი იყო მჴნე, ახოვანი და გამოცდილი ბრძოლათა შინა. არამედ მიეახლნენ რა მეწინავენი, არღარა წარდგა ათაბაგი შუელად მათდა; ხოლო შალვა და იოვანე უვლინებდნენ კაცთა, რათა იყოს შეწევნა, რამეთუ დაახლოებულ ვართო, და არა ინება ათაბაგმა შეწევნა, რამეთუ ჰყო შურითა და არა შიშითა, არამედ ვითარ არღარა იყო ღონე, მიეტევნენ შალვა და იოვანე, იქმნა ბრძოლა და მოწყდნენ ორგნითვე ურიცხუნი; კუალად არავე მწე იყო ათაბაგი. ჵი, შური ბოროტი! რამეთუ მონათესავეთა თჳსთა სჭურეტდა მოწყუედად და არა რაჲვე თავსიდვა, არამედ ეგო უძრავად. შემდგომად ივლტოდნენ რა მეწინავენი, შეიპყრეს შალვა მჴნედ მბრძოლი, რამეთუ ჴრმალიცა ჩაბალახსა ზედა გასტეხოდა; ხოლო იოვანე ქუეითი კლდესა შინა მლტოლვარე ქვითა მოკლეს. გარნა ათაბაგი სპითა უვნოდ წარმოვიდა მოსწრაფედ ქრისტესა ჩ̃სიგ, ქართულსა უ̃ლგ და სულტანიცა უკუნ-იქცა; გარნა მარადის სრვიდა და აოჴრებდა საზღვარსა ქართლისასა და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი. არამედ სულტანი პყრობილს შალვას აიძულებდა დატევებისათჳს ქრისტესა, გარნა იგი არა ერჩდა და სიმჴნე-ახოვნებისა მისისათჳს შეიყუარა, და ლიქნიდა ნიჭითა მრავლითა; და ვითარ არა თავს-იდვა, მოკლა იგი ფიცხელითა ტანჯვითა და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა შორის. შემდგომად მოკუდა ფარულად შემონაზონებული და მის საქმისა მყოფელი იოვანე ათაბაგი ქრისტესა ჩ̃სიდ, ქართულსა უ̃ლდ.
ამასვე წელსა იქორწინა რუსუდან ტუღრულის ძესა ზედა, რომელი მძევლად ჰყვანდა, სიშუენიერე-ჰაეროვნებისათჳს და სიმჴნეახოვნებისა. მიუდგა და შვა ასული თამარ. შემდგომად მიუდგა და შვა ძე დავით. ამისა შემდგომად მოიწია უდიდესი ბოროტი, რამეთუ მოვიდა იგივე სულტანი ტყუენვად და ოჴრებად საქართველოჲსა და ენება თავისა თჳსისა მეფედ ყოფად აქა და აოჴრებდა დვინს, ანისს და გარემოთა. ხოლო რუსუდან შესძინა ბოროტსა ბოროტი და არღარა მოიჴსენა ანდერძი და აღთქმა ძმისა თჳსისა, და რა იქმნა ძე მისი დავით წლისა ვ̃, ინება მეფობა მისი და შემოიკრიბნა იმერნი, კათალიკოზი, ეპისკოპოსნი, წარჩინებულნი და აკურთხა მეფედ ქრისტესა ჩ̃სკბ, ქართულსა უ̃მბ; არამედ ამერნი დიდებულნი უცალოებისათჳს არავინ იყვნენ მუნ და არავე შეიშინა, რამეთუ ბოროტისათჳს მოუშვა ღმერთმან სულტანი. მერმე აღიზარდა რა თამარ, მოითხოვა სულტანმან ყიასდინ ცოლად, აღმთქმელმან არა დატევებად რჯულისა ქრისტესა. ამა პირსა ზედა მისცა რუსუდან ასული თჳსი და მზითვად აწყუერი ქრისტესა ჩ̃სკჱ, ქართულსა უ̃მჱ.
შემდგომად მცირედისა ჟამისა წარუვლინა ძე ლაშასი დავით სულტანსა სიძესა თჳსსა, რათა მოკლას იგი, არამედ იგი კეთილსა უყოფდა. ხოლო სულტანმან ჯალალდინ ამცნო ავაგ ათაბაგის ვაზირ-ყოფა მეფისა. ამას მიუწოდა და აღიჭურნენ ორნივ: იქით მოადგა ჴევის-პირს სულტანი ერთითა მონითა და აქათ ავაგ ეგრეთვე. მაშინ ეტყოდა სულტანი ავაგს: "მე არა მტრად თქუენდა მოვსრულვარ, გარნა ფიცხლად შემომებენით; აწ ვინაჲთგან გამოჩნდნენ თათარნი და ვერვინ წინააღუდეგით, მოველ მე, რათა შემრთოთ მეფე თქუენი, ვინაჲთგან არს ქალი და შევკრბეთ ორნივე და ვსძლოთ თათართა, რამეთუ არა ძალ-გიცთ მარტოდ ბრძოლა და არცა მე; ხოლო უკეთუ არა ჰყოთ, პირველად მოგაოჴრო თქუენ და მერმე ვბრძო თათართა. "ესე ყოველი ამცნო ავაგ რუსუდანს; არამედ რუსუდან არცაღა თუ სმენად ინება. ხოლო სულტანმან რა სცნა ავაგისაგან, შემოვიდა სომხითს, მოსრნა, რომელ არა დაუტევა მამაკაცი, და მუნით მოადგა ტფილისს. რამეთუ რუსუდან პირველვე წარსრულ იყო ქუთათისს და ტფილისს მცველნი დაედგინნა; არამედ მცველთა ტფილისისათა ძლიერი ბრძოლა უჩვენეს სულტანსა, რამეთუ აღებადცა უსასო იქმნა. გარნა განსცეს სპარსთავე ტფილისს მყოფთა, რამეთუ მემნას განსლვასა საბრძოლად კარსა ქალაქისასა უხეთქეს ძლიერად აფთითა თავსა და მოკუდა და განუხუნეს კარნი. მაშინ მოიწია რისხვა ღვთისა: შემოვიდნენ და მოსრვიდნენ ქრისტესა ჩ̃სკჱ, ქართულსა უ̃მჱ. კუალად მოარღვივა სულტანმან სიონს გუმბათი, და დაიდგა საჯდომი და დაჯდა მას ზედა, და მუნიდამ სრვიდა, რომელ მდინარე სისხლისა დიოდა, რამეთუ პირველვე ნებითა რუსუდამისათა დაუტევა ბოცომ ციხე კალისა და ისნისა და წარმოვიდა. კუალად სულტანმან მოიღო ხატი სიონისა ყოვლად-წმიდისა და დაასუენა ჴიდსა ზედა, და რომელი არა ნერწყვიდა, მოჰკლვიდნენ. მაშინ მრავალთა მოწამეობისა გჳრგჳნი აღსარებით მოიგეს, არამედ მოსრვილნი ტფილისისანი რ̃ ჩ̃ (.) აღიწივნენ. შემდგომად იწყო რბევად და ტყუენვად ქართლისა, კახეთისა, ჰერეთისა, ჯავახეთისა, ტაოსი, არტანისა, სამცხისა, ანისა, კარნიფორისა და განმრავლდა და განგრძელდა ესევითარი ტყუენვა ხუთ წელს. არამედ რუსუდან ჭირსა და იწროებასა ამას შინა მყოფმან არა მოიჴსენა ღმერთი და არა შეიშინა, და ვითარ სცნა, რამეთუ არა მოკლა სულტანმან დავით ძე ლაშასი, ჵი სოფლის-მოყუარება ბოროტი! მიუწერა სულტანსა: "სული ჩემი თანაეყოფის დავითს და მის გამო უყოფს კეთილსა". მსმენელმან ამისმან განრისხებულმან სულტანმან შეიპყრა თამარ, გუემა მწარედ და შეუმუსრნა ხატნი და ჯუარნი წინაშე თუალთა მისთა და დაატევებინა ქრისტე, ხოლო დავით შთააგდო ზღუასა და ღმერთმან განარინა იგი, რომელი პოვა ვაჭარმან ვინმე ზღჳს-კიდესა და მიიყვანა სახიდ თჳსად. კუალად მცნობმან სულტანმან წაგყარა ვაჭარსა და შთააგდო მღჳმესა გუელგესლიანთა თანა, რომელსა უცა გუელმან ერთმან, ხოლო სხუათა მათ გუელთა შესჭამეს გუელი იგი და დავითს მოსწოვეს გესლი იგი კბენილისა და განჰკურნეს მქონებელსა ხატისა ყოვლადწმიდისა ღვთისა დედისა სასოდ თჳსად, რომელი მის მიერ დაცული იმყოფოდა შჳდისა წლისა განსაცდელსა მავედრებელი ღვთისა და მონა ერთი მიართმიდა მოთხოვილსა პურსა და წყალსა დღიურად.
ხოლო მათ მოჴსენებულთა თათართა გამოვლეს ჯეონი და ადვილად ჴელთ იგდეს სასულტნო. ესენი მოსრვიდნენ ურჩთა და მინდობილთა კეთილსა უყოფდნენ. ამისი მცნობელი ჯალალდინ აიყარა ტფილისიდამ ქრისტესა ჩ̃სლგ, ქართულსა უ̃ნგ, და მივიდა ადრაბაგანს; მუნიდამ წარუვლინა დესპანი ბაღდადის ხალიფასა და სულტანს ხალადინს, რათა სცენ შეწევნა თათართა ზედა; არამედ მათ არა ინებეს.
მეორედ შემოსლვა ჯალალდინისა.
[edit]ამისი მსმენელი უიმედო-ქმნილი ჯალალდინ მწყობისა მათისა და მოახლებული თათართა წარმოემართა კუალად ტფილისსავე. მაშინ რუსუდან შეჰკრიბნა იმერნი-ამერნი, ზემო-ქუემონი და გამოიყვანა ოვსნი და მთიულნი, ესე ყოველნი შეიყარნენ ნაჭარმაგევს; ხოლო სულტანი დაბანაკებული იყო ბოლნისს; მივიდნენ გიორგიელნი და ეწყუნენ მუნ. პირველსა ბრძოლასა სძლეს და მიდრიკნეს სივლტოლვად სულტანისანნი, გარნა კუალად მოჰხედნა ღმერთმან რისხვით ცოდვათა ჩუენთათჳს, შემოიქცნენ და მოისრვოდენ ივერიელნი და შემოვიდა კიდევ სულტანი ტფილისსა ქრისტესა ჩ̃სლდ, ქართულს უ̃ნდ. ეგრეთვე მყოფი აოჴრებდა ქრისტიანეთა.
არამედ მოიწივნენ თათარნიცა და მთავარნი მათნი ოთხნი ნოინნი: ჭარმაღან, ჭაღატარ, იოსერ და ბიჩვის. ამათ გამოვლეს ყოველი სპარსეთი და გამოვიდნენ რახსს და მოადგნენ განძას მ̃ ჩ̃ (.) მჴედრითა და დედაწულითა თჳსითა. მესამესა დღესა ჴელთიგდეს განძა და მოსრნეს ყოველნი, რამეთუ საძაგელ უჩნდათ სჯული მაჰმადისა, ქრისტესა ჩ̃სლდ, ქართულსა უ̃ნდ. ესე რა ესმა ჯალალდინს, მსწრაფლ აიყარა ტფილისიდამ და წარვიდა საბერძნეთს. მცნობელთა თათართა დევნა-უყვეს და მიეწივნენ ბასიანს და განეფანტნენ სპანი თჳსნი ჯალალდინს და დაშთა მარტოდ. იხილა იგი მძინარე მეცხვარემან ვინმე, მოკლა და აღიღო სამკაული მისი ცხენისა და კაცისა, რომელი იყო ძვირფასი. ესე სცნა სულტანმან ყიასდინ, შეიპყრა მეცხვარე იგი და მოაღებინა სამკაული იგი. მხილველი ყიასდინ განჰკჳრდა თუალ-გოვარის კეთილობისათჳს და კაცი იგი დასწუა კადრებისათჳს ჯალალდინისა.
ამისნი მცნობელნი თათარნიცა უკ-მოიქცნენ, მოაოჴრნეს ხალათი, ვალაშკერტი და მივიდნენ თავრიჟს და დაიპყრეს იგიცა. მერმე წელსა მეორესა მოვიდნენ ბარდას და იწყეს ოჴრებად სომხითისა, ქართლისა, დარუბანდისა რანისა, ჰერ-კახეთისა და დვინისა. ესრეთ თათართა მოახლებისა მცნობელმან რუსუდან დაუტევა ტფილისი და წარვიდა ქუთათისს: არამედ ამცნო მჴარგრძელს გოჭას, თუცაღა მოვიდეს თათარნი, მოწუას ტფილისი, რათა არა იპყრან მათ სადგურად, და რა მივიდნენ თათარნი, მოსწუა ტფილისი გოჭამან და მოოჴრდა ჟამადმდე.
მაშინ შემოვიდნენ თათარნი, თჳნიერ იმერეთისა, ყოველსა გიორგიასა შინა და სომხითსა, და მოეფინნენ, ვითარცა მკალნი მსრველნი უწყალოდ; ხოლო დიდებულნი შევიდნენ სიმაგრეთა, მთათა და ციხეთა; ხოლო ჰერ-კახნი და ქართველნი კავკას-მთიულთა ნე რაჲ, არცა ერთი შეწევნა რისამე, მიენდვნენ წარჩინებულნი ყოველნი ნებითავე რუსუდანისათა ამერნი და ზემო-ქუემონი, ვინაჲთგან არა-რას ავნებდნენ მინდობილთა, რამეთუ განბრძმედილს ოქროს წყალსა შინა გაავლებდიან და შესვიან, რომელი ფიცად ესე აქუნდათ; ამით არავითარ უტყუიან და ტყუილი არა აღმოჴდის პირთა მათთა.
ხოლო ოთხთა მათ ნოინთა განიყვეს ესე ყოველი ქუეყანა და ადიდებდნენ ხარკსა. სცნა რა რუსუდან სიმტკიცე პირის თათართა, წარმოუვლინა დესპანი მინდობისათჳს ძისა თჳსისა დავითისა, რათა მისცენ მეფობა. ამის მსმენელთა ნოინთა განიხარეს და აღუთქუეს ყოველი; გარნა იყვნენ ზამთარ ბარს და ზაფხულ მთასა და არავინ იყო წინააღმდგომი მათი.
ჟამსა ამას ინებეს აღმჴედრება სულტანსა ზედა ყიასდინსა და წარიტანეს ქართველნი სრულიად. სცნა რა სულტანმან მისლვა ამათი, შეიკრიბნა უ̃ ჩ̃ (.) კაცნი და წარმოემართა. ამისი მსმენელი ბიჩვის ნოინი მოვიდა ქართველთა თანა და ეტყოდა: ვარ მახარობელი და რაჲ არს ნიჭი ჩემი, რამეთუ მოვალს სულტანი უ̃ ჩ̃ (.) მჴედრითა? ხოლო სარგის ეტყოდა: "უწყით სიმჴნე თქუენი, გარნა სიმრავლისათჳს არა გიჴმთ სიხარული". მაშინ ბიჩვის ეტყოდა; "არა თურე იცით ჩუენ მოლიდთათჳს, რამეთუ ვინაჲთ მოგვცა ძლევა ღმერთმან, რაოდენ სხუანი უმრავლეს არიან, ესე უმჯობეს ჩუენდა არს, რამეთუ უმეტეს აღვივსებით ნიჭ-ქონებითა". და ესრეთ განლაღებულ იყენენ ყოვლთა ზედა.
ხოლო დღესა მეორესა ეწყუნენ სულტანსა და პირველსავე მისლვასა იწყეს ალა, ალა, ალა! სამგზის და მოუჴდნენ მარცხნივ, განხეთქეს რაზმი მათი, აოტნეს, მოსწყჳდნეს და მოსრნეს ბრძოლასა მას შინა. ვინაჲთგან ქართველნი მჴნედ ბრძოდნენ, მოეწონათ სიმჴნე მათი და შეიყუარეს ფრიად. მერმე მოადგნენ ქალაქსა სულტანისასა გარემოს და ბრძოდნენ ძლიერად. შემდგომად შემჭირვებულმან ყიასდინ ზავ-უყო და აღუთქუა მორჩილება და ხარკი. მუნით წამოსრულთა მოეგება ხალათის სულტანი აღმთქმელი ხარკისა და უძღუნა ურიცხუნი და მას დაუდგინეს შანა. წარმოვიდნენ და მოვიდნენ გელაქუნს სავსენი ალაფითა. მაშინ წარმოავლინნეს რუსუდანისა თანა, რათა ქმნას ზავი მათ შორის; არამედ რა დაიპყრნეს ესე ყოველნი, აცნობეს ყეენსა, რამეთუ მომკუდარ იყო ჩინგიზი და ძე მისი ოქროფა და ძე ოქროფასი ქუქ; ხოლო აწ იჯდა მანგუ. ამას მიუმცნეს ქართველთა კეთილობა და სიმჴნე ბრძოლათა შინა და სპარსთა გარდამატებული სიბოროტე. ამისთჳს უბრძანა ქართველთა პატივისცემა და ბრძოლასა მათ თანა დაპყრობად, ხოლო სპარსთა სრულიად მოწყუედა და წარჩინებულთა მის წინაშე წარგზავნა.
ამას ჟამსვე წარგზავნეს ძე იოვანე ათაბაგისა ავაგ ათაბაგი წინაშე ყეენისა, არამედ მგზავრ დავით ეჯიბი მისი ეტყოდა ავაგს: "მე ვიყო პატრონად და შენ მონად, რამეთუ არს თემი უცხო და თუმცა ინებონ სიკუდილი პატრონისა, მე მომკლვენ და შენ ცოცხალ იმყოფი". და ავაგცა ჰყო ეგრეთ. შემდგომად მივიდნენ მანგუ-ყეენისა წინაშე. მან შეიწყალა და პატივ-სცა დღესა ერთსა მიუწოდეს წინაშე მანგუსა, მაშინ ავაგ წინარე მივიდა და დავით უკანა მისა; შერისხა მანგუ-ყეენმან: "არა ჯერ არს, რომელ პატრონი შენი დგას უკანის შენსან. წარმოდგა დავით და აუწყა ყოველი ყოფილი ყეენსა; ხოლო ყეენი განცჳფრდა და ეტყოდა: "ვინაჲთგან ხართ ნათესავნი ქართველნი ეგოდენ კეთილნი, ვბრძანებ, რათა უმეტეს ყოველთა ნათესავთა იყოთ თქუენ წინაშე ჩუენსა". ხოლო აქა რუსუდან ზავისა მნებელი მოვიდა ტფილისს, წარავლინა ძე თჳსი დავით ნოინთა თანა და წარყვნენ ყოველნი წარჩინებულნი ამერნი, იმერნი, ზემო-ქუემონი. მისრული დავით ნოინთა კეთილად შეიწყნარეს და პატივ-სცეს და უწოდეს ნარინ (ესე არს მოსრული); არამედ ვერ დაუმტკიცეს მეფობა და წარავლინეს ბითუ-ყეენისა წინაშე ქრისტესა ჩ̃სლზ, ქართულსა უ̃ნზ.
წარვიდა დავით ყარაყუმს
[edit]გარნა ვითარცა ჰყო დავითსა ზედა რუსუდან, ეგრეთცა მიეგო, რამეთუ ძეცა მისი წარგზავნეს უცხოთა ქუეყანათა, ვითარცა ექსორია-ქმნილი. ხოლო დავით წარვიდა მცირედითა კაცითა კუალსა ავაგისასა და სულტანი ხალათისა, რომელი წარეგზავნათ ნოინთა. და სხუანი მივიდნენ წინაშე ბითუ-ყეენისა. მან პატივით შეიწყნარა და დაიპყრნა ორ წელ წინაშე თჳსსა; მერმე წარგზავნა ყარაყურუმს წინაშე მანგუ-ყეენისა და იგიცა კეთილსა უყოფდა.
ხოლო ოთხთა ამათ ნოინთა ინებეს აღმჴედრება ალმულთელთა ზედა და აუწყეს რუსუდანს, რათა წარუვლინოს ქართველთა ლაშკარნი. არამედ მაშინ რუსუდან განილეოდა ძისა თჳსისა მწუხარებითა, დასნეულდა და მოკუდა ტფილისს ქრისტესა ჩ̃სლზ, ქართულსა უ̃ნზ, ხოლო ვინაჲთგან არღარა ვინ იყო მეფეთა ნათესავი, ერთი დავით იყო დაკარგული და ერთი დავით, რომელი წარგზავნეს თათართა, ყარაყურუმს იყო, ამისთჳს განიყვეს ნოინთა ოთხად და უწოდეს ბევრის-მთავრად ყოველი ესე ივერია; ეგარსლანს ბაკურციხელსა მიათუალეს ლაშკარნი ჰერ-კახთა ტფილისიდამ შამახიის მთამდე; შანშეს მამული თჳსი და ავაგისა; ვარამ გაგელს ყოველი სომხითი; გრიგოლ სურამელს ქართლი; თორელს გამრეკელს ჯავახეთი; სამცხე კარნუქალაქადმდე ცოტნე დადიანს; ხოლო რაჭის ერისთავსა ყოველი ლიხთ-იმერეთი და წარიტანეს ალმუთს, არამედ იყვნენ ნახევარნი ერთს წელსა და ნახევარნი მეორეს წელსა. ამათ ოთხთა ნოინთა ყოფასა შინა ალმუთს მოიყიდეს კაცი გოლიათი, რათა მოკლას ერთი ნოინთაგანი. ესე შევიდა იდუმალ ჩაღატარ ნოინის კარავსა შინა და განაწონა გულსა ლახუარი და მოკლა; ხოლო მხილველთა დილას მსახურთა მისთა მტყებელმტირალთა თქუეს ქართველთაგან სიკუდილი მისი, რამეთუ არიან ჭირსა დიდსა ლაშკრობითა ამით და ლამოდნენ მოსრვასა ქართველთასა, არამედ სხუანი ნოინნი აყენებდნენ და იგინი არა უსმენდნენ და წარმოემართნენ ქართველთა ზედა; ხოლო ქართველნი განკჳრდნენ და იტყოდიან ვიეთნიმე ომსა და ვიეთნიმე აყენებდნენ.
მაშინ გრიგოლ სურამელი იტყოდა: "არა არს, ძმანო, ჟამი ბრძოლისა, რამეთუ ვართ მცირენი; არამედ ვგონებ, ჩუენ მთავარნი მოგვწყჳდონ და არა ყოველნი ერნი; გარნა ვედრება ღვთისა და ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისა ჯერ არს", და უბრძანა ყოველთა სამისა მუჴლისა მოდრეკა სავედრებელითურთ. ხოლო ამის აღმასრულებელთა აღიხილნეს და ნახეს, რომელ ლელწმით გამოვიდოდა კაცი ჴელთ-ლახუროსანი მზახებელი ესრეთ: "მან ქუშტემ ჩაღატარ", რომელი არს: "მე მოვკალ ჩაღატარ". ხოლო თათართა განცჳფრებულთა შეიპყრეს და ჰკითხვიდნენ მიზეზსა; ხოლო იგი იტყოდა: "დამალულ ვიყავ ლელწმოვანთა; მოვიდა დედაკაცი ბრწყინვალე და მეტყოდა: "შენით მოსწყდებიან სულნი ეგზომნი; აწვე შემომიდეგ და იტყოდი: "მე მოვკალ ჩაღატარ". განცჳფრდნენ თათარნი და მოკლეს იგი.
ხოლო ქართველთა პატივ-სცეს და ესრეთ იჴსნა ღმერთმან და ღვთისმშობელმან ერი თჳსი. გარნა განგრძელდა ლაშკრობა ალმუთელთა შჳდ წელ; არამედ განდიდნაცა ეგარსლან, რომელ კნინღა არა მეფედ სახელ-იდვა, რამეთუ იყო მჴნე, ახოვანი და ჰმორჩილებდნენ მას ყოველნი მთავარნი.
ხოლო ვითარ სცნეს თურქთა უმეფობა და ალმუთს ლაშკრობა ქართველთა, შეკრბნენ ჲ̃ ჩ̃ (.) კაცნი ყარახანისანი და წარმოვიდნენ მოოჴრებად გიორგიისად და მოვიდნენ ვალაშკერტ-რახსს იქით სურმადმდე, რომელი მაშინ ეპყრა შანშე მანდატურთუხუცესსა. შეკრბა თჳთ და ავაგ ათაბაგისათ ლ̃ ჩ̃ მჴედრითა. განვლეს რახსი და მივიდნენ ვალაშკერტს, ეწყუნენ მუნ და იქმნა ბრძოლა ძლიერი; ხოლო ძალითა ჯუარისათა აოტნეს და მოსწყჳდნეს ხალათადმდე; ადიდნეს ალთუნი ურიცხუნი და შემოიქცნენ გამარჯუე/ბულნი.
კუალად აღიძრნენ საბერძნეთით და სხუათა ქალაქთაგან თურქნი რბევად საქართველოსა. მცნობთა შავშთა, კლარჯთა, ტაოელთა, კოლაარტანელთა, კარნიფორელთა, აუწყეს ყუარყუარე ციხისჯუარელსა, რათა შეეწიოს. ხოლო მან მოუწოდა მესხთა და შეკრიბა მჴედარი ჵ (.) და წარემართა; და თურქნი მოსდგომოდნენ ბანას, ოლთისსა და აოჴრებდნენ ტაოს. ხოლო ამათის მისლმის მცნობელნი თურქნი აღიჭურნენ და ეწყუნენ ავნისის ვაკესა ზედა. მოსცა ღმერთმან ძლევა ივერიელთა და წარიქცივნეს, მოსწყჳდნეს და აღიღნეს ალაფნი ურიცხუნი. ხოლო ყუარყუარემ წარავლინა პაპა და ძმა მისი სარგის: ამათ აღიღეს ოლთისი, ბულათ-ყური და მოვიდნენ გამარჯუებულნი.
ამათ ჭირთა შინა მყოფნი შეკრბნენ წარჩინებულნი ამის სამეფოსანი კოხტის-თავს და იურვოდნენ უმეფობასა და ჭირთა ესრეთთათჳს; გარნა დაასკუნეს განდგომა თათართა და წარვიდნენ ამა პირსა ზედა იმერნი კაზმად, ხოლო ამერნი უცდიდნენ მუნვე. ესე სცნეს თათართა ბიჩუს და ანგუგ, მოუჰდნენ კოხტისთავს მდგომთა, შეიპყრნეს ყოველნი წარჩინებულნი და წარიყვანეს ანისს შირაკუანს და მიიყვანეს ქარმაღანის წინაშე; ხოლო მან მჴარდაკრულთა განშიშულებულთა წარსცხო თაფლი და განსხნა მზის სიცხესა შინა.
ხოლო ცოტნე დადიანი რა მოვიდა კოხტას პაემანსა ზედა, არღარავინ იხილა და სცნა ყოველი ყოფილი. მაშინ წარვიდა თჳთცა ანისს, მისრულმან იხილნა ქართველნი ეგრეთ მყოფნი, მანცა განიძარცვა შესამოსელი თჳსი, შეისუა თაფლი შიშუელმან და დაჯდა მათთანაა, ხოლო დარაჯათა თათართა აცნობეს ესე ნოინთა; ამისნი მსმენნი იგინი განკჳრდნენ და მოუწოდეს ცოტნეს და ჰკითხვიდნენ ყოფილსა. გარნა იგი ეტყოდა: "არა თქუენისა განდგომისათვს ვჰყავით, არამედ რათა განვაგოთ საქმე თქუენი და ხარკნი" და ვინაჲთგან სხუათაცა იგივე ვთქუათ, განუტევეს პატივით და აქეს სიკეთე მათი და უმეტეს სანდოდ აღუჩნდათ.
ლაშას ძის დავითის ძიება
[edit]არამედ მაშინ სირცხჳლ უჩნდათ დიდებულთა ეგარსლანის მთავრობა და შეკრბნენ, თჳნიერ იმერთა, ამის სამეფოსა წარჩინებულნი ყოველნი და ძიება ჰყვეს ლაშას ძის დავითისა: რამეთუ სცნეს ვაჭართაგან, რომელ ცოცხალი გუელთა თანა არს მღჳმესა შინა. ესე ყოველნი ამისთჳს მივიდნენ ნოინთა თანა და აუწყეს ურთიერთთა უმორჩილობა უმეფობით და ნარინ-დავითისა არღარა მოქცევა და ლაშას ძის დავითის სიცოცხლე და გამოითხოვეს იგი მეფედ. ამისნი მსმენელნი თათარნი განკჳრდნენ ყოფილსა რუსუდანისასა და წარგზავნეს ანგურგ და წარატანეს ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი მოსწრაფედ და მიუწერეს სულტანსა და აუწყეს დავითის მოცემა და მსწრაფლ წარმოვლინება. ხოლო მისრულთა უთხრეს რა სულტანსა, არღარა მგონებელ იყო სიცოცხლისა და უარ-ჰყოფდა; არამედ ესენი ეტყოდნენ სიცოცხლესა, რამეთუ მას ჟამსა მოსრულ იყო მონა დავითისა სოსანა, რომელი მიართმიდა პურსა და წყალსა და ეთქუა სიცოცხლე. ნება-სცა სულტანმან და აღმოიყვანეს დავით გუელთა თანა მყოფი კნინღა სულიერი ხუთსა წელსა; განუსუენეს, განბანეს და შემოსეს სამოსელი სამეფო ქრისტესა ჩ̃სმ, ქართულსა უ̃ჲ. მაშინ უძღუნა სულტანმან ურიცხჳ და ევედრა არღარა მოჴსენებად მის ზედა ძჳრი. მუნით მოსრულსა მიეგებნენ სრულიად დიდებულნი საქართველოსანი საზღვართა ქართლისათა. მივიდა ნოინთა თანა დავით და მათ კეთილად შეიწყნარეს და პატივ-სცეს არამედ მეფობა ვერცა ამას დაუმტკიცეს და წარგზავნეს ესეცა წინაშე ბითუსა, და წარჰყვნენ წარჩინებულნი თჳსნი. მისრულსა ბითუს წინაშე მანცა პატივ-სცა ფრიად, გარნა მეფობა ვერცა ამან დაუმტკიცა და წარავლინა მანგუ-ყეენისა წინაშე. მანცა პატივით შეიწყნარა და მუნ დახუდა დავით ძე რუსუდანისა და იყოფებოდნენ მუნ ჟამადმდე.
ხოლო კუალად ნოინთა ამათ მოუწოდეს სულტანსა ყიასდინს; ვერ ურჩ-ექმნა და წარგზავნეს ესეცა ყარაყურუმს, რამეთუ ყოველთა მუნ წარავლენდიან და ბითუ-ყეენი წარავლენდა მანგუ-ყეენისა წინაშე. არამედ მეფენი დაშთნენ ჯერეთ. მაშინ მანგუ-ყეენმან წარავლინნა ძენი თჳსნი ერთი ინდოეთს სახელით ყუბულ და მეორე ბაღდადს სახელით ულუ. ამან ულუმ გამოვლო ჯეონი, ხუარასანი და მოვიდა ალმუთს. მაშინ მოკუდა მანგუ-ყეენი და დასუეს ძე მისი ყუბულ ყეენად; ხოლო ულუ მოვიდა ადრაბაგანს სპითა ჲ̃ ჩ̃ (.). მიეგებნენ ოთხნივე ესე ნოინნი და წარჩინებულნისაქართველოსანი; ხოლო ივერიელთა პატივ-სცა ყეენმან უგვანითა პატივითა, ვიეთთა მემაშიობა, ზოგთა მშჳლდის-მტჳრთველობა და ესრეთითა ყოველთა. მერმე მოვიდა აღტაშს და დაჯდა ტახტსა ზედა, და დალოცეს ყოველთა მორჩილთა მისთა: რამეთუ პირველ ოთხნი იგი ნოინნი განაგებდნენ საბერძნეთიდამ ინდოეთადმდე; არამედ აწ ულუ-ყეენობით თჳთ განაგებდა.
ჟამსა ამას არავის მიერ იცვებოდა ეკლესიანი. იზრახა კათალიკოზმან ნიკოლაოზ და წარვიდა წინაშე ყეენისა დაცვისათჳს ეკლესიისა. მისრული ულუ-ყეენმან კეთილად შეიწყნარა, მოსცა იერლაყი და ჯუარი და არგანი ოქროსანი; არამედ განკჳრდა ქცევასა მისსა ზედა და წარმოავლინა შეწყალებული.
ხოლო მეფენი იყვნენ ყუბულ-ყეენისა წინაშე და აქუნდათ ცილობა მეფობისათჳს და დავითისნი იტყოდნენ: "არა ჯერ არს, რათა ეპყრას ძესა დედაკაცისასა მეფობა და არა თჳთმპყრობელისა მეფისა ძესა". ხოლო ნარინ დავითისნი იტყოდნენ: "თუცა იყო დედაკაცი, გარნა იყო რუსუდანცა მეფე და ძე მეფისავე არს ნარინდავით; ამით ჯერ არს მეფობა მისი".
და რა განგრძელდა მათ შორის სიტყუა, წარმოავლინეს ავაგ ათაბაგი და მოსცეს ცოლად ნათესავი მეფეთა სახელით ესლომ დიდითა დიდებითა და მოვიდა წინაშე ულუ-ყეენისა. ამანცა პატივით წარმოავლინა მამულსა თჳსსა, მიეგებნენ ქართველნი; არამედ ეგარსლან არა გარდაჴდა ცხენიდამ, ვინაჲთგან ფრიად განდიდებულ იყო. განრისხნა ავაგ და უხეთქა თავსა მათრაჴითა ეგარსლანს, გარდამოაგდო ცხენიდამ და განსძარცვეს მსახურთა ავაგისთა და განკიცხეს უპატიოდ და იქმნა საცინელ მიერითგან.
ხოლო ყეენმან სულტანი ხალათისა და ყიასდინცა წარმოავლინა და მეფენი დაშთნენ მუნვე. არამედ შემდგომად ინება ყუბულყეენმან და წარმოგზავნნა ორნივე მეფენი ძმისა თჳსისა თანა ულუყეენისა და მოუმცნო რომლისათჳსცა ენებოს მისცეს მეფობა, ანუ ორთავე მისცეს, და მოიწივნენ წინაშე ულუ-ყეენისა. მან ფრიად პატივ-სცა და მისცა ორთავე მეფობა და წარმოგზავნნა ქართლს. მაშინ მიეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი ივერიისანი, შემოვიდნენ ტფილისს მეტეხს ეკლესიასა შინა და დასხდნენ საყდართა ზედა ორნივე ქრისტესა ჩ̃სმდ, ქართულსა უ̃ჲდ და იკურთხნენ მუნვე ტფილისს მეფედ.
ჲ̃ე მეფენი დავით და დავით ხოლო ლაშას ძემ მეფა წელი კ̃ე, ნარინ დავით მეფა მ̃თ წელი
[edit]ხოლო მეფობდნენ ესე ორნი დავითნი სრულსა სიყუარულსა ზედა, და ნიჭსა თუ სიგელსა ორისავე ჴელმოწერითა მისცემდნენ, არამედ აქუნდა უპირველესი პატივი დავითს ლაშას ძეობისათჳს და ჟამითაცა უხუცესი იყო. ხოლო იყო ლაშას ძე ტანითა დიდ და ახოვან, მჴნე მოისარი მაგრითა მშჳლდითა, უმანკო, წრფელი, მალე მრწმუნებელი და შემდობელი. ხოლო ძე რუსუდანისა იყო ტანითა ზომიერ, თხელ ფერითა, ენა-ტკბილ უხჳ, მდაბალი, ცხენსა ზედა მჴნე, ფერჳ-მალე და განმგონე.
არამედ რა განგრძელდა ლაშქრობა ალმუთელთა, წარავლინა ულუ-ყეენმან ლაშქარნი და ლაშას ძე დავით მათ თანა; ხოლო მცნობელნი ამისნი ალმუთელნი დედაწულითა და ხუასტაგითა წარვიდნენ ეგჳპტეს და ულუ-ყეენმან ჴელთ-იგდო ყოველი ხუარასანი, აღმჴედრდა თჳთ და სადაცა მივიდის, ესრეთ მოსრვიდიან ურჩთა, რამეთუ ი̃ბ დღესა ერთსა ადგილსა ვერ დადგის მძორთა სიმყრალითა, არამედ უმეტეს სპარსთა სრვიდიან, რამეთუ საძაგლად უჩნდისთ სჯული მაჰმადისა. გარნა მარადის იყვნიან დავით და ნარინ დავით მეფენი წინაშე ულუ-ყეენისა; ხოლო ულუ-ყეენი ლაშას ძის მოყვარული იყო და რუსუდანის ძისა მოძულე. ხოლო იყვნენ რა აღტაშს, შეიპყრა ულუ-ყეენმან ნარინ-დავით და წარგზავნა ბარდავს. არამედ მიიწია რა ნახჭევანს, წარივლტოდა დავით აფხაზეთს. მაშინ ლაშას ძე დავით იყო ტფილისს. მიიწია ნარინ-დავით ქუეყანასა ავაგისასა და წარიყვანა სუმბატ ორბელიანმან სახიდ თჳსად. ევედრა მას დავით, რათა არა განსცეს და მისცა თუალიცა იგი სახელოვანი; მერმე წარავლინა აფხაზეთს და მივიდა ლიპარიტ თორელისა თანა, ლიპარიტმან უძღუნა ცხენი და შესამოსელი და წარიყვანა ქუთათისს და ამის მისვლისათჳს განიხარეს იმერთა ფრიად; შემოკრბნენ ყოველნი და აკურთხეს მეფედ. და მიერითგან განიყო გიორგია ორ სამეფოდ, ვინაჲთგან ამერნი დაშთნეს ლაშას ძეს და იმერნი ნარინ დავითს და იწოდა მეფედ იმერთა და არღარა აფხაზთა ქრისტესა ჩ̃სმვ, ქართულსა უ̃ჲვ.
ამათ ჟამთა ყეენმან ბითუ, რომელსა ეპყრა ხატაეთი დარუბანდამდე და რუსეთი ვიდრე სერბადმდე, მიუწოდა ლაშას ძეს დავითს წინაშე თჳსსა. ხოლო დავით წარვიდა და დაუტევა ჯიგრა-ხათუნ დედოფალი და განმგედ ჯიქური. ესე ჯიქური იყო კაცი კეთილი, რამეთუ ჟამსა ამისსა არა იპოებოდა მპარავი და ავაზაკი. კუალად შევედრნა ადგილნი ქუეყანათა თჳს-თჳსად მთავართა, რათა მსახურებდნენ დედოფალსა და მორჩილებდნენ ჯიქურსა.
ხოლო იყო რა მეფე ბითუს წინაშე, ჰგონა პანკისის ერისთავმან თორღულმან არღარა მოსლვა მეფისა, განდგა და არღარა მორჩილებდა ჯიქურსა. ხოლო ოდეს შეიწყალა ყეენმან დავით მეფე, მოსცა სურგუჯი, რომელ არს მაჩრდილებელი, რომელსა თჳნიერ ყეენთაგანი ვერვინ იქონებდა, და მოუმცნო ულუ-ყეენს, რათა პატიე-სცეს დავითს უმეტეს ყოველთა ნოინთა. მოსრულსა მეფესა დავითს მიეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი (არამედ თორღული არა შიშისათჳს) და შემოვიდა დავით ტფილისს ქრისტესა ჩ̃სმზ, ქართულსა უ̃ჲზ.
ხოლო სცნა რა მეფემან, მრავალგზის მოუწოდა თორღულსა; არამედ მან არა ინება გამოსლვა, ამისთჳს ჯიქურმან წარავლინა ხორნაბუჯელი; ამან წინაშე ალავერდის წმიდის გიორგისა აღუთქუა ფიცით და მოიყვანა ტაბაჴმელას წინაშე მეფისა; არამედ ჯიქურმან განზრახჳთა დედოფლისათა, თჳნიერ მეფისა, შეურაცხ ჰყო ფიცი, წარგზავნეს თორღული და გარდააგდეს კლდეკარსა ზედა. იხილე რამეთუ ხორნაბუჯელი ერთს წელს მოსწყდა ორითა ძითა შურის-გებითა წმიდისა გიორგისათა; ხოლო მეფემან განაგნა ყოველნი დაშლილნი და წარვიდა წინაშე ულუ-ყეენისა ძღუნითა დიდითა. მან პატივით შეიწყნარა და დაადგინა ზემოთ ყოველთა ნოინთა.
ჟამსა ამას ამჴედრდა ულუ-ყეენი ბაბილოვნის ხალიფასა ზედა; ხოლო ხალიფა ვერ წინააღმდგომი შევიდა ქალაქსა და მოადგა ქალაქს ერთკერძ ულუ-ყეენი, ერთ-კერძ ენგინ ნოინი, ერთკერძ დავით მეფე სპითა გიორგიისათა. მაშინ დავით უბრძანა სპათა თჳსთა შეთხრად ზღუდისა. ეგრეთ ჰყვეს ქართველთა და შევიდნენ მეათორმეტესა დღესა, მოსრნეს შინაგანნი და განახუნეს კარნი და მერმე შევიდნენ თათარნი; არამედ ხალიფა ივლტოდა ნავით და რა სცნა ვერ-წასლვა თჳსი, შემოიქცა კუალად პალატადვე თჳსად; ხოლო თათართა მოსრნეს დიდი იგი ქალაქი, რამეთუ ფოლორცნი და გზანი სავსენი იყვნენ მკუდრითა; გამოიყვანეს ხალიფაცა დედაწულითურთ და მოიყვანეს თაყვანისცემად ყეენისა; არამედ მან არა ინება და რაოდენ დახრიდიან, იგი გულაღმა დაეცის მეტყუელი: "უკეთუ განმიტევებს თაყვანის-ვსცემ, და უკეთუ არა, არა". განიყვანეს გარე და ეტყოდნენ: "შეგიწყალა ყეენმან". და იგი ჰკითხვიდა ვითარ და ეტყოდნენ: "შენ მოგკლავს თჳთ ყეენი და ძესა შენსა ძე მისი". მან მიუგო: "უკეთუ მომკლავს, გინა მან, გინა ძაღლმან მომკლას"; შემდგომად მოსწყჳდნეს იგინიცა და მოქალაქენიცა და აღივსნენ თათარნი და ქართველნი ალაფითა, რამეთუ თჳნიერ ოქროთა და ვეცხლთა და თუალთა პატიოსანთაგან კიდე არა რასა აღიღებდნენ. მერმე ნეშტი ბაბილოვნისა სრვისაგან დააყენეს და დააცადეს და დაადგინნეს თჳსნი, და წარმოვიდა ყეენი ულუ. ხოლო მეფე ნებითა ყეენისათა მოვიდა ტფილისს ქრისტესა ჩ̃სმჱ, ქართულსა უ̃ჲჱ.
ამასვე წელსა მოვიდა აღმწერელი ქუეყანისა არღუნ, რომელი წარმოევლინა ბითუს ყეენსა. ამან აღწერა ყოველი საბრძანებელი ყეენისა და მოიწია ულუ-ყეენის წინაშე. მან წარმოგზავნა ქართლს აღწერად ყოვლისავე. მოსრულმან არღუნ აღწერა მიწით, ვენახით, ხუასტანგით, მტილით, წალკოტით და წისქვილით; ხოლო ათსა კუამლს გლეხზედ მეათე მოლაშქრედ წამსლველი და გამოჴდა დავითის სამეფოსაგან უ̃ ჩ̃ წარმსლველი ლაშკარსა შინა, არამედ იქმნა ჭირი დიდი საქართველოსა შინა, გარნა სამღუდელოთა არარაჲ დაადვა და არცა სხუათა ვის რჯულის თავთა და წარვიდა საბერძნეთს.
შემდგომად ამისა წარვიდა ყეენი მისრეთს და წარიტანა დავით მეფე სპითა თჳსითა. მისრულთა უწყეს შუამდინარეს ოჴრება და შამს; არამედ მოეგება სულტანი ეგჳპტისა მდინარესა ზედა ევფრატსა; ხოლო თათართა განვლეს ევფრატი და წინამბრძოლნი იყვნენ მეფე ქართველით. შეიბნენ და მოსრნეს ურიცხუნი და ივლტოდნენ მეგჳტელნი, გარნა ულუ-ყეენი დაადგრა მუნვე, სადაცა იყო ქალაქი მცირე, უკან კლდითა და წინ მდინარითა მომტკიცებული, და ვითარ უღონო იქმნა ბრძოლად ყეენი, ბრძანა დილისად აღმჴედრება ყოველთა სპათა და გარ-მოდგომად ქალაქისა და ყმუილი ძაღლთაებრ. ხოლო ყვეს რა ეგრეთ, განსქდა კლდე იგი და ნახევარი ქალაქი შერთო წყალსა მას და ნეშტსა შეუჴდნენ თათარნი, მოსრნეს ურჩნი და დაიპყრნეს. მერმე წარმოვიდა ყეენი შამს და შუამდინარეს; მოეგებნენ სრულიად ძღუნითა დიდითა. მაშინ დავით ევედრა ყეენსა, რათა განუტეოს სამეფოსა თჳსსა. ნება ჰსცა ყეენმან და მოვიდა სპითა თჳსითა დიდითა შოებულებითა ტფილისს ქრისტესა ჩ̃სმთ, ქართულსა უ̃ჲთ.
ხოლო მწუხარე იყვნენ ყოველნი წარჩინებულნი, რამეთუ ჯიგრა-ხათუნ არა უშვა შვილი მეფესა. ამისთჳს მეფემან მოიყვანა ოვსთა მეფის ქალი კეთილ-სახოვანი, აღმთქმელმან ოდეს ეშვას ძე, არღარა თანა-ეყოს და შემდგომად ქორწილისა ოვსთა მეფისქალმან ალთუნ შვა ძე გიორგი ქრისტესა ჩ̃სნ, ქართულსა უ̃ო.
ესე გიორგი შეიყვანა ჯიგრა-ხათუნ შვილად თჳსად და ზრდიდა იგი. კუალად ეშვა ალთუნ მეფესა ასული თამარ და მიერითგან განეშორა ალთუნს მეფე; შემდგომად მოკუდა დედოფალი ჯიგრა-ხათუნ. მერმე წარვიდა მეფე წინაშე ყეენისა და დაჰყო მუნ ხანი რაოდენიმე; მერმე უბრძანა ყეენმან მეფესა მზა-ყოფად სპათა მისრთა ზედა. წარმოვიდა მეფე და მოვიდა სახლსა ავაგ ათაბაგისსა, რამეთუ მომკუდარ იყო ავაგ და არა დაუშთა წული, არამედ ასული ხუაშაგ. ხოლო მტირალმან მეფემან ავაგისამან იხილა ცოლი ავაგისა გუანცა და ეტრფიალა მას. შემდგომად მოიყვანა და იქორწილა; ხოლო ქალი ავაგისა შევედრა მანკაბერს სადუნსა და სახლიცა ავაგისა. ხოლო მეფე მიუდგა გუანცას და უშვა ძე დიმიტრი ქრისტესა ჩ̃სნვ, ქართულსა უ̃ოვ. არამედ გუანცას დედოფლობა მძიმედ უჩნდა ჯიქურსა; ამისთჳს შესმენილ იქმნა წინაშე მეფისა განზრახჳთა სუმბატ ორბელიანისათა. გარნა ვინაჲთგან დავით წრფელი იყო, არღარა გამოიკითხა და გარდააგდო ჯიქური ისნიდამ მტკუარსა შინა. დილასა იხილეს მდებარე რიყესა ზედა და განჰკჳრდნენ ერნი და მოითხოვეს გლახაკთა დაფლვად, რამეთუ არავინ ჰყვა თჳნიერ მათთა და მათდა მას მრავალნი კეთილნი ექმნნეს. მიანიჭა მეფემან და დაფლეს გლახაკთა.
ხოლო ინება რა ულუ-ყეენმან ლაშქრობა მისრეთს, და მოუწერა დავით მეფესა. არამედ ვინაჲთგან იყო ჭირი დიდი ლაშკრობითა და ხარკითა, რომელი დაედვა არღუნს და კუალად დაედგინა ხოჯა აზიზ, რომელი სამზარეულოსაცა ზედა მეფისასა აღიღებდა ხარკსა. ამისთჳს შეიწრებული მეფე მოვიდა ჯავახეთს და განიზრახა უკუდგომა ყეინისა, ანუ-თუ წარვიდეს. ხოლო დიდებულთა ვიეთთამე განუზრახეს წარსლვა და ზოგთა განდგომა. არამედ მეფემან ნებასცა დიდებულთა, რომელთაცა ნებავთ, წარვიდნენ წინაშე ყეენისა და რომელთა სთნავთ, მისთანა დაადგრენ.
უკ-მოიქცა მეფე და მოვიდა სარგის ჯაყელისა ციხისჯუარელისა თანა; ხოლო სხუანი ქართველნი წარვიდნენ წინაშე ყეენისა და იმყოფებოდა მეფე სამცხეს და მასპინძლობდა ყოვლითურთ სარგის. შემდგომად მოვიდა გაზაფხულს ყეენი გამარჯუებული თჳსად მისრეთიდამ, სადა მჴმედ იყვნენ მუნ მყოფნი ქართველნი. მაშინ იკითხა ყეენმან საქმე დავით მეფისა და სცნა განდგომილება: წარმოავლინა არღუნ კ̃ ჩ̃ (.) მჴედრითა და ქართველნიცა მუნ მყოფნი მის თანა. ხოლო მეფემან შეკრიბნა მესხნი, შავშ-კლარჯნი ჯ̃ (.) მჴედარნი, წარმოავლინნა და დადგნენ ჴევსა შინა მტკურისასა. მაშინ არღუნ წარმოავლინა ვ̃ ჩ̃ (.) მჴედარნი, ეწყუნენ მესხნი, აქედამ ფ̃ () მჴედარნი შოლის პირსა ზედა; აოტეს მესხთა თათარნი, მოსრნეს და ნეშტნი შეიხუეწნენ შინდარას არღუნის სპათა შინა.
მცნობელმან სარგის წარისწრაფა და ესე იხილა რა არღუნ, განემზადა სივლტოლად; არამედ აყენებდნენ ქართველნი, მასთან მყოფნი, მეტყუელნი: "ჩუენ უწყით ბრძოლა მათი". მოიქცნენ და ყვეს ბრძოლა. გარნა კუალად ივლტოდნენ თათარნი, არამედ სიმცირით სულმოკლე იქმნენ მესხნი; ხოლო თათარნი ჩუეულებისაებრ მათთა უკ-მოიქცნენ და მოსრნეს მესხნი და სარგის მცირედითა სპითა მოვიდა წინაშე მეფისა და არღუნ წარვიდა გამარჯუებული მკსინვარებისაგან ზამთრისა, რამეთუ იყო დეკემბერი. მერმე წარვიდა მეფე შავშეთ-კლარჯეთად და იყოფებოდა მუნ. კუალად მოვიდა არღუნ ივნისსა შინა, მოაოჴრა სამხცე და მოადგა ციხისჯუარს და ავნებდნენ ციხით გამო დიდსა თათართა, გარნა ვერ შემუსრეს, არამედ ესწრათ ამბავიცა ყეენისა, უკუნ-იქცნენ და წარვიდნენ და დაიჴსნა ღმერთმან მესხნი ოჴრებისაგან.
ხოლო აწ განაზრახა მეფესა სარგის ჯაყელმან ესრეთ: "ვინაჲთგან ორთავე არს სამეფო იმერეთისა, რათა მივიდეს მუნ". ხოლო მისრული მუნ დავით მეფე ისტუმრა ნარინ-დავით კეთილად. არამედ თუცა დიდებით იყო მუნ დავით მეფე, გარნა ვითარცა უცხო ვიდოდა, ამისთჳს განიყვნენ დიდებულნი იმერნი და ინებეს ზოგთა დავით მეფედ და ზოგთა ნარინ დავით და იყო შლილობა ჟამ რაოდენმე, და არცა განიყოფებოდა საჭურჭლე სპათა ზედა. არამედ ბედიელი დაადგრა ერთგულობასა ზედა ნარინ-დავითისასა. რომელი იყო კაცი კეთილი, რამეთუ ამის ჟამს არა იპოებოდა მპარავ-ავაზაკი ოდიშს. ამისთჳს განიყვეს მეფეთა ქუეყანანი და ქალაქნი ქუთათისი და ტფილისი ორად, სამეფო ორად; საჭურჭლე ორად; არამედ ჴომლის ქუაბსა შინა რაჲცა იყო, მცირედი განყვეს და სხუა დაუტევეს მუნვე. ხოლო ჯაჭჳ სალამაზო და თუალი იგი პატიოსანი და მარგალიტი უსასყიდლო დაშთა ნარინ-დავითს და იქმნა ესრეთ ორ სამეფოდ ქრისტესა ჩ̃სნთ, ქართულსა უ̃ოთ და დაშთნენ ამერნი უმეფოდ.
მოიშალა ლაშქრობა და მსახურება თათართა. ამისთჳს ინება ზავი მეფისა ყეენმან, რამეთუ დედოფალი გუანცა ძით თჳსით დიმიტრით იყო ურდოსა შინა ტყუედ წარყვანილი და ნოინის ცოლს აღეყვანა დიმიტრი ყრმა წიაღსა თჳსსა. მყის განჴმოდა საშოჲ, მიდგომილსა ეშვა წული; არამედ ვინაჲთგან იყო დედაკაცი იგი უშვილო და შვილიერ იქმნა, ამისთჳს პატივსა უყოფდა გუანცას და დიმიტრის ფრიადსა და უბრძანა ყეენმან ნოინსა ამას, რათა წარავლინოს ზავისა პირი მეფისა თანა და წარმოვლინებული მოვიდა წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან მიუმცნო: "მიზეზი წარმოსლვისა ჩემისა იყო ხოჯა აზიზ; აწ უკეთუ მომცეთ იგი, წარმოვგზავნო წინაშე ყეენისა ძე ჩემი გიორგი და იგი ყოს ყეენმან მეფედ, არამედ მომეცით გუანცა და დიმიტრიცა ძე ჩემი". მსმენელმან ყეენმან დაუმტკიცა ფიცით: "უკეთუ მოვიდეს მეფე, მივსცე ხოჯა აზიზ". და ჰყო შუამდგომელად ყეენმან ენუქარქუნ, რომელი იყო კაცი კეთილი და ქრისტეანე. ესე მოვიდა მეფისა თანა და აღუთქუა ფიცით და წარიყვანა ძე მეფისა გიორგი. მისრულსა ტფილისს მოეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი ამერეთისანი და ბადინ, რომელსა არღუნ შეჰვედრა ტფილისი და კნინღა მეფობა. ამან უძღუნა გიორგის ურიცხუნი, მერმე მივიდნენ ურდოსა ტუნღულ-ხათუნისა თანა, რომელი იყო ასული კეისრისა. ამან შეიყუარა და პატივ-სცა გიორგის. შემდგომად შეიყვანა წინაშე ყეენისა. ხოლო ყეენმანცა პატივ-სცა და მისცა მეფობა და წარმოავლინა კუალად, რათა მოვიდეს მეფეცა; არამედ მეფე მიზეზ-ჰყოფდა ხოჯა აზიზს; ამისთჳს განწყრა ყეენი განზრახჳთა არღუნისათა, რამეთუ მას მძიმედ უჩნდა მიცემა ხოჯა აზიზისა, და ბრძანა მოკლვა გიორგისა. ამისი მცნობი ენუქარქუნ მსწრაფლ შევიდა ტონღულ-ხათუნისა თანა და აუწყა ესე; ხოლო იგი მყის წარდგა წინაშე ყეენისა მეტყუელი: "რაჲ არს, დიდო ყეენო, რამეთუ სტეხ ფიცსა ერთისა სპარსისათჳს და აღსძრავ შფოთსა? არა უწყია, რამეთუ წინასწარმეტყუელთა, რომელთა ღმერთი ეზრახოდა, ნათესავნი არიან ბაგრატიონნი და აწ სიკუდილი გიბრძანებიეს? უწყოდე, რამეთუ დიდის ბათოს დესპანი წინაშე დავით მეფისა თანა არს და სთხოვს გზასა დარიელასსა და უკეთუ ჰყოს ესე მეფემან, აღდგების შფოთი დიდი".
მაშინ ყეენმან მოიყვანა გიორგი, მისცა მეფობა და მისცა ტონდულ-ხათუნს მეტყუელმან: "წარავლინე გიორგი, დიმიტრი და გუანცა და მოიყვანეთ დავით მეფე და მიეცით ხოჯა აზიზცა და დაარწმუნეთ ფიცით უვნებელობა მეფესა". მაშინ ენუქარქუნ წარმოიყვანა ორნი ძენი მეფისანი და მოვიდა ქჳშხეთის ბოლოს, მოართუა მეფესა დავითს ძენი თჳსნი და ხოჯა აზიზცა, და წამსვე მეფემან მოჰკუეთა ხოჯა აზიზს თავი და წარგზავნა ტფილისს და მუნ მოჰკიდეს ძელსა ზედა. ხოლო მეფე წარჰყვა ენუქარქუნს და მოეგებნენ დიდებულნი თჳსნი ყოველნი. არამედ სარგის ჯაყელისა ებრძანა ყეენსა მიუნდობელობა; ხოლო სარგის იტყოდა: "უკეთუ ევნოს რაჲმე მეფესა, ბრალ ჩემდა იქმნეს" და თქუა: "რამეთუ სარგის ყო განდგომა, აწ მევნოს მის თანა და დავრჩე მის თანა". და წარჰყვა მეფესა. მადლიერ იქმნა მეფე და მიუბოძა ქუაბლოვანი და ტბეთის ეკლესია. მერმე მივიდნენ ბარდას წინაშე ყეენისა: მისრულსა მეფესა ყეენმან მისცა თასი სავსე ღჳნითა (რამეთუ წესი იყო მათი) და ჰკითხვიდა მიზეზსა განდგომილებისასა, არამედ ვინაჲთგან იყო მეფე ენა-ბრგუნილ, მიჰხედა სარგისს; ხოლო სარგის უშიშრად წარმოდგა და მოაჴსენებდა მიზეზსა განდგომისასა; ხოლო ყეენმან ჰკითხა: "შენ ხარა პაპა სარგის?" და მან ჰრქუა: "მე ვარ, დიდო ყეენო".
და ვითარ ჰზრახჳდნენ, და არა უწყოდნენ, თუ რაჲ ეყოფისთ. გარნა იჴსნა ღმერთმან ერი თჳსი, რამეთუ შემოვიდა მალემსრბოლი მეტყუელი: "არა ჟამი არს ზრახჳსა, რამეთუ გამოვიდა ულუსი დიდი და მოვალს ყეენი ბერქა დარუბანდის გზასა". მსმენელი ულუყეენი მსწრაფლ შემკრებელი სპათა თჳსთა წარვიდა და თანა-წარიტანა მეფე დავით ქართველებითურთ; ხოლო მეფე ვედრებითავე წინამბრძოლ იქმნა. არამედ სარგის დაადგინა ყეენმან წინაშე თჳსსა და განაწყუეს რა რაზმი და მიმართეს, მაშინ რაზმსა მას შინაწარხლტა კურდღელი; შეჭურვილმან მოკლა სარგის; კუალად წარხლტა მელი, მოკლა იგიცა სარგის; მერმე წარხლტა შუელი, მოკლა სარგისვე. ამას ზედა გაჰკჳრდა ყეენი და შეიყუარა ფრიად სარგის. ხოლო ეახლნენ რა რაზმნი ურთიერთს, გამოვიდა მუნიდამ კაცი საშინელი დიდი, რომლისაგან შეშინდნენ სპანი მეფისანი; ხოლო მეფემან განიყენა ცხენი, სტყორცა ისარი კაცსა მას, ჰკრა ცხენსა მისსა მკერდსა და დაეცა ცხენი. მხილველთა ქართველთა შეუტიეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოსწყდნენ უამრავნი ორგნითვე. ხოლო სადაცა იბრძოდა სარგის ძლიერად წინაშე ყეენისა, შემდგომად ივლტოდნენ სპანი ბერქასნი და დევნასა შინა იყო ყეენი ოთხითა კაცითა ოდენ. მოუჴდნენ შჳდნი შეჭურვილნი მტერთანი ულუყეენსა; მიეტევა სარგის სამითა მონითა, ოთხნი მოაკუდინა და სამნი გარდაეხუეწნენ. ამას სჭვრეტდა თჳთ ყეენი.
ხოლო მლტოლვარეთა ბერქას სპათა დევნა უყვეს სამ დღე და განვლეს დარუბანდი და მოსწყჳდნეს უამრავნი. შემდგომად შემოიქცნენ და მოვიდნენ ბარდას. ამისთჳს ყეენმან მეფესა და სპათა მისთა პატივს-სცა დიდად და ანიჭნა, ხოლო სარგის მისცა კკარნუ-ქალაქი გარემოთი. ამას შეიშურებდნენ სხუანი და ეტყოდნენ მეფესა: "არღარა იქმნების მორჩილ შენდა სარგის". ირწმუნა მეფემან, ვინაჲთგან მარტივი იყო და ეტყოდა ენგინ ნოინს: "უკეთუ მისცეს ყეენმან სარგისს კარნუ, მისცეს მეფობაცა". განკჳრდა ენგინ ნოინი და ეტყოდა: "მსახურებისა შენისათჳს მისცა და, უკეთუ გნებავს, არღარა მისცემს", მოჴსენებულმან ყეენმან არღარა მიანიჭა სარგისს კარნუ. ხოლო რა იუწყა სარგის ესე, გულკლებულ იქმნა მეფისაგან. შემდგომად წარმოვიდა მეფე სპითა თჳსითა და მოვიდა სახიდ თჳსად.
ჟამსა ამას განდგა ყეენისაგან შანშეს ძე ზაქარია და წარვიდა ნარინ დავითის წინაშე; მერმე მოინდო ზაქარია და მოკლა ზაქარია. შემდგომად მოკუდა შანშეცა მწუხარებითა და გუანცა დედოფალიცა მოკუდა თათართა შინა თჳსისა ასულის ხუაშაქის მიერ მოწამლვითა. ხოლო მეფემან იქორწინა დიდის ნოინის ჭორმაღის ასულსა ესუქანსა ზედა ტფილისს დიდებითა დიდითა ქრისტესა ჩ̃სჲგ, ქართულსა უ̃პგ.
ამას ჟამსა გარდამოვიდნენ ბერქასაგან ლტოლვილი დედაკაცი საკჳრველი და მოვიდა დავითის წინაშე; ხოლო მეფემან პატივით შეიწყნარა და წარავლინა ულუს ყეენის წინაშე; მანცა პატივ-სცა და კუალად წარმოავლინა მეფისადვე; ხოლო მეფემან განყვნა და დასხნა დბანისს და ჟინვანს ქართლს.
შემდგომად მოიწია რა სთველი, წარვიდა ყეენი შირვანს; თეთრის წყლის პირსა ზედა, შეკრა სიბა, ჰგონებდა გამოსლვასა ბერქა ყეენისასა. ამ ჟამით იწყეს დგომად სიბასა ზედა და გაზაფხულ წარვიდიან გელაქუნს. მაშინ ულუ-ყეენმან შეიპყრნა სამნი ძენი ყეენისანი და მოსწყჳდნა იგინი. მცნობელნი საბერძნეთს მყოფნი სპანი მათნი შეკრბნენ და გამოვლეს საბერძნეთი, ბასიანი, ტაო, არტანი, სამცხე, ჯავახეთი, ქართლი, სომხითი, რანი და შევიდნენ ღუნზუსს; განვლეს იგიცა და მივიდნენ წინაშე ბერქა ყეენისა; არამედ ესეოდენთა ქუეყანათა მარადის ყოველნი ყოველგან ბრძოდიან, გარნა იგინი მრე-ექმნენ ყოველთა. ხოლო მოესმათ გამოსვლა ბერქა ყეენისა განმზადებულთა; გარნა ამათ შეკრეს ღობე თეთრს წყალსა ზედა ბრძანებითა ულუ-ყეენისათა.
ჟამსა ამას განდიდნა ჭყონდიდელი ბასილი და დაიწყო საურავი, ვითარცა მეფემან, და თანა-ეყო ესუქანს დედოფალსა და შესმენილი მყის მოიკლა მეფისაგან და დამოჰკიდეს ძელსა საშუალ ქალაქისა. რამეთუ იყო მეფე წრფელი. შემდგომად სთველსა შინა წარვიდა მეფე სიბასა. მუნიდამ გაზაფხულს გელაქუნს მისრული ევედრა თანგუშს ძესა ულუ-ყეენისასა, რათა განუტეოს ტფილისს. ნება სცა და წარმოვიდა ტფილისს მეფე.
მაშინ მოკუდა ულუ-ყეენი და დასუეს ყეენად აბაღა. არამედ ესე აბაღა ყეენი იყო ფრიად კეთილი, მეტყუელი ესრეთ, რამეთუ ღმერთსა ქუეყნის მპყრობელად დაუდგინებივარ; რასაცა არა მივცემ ვის, არცა რას მოვაკლებ რამეთუ მრავალთა საჭურჭლისა მპარავთა შეუნდო. ამან დაიმორჩილნა ყოველნი საბრძანებელნი მამისა თჳსისანი და წარვიდა დავით მეფეცა წინაშე მისსა; ხოლო მან პატივით შეიწყნარა.
ჟამსა ამას გამოვიდა ბერქა ყეენი დარუბანდის გზით. მცნობმან აბაღა ყეენმან შემოიკრიბა სპათა თჳსთა სიმრავლე, შეკრა მტკურის პირი და არაზისა მცხეთამდე. მოვიდა ბერქა, მოაოჴრა მოვაკანი და ჰერეთი ტფილისამდე; არამედ თჳთ დადგა მთასა ზედა გარესჯისასა. მაშინ შეიწყალა ღმერთმან ქუეყანა ესე და მოკუდა ბერქა ყეენი. წარიღეს სპათა მისთა და წარვიდნენ.
შემდგომად მოვიდა რა შემოდგომა, მიუწოდეს მეფესა სიბასა ზედა. ხოლო მოწოდებითა მეფისათა მოვიდა სარგის ჯაყელიცა ტფილისს; ხოლო მეფემან მგონმან განდგომილებისა მისისამან შეიპყრა სარგის და არღარა მოიჴსენა მსახურება და კეთილნი მისნი; ხოლო აღზრდილნი სარგისისანი ივლტოდნენ წინაშე ყეენისა. მაშინ ყეენმან მოუმცნო მეფესა განტევება სარგისისა და განუტევა და იქმნა მიერ-ჟამითგან განდგომილება მესხთა, ვიდრე მეფის ბრწყინვალისადმდე გიორგის, არამედ მეფე ჯერეთ არა წარსრულ იყო სიბასა, დასნეულდა ძე მისი გიორგი ვიდრე სიკუდილად და იდვა, ვითარცა მკუდარი. მაშინ მოეჴსენა მეფესა ხატი დბანისის ღვთის-მშობელისა; წარვიდა ფერჴთ-შიშუელად და მოიყვანა ხატი იგი და დასდვა ძესა თჳსსა; მყის განიკურნა და აღდგა; და განკჳრდებოდნენ ფრიად ამისნი მხილველნი. მერმე წარვიდა სიბას და მოიქცა რა მუნით დასნეულდა თჳთ მეფე სენითა მუცლისათა, რამეთუ მკურნალთაგანცა უსასო იქმნა. მგზავრ მოაყვანინა ხატი მარტყოფისა ჴელით-უქმნელი და შეხებისა თანა განიკურნა მეფე და მოვიდა ტფილისს, იხარებდა და მეფობდა კეთილად ყოველთა ზედა. გარნა ერისთავთა ვერ სცვლიდა სათნოთა ყეენისათა საქართველოსათა. გარნა თქმულ არს, რ̃ მისდრკა დავით. ვითარცა წერილ არს, სოლომონისა სიბერისა ჟამსა, რამეთუ ჴელ-ჰყო შლად ეკლესიათა მამულთა და შეწირულობათა, ამისთჳს სამხილებელ ექმნა ღუთისა მიერ; რამეთუ კუალად დასნეულდა ძე მისი გიორგი მეფისა სიბას ყოფასა შინა და მოკუდა ქრისტესა ჩ̃სჲჱ, ქართულსა უ̃პჱ. ხოლო მოსრული მეფე სიბიდამ ფრიად მწუხარე იქმნა ძისა თჳსისათვის, რამეთუ მიერ ჟამით მარადის სნეულებდა.
ჟამსა ამასვე განდგომილება იქმნა თათართა, რამეთუ თენგუთარ შეიშურა ყეენობა აბაღასი და მიუწერა ძმასა თჳსსა ბარხას, რომელი იყო თურანს, რათა წარმოემართოს და შემუსროს აბაღაყეენი, და წარგზავნა წიგნი ისრის თავსა შინა დებული; ხოლო ბარხამ მოუწერა პაემანი, რომელი შესცდა მწერალსა მისსა სამის თთჳთ და თენგუთარ განდგა სპითა თჳსითა პაემანსა მას შეცთომილსა; მოვიდა და დადგა მთასა ზედა სამცხისასა. მუნიდამ წარავლინნა ი̃ბ ჩ̃ (.) მჴედარნი, რათა შემუსრონ და მოაოჴრონ მონასტერი იოვანე ნათლისმცემელისა, რამეთუ ჰგონებდნენ საუნჯესა ურიცხუსა. მაშინ მოაწია მათ ზედა წინამორბედმან სიჴშო ბნელისა და კუალად სტყუა და წჳმა მზაფრი, რამეთუ აღივსო ჴევი იგი წყლითა და წარიტაცნა მჴედარნი იგი და შერთო სრულიად ზღუასა; არამედ მაცნედ განერა მხოლოდ ერთი ოდენ კაცი, რომელმან აუწყა თენგუთარს, რომელ ადგილი ღვთისა არსო და არა ბრძოლად მისა. ხოლო აბაღაყეენმან წარმოავლინა სირმონ ნოინი მჴედართ-მთავრად სპითა და მოვიდა თენგუთარსა ზედა და ბრძოდა ძლიერად. ვერღარა დაუდგა თენგუთარ სირმონს; წარვიდა და განვლო ჭოროხი და აჭარის მთასა წარუსქდა მთა და წარიღო ვითარ ჩ̃ () მჴედარი დედაწულითურთ და დაინთქნენ სრულიად. ხოლო თენგუთარ შევიდა აფხაზეთს, მოეგება ნარინ-დავით, ისტუმრა კეთილად და ნადიმსა ზედა დაუდვა ძროხა ფ̃ () თჳნიერ ღორთა და ცხოვართა, და ლაშკართა საზრდელად მისცა ცხენი ექუსასი, ზროხა ჩ̃ფ (), ცხვარი ჩ̃ (), ღორი ჩ̃, ხოლო ღჳნო ჭურითა და ურმებითა ურიცხჳ, რომელსა განკჳრდებოდნენ თათარნი, და ცოლმან დავით მეფისამან, რომელი იყო ასული მიხაილ პოლეოლოღის კეისრისა, ცოლსა თენგუთარისასა განუსუენა. მერმე ესმა აბაღა-ყეენსა მოსვლა ბარსა-ყეენისა ხუარასანს, წარვიდა და წარიყვანა მეფე დავით სპითა თჳსითა, მისრულნი იწყენენ ორნივე სპანი, სადა მეფე სპითა თჳსითა წინამბრძოლი იყო; აოტეს ბარხა-ყეენი და მოსწყჳდნეს სპანი მისნი ურიცხუნი და შემოიქცნენ გამარჯვებულნი. არამედ ბარხა-ყეენის მუნ ყოფასა შინა გარდამოვიდა თენგუთარ და დადგა ლომისას თავს ღადოსა ზედა და არბევდა სამცხესა და ქართლსა. შეკრბნენ ამათ მარბიელთა ზედა მესხნი და თორელნი; არამედ აოტნეს მესხნი და მოსრნეს მრავალნი და მოვიდნენ თენგუთარისა თანა. ამისთჳს მოსრული აბაღა-ყეენი ევედრა ნარინ დავითს და აღუთქუა ნიჭი დიდი, რათა არღარა შეუშუას თენგუთარ აფხაზეთსა შინა. ხოლო დავით აღმთქმელმან ყეენისამან ჩახერგნა გზანი. მაშინ აბაღამ წარმოავლინა იგივე სირმონ ნოინი; მოსრული ეწყო თენგუთარს და სძლევდნენ მრავალჯერ და ვითარ არღარა იყო ღონე თენგუთარისა სხუა, მოვიდა სირმონ ნოინისა თანა და მან მიიყვანა წინაშე აბაღა-ყეენისა; არამედ არა რაჲ ავნო და წარგზავნა პატიმრად პატივითა; და ნარინ-დავითს მიანიჭნა ურიცხუნი ნიჭნი. შემდგომად წარვიდა აბაღა სიბას და წარიყვანა მეფე სპითა და მოქცევასა ზაფხულისასა წარმოსრულს დავით მეფესა გზასა ზედა შეედვა სალმობა მუცლისა და ვერ უძლეს მკურნალთა კურნებად; ხოლო მეფემან კუალად მოითხოვა ხატი მარტყოფისა, არამედ არღარა ჰყო ლხინება, ამისთჳს ვინაჲთგან მოაკლო მსახურება ღვთისა დავითს და გარდაიცვალა მეფე დავით ქრისტესა ჩ̃სჲთ, ქართულსა უ̃პთ, არამედ თქმულ არს რამეთუ დედოფლის ესუქანის მიერ წამლით მოიკლაო შურისათჳს ბასილისა. ხოლო დაშთა მეფედ ძე დავითისა დიმიტრი ტფილისს. მაშინ აღალურ და რაჭის ერისთავი კახაბერი შეიზრახნენ და განდგნენ ნარინ-დავითისაგან და მივიდნენ ალიყან ბაადურისა, რომელი იდგა ჯავახეთის მთასა ზედა. ამან ალიყან მიუმცნო ყეენსა და მიიყვანნა იგინი წინაშე ყეენისა, ხოლო ყეენმან პატივით შეიწყნარნა. შემდგომად ჰკადრეს აღალურ და კახაბერ ყეენსა: "ჩუენ უწყით გზა, მოგვეც სპანი და ჴელთ-გიგდოთო ნარინ-დავით". მოხარულმან ამისთჳს ყეენმან წარმოატანა სირმონ ნოინი ლ̃ ჩ̃ (.) მჴედრითა. ამათ გამოვლეს ჯავახეთი და გარდავლეს მთა ლიხისა, უგრძნეულოდ დაესხნენ ქუთაისს ნარინ-დავითს აბანოსა შინა მყოფსა; არამედ მეფე კაბით ცხენსა შემსწრებელი ივლტოდა. ხოლო თათართა მოაოჴრნეს ეკლესიანი და მრავალნი ტყუე ჰყვნეს, სხუანი მოსწყჳდნეს და შემოიქცნენ უვნებელად წინაშე ყეენისა; გარნა ნარინ-დავით კნინღა საკჳრველებითა ღვთისათა განერა. კუალად წელსა მეორესა დაიმსტრო კახაბერმან ნარინ-დავით მეფე და იჴმო სირმონ ნოინი ზედ დასხმად და მივიდნენ ქუთაისს უეცრად; ხოლო მეფემან გარიდა და შემოიკრებდა სპათა. სცნეს რა თათართა თჳსთა ზედა მისვლა მეფისა, მასვე დღესა წარმოვიდნენ ტყჳთა და ალაფითა.
ჟამსა ამას განდიდებულ იყო კახაბერ სადუნი უმეტეს ყოველთა წარჩინებულთა ყეენისა და მეფისაგან. ამ სადუნის მიერ შეკრბნენ ყოველნი დიდებულნი და წარიყვანეს დიმიტრი ძე დავით მეფისა წინაშე ყეენისა და უურვეს და ითხოვეს მეფედ; ხოლო ყეენმან მოსცა მეფობა და ყოველი საქართველო, თჳნიერ სარგის ჯაყელისა, და წარმოატანა სადუნი, რომელსა ესუა ცოლად ასული ავაგ ათაბაგისა ხუაშაგ; ამის გამო განდიდებულ იყო და ყეენმან ჴელთ-უდვა ყოველნი და საბდივანი ავაგისა მას აქუნდა, და მეფეთა მისცეს კარი და მისი მიმდევი ქუეყანა მოევერაგა და ახალციხელის ასული ცოლად მოეყვანა. ამისთჳს დიმიტრიმცა მისცა ათაბაგობა. ხოლო ესე სადუნი იგი არს, რომელმანცა ჰკადრა ყეენსა ურდოსა შინა: "აჰა აქა ესეოდენნი სპანი და უკეთუ ვინ მერკინების, ანუ მედგინების, ანუ ისარსა განასრევს ვინ". და ვერავინ გამოჩნდა დარი მისი, ამისთჳს სცა ყეენმან პატივი. ხოლო მოსრულთა თანა ტფილისს შემოკრბნენ კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და დიდებულნი სომხითარ-ქართველნი, ჰერ-კახნი, ჯავახ-ტაოელ-კლარჯნი და არა სარგის ჯაყელი მესხით, და აკურთხეს მეფედ დიმიტრი ქრისტესა ჩ̃სობ, ქართულსა უ̃ჟბ.
ჲ̃ვ. მეფე დიმიტრი ი̃ზ წელი მეფა
[edit]ხოლო იყო ესე დიმიტრი მეფე მჴნე, ახოვანი, ჰაეროვანი, შუენიერი, სამჴედროთი სრული ღვთის მსახური, მლოცავი და მოწყალე, რამეთუ ღამე თჳთ-მვლელი ჴელითა თჳსითა მისცემდა საკმაროდ გლახაკთა; არამედ იყო ჴელთა შინა სადუნისათა. გარნა სადუნი კეთილად განაგებდა საქმესა საქართველოსასა, რამეთუ დღეთა შინა მისთა არა იყო ძალი რაჲმე თათართა: აღშენდა და მოირჭმო საქართველო. მაშინ ყეენმან აბაღა ინება ამჴედრებად ეგჳპტესა ზედა, წარავლინნა სპანი და თანა-წარატანნა ქართველნი და მიუმცნო სულტანსა საბერძნეთისასა ფარსმანს (რომელსა შემდგომად ყიასდინის სიკუდილისა მონასა მისსა მიეტაცა სულტნობა და ასული რუსუდანისა თამარ თჳსად ცოლად ეყო), რათა შეეწიოს სპათა მისთა; ხოლო მიიწივნენ ევფრატსა ზედა, შეიკრიბნა მეგჳვპტელმან სულტანმან სპანი და დაესხა მუნ თათართა, მოსრნა უმრავლესნი და აოტნა თათარნი, არამედ მჴნედ იყვნენ მუნცა ქართველნი, გარნა მოსწყდნენ სიმრავლით, ამისთჳს შეასმინეს სულტანი ფარსმან ყეენსა, რამეთუ მის მიერ იქმნა ლტოლვა ესე; შეიპყრა ყეენმან და მოკლა ფარსმან და მისცა სულტნობა ერინჯი-ნოინსა, რომელი იყო ყეენის ონხანის გუარისა, ხოლო აწყუერი მისცეს სარგისს და ძესა მისსა ბექას.
ამიერითგან იწყო დიმიტრი მეფემან სიბას წარსლვა და აღშენდაცა ქუეყანა მოოჴრებული; ხოლო სიბას მყოფსა მეფესა სთხოვეს საფასე განზრახვითა სადუნისათა. მაშინ სადუნმან სთხოვა დბანისი მეფესა და მან მისცა საფასე იგი; ხოლო მეფემან მისცა დბანისი და სადუნმან გარდაიჴადა საფასე იგი და განდიდნაცა სადუნი უმეტესად. არამედ ამან სადუნმან განათავისუფლნა უდაბნონი გარესჯისანი და სხუანიცა და მსახურებდა მეფესა დიმიტრის მორჩილებითა ყოვლითა. ამ ჟამებთავე განდიდნა სამცხის სპასალარი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა და დაიპყრა ტაშისკარიდამ კარნუ-ქალაქამდე, რამეთუ იყო ღვთისმსახური ყოვლითავე; გარნა მსახურებდა ყეენსა და მორჩილებდა დიმიტრი მეფესა.
ხოლო მოიყვანა დიმიტრი მეფემან ტრაპიზონის მეფის ასული ცოლად, იქორწინა, მიუდგა და შვა ძე დავით ქრისტესა ჩ̃სოზ, ქართულსა უ̃ჟზ. შემდგომად მოვიდა კუალად იგივე არღუნ აღმწერელი, რათა სცნას აღშენდა ანუ აოჴრდა ქუეყანა, არამედ სცნა უფროს აოჴრება და უმეტეს ჰერეთისა (რამეთუ მოოჴრებულ იყო შემოსლვასა ბერქა-ყეენისასა). ამან არღუნ მოითხოვა დაჲ მეფის დიმიტრისა თამარ ძისა თჳსისათჳს, რომელი აღეთქუა დავით მეფესავე; არამედ დიმიტრი მეფესა მძიმედ აღუჩნდა წარმართის შეგინებისათჳს; გარნა არა იყო ღონე სხუა რამე და მისცა მეფემანცა და ჰქმნეს ქორწილი ჯეროვანი. ხოლო დიმიტრი მეფესა კუალად უშვა დედოფალმან ძე ვახტანგ ქრისტესა ჩ̃სოჱ, ქართულსა უ̃ჟჱ.
ამ ჟამთა მოიწყო ნარინ-დავით იმერეთი; ხოლო კახაბერ რაჭის ერისთავი იყოფოდა ატენს, არა რისაცავე პატივისა მქონებელი ყეენისა და მეფისაგან; ევედრა ნარინ-დავითს; მან შეიწყალა და მისცა რაჭა მამული მისივე; არამედ იგი ჟამსა მცირესა მიექცა კუალად წუმპესა და მიუწერა ალიყანს, რათა მივიდეს და ადვილად ჴელთ-უგდოს მეფე დავით; გარნა უქმ იქმნა ზრახვა მისი, ვითარცა აქიტოფელისა. ესე სცნა ნარინ-დავით, შეიპყრა კახაბერი და აღმოჴადნა თუალნი; მერმე მოჰკუეთნა ჴელნი და ფერჴნი და ორნი ძენი მისნი წარავლინნა ექსორიად კოსტანტინეპოლეს და მოკუდა, და აღიჴოცა საჴსენებელი მისი. ხოლო ყეენმან წარგზავნნა გილანს სპანი და წარატანნა ქართველნი და არა მეფე დიმიტრი. სპათა მისრულთა გილანელთა ბრძოლა უყვეს, არამედ აოტნეს გილანელნი და სცნეს თათართა, რამეთუ არა დაიპყრობის სიმაგრისაგან ტყისა და ჭაობისა; შემოიქცნენვე წინაშე ყეენისა გამარჯუებულნი.
ხოლო ჟამთა ამათ რა დამშჳდდა ქუეყანა და იყო საზრდელთა იეფობა უხუად, იწყეს საქართველოსათა შუება-განცხრომა და შლა ეკლესიათა შეწირულებათა, გარნა უმეტესად მესხთა. ამისთჳს ამხილებდა კათალიკოზი ნიკოლაოზ და მაწყუერელი და არავინ მოუსმინებდნენ, არამედ განმრავლდა ბოროტი, ვინაჲთგან მეფემან მოიყვანნა სამნი ცოლნი და ეგრეთვე სადუნმაც; ამისგან მოიწია სამართალი ღვთისა; რამეთუ არღუნ წარმოემართა ხილვად სარგისისა და დაიმჭირვნა ქუეყანანი არა ოჴრებითა, არამედ საზრდელითა და მოვიდა აწყუერს, მოეგება სარგის და ძე მისი ბექა; გარნა განკჳრდა არღუნ ორისავე მოსლვასა ზედა მისთანა; არამედ სარგის წარიყვანა და ბექა დაუტევა.
ხოლო მოვიდა რა არღუნ სომხითს, შეიძრა ქუეყანა ხუთშაბათსა ვნებისასა სამხილებელად ცოდვათა ჩუენთათჳს; კუალად პარასკევს და შაბათს ეგრეთვე. გარნა არავინ გულისჴმა ჰყო, რათამცა აღსძრა ღმერთი მოწყალებად და დღესა აღდგომისასა ესრეთ შეირყა, რამეთუ დაეცნენ ეკლესიანი, მონასტერნი, მთანი, კლდენი და ციხე-ქალაქნი, რომელ კუპრნიცა აღმოჴდებოდიან, რამეთუ აწყუერს ლიტანიობის შემდგომად ესუენა ხატი აწყურისა საშუალსა ეკლესიისასა, ჩამოიჭრა გუმბათი და დაეხურა, ვითარცა ქუდი ხატსა მას დაუქცეველად ქრისტესა ჩ̃სპგ, ქართულსა ფ̃გ. არამედ ესევითარი ძრვა იყო სამცხეს და არა სადა სხუაგან, თჳნიერ დაიქცა მცხეთა. ხოლო არღუნ რა მივიდა წინაშე ყეენისა, მოკუდა და ძე მისი დიდად მოვიდა მეფისა თანა, დაუტევა ცოლი თჳსი თამარ მეფისა თანა, არამედ თამარ წარივლტო მთიულეთს, რამეთუ საძაგელად უჩნდა წარმართი ქრმად. ამისი მცნობელი სადუნი წარვიდა წინაშე ყეენისა და სთხოვა თამარ, რათა მას მოსცეს ცოლად, ვინაჲთგან მას არღარა ნებავს ძე არღუნისა დიდად ქრმად. ნება სცა ყეენმან, მერმე მეფემანცა, და იქორწინა სადუნმან თამარ და უმეტესად განდიდნა. ამისთჳს კრულ-ყო კათალიკოზმან, რამეთუ ესხნეს სამნი ცოლნი და არა რაჲსა ერჩდა კათალიკოზსა.
ჟამსავე ამას საქმისა რაჲსათჳსმე განდგა სარგის ჯაყელი თათართაგან. ამას ზედა წარმოგზავნა აბაღა-ყეენმან ბუღას ძმა არუხ სპითა კ̃ ჩ̃ (.) მოოჴრებად სამცხისად; ხოლო სარგის მირიდა მთათა გურიისათა და დახიზნნა ხიზანნი სამცხისა სიმაგრეთა შინა. და მოვიდნენ თათარნი და ვერა რაჲ პოვეს, უკუ-იქცნენ და წარვიდნენ. შემდგომად ამისა მოკუდა სარგის ფერჴის ტკივილითა და დაიპყრა ძემან მისმან ბექამ სამცხე. ხოლო აბაღა-ყეენმან მოუწოდა სპათა თჳსთა და მეფესა დიმიტრის. ამათ უჩინა ძმა თჳსი მანგუ-დემურ, რათა წარვიდეს ეგჳპტეს, ანუ დაიპყრას, ანუ მოხარკე ჰყოს. ამან მანგუ-დემურ მოუწოდა ბექას; არამედ ბექა ეტყოდა შიშითა ვერ მისლვასა; ხოლო მან ფიცით განუმტკიცა უვნებელობისათჳს და მივიდა მინდობილი მისი მისთანა სპითა სამცხისათა. მაშინ მანგუდემურ ახილვა ბექას აბაღა-ყეენიცა; ხოლო მანცა პატივით შეიწყნარა ბექა. შემდგომად წარსრულნი ეგჳპტეს მივიდნენ და რუბაკს გამოვიდნენ ქალაქიდამ და იქმნა ბრძოლა ძლიერი, სადაცა ბექამ და მესხთა ძლიერი ბრძოლა ჰყვეს, და შესთხივნეს ქალაქადვე. ამისთჳს დიდად პატივსცა ბექას და სპათა მისთა მანგუ-დემურ. მერმე მივიდნენ ამასიას. ეწყო მუნ სულტანი ეგჳპტისა ნასრ. ხოლო მეფე ქართველით წინამბრძოლნი იყვნენ, ამისთჳს ნასრ-სულტანმან ი̃ბ ჩ̃(.) მჴედარნი მჴედართ-მთავრით თავისა თჳსისა თანა დაიპყრნა, რათა განგრძელებასა ბრძოლისასა მოეტეოს ქართველთა ზედა. ხოლო იყო რა ბრძოლა ძლიერი და მოისრვოდნენ ორკერძოვე უმრავლესნი, მაშინ ნასრ-სულტანი მოეტევა მეფესა და სპათა მისთა სპითა მით და განძლიერდა უმეტესი ბრძოლა, მოუკლეს ჰუნე მეფესა. ამისნი მხილველნი ქართველნი ერთბამად ყოველნი დაქუეითდნენ და იბრძოდნენ ძლიერად; ხოლო მეფე აღსუა ცხენსა ზედა თჳსსა აბაშმან, და შესხდნენ ქართველნიცა ყოველნი და კუალად ეკუეთნენ ძლიერად და მოსწყჳდნეს მჴედართ-მთავარნი და სპანი მეგჳპტელნი და ივლტოდენცა, არამედ თათარნი სხუათა სპათა მეგჳპტელთაგან ივლტოდნენ და შემდგომად მანგუ-დემურცა.
მხილველნი ამისნი ქართველნი უღონო-ქმნილნი წარმოვიდნენ მოწყუედილნი; არამედ ძალითა ღვთისათა მეფე დაცულ იქმნა; მერმე მოვიდნენ აბაღას წინამე. ხოლო მოლექსე ვინმე თათარი იტყოდა შესხმასა მეფისასა და ქართველთასა ბრძოლისათჳს და ამას ისმენდა ყეენი, ამისთჳს მიანიჭნა მეფესა და ქართეელთა ურიცხუნი და წარმოავლინა ტფილისს. შემდგომად კუალად ეგულებოდა აბაღა-ყეენსა შურისგება ეგჳპტისა, არამედ მოკუდა ძმა მისი მანგუ-დემურ, ხოლო აქა სადუნი ათაბაგი მოკუდა, და მისცა მეფემან ძესა მისსა ხუტლუშაჰს პატივი მამისა მისისა. შემდგომად მოკუდა აბაღა-ყეენიცა და დასუეს ძმა აბაღა-ყეენისა აჰმად ყეენად; და წარვიდა მეფე დიმიტრი წინაშე მისსა, ხოლო მან პატივ-სცა, მოსცა მეფობა და წარმოავლინა. არამედ მეფემან მისცა ასული თჳსი რუსუდან შვილისშვილის შვილს დიდს ბუღასას, რომლისათჳს განრისხდა კათალიკოზი ნიკოლაოს წარმართის მიცემისათჳს და აქადებდა ღმერთსა.
არამედ აქამომდე დიმიტრი კეთილად მართებდა სკიპტრასა, ხოლო აწ მიდრკა და ისწავა წესი წარმართთა; შეაცთუნეს დედათა და ესხნეს სამნი ცოლნი. კუალად ამხილა კათალიკოზმან ნიკოლაოზ და არა უსმინებდა მეფე. მერმე დაუტევა კათალიკოზობა ნიკოლაოსმან და აკურთხა ჯუარისმტჳრთველი აბრამ კათალიკოზად და თჳთ წარვიდა უდაბნოსა შინა და მიიცვალა მუნ მოღუაწებით.
ხოლო ურდოს ყოფასა მეფისასა ჰყო ბოროტი აჰმად-ყეენმან: მოკლა ძმა თჳსი ყონღარდ და მუნიდამ მოსრულსა მეფესა ამხილებდა კუალად ბასილი ბიძა ევფემიოს კათალიკოზისა განყენებასა ცოლთაგან და უწესოებათა მოვლინებული ღვთისმშობლისა მიერ და თავს-იდებდა: უკეთუ განეყენოს მეფე, კეთილად წარემართოს მეფობა მისი და უკეთუ არა, განგიხეთქოს და მიმოიბნივნენ ძენი შენნი". არამედ არა უსმინა მეფემან; ეგრეთვე პიმენ სალოსი გარესჯელი ამხილებდა და არცა მას უსმენდა. ხოლო ნოინთა იხილეს რა აჰმად-ყეენის უწესოება, დასუეს ყეენად ძე აბაღა-ყეენისა არღუნ ხუარასანს. მცნობელმან აჰმად მოუწოდა სპათა თჳსთა და მეფესაცა ქართველითურთ. მისრულთა ამათ არღუნ ვერ წინააღუდგა და შევიდა ციხესა შინა; ხოლო აჰმად მოადგა და ვითარ უღონო იქმნა არღუნ, მოენდო ფიცით აჰმადს. ჟამსა ამას აღეღო რჯული მაჰმადისა აჰმად-ყეენს და შეკრბნენ კაცნი ცუდნი და ჰკვლიდნენ ქართველთა იდუმალ ქრისტიანობისათჳს. ამისი მცნობელი სურამელი ბექას ძე რატი წარვიდა სამოც ოდენ კაცითა და დაესხა სამასთა მათ, მოსწყჳდნა სრულიად და მოვიდა მეფისა თანა; ხოლო დიმიტრიმ მიანიჭა ღირსი ბოძი; მერმე მუნიდამ წარმოსრულთა მადლობდა აჰმადყეენი მეფესა და მოსცა ყოველი საქართველო და დაუტევა აჰმადმან არღუნ ჰერეთსა და ნოინნი მის თანა, რათა მოჰკლან არღუნ; არამედ ნოინთა ძე აბაღასი არღუნვე ჰყვეს ყეენად და წარმოემართნენ აჰმადსა ზედა, ხოლო აჰმად გამარჯუებული და ცოლთა თანა მყოფი შეიპყრეს და მოაშთვეს; გარნა მეფისათჳს პირველვე მოემცნოთ, რათა განეშოროს აჰმადს. მაშინ უკუნ-იქცა მეფე და მივიდა წინაშე არღუნ-ყეენისა. მანცა კეთილად შეიწყნარა და მოსცა მეფობა და მამული ავაგ ათაბაგისა, ვინაჲთგან იყო ყეენი ბუღას ჴელთა, და ბუღა მზახალი იყო მეფისა.
ხოლო ტფილისს მოსრულმან მეფემან წარავლინა ძე თჳსი დავით სახლსა ავაგ ათაბაგისასა, რეცა საუფლისწულოდ მისცა და მუნ იზრდებოდა და წარემატებოდა მეფობა დიმიტრისა, და აბრაამ კათალიკოზიცა კეთილად ჰმართებდა საჭესა.
ხოლო დიმიტრი მეფესა ესხნეს ტრაპიზონის მეფის ასულისა თანა ძენი: დავით, ვახტანგ და მანოელ და ასული რუსუდან, ხოლო თათრის ასულისა თანა ბაადურ და იედიგარ და ასული ჯიგდა; ბექას ასულისა თანა გიორგი მხოლოდ, ვითარცა მარტორქა, რომლისაცა აღმატებულება ქუემორე ითქმის.
ამისა შემდგომად განუდგნენ ყეენსა დარუბანდელნი; წარვიდა და მიუწოდა მეფესა დიმიტრის. ხოლო მისრულნი მიადგნენ დარუბანდს, რამეთუ ველსა ზედა რაზმითა ვერ წინააღუდგნენ და ვითარ განგრძელდა ბრძოლა და ეერ აღიღეს ციხე, უბრძანა მეფესა ყეენმან, რათა ბრძოდეს სპითა თჳსითა ციხესა მას.
მყის აღიჭურა მეფე სპითურთ და შეუჴდნენ დარუბანდს; არამედ პირველად განვიდა ციხესა ზედა სურამელის ბექას ძე რატი და მოსწყჳდნეს დედაწულით და აღიღეს ციხე და ალაფი დიდი, რომელსა თჳთ ჰხედვიდა ყეენი. გარნა აქუნდა არღუნ-ყეენსა შური მეფისა, ამისთჳს სთხოვა ჟამსა მას აბჯარი, რომელი იყო სახელოვანი; წამსვე აღიჴადა მეფემან და მისცა და წარმოვიდნენ თჳს-თჳსად გამარჯუებულნი.
შემდგომად მრავალთა ჟამთა, მოვიდა რა მოქცევა წლისა მათისა, რომელ არს მარტი ი̃ე, წარავლინა ყეენმან არღუნ და შეიპყრა ბუღა და მოსწყჳდნა განუკითხველად ყოვლითა სახლეულითა და ნათესავით მისითურთ. კუალად წარავლინა საბერძნეთს, შამს, ხუარასანს და მოსწყჳდნეს მუნცა ნოინნი მრავალნი და შეიქმნა ესევითარნი სრვანი ნოინთა.
შემდგომად მოუვლინა დესპანი დიმიტრი მეფესა და მიიწვია ურდოსა. ხოლო მეფე მსმენელი სიკუდილსა ზედა ბუღასსა დამძიმდა ფრიად, შემოიკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი და დიდებულ-წარჩინებულნი თჳსნი და დაჯდა დალიჭსა ზედა და დასხდნენ ყოველნი წესისაებრ წარჩინებულნი. მაშინ იწყო სიტყუად მეფემან: "ღმერთმან და უბიწოდ მშობელმან მისმან, რომლისაცა წილჴდომილნი ვართ, წარმართა მეფობაა ჩემი და მომაწია აქამომდე მშჳდობით; ხოლო აწ გვესმა, რამეთუ მოუსრავს ყოველნი ნოინნი ყეენსა და მიწვევს მეცა აწ უკეთუ წარვიდე, მომკლამს მეცა და უკეთუ არა, მოოჴრდების ეკლესიანი და ქუეყანა ჩემი. გარნა უწყით, რამეთუ ძალითა არა ძალ უძს შეპყრობა ჩემი და ვგონებ, თუ მივიდე მომკლავს მე და დაშთების ქუეყანა უვნებელად". მაშინ ყოველთა ერთ-ჴმობით ჰრქუეს მეფესა: "ჩუენ მტკიცედ ერთგულებასა შენსა ზედა ვდგევართ არა არს ნაცვალი შენდა ქუეყანა, და უკეთუ გაჭირდეს, ივლტოდი მთიულეთს ანუ აფხაზეთს, ვითარცა ჰყო მამამან შენმან". მიუგო მათ მეფემან: "თქუენ ერთგულებისათჳს ჩემისა იტყვით; გარნა თუ დავრჩე მე და ესეოდენნი მოისრნენ, ესე იყოს ტვირთ ჩემდა, რამეთუ არა არს საწუთო ესე ნაცვალი მერმისა მის, ვინაჲთგან წარმავალ არს და იგი წარუალი, აწ წარვალ. უკეთუ დავრჩე, კეთილ, უკეთუ არა, დავდვა სული ჩემი ერისა ჩემისათჳს, ვითარცა მან დადვა ჩუენთჳს".
ხოლო ესმათ რა კათალიკოზ-ეპისკოპოზთა და მოძღუართა და წარჩინებულთა, ეტყოდნენ მეფესა: "ჩუენ თავს-მდებ გექმნეთ წინაშე მეუფისა ქრისტესა, რათა შეგინდოს შენ ყოველნი შეცოდებანი შენნი და მოგანიჭოს ცხოვრება საუკუნო სასუფეველსა მისსა". ამისი მსმენელი მეფე სიხარულითა დიდითა განემზადა წარსლვად და ძენი თჳსნი წარგზავნა ზოგი კახეთს, ზოგი მთიულეთს; ხოლო გიორგი მცირე ყრმა ტაოს იშხანის ციხესა შინა.
მერმე წარვიდა ურდოსა დიდითა დიდებითა და სიმდიდრითა და წარჰყვა მას ქათალიკოზი აბრაამ და მცირედნი ვინამენი; არამედ მგონებელსა ყეენსა არა-მისლვისათვის მეფისა წარმოევლინა სიუქოლ-ნოინი, რათა მიიყვანოს მეფე. ხოლო ნოინი გზასა ზედა შემოემთხვია მეფესა და აღიღო ყოველნი სიმდიდრენი მეფისა და თჳთ მეფე ჰყო პყრობილი და მიიყვანა წინაშე ყეენისა. მანცა პყრობილ ჰყო მეფე. და განიზრახვიდა ყეენი, უკეთუ მოკლას, არღარავინ არს ღირსი მეფობისა და თუ განუტეოს, ვითარ მიმდგომი და მოყუასი ბუღასი? ამას ზედა წარსდგა ხუტლუ-ბუღა მეტყუელი: "მე მომიყვანო ძე ნარინ-დავითისა და შევაერთო ორნივე სამეფონი ამერნი და იმერნი და ჰყავ იგი მეფედ". უსმინა ყეენმან და აღწერნეს ქონება დიმიტრი მეფისა ხვასტაგითურთ და მროწლითა ხუტლუ-ბუღამ. მერმე მოვიდა ნარინ-დავითის თანა და სთხოვა ძე, ხოლო დავით აღუთქუა მას მიცემა ძისა თჳსისა. შემდგომად მოვიდა ხუტლუ-ბუღა წინაშე ყეენისა და მიუღო ყოველი სიმდიდრე მეფესა დიმიტრის, რომელ განკჳრდა თჳთ ყეენიცა ეგზომობასა და არღარა ლამოდა სიკუდილსა მეფისასა. ხოლო მსახურნი მეფისანი ეტყოდნენ მეფესა: "აჰა თავისუფალ ხარ, ვივლტოდეთ". არამედ მეფე მიუგებდა: "იცით, რამეთუ არავის ძალ-ედვა შეპყრობა ჩემი, გარნა დავსდევ სული ჩემი ერისა ჩემისათჳს", და აწ თუცა წარვიდე, კუალადცა მოისრვიან უბრალონი".
მერმე კუალად მოვიდა ხუტლუ-ბუღა და მოართვა ამბავი ყეენსა ნარინ დავითისა მიერ მოცემა ძისა თჳსისა მეფედ. ამისთჳს ბრძანა ყეენმან კუერთხითა ცემა მეფისა და სცეს რა, არღარა ჰგონებდნენ სიკუდილსა მეფისასა, რამეთუ რომელთა ჰგუემდიან, არღარა მოაკუდინებდიან; გარნა არა დასცხრა გულისწყრომა ბოროტებისა და მოიწივნენ მტარვალნი, რათა წარკუეთონ თავი მეფესა. ამისი მცნობელი მეფე ეზიარა ჴორცსა და სისხლსა მჴსნელისა ჩუენისასა ჴელითა აბრაამ კათალიკოზისათა. მერმე აღსუეს ცხენსა ზედა და განიყვანეს ვიდრე ერთს უტევანსა და მცირედისა ლოცვისა შემდგომად მოჰკუეთეს თავი მეფესა ბილწთა მათ, ქრისტესა ჩ̃სპთ, ქართულსა ფ̃თ. იყო ჟამი ი̃, დღე შაბათი, მარხვისა მესამე, თთუე მარტი ი̃ბ. ამისთჳს ეწოდა თავდადებული.
ეჰა საკჳრველი, რამეთუ დაბნელდა მზე ვიდრე მწუხრადმდე. რომლითა განჰკჳრდებოდნენ ყოველნი წარმართნი, რათა საცნაურ იქმნას, რამეთუ პატიოსან არს წინაშე უფლისა ცხებული უფლისა! არამედ შეუდგინეს სიბოროტე და მოიცვეს ძე დიმიტრი მეფისა დავით, რომელი მეფემანვე ჩაიყვანა თჳსთანა უმეტეს ნდობისათვის, რათა მოკლან იგიცა. მაშინ იდუმალ მივიდა მღუდელი მოსე ტაჩარ ნოინის წინაშე და აუწყა დავითის სიკუდილი, ხოლო იგი შევიდა წინაშე ყეენისა და ევედრა და ყეენმანცა მიანიჭა ტაჩარს დავით და ზრდიდა იგი ჟამადმდე. არამედ გუამი მეფისა დიმიტრისა დასცვეს მრავალდღე. მერმე კათალიკოზმან და მოსე მღუდელმან მოიყიდეს კაცი და მოიპარეს გუამი მეფისა და ჰპოეს მეთევზური განგებითა ზენათი ტფილისელი: შთადვეს ურემსა მისსა და წარმოგზავნეს ტფილისს. ხოლო დავით დაშთა ტაჩარ ნოინისა თანა და სხუანი ცოლშვილნი მიმოიბნივნენ მანუელ და ვახტანგ. ხოლო სორღალ წარვიდა მამისა თჳსისა სახლსა და წარიყვანა ძენიცა თჳსნი ბაადურ და იედიგარ. ესრეთ აღსრულდა თქმული ბასილისა, რომელი უწინასწარმეტყუელა მეფესა.
შემდგომად მოუწოდა ყეენმან ხუტლუ-ბუღას და ეტყოდა: "აჰა მოვსრენ მტერნი ჩემნი და მტერიცა შენი მეფე. აწ მოიყვანე ვახტანგ ძე დავითისა და განაგებდე ქართლსა, ვითარცა გენებოს". წარმოვიდა ხუტლუ-ბუღა; ხოლო ნარინ-დავით მოვიდა ქვიშხეთს მინდორსა ზედა და მიეგებნენ მუნ ნოინნი და ყოველნი წარჩინებულნი ქართლისანი. ყვეს ფიცი და შემდგომად წარავლინა ძე თჳსი ვახტანგ და წარატანნა დიდებულნი იმერნი, და ქართველნი წარჰყვნენ სრულიად. მისრული ვახტანგ წინაშე ყეენისა შეიყუარა ყეენმან ფრიად შუენიერება-ახოვნებისა მისისათჳს და მოსცა დაჲ თჳსი ოლჯათ ცოლად და საქართველო სამეფოდ; წარმოგზავნა და მოვიდა ტფილისს. შემოკრბნენ კათალიკოზ-ეპისკოპოზნი და დიდებულნი, აკურთხეს მეფედ და დასუეს ტახტსა ზედა ქრისტესა ჩ̃სპთ, ქართულსა ფ̃თ.
ჲზ. მეფე ვახტანგ გ წელი მეფა
[edit]ამან ვახტანგ დაიპყრა კარნიფორითგან დარუბანდამდე, თჳნიერ ბექა ჯაყელისა, არამედ იყო ესე ვახტანგ ყოვლითა სათნოებითა სრული, საღმრთო-სამჴედროთი, და შეიყუარეს ქართველთა თჳსთა მეფეთა გუარობისათჳს. ამან ვახტანგ აღიყვანა ხუტლუ-ბუღა პატივსა ათაბაგობისასა, ხოლო დავით, ძე დიმიტრისა, დაშთა თათართა შინა და დედა დავითისა იყო სკჳრეთს და სხუანი ძენი დიმიტრისანი მიმოიბნივნენ. ხოლო გიორგის ზრდიდა პაპა თჳსი ბექა ჯაყელი.
მერმე გარდაჴდა რა წელიწადი, შეედვა სენი არღუნ-ყეენსა და იქმნა განრღუეული; ამისთჳს ინება ყეენმან და ყოველთა ნოინთა დავით დიმიტრის ძის გამეფება ქართლს. არამედ არა ჰყვეს ქართველთა ერდგულობისათჳს ვახტანგისა, რამეთუ ფრიად უყუარდათ, და მერმე მისცეს დავითს ადგილ-ადგილთა სოფლები. ხოლო განგრძელდა რა არღუნ-ყეენის განრღუეულება, მოეწყინათ ნოინთა და მოაშთვეს არღუნ-ყეენი მასვე დღესა წელიწდისასა, რომელსა შინა მან მოკლა მეფე დიმიტრი და დასუეს ქუღთუქონ ძმა არღუნ-ყეენისა. და კუალად მოსწყდნენ წელიწადმდე ყოველნი განმზრახნიცა, რომელნი იყვნენ და ერივნენ სიკვდილსა შინა დიმიტრი მეფისასა. ამან ქეღთუქონ ყეემან შეიყუარა მეფე ვახტანგ, ჰგონა არღუნის განრღუეულება სიკვდილისათჳს დიმიტრი მეფისა; არამედ შემდგომად სამისა წლისა მეფობისა შეედვა სენი ვახტანგ მეფესა და მოკუდა ქრისტესა ჩსჟბ ქართულსა ფიბ [1292]. ხოლო ესმა რა მეფესა ნარინ-დავითს სიკუდილი ძისა თჳსისა, დამძიმდა ფრიად და დასნეულდა მიერითგან. შემდგომად მოკუდა იგიცა ქრისტესა ჩსჟგ, ქართულსა ფიგ [1293].
შემდგომად ნარინ დავითისა მიიღო უხუცესმან ძემან მისმან კოსტანტინე მეფობა, არამედ ამას წინააღუდგა უმრწამესი ძმა მისი მიქელ და დაიპყრა მიქელ რაჭა და არგუეთი და დღეთა მათთა აქუნდათ შლილობანი და შფოთნი და არაოდეს ჰყვეს მშჳდობა. ხოლო დაჯდა რა ქეღთუქონ ყეენად, განდგნენ საბერძნეთს ტონღუზალო, რამეთუ ჰგონეს უცალოება ყეენისა. ამისმან მსმენელმან ქეღთუქონ ყეენმან მოუწოდა სპათა თჳსთა და ძესა დიმიტრი მეფისასა დავითს და მთავართა ქართლისათა; არამედ ტახტი და ცოლშვილნი შეავედრა ელგინ-ნოინსა და ხუტლუბუღას და დაუტევნა ქართველნიცა მუნ მათ თანა, ვინაჲთგან ეჭვობდა გამოსლვასა ბექასსა. ხოლო თჳთ წარვიდა სპითა და დავითცა მის თანა. მისრულთა ტონღუზალოს მოადგნენ ქალაქსა და ჰბრძოდნენ ოთხ თთუე. მერმე დავით და მცირედნი ქართველნი მისთანანი შეუჴდნენ და წარუღეს ქალაქი. ხოლო მაშინ მუნ მყოფნი ქრისტიანენი მიკრებულ იყვნენ ყურესა ერთსა ქალაქისასა და ევედრებოდნენ დავითს, ხოლო დავით დაუდგინნა მათ მცველნი, თჳთ უურვა წინაშე ყეენისა და ათავისუფლნა იგინი, ხოლო სხუათაგან აღიღეს ალაფი და საჭურჭლე დიდი და ხარკი და წარმოვიდნენ.
არამედ მუნ ყოფასა შინა ფარეჯან ოვსთა მეფის ძისასა იწყეს ოვსთა ოჴრებად და ტყუევნად ქართლისა და ქალაქი გორი მოსტყუევნეს და დაიპყრეს თჳთ. ამისთჳს შემოკრბნენ ყოველნი ერისთავნი ბექა აჰმადის ძის წინაშე და მოადგნენ გორს და მრავალნი ოვსნი მოსწყდნენ და ქართველნი, და დაწვეს ქართველთა გორი. არამედ მისჭირდათ ოვსთა და წარავლინეს ციხიდამ კაცი მუხრანს მდგომს თათართა თანა, რათა შეეწიონ. მაშინ თათარნი შუამავალ ექმნენ და ჰყვეს ზავი და მიერითგან შეიქმნა მტერობა ოვსთა და ქართველთა შორის, ვიდრე გიორგის მეფის ბრწყინვალისამდე, რომელმან განასხნა.
ხოლო მოსრულმან ქეღთუქონ-ყეენმან მოუწოდა დავითს და მისცა მეფობა და ქართლი მსახურებისათჳს მისისა. და წარმოავლინა ტფილისს და მოსცნა ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი, რომელიცა ეპყრა მამასა მისსა დიმიტრი მეფესა.
ხოლო მოსრულმან დავით მოუწოდა ბექას სამცხიდამ, გარნა იგი განდიდებულ იყო ფრიად, არა წარვიდოდა წინაშე ყეენისა და არცა მეფისა თანა, არამედ წარმოუგზავნა ძე თჳსი უხუცესი სარგის და ყოველი საჭურჭლე დიმიტრი მეფისა და სარტყელიცა იგი ძჳრფასი და ძღუენი დიდძალი. შემდგომად შემოკრბნენ კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და დიდებულ-წარჩინებულნი, აკურთხეს მეფედ ტფილისს დავით ქრისტესა ჩ̃სჟდ, ქართულსა ფ̃იდ.
ჲ̃ჱ. მეფე დავით ი̃ვ წელი მეფა
[edit]ხოლო ამან დავით დაიპყრა საქართველო, მამისა თჳსისა ნაქონები ყოველი, თჳნიერ ბექა ჯაყელისა, არამედ ბექა ნიჭითა და მსახურებითა პატივ-სცემდა კუალად მოსცა ყეენმან დავით მეფესა დაჲ თჳსი ოლჯათ ცოლად, რომელი ჰყვა მეფესა ვახტანგს ცოლად. ხოლო ამ ჟამთა თუცა მსახურებდა ფარეჯან ოვსთა მთავარი დავით მეფესა, არამედ მტერობა აქუნდათ ოვსთა და ქართველთა. მაშინ მოვიდნენ ოვსნი სახელით სათხის და უზურბეგ სავაჭროდ ტფილისს, ხოლო უკუნქცეულთა ამათ მისცეს დრამა გლახაკსა, რათა ევედროს ღმერთსა, რომელ სურამელის რატისა და მათი ჴრმალი დღეს შეიყაროს ბრძოლად. არამედ წარვლეს რა მცირედ, ემთხვიათ რატი უსაჭურველოდ და დაუდგათ რატი იწროსა წყლისასა. მიეტევა რატის სათხისი, ხოლო რატიმ უხეთქა მუზარადსა, განუპო თავი ორად და ჩამოვარდა სათხის. ამისი მხილველი უზურბეგ მიუჴდა რატისვე. სცა მასცა რატიმ ჯავშნოსანს მჴარსა და მოჰკუეთა მჴარი და სხუანი მლტოლვარენი მოსწყჳდნეს მონათა რატისათა და დაამჴო ღმერთმან ამპარტავანება ოვსთა მათ ესრეთ.
ხოლო აჰმად ყეენის ძემ თუქალ მოკლა ქეღთუქონ-ყეენი და მრავალნი ნოინნი მოსწყჳდნა მის თანა და დაჯდა თჳთ ყეენად და დაიპყრნა ყოველნი საყეენონი. ამან მიუწოდა დავით მეფესა და წარვიდა დავით. მისრული შეიყუარა ფრიად დავით მეფე თუქალყეენმან და ყვეს ორთავ ფიცი და აღთქმა სიყუარულისა. შემდგომად გამოუტევა დავით და მოსცა დბანისი, რომელი აქუნდა ძესა მანგასარისასა. შემდგომად მცირედისა ჟამისა ნოინნი ლტოლვილნი თუქალ-ყეენისაგან, დიდის არღუნის ძე ნავროზ და ალიყანის ძე ყურუმჩი, რომლისა მამა მოეკლა თუქალ-ყეენსა, მივიდნენ ხუარასანს წინაშე ყაზანისა არღუნ-ყეენის ძისა, რომელსა აქუნდა ხუარასანი, რათა მოკლან თუქალ-ყეენი და ყაზან ყონ ყეენად. წარმოემართნენ ესენი თუქალ-ყეენის ძმასა ბაადოს ზედა. მაშინ ბაადოს შეიკრიბნა სპანი და თუქალ-ყეენიცა წარვიდა სწრაფად; არამედ დავით მეფე არა მოიცადეს და დაიცვა ღმერთმან შფოთისა ამისგან. მიეგებნენ ესენი ზანგანს და ყვეს ბრძოლა ძლიერი და ვერა რომელმან აჯობა, რამეთუ ყაზან მუნ არა იყო; ხოლო ნავროზ შეიპყრეს და მოართუეს თუქალ-ყეენსა და ყაზან უკუნქცეული წარვიდა კუალად ხუარასანს. მაშინ ნავროზ ევედრა თუქალ-ყეენსა განტევებისათჳს და აღუთქუა ფიცით წარმოგზავნასა შეკრულისა ყაზანისასა, ესე ირწმუნა თუქალ და განუტევა ნავროზ; ხოლო მისრულმან ნავროზ წინაშე ყაზანისამან შეკრა საბლითა ქუაბი და წარმოუგზავნა თუქალ-ყეენსა, ვინაჲთგან ყაზან ქუაბსა ეწოდების თურქულად, და აღუსრულა ფიცი. დაუმძიმდა თუქალ-ყეენს ფრიად ესრეთი მომცბიერობა ნავროზისა.
შემდგომად კუალად წარმოემართა ყაზან და დაესხა უგრძნეულოდ უჟანს ბაადოს, შეიპყრა იგი და მოაშთო და მრავალნი ნოინნი მისთანა. მცნობელი თუქალ-ყეენი ბაადოს ძმისა თჳსისა სიკუდილისა განივლტო და მოვიდა სამცხეს ბექასას და შვილნი წარავლინნა დავით მეფისა თანა. მოსრულმან ყაზან თავრიჟს მოუმცნო დავით მეფესა და ბექას, რათა მისცენ თუქალ-ყეენი. ესე მრავალგზის მოუმცნო ყაზან, არამედ ამათ არა მისცეს, გარნა უურვეს, რათა შეუნდოს. ხოლო ყაზან მოსცა ფიცი და ბეჭედი და მისცეს ამათ თუქალ-ყეენი.
ამისი მცნობელი ყურუმჩი დაესხა ნაჴიდურს დესპანსა მას, რომელსა მიჰყვანდა თუქალ. წაჰგუარა თუქალ-ყეენი და მოკლა იგი ბაადურ ძმისა თჳსისა სიკვდილისათჳს. მერმე მისცა მეფემან დავითცა შვილნი თუქალისანი ყაზანს და საჭურჭლე, რომელი იყო ციხესა ატენისასა ბარებული ფარეჯან ოვსთა მეფისა; და იმადლა ესენი ყაზან-ყეენმან დიდად; არამედ მეფე vერ გულდებულ იქმნა წარსლვად მისთანა სიყუარულისათჳს თუქალ-ყეენისა; გარნა აქუნდა სხუაცა შიში ნავროზისა, რომელი იყო მტერი ყოველთა ქრისტიანეთა და დაატევებინებდა რჯულსა ჭეშმარიტსა თჳნიერ ყაზან-ყეენისა, ამისთჳს ბოროტადცა წარსწყმდა. ხოლო ესე ნავროზ განდიდნა ფრიად და იწყო მტერობა ქრისტიანეთა და მოაოჴრებდა ეკლესიებთა თავრიჟისათა. ამანვე მოიყვანა ეპისკოპოზი მარაღისა სარწმუნოებით ნასრი, რომელი იყო კაცი სახიერი სათნოებიანი და აიძულებდა დატევებად რჯულისა; არამედ იგი ახოვნად წინააღუდგა და დაითმინნა ყოველნი სატანჯველნი. ხოლო შემდგომად მისა ჰყო ექსორიად, რამეთუ იყო ფრიად მოხუცებული და პირველთა ყეენთაგან მამად ჴმობილი. კუალად წარმოგზავნა ნავროზ, რათა მოაოჴრონ პირველად ეკლესია ვარძიისა და შემდგომად ყოველნი ეკლესიანი საქართველოსანი, და სამკაულნი მათნი გამოიღონ, რამეთუ ჰგონებდა უუმრავლესსა სიმდიდრესა; ხოლო წარმოვლინებული მოიწია რა ნახჭევანს, შურ-აგო ვარძიისა ღვთისმშობელმან, ეცა მას მეხი და განგალა, რამეთუ ვერა-რაჲ ჰპოვეს მისი. შემდგომად მოიწია ნავროზს ზედაცა რისხვა ღმრთისა და განუწყრა ყეენი ყაზან უსამართლოებისა მისთჳს, ვინაითგან ყაზან-ყეენი იყო ფრიად სამართლიანი და მოყუარე სამართლისა. რამეთუ განება საბელი ეჟვნებ-სხმული ახლოს თჳსსა და წუერი საბლისა გარეთ ზღუდისა მისისა. ამას ყოველნი დაჭირვებულნი განანძრევდნენ. მყის გამოვიდის ყეენი, უსმინის და აღუსრულოს სამჭირნონი და ივლტოდა ნავროზ ხუარასანს. მიეწია მას ხუტლუ-ბუღა და მოსწყჳდნა შვილით და სახლეულით, და მოისპო საჴსენებელი მისი. შემდგომად მოუწოდა ყაზან-ყეენმან დავით მეფესა ურდოსა შინა და მსმენელი დავით მსწრაფლ განემზადა წარსლვად და მივიდა ჰერეთს. შემოკრბნენ მუნ ჰერ-კახნი და სხუანი წარჩინებულნი ყოველნი. მაშინ დავით განიზრახვიდა, რათა წარვიდეს ურდოსა ანუ თუ უკუ-დგეს. არამედ განმზრახთა ყოველთა განუზრახეს წარსლვა ურდოსა. გარნა მეფემან არა ინება და არცა უსმინა და უკუნ-იქცა რამეთუ შიში რაჲმე აქუნდა თათართაგან დიდი და შეკრა ჟინვანს სიბა და თჳთ მეფე გარდავიდა მთიულეთს და წარავლინა ძმა თჳსი ვახტანგ ბათო-ყეენის შვილისშვილისა თანა და უქადა გზა ყაზან-ყეენსა ზედა. ხოლო მან ვახტანგ კეთილად შეიწყნარა და აღუთქუა ქუეყანა და საჭურჭლე. არამედ ვითარ სცნა ყაზან-ყეენმან დავით მეფის უკუ-დგომა, წარმოავლინა ხუტლუ-ბუღა სპითა დიდითა ტფილისს. მოსრულმან ხუტლუ-ბუღამ მიგზავნა დავით მეფისა თანა და აძლევდა ზავსა, რათა იყოს ერთგულ ყაზან-ყეენისა და არა მიიქცეს მტრისა მიმართ. ხოლო მეფემან წარუვლინა კათალიკოზი აბრაამ და ბურსელი იოვანე და ყადი ტფილისისა, ითხოვა ფიცი და მძევალი. მსმენელმან ხუტლუ-ბუღამ მოსცა ფიცი და ბეჭედი ყეენისა და მძევლად ხუტლუ-ბუღას შვილი და სხუანი ნოინნი უვნებელობისათჳს მეფისა. ამისთჳს მოვიდა მეფე დავით, და ნახნა იგინი და აღუთქუა მათ წარსლვა წინაშე ყეენისა; ამის მიერ პატივ-სცა ხუტლუ-ბუღამ მეფესა და განუტევა; არამედ მეფე მივიდა რა ჟინვანს, გამოუტევნა მძევალნი ნიჭითა დიდითა და, ვითარ მოიწია გაზაფხული, კუალად აწვივეს დავით მეფე, არამედ არა ინება წარსლვად ყაზან-ყეენისა თანა და კუალად წარგზავნა ძმა თჳსი ბაადურ ორხან-ყეენისა წინაშე და ითხოვა შეწევნა. ამისმან მცნობმან ყაზან-ყეენმან წარმოავლინა იგივე ხუტლუ-ბუღა სპითა დიდითა. ესე მოვიდა სომხითს და მიუწოდა დავით მეფესა, ხოლო მეფემან წარმოევლინა ქათალიკოზი, ბურსელი და ყადი; არამედ იგრძნეს თათართა, რამეთუ მიზეზობს დავით მეფე და არა მოვალს ჩუენ თანა. წარმოვიდნენ და მომართეს მთიულეთს, მოაოჴრეს სომხითი, ქართლი, ერწო-თიანეთი და დადგნენ მუხრანს და ხერკს და ერწო-თიანეთს და ბაზალეთს, და სტყუევნიდიან, სადა ვის მოაჴელიან ამათ ზემო-ჴსენებულთა ადგილებთა შინა ცოდვათა ჩუენთათჳს.
ხოლო ჟამსა ამას გამოჩნდა ვარსკულავი კჳმატი ლახურის მგზავსი ჩრდილოთ კერძო ოთხ თთუე მყოფი. იტყოდნენ ლახურის მომასწავებელ არსო ქრისტესა ჩ̃სჟჱ, ქართულსა ფ̃იჱ.
არამედ კუალად ინებეს თათართა ზავ-ყოფად, რათა დავით მეფემან არა მისცეს გზა ორხან-ყეენსა, გარნა დავით მეფემანცა წარავლინა ამა პირსა ზედა დედოფალი დედა თჳსი და ოლჯათ ცოლი თჳსი და ძმა თჳსი მანოელ და კათალიკოზი აბრაამ, რათა იურვონ საქმე მისი. მაშინ ამათ ზავ-ჰყვეს და მოსცეს მეფესა ტფილისი და სამეფო თჳსი და წარვიდნენ თათარნი.
ხოლო ზაფხულს კუალად წარმოავლინა ყაზან-ყეენმან მცნობელი, რათა სცნას დავით მეფისა ერთგულად ყოფაჲ. და სცნა კაცმან მან, რამეთუ წარევლინა დავით მეფესა ბაადურ ძმა თჳსი ორხან-ყეენის წინაშე; წარვიდა და აუწყა ყაზან-ყეენსა. მაშინ ყაზან წარმოავლინა ყურუმჩი და ალინჯი და შანშე მჴარგრძელი. ხოლო ამათ მოუწოდეს მცირეს გიორგის, ძმასა დავით მეფისასა, რომელსა ზრდიდა ბექა სამცხისა. რამეთუ ამ ბექას ეპყრა ტაშისკარს ზეით სპერის ზღვადმდე; რომლისათჳსცა მიხაილს კეისარს კომნინსა მოეცა ტრაპიზონამდე, რამეთუ ასული ბექასი ცოლად ესუა მას და ესე ბექა ხარკსა და ლაშკარს აძლევდა ყეენსა, და ჟამად მსახურებდა დავით მეფესაცა.
ამან მოსცა მცირე გიორგი, ძე დიმიტრი მეფისა, და ყვეს ესე ტფილისს მეფედ. გარნა თუცა მცირე იყო, არამედ წინათვე დაუსახვიდა ძლიერსა მეფობასა ქრისტესა ჩ̃სჟთ, ქართულსა ფ̃ით.
მერმე კუალად რა მოიწია გაზაფხული, წარმოავლინა ყაზანყეენმან იგივე ხუტლუ-ბუღა და მრავალნი ნოინნი მას თანა. ესენი მოვიდნენ და მოაოჴრნეს ზემორე ჴსენებულნი ქუეყანანი, უუბოროტესად ქართლი. მაშინ ქუენაფლაველი შალვა, რომელი მეფემან დავით აღავსო საბოძვრითა, წარმოვიდა და მოვიდა თათართა თანა და მათ სიხარულითა პატივ-სცეს და განაჩინეს წინამძღურად და შევიდნენ გზასა ხუარაზმის ჴევისასა და განვიდნენ შორის მთასა ცხაოტისა და ცხრაზმისასა, რომელ არს ლომისა. ხოლო ვითარ სცნა ორგულება ქუენაფლაველისა მეფემან დავით, შევიდა ციკარას და ხუტლუ-ბუღა გარდავიდა ჴადას და მუნიდამ ჴევს და მიჰმართა გელათს, რამეთუ მუნ ჰგონებდნენ მეფესა. მოადგნენ თათარნი სტეფანწმიდას და ვერ წარიღეს, არამედ ითხოვეს საზრდელი და მისცეს სტეფანწმიდელთა მცირედი. მუნიდამ უk-მოიქცნენ თათარნი და მოვიდნენ ჴადასვე, რამეთუ ჰყვანდათ წინამძღოლელი ქუენაფლაველი და ოსვთა მთავარი ბაყათარ. მაშინ მეფესა დავითს ციკარას მდგომს აბაზაძემ ჭილამ და აჰმად სურამელმან და აზნაურთა ქართველთა და სომხითართა უჩვენეს დიდნი ერთგულებანი, რამეთუ განყო ლაშკარი ხუტლუ-ბუღამ და ქუემორე შემომავალთა ცხაოტს მოუჴდნენ სპანი მეფის დავითისანი მცირენი და მოწყჳდნეს ურიცხუნი. კუალად შემოსრულნი იწროსა მას ხუთასნი ოდენ რომელნიმე მოსწყჳდნეს და სხუანი მეფესა მოართუეს. მერმე გამოუჴდნენ ჴადისთავს გორასა ზედა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრვოდნენ თათარნი, რამეთუ დიდს ავნებდნენ მთიულნი ფერჴმალობითა. გარნა შეეწეოდნენ ფრიადს მესხნი, რომელნი წარმოევლინა ბექას მეფისათჳს. არამედ მწუხრსა უშუელა ღმერთმანცა მეფესა და ცხაოტს შესრულნი თათარნი ივლტოდნენ და ხუტლუ-ბუღასაცა დიდი ევნო. გარნა მცნობი ხუტლუ-ბუღა სიმაგრის შეუვალობისათჳს აიყარა ღამით და დაესხა ქართლს და მოსწყჳდნეს სადა ვინ მოიჴელთეს და ტყუეჰყვეს, და წარვიდა ხუტლუ-ბუღა წინაშე ყაზან ყეენისა.
შემდგომად კუალად მოვიდა გაზაფხულს იგივე ხუტლუ-ბუღა. ამისნი მცნობელნი, შეუშინდნენ ყოველნი ამის ქუეყანისანი და შემოკრბნენ მეფისა თანა ქართველნი და ჰერ-კახნი და განუზრახეს, რათა წარვიდეს წინაშე ყეენისა, ვინაჲთგან სარწმუნო კაცი არს ხუტლუ-ბუღა და ვიცით მის მიერ არარაჲ გევნების. უსმინა მეფემან მათ და დაასკუნა წარსლვა თათართა თანა და იყო ამისი შუამავალი ბურსელი იოვანე ხუტლუ-ბუღას თანა. ხოლო ხუტლუ-ბუღამ განიხარა და აღუთქუა ფიცით უვნებელობა მეფისა და დაცვა ქუეყნისა. არამედ კუალად არა წარვიდა მეფე, ვინაჲთგან აქუნდა შიში დიდი რაჲმე თათართაგან; გარნა ნება-სცა წარჩინებულთა მისლვა თათართა თანა და მივიდნენცა უმრავლესნი და თათართა პატივით შეიწყნარეს იგინი, არამედ მოაოჴრეს ზემოჴსენებულნი იგინივე ქუეყანანი კუალად მთიულეთამდე და წარვიდნენ თათარნი. ხოლო ჩამოდგა მეფე დავით სთველსა შინა ცხაოტს და აოჴრებდა მამულსა ქუენაფლაველისასა. ამისი მხილველი და უღონო-ქმნილი ქუენაფლაველი ევედრა ქართლის ერისთავსა აჰმადს, რათა უურვოს მეფისა თანა. მის მიერ მოჴსენებულმან მეფემან მიანიჭა მასვე აჰმადს ქუენაფლამელი. მაშინ ქუენაფლაველმან შალვამ გარდაიყარა თავსა ნაცარი ესრეთ მეტყუელმან: "ესემცა არს მისაგებელი მეფეთა ორგულთა". ამისთჳს მიუტევა მეფემანცა შეცოდებანი. ხოლო მეფესა დავითს შეეპყრა ძმა თჳსი ვახტანგ მცირესა რასმე ზედა და პყრობილი ჰყვა ჟინვანს ციხესა შინა. ესე განევლტო და მივიდა ბურსელისა თანა, ევედრა, რათა უურვოს მეფისა თანა უვნებელობისათჳს და მცირედისა სარჩოს მიცემისათჳს და, უკეთუ უქმნას ესე მეფემან, არა წარვიდეს ურდოსა. ამან ბურსელმან აცნობა ესე მეფესა, ხოლო მეფემან განიხარა და აღუთქუა ფიცით უვნებელობა და სარჩო. ამით პირითა მოვიდა მეფისა თანავე ვახტანგ, არამედ არარაჲთ კეთილად იპყრობდა დავით მეფე, ვინაჲთგან ვახტანგს ესუა ცოლად შაბურის ძმის ასული; ამის გამო უპატიო ჰყოფდა მეფე.
მხილველი და უიმედო ვახტანგ წარმოვიდა კუალად დავით მეფისაგან და მივიდა ყაზან-ყეენის წინაშე. მან პატივ-სცა და წარმოატანა ხუტლუ-ბუღა, მოსცა მეფობა ვახტანგს და მოვიდნენ ტფილისს თათარნი, ქართველნი და სამცხის ბექას ძე.
ხოლო სცნა რა ესე დავით მეფემან, წარმოუვლინა კუალად ბურსელი ზავისათჳს და, უკეთუ მოსცენ ფიცი, წარვიდეს ურდოსა. ხოლო ხუტლუ-ბუღამ აღუთქუა ფიცით. ამისთჳს წარმოავლინა მეფემან ოლჯათ ცოლი თჳსი, კათალიკოზი და ბურსელი, და აღუთქუა ფიცით მისლვა ურდოსა, მოეგება ხუტლუ-ბუღა ოლჯათს და ვითარცა ყეენსა პატივ-სცა და კუალად წარმოევლინა დავითს ფიცი და ჴელმანდილი ყეენისა, რომელიცა წესი აქუნდათ მინდობისათჳს და ოლჯათ არღარა. ესე მიზეზ-ჰყო დავით მეფემან ოლჯათის მიუსვლელობა და მიუმცნო: "უკეთუ მომცეთ ოლჯათ, მოვიდე ურდოსა". ამას ზედა განრისხნა ხუტლუ-ბუღა მცბიერობისათჳს ესრეთისა, შეიპყრა ბურსელი მეტყუელმან: "კაცო, რაჲ არს სატყუარი? მე ფიცით დაგიმტკიცე და არა ინებეთ". და მოჰკუეთა თავი ბურსელსა და ოლჯათ წარიყვანეს თათართა. სოლო ვახტანგს დაუმტკიცეს მეფობა ქრისტესა ჩ̃ტა, ქართულსა ფ̃კა და შემოვიდნენ მთიულეთს.
არამედ მეფე დავით იყო გელათს, გარნა თათართა დიდ-დიდთა ავნებდნენ მთიულნი; გარნა სიმრავლითა არა-რაჲ აკლდებოდათ. შემდგომად მკსინვარისაგან და სიმაგრისათჳს ქუეყანისა უკ-მოიქცნენ თათარნი და მოსწყუედდნენ მრავალთა თათართა და უმეტეს ზანდუკლის ჴევს მოსწყჳდნეს. ჩამოვლეს ქართლი, წარვიდნენ და მიგვარეს ოლჯათ ყეენსა.
გარნა ესეოდენთა შლილობათა შინა არა იყო თესვა და მკა და უმეტესნი მოსწვდებოდნენ გლეხნი სიყმილითა და წარვიდოდნენ სამცხეს, რამეთუ მუნ იყო მცირედი საზრდელი, რომელთა გამოზრდიდნენ ბექა და მეუღლე მისი ვახახი.
ჲ̃თ. მეფე ვახტანგ. გ̃ წელი მეფა
[edit]ხოლო დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, ამას მოსცეს ყოველი საქართველო; არამედ არა წინა აღუდგებოდა ძმასა თჳსსა დავით მეფესა, რამეთუ იყო ღვთის მოშიში, სამღუდელოთა პატივისმცემელი, მოწყალე და ყოვლითა კეთილითა სრული და არავისი მოშურნე. ამის ჟამსა შინა უმეტეს განდიდნა ბექა სამცხის სპასალარი. ხოლო მეფემან დავით იხილა, რამეთუ არღარა მოსცემენ ოლჯათს თათარნი, მოიყვანა აჰმადის ასული, ქმნული ფრიად კეკლუც-სახოვანი, კეთილი და იქორწინა მის ზედა ქრისტესა ჩ̃ტბ, ქართულსა ფ̃კბ.
ამასვე ჟამსა გამოჩნდნენ თურქნი, რომელთა მთავარი იყო აზატ-მოსე. ესენი დგიან ზაფხულ მთასა პარხალისასა და ზამთარს პონტოს ესე აზატ-მოსე წარმოვიდა მოოჴრებად ყოვლისა საქართველოსა და მოიწია ბასიანს და ტაოს და იწყო ოჴრებად მძჳნვარედ, რამეთუ ჩჩვილთა დედათა ძუძუთა მოკიდებულთაცა მოჰკლვიდიან, გარნა სხუათა გაღანამცა უმეტეს მოსრვიდნენ. ამათ მოსწყჳდეს ტაო, ვინაჲთგან ტაოელნი არა ჰგონებდნენ მოსლვასა მათსა და შეუძრველად იმყოფებოდნენ. კუალად ჩამოვიდნენ მუღრისს და ნიგალის-ჴევს, მოსრეს აზნაური ხერხეულიძე, არამედ ტაოს ერისთავმან თაყა ფანასკერტელმან ბრძოლა უყო მათ თორთომის ციხისძირს მცირედითა სპითა და ავნო დიდი; გარნა სიმრავლისაგან თურქთა ვერ განასხნა. ამისმან მცნობმან ბექამ შეიკრიბნა სპანი და წარვიდა; არამედ ვერღარა ეწიათ რამეთუ უკუნქცეულ იყვნენ თურქნი. ესე დაუმძიმდა და უკუ-მოიქცა ბექაცა. გარნა შემოიკრიბა ყოველნი შავშნი, კლარჯნი, მესხნი და თჳსქუეშე დაწესებულნი და ეტყოდა: "ერთსჯულნო და ერთპირნო, ისმინეთ, რამეთუ სკიპტრის-მპყრობელმან მეფემან დავით ოდითგან განასხნა თურქნი საზღვართაგან საქართველოსათა და არღარა ვის გვიხილავს ამის ჟამისამდე; ხოლო აწ ცოდვათა ჩუენთათჳს გამოჩნდნენ და მოსწყჳდნეს ტაო, რამეთუ ვინაჲთგან არღარავინ არს მეფე ჩუენი მძლავრებისაგან თათართა, რომელიცა გვიძღოდეს ჩუენ, და დავრჩომილვართ მარტოდ, რამეთუ მთავარნიცა საქართველოსანი და ქუეყანანი განდგომილნი არიან თჳს-თჳსად, აწ ამისთჳს მნებავს, რათა შევიკრიბნეთ და შევიწიოთ ღმერთი და შურ-ვაგოთ მტერთა ჩუენთა ძალითა ჯუარისათა".
მაშინ მსმენელთა მესხთა განიხარეს და აღუთქუეს მზა-ყოფად. მერმე მოიწია ზაფხული და მოვიდნენ თურქნი. მაშინ მოუწოდა ბექამ ტაშისკარიდამ ბასიანადმდე და შეკრიბნა ი̃ბ ჩ̃ (.) მჴედარნი და მიმართა თურქთა; ხოლო თურქნი აღმოსრულ იყვნენ მთასა პარხალისასა და წარმოევლინნეს მჴედარნი ტყუენვად ვაშლოვანისა და თჳთ ლამოდნენ მისლვად სამცხესა, ხოლო მოვიდნენ ი̃ ჩ̃ (.) მჴედარნი ვაშლოვანს და წინა-განეწყუნენ მათ ხუთასნი ბექას მჴედარნი სიმაგრეთა შინა, ბრძვეს ძლიერად და აოტნეს თურქნი; არამედ აზატ-მოსემ არა რაჲმე იცოდა ბექასი და მცნობელმან ბექა გაქცევისათჳს თურქთა წარისწრაფა და მიმართა სპერს და შამბერდს, სადაცა იყვნენ თურქნი; ხოლო აზატ-მოსემ უცნობელმან ბექასმან გამოირჩია ლ̃ ჩ̃ (.) მჴედარნი და წარმოვიდა ვაშლოვანს და დანაშთუნებულთა სპათა ეტყოდა: "თქუენ მივედით ტაოს და ნეშტი მოსწყჳდეთ მუნ და მე მოვიდე გამარჯუებული ბანას. მერმე იქიდამ წარმოვიდეთ ქართლს". რამეთუ მრისხანებდა მოწყუედისათჳს სპათა თჳსთა ვაშლოვანს. არამედ მიმავალთა ბექას მეწინავეთა ემთხვივნენ ოთხნი თურქნი, შეიპყრეს იგინი და მოართუეს ბექას და ჰკითხვიდნენ ამბავსა; ხოლო იგინი უთხრობდნენ წინთქმულთა აზატმოსეს განმზადებასა. ამისმან მცნობმან ბექამ განყო ლაშკარი თჳსი და ურჩეულესი მისცა ძესა თჳსსა პირმშოსა სარგისს და წარგზავნა ვაშლოვანს; და თჳთ წარვიდა მუნვე თურქთა ზედა. მოსრულთა თურქთა ვაშლოვანს იხილეს რა მცირე ლაშკარნი, მსწრაფლ მიეტევნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ პირველვე ხუთასთა სარგისითა ხუთასი თურქი ჩამოაგდეს რაზმსა შინა და იძლივნენცა თურქნი, რამეთუ ლტოლვილნი ფერჴითა სთრგუნვიდნენ ურთიერთსა; არამედ სარგის ბრძოდა ძლიერად, გუარისაებრ ვითარცა მოსდგამდაცა. ხოლო თურქთა აქეთ რა იხილეს ბექა მიმავალი, მსწრაფლად ივლტოდნენ და დედაწულნი მათნი მათთანა მთათა, კლდეთა და ღრატეთა, რამეთუ დაჰყარნესცა ყოველნი ქონებანი თჳსნი და სპანი ბექასნი მოსწყუედდნენ ურიცხუთა: ხოლო ნეშტნი თურქნი შეივლტოდნენ სპერის ციხესა შინა და ქალაქსა და ნორ-ქალაქსა. არამედ ბექას სპათა შესჯარნეს იგინი იწროებთა შინა და ვითარცა ცხოვართა ჴოცდიან და ჰკლვიდიან. ხოლო სარგისის გამოქცეულნიცა თურქნი ეწივნენ ბექას სპათა; მიიქცნენ და მოსწყჳდნეს იგინიცა; მერმე გარემოადგნენ ქალაქსა სპერს, მცირეს ჟამს ადიღეს ქალაქი თჳნიერ ციხისა და აღივსნენ ალაფითა, ოქრო-ვეცხლითა, ცხენითა, ჯორითა, აქლემითა და წარმოვიდნენ გამარჯუებულნი ბექა და ძე მისი სარგის და მიერითგან ვერღარა იკადრეს თურქთა მოსლვა.
ხოლო შემდგომად მოკუდა ყაზან-ყეენი და დაჯდა ძე მისი ხარბად ყეენად. და ამან ხარბად-ყეენმან ინება შესლვად გილანს და დაპყრობა მისი; და მიუწოდა მეფესა ვახტანგს ქართველითურთ და ბექას სამცხითურთ. ხოლო ბექამ წარგზავნნა სპანი თჳსნი და თჳთ არა წარვიდა. მაშინ მივიდა ვახტანგ და წარვიდნენ გილანს. მუნ განყო ყეენმან სპა თჳსი ოთხად: ვახტანგ მეფე დაიპყრა თჳს თანა; ერთკერძ წარავლინა ხუტლუ-ბუღა და სპანი ბექასნი; ერთკერძ ჩოფან ნოინი და ზოგნი სპანი ვახტანგ მეფისანი და ერთკერძ უსენ-ნოინი და ოვსნი.
არამედ გილანელთაცა ეგრეთვე ოთხად მომართეს. შეკრეს ხარხალი და დაუდგნენ სიმაგრეთა: ერქაბაზ დაუდგა ყეენსა და იქმნა ბრძოლა ძლიერი, რამეთუ ვახტანგ წინამბრძოლი იყო; არამედ ტყეთა და ლამთა და იწროთაგან ძნიად ვიდოდნენ და ყეენი ხარბად თჳთ სჭვრეტდა, ვითარ მჴნედ იბრძოდნენ ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ ათისაგან ორნი ძნიად მორჩიან და მოსწყდნენ მრავალნი აზნაურნი და უმკჳდრო იქმნენ; გარნა არა უკუნ იქცა ვახტანგ და დაიჭრა თჳთცა მცირედ ბაყუსა ზედა, ხოლო იხილა რა სიმაგრე ყეენმან, აიყარა ღამე და წარმოვიდა. მოეწივნენ გილანელნი და დიდად ავნეს. კუალად მეორემან მთავარმან უბაშიმ შეკრა ხარხალი და დაუდგა ხუტლუ-ბუღას. მაშინ გარდაჴდა ცხენიდამ ხუტლუ-ბუღა, დაიდგა სკამი და დაჯდა მას ზედა და უბრძანა სპათა ბექასთა მისლვა. შეუჴდნენ მესხნი და სრვიდნენ გილანელთა; არამედ ეცა ისარი ხუტლუ-ბუღას თავსა შიშუელსა. ჩამოვარდა სკამიდამ და მოკუდა. ამისი მხილველი ძე მისი ივლტოდა და სპანი მისნი მის თანა და მესხნი დაშთნენ ხარხალსა შინა და მოისრნენ უმეტესნი, ვინაჲთგან გილანელთა ნაბრინჯალთა ჩაეგდოთ წყალი და ვერღარა ვიდოდნენ ცხენნი, ვერცა კაცნი. ეგრეთვე ჩოფანსა განეწყო როსტომ მელიქი ვაკესა ზედა; სძლო მას ჩოფან და არღარა შეჰყვა სიმაგრეთა შინა, და უჩინა სპათა თჳსთა ჯავახისშვილი უკან-მავალად, სადაცა მჴნედ იბრძოდა ჯავახისშვილი და გარდამოვიდა მშჳდობით. ხოლო უსენს და ოვსთა შემოება ისხან და სწორი ძლევა იქმნა და იგიცა გამოქცეული წარმოვიდა. ესენი ყოველნი შემოკრბნენ უჟანს ხარბად-ყეენის წინაშე და განაჩინა ყეენმან ჩოფან მონაცვლედ ხუტლუ-ბუღას ნოინისა წილ. ხოლო მეფესა ვახტანგს და სპათა მისთა დიდად პატივ-სცა ყეენმან სიმჴნისა მათისათჳს და მისცნა ნიჭნი და ჯილდონი და წარმოავლინნა ქართლს.
ჟამსა ამას მოუჴდნენ ხარბად-ყეენსა კაცნი სარკინოზნი, მტერნი ქრისტიანეთანი, და ეტყოდნენ. "უკეთუმცა არა დაატევებინო ქრისტიანეთა სჯული და არა ჰყო მოჰმადიან და არა მოაოჴრო ეკლესიანი მათნი, ვერაოდეს სძლო მტერთა შენთა და არცა წარგემართოს ჴელმწიფება შენი". ესე ცბიერება ირწმუნა ყეენმან და წარმოავლინა ნოინი ერთი, რათა დაატევებინოს ქართველთა ქრისტე და მოაოჴროს ეკლესიანი. და ამან ნოინმან იწყოცა შლად ეკლესიათა და მოეწია ნოინი მეფესა ვახტანგს ნახჭევანს სპითურთ. ამისი მსმენელი ვახტანგ არა შეშინდა, არამედ უმეტეს განმჴნდა და განამჴნობდა სპათა თჳსთა მომაჴსენებელი ქრისტეს მცნებათა და აღთქმულთა და მოწამეთა სიმჴნეთა, რათა წარვიდნენ წინაშე ყეენისა და მუნ აღიარონ ქრისტე და მოსწყდნენ მისთჳს. მხიარულად უსმინეს სპათა მისთა და წარვიდნენ.
ხოლო მივიდნენ რა წინაშე ყეენისა, განკჳრდა ყეენი მისვლისათჳს მეფისა. მაშინ მეფე ვახტანგ წინააღუდგა დატევებისათჳს ქრისტესა და მოოჴრებისათჳს ეკლესიებთა. არამედ საქართველოსათაცა უარ-ჰყვეს მოგზავნილი იგი ნოინი. ამისთჳს მოკლა ყეენმან მეფე ვახტანგ ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა.
ხოლო შემდგომად რისხვითა ღუთისათა სამხილებელ ექმნა სენი ბოროტი ხარბად-ყეენსა, რომელი აიძულებდა ქრისტიანეთა. ამისთჳს უკუნ-იქცა წარმოვლინებული იგი ნოინი და ქართველნი ვახტანგისა თანა ექსორია-ყოფილნი განუტევნა. მერმე მითვე სენითა მცირედისა მოკუდა ხარბად-ყეენი და დააცადა ღმერთმან აღძრვა ეკლესიათა ზედა ამის გამო და დაჯდა ყეენად ულჯათ-სულტანი. ამან ულჯათ-სულტანმან წარმოავლინა ლაშკრითა ურიცხჳთა ჩოფანნოინი სამცხის ბექასა ზედა; და კუალად ყოსცა მეფედ ვინმე, ვინაჲთგან უმეფო იყო ქართლი, და დავით მეფე იყო თჳსად უკუ-მდგარი. ესე ჩოფან მოვიდა არსიანის მთამდე და აწვია ბექას; არამედ ბექა არა მივიდა და წარავლინა ძე თჳსი უმრწემესი შალვა, და კუალად ძე დიმიტრი მეფისა გიორგი, რომელი წინათცა მეფედ ყვეს, რათა აწ დაუმტკიცონ მეფობა. და რა მივიდნენ ესენი, უკუნ-იქცა ჩოფან სომხეთად და დაშთა ქუეყანა ბექასი მშჳდობით. ხოლო ჩოფან მიიყვანა გიორგი წინაშე ყეენისა და ყეენმან შეიწყნარა და პატივ-სცა; არამედ არა მისცა მეფობა, ვინაჲთგან დავით მეფე იყო უკუმდგარი და სთხოვა დავით მეფესა ყეენმან ძე და მან წარმოუვლინა ძე თჳსი მცირე ურდოსა.
ო̃. მეფე გიორგი დავით მეფის ძე ი წელი მეფა
[edit]ხოლო მისცა ყეენმან ამ მცირესა გიორგის მეფობა და ტფილისი, და უჩინა მზრდელად და მოურნედ ძე დიმიტრი მეფისა გიორგი. ესენი წარმოსრულნი მოვიდნენ ტფილისს ქრისტესა ჩ̃ტჱ, ქართულსა ფ̃კჱ. ამასვე წელსა მოკუდა მთავარი სამცხისა ბექა, საღმრთო-საეროთი, სათნოებითა და მოწყალებითა აღმატებული და უმეტეს ვახახი მეუღლე მისი ყოვლითა კეთილითა და დაუტევნა ძენი სამნი: სარგის, ყუარყუარე და შალვა და ამათ სამთა დაიპყრეს სამცხე.
ამისა შემდგომად მესამესა წელსა მოკუდა დავით მეფე მწარისა სენითა გარჯილი ქრისტესა ჩ̃ტი, ქართულსა ფ̃ლ, და დაუტევა ძე თჳსი გიორგი ორის წლისა მეფედ ქმნილი.
შემდგომად ინება ყეენმან აღმჴედრებად შამს ციხესა ზედა რაბაშანს, რომელი აქუნდა სულტანსა მისრისასა. მივიდა და მიადგა ყოვლითა ძალითა თჳსითა სუთ თთუე და ვერარაჲ ავნო მას. მერმე უკმოიქცა და მოგზაურ ჰყვანდა ექუსნი არწივნი დამართულნი, რომლისა ძალი ესეოდენი იყო და მოვიდა შინ თავისად. არამედ ამიერითგან არა სადა ილაშქრა ცამეტ წელ ყეენად მყოფმან.
ამისა შემდგომად კუალად წარმოავლინა ულჯათ-სულტანმან იგივე მცირე გიორგი, ძე დავით მეფისა, მეფედ და ზაალ მელიქი ხუარასნელი და ხარუნჩი ბიძა ჩოფან-ნოინისა, რათა შეკრიბონ საქართველო გიორგი მეფისად, და ამათ აჩინეს მჴარგრძელი შანშე და ზაქარია ავაგის ასულის ხუაშაგის ნაშობი. ესენი მოვიდნენ კოხტის-თავს და აწვიეს სარგის და ყუარყუარე, არამედ ამათ არა ინებეს გამოსლვა.
ამავ ჟამს განდგა საბერძნეთს კომსი ქალაქი დიდი და ფარსმანის შვილი. ამისმან მცნობელმან ყეენმან წარავლინა ჩოფან და წარატანნა მას ქართველნი და წარჰყვა გიორგიცა ძე დიმიტრი მეფისა; არამედ გოგზალ მელიქ შანშე და ზაქარია არა წარჰყვნენ და შევიდნენ ტფილისს. ხოლო ჩოფანს მისრულსა ვერ წინააღუდგნენ ფარსმანის ლაშკარნი. მაშინ ჩოფან მოსცნა ყოველნი მუნ მყოფნი ქართველნი გიორგის, ძესა დიმიტრი მეფისასა, ჯავახნი და თორელნი; და სადაცა ბრძოლა ყო გიორგიმ სპითა თჳსითა, მძლეველად გამოჩნდა ყოველთა ზედა. ხოლო ჩოფან დაიმორჩილნა ურჩნი ერთსა ოდენ წელსა და მერმე მოიქცა და ჟამსა სთულისასა მოვიდა წინაშე ყეენისა ჩოფან და დაყო რა თთუე ერთი, მოკუდა ყეენი ულჯათ-სულტანი. ამან დაუტევა ძე მუსაით შჳდისა წლისა და ჰყვეს იგი ყეენად. ესე ესმა რა გიორგის, ძესა დიმიტრი მეფისასა, წარვიდა წინაშე ყეენისა. მისრული ურდოსა იხილა და განიხარა ფრიად ჩოფან-ნოინმან და შეიტკბო, ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი და შვილნი დავით მეფისანი და ძენი ბექა სამცხისანი და მესხნი და წარმოგზავნა ტფილისს. ესე გიორგი მოვიდა და შემოკრბნენ კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და დიდებულნი წარჩინებულნი და ძენი ბექასნი სამცხე-ტაო-კლარჯ-შავშეთითურთ და აკურთხეს ტფილისს მეფედ ქრისტესა ჩ̃ტიჱ, ქართულსა ვ̃.
ოა. მეფე გიორგი კჱ წელი მეფა
[edit]დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დიმიტრი მეფისა თავდადებულისა, და დაიწყო მთიებმან აღმობრწყინეებად. ხოლო მე ენასა ვერ ძალ-მიცს საკჳრველებათა და საშინელებათა თქმად. თუ რაოდენ შუენიერად და გონიერად განაგებდა და ქმნა ანუ წყობანი და ბრძოლანი, ანუ შემატებანი სამეფოსანი და ქუეყანისანი; არამედ რაჲ ძალ-გვედვას მოკლედ ვიტყოდეთ. რამეთუ ამან ბრწყინვალემან გიორგი დაიპყრა საქართველონი, სომხითი, ჰერ-კახნი, ქართლი, მესხნი, ტაო, შავშკლარჯნი და ვიდრე სპერადმდე და ზღვადმდე. გარნა თუმცა ძენი ბექასნი ფრიად განდიდებულნი იყვნენ და დაეპყრათ სრულიად სამცხეკლარჯეთი, არამედ ვინაჲთგან მოეცნეს მეფესა გიორგის ყეენისაგან, ამისთჳს ვერღარა ურჩ-ექმნენ ძენი ბექასნი; გარნა ბიძის ძენიცა მეფისანი იყვნენ ამისის განძლიერებისა მცდელნი პირველითვე და სიხარულით მოერთნენ და მორჩილებდნენ მონებრივითა მსახურებითა, რამეთუ ვინაჲთგან ურჩთა ჩოფან-ნოინის გამო, რომელი მწედ ჰყვანდა, მრე ექმნებოდა და სიბრძნე-გონიერებითა და ძლიერებითა თჳსითა დაიმორჩილებდა. მაშინ იჯდა კათალიკოზად ეფთვიმე, არამედ დიდებულნი და ერისთავნი ვერ სცვალნა ჟამამდინ რიდითა ყეენისათა, ხოლო მძლავრებდნენ ოვსნი ქართლს და დაეპყრათ ადგილ ადგილთა დაბნები და ციხენი, ამან მეფემან განასხნა ძლიერებითა თჳსითა და წარუხუნა ციხენი და დაბნები. მერმე შევიდა და შემუსრნა კავკასსა შინა მყოფნი, ურჩნი მოსრნა და დაიმორჩილნა და მოხარკე ჰყვნა ყოველნი იგინი და დაამშჳდა ქართლი ოვსთაგან, ვინაჲთგან გზანი ყოველნი თჳთ დაიპყრნა.
ხოლო შემდგომად სიკუდილისა ჩოფან-ნოინისა იკლეს რაჲმე ნოინთა მუსაით-ყეენისაგან სიყრმისათჳს მისისა; რამეთუ მოკლეს მუსაით-ყეენი და განდგნენ ნოინნი თჳს-თჳსად და რომელთამე დაიპყრეს სპარსეთი, სხუამან ხუარასანი, სხუამან ერაყი, სხუამან ადრაბაგანი და სხუათა საბერძნეთნი.
მაშინ იცა ჟამი ბრწყინვალე გიორგი მეფემანცა და განასხნა თათარნი საქართველოსაგან, რომელნიმე გონიერებითა, რომელნიმე ბრძოლითა და ძლიერებითა და მოსპნა ყოველნი საზღვართაგან თჳსთა. მერმე მოიყვანნა ყოველნი ამის ქუეყანის ერისთავნი და წარჩინებულნი, რეცა დარბაზობად ცივსა ზედა ჰერეთისასა და მოსწყჳდნა მუნ ურჩნი თჳსისა მეფობისანი და დაადგინნა ყოველთა ადგილთა წარვლინებულნი ერისთავნი თჳსნი მორჩილებისანი და დაიპყრნა ამით უმეტეს ყოველნი. მაშინ მიუბოძა სარგის ჯაყელსა ათაბაგობა და ამირსპასალარობა. კუალად შემოიკრიბნა სპანი და შევიდა რანს; ვერვინ წინააღუდგა და მუნიდამ შევიდა შირვანს და დაიმორჩილნა იგინიცა და მოხარკე-ჰყვნა დარუბანდამდე ქურდის ლეკითურთ. შემდგომად მოიქცა ტფილისს განძლიერებული.
ხოლო იმერეთს, ვითარცა აღვწერეთ, შემდგომად ნარინ-დავით მეფისა, იყო შლილობა ძმათა შორის მრავალთა წელთა და ამის მიერ განდიდნენ მთავარნი და განმკჳდრდნენ ერისთავნი მის ქუეყანისანი. ხოლო შემდგომად მოკუდა კოსტანტინეცა და არა დაუტევა ძე, არცა ასული და დაჯდა მის წილ მეფედ ძმა მისი მიქელ. მოკუდა მიქელცა და დაუტევა ძე ყრმა ბაგრატ. ამან ბაგრატ სიყრმით თჳსით და დაუმორჩილებლობითა მთავართათა ვერ იკადრა მეფობა, რამეთუ არღარა მოერთნენ ერისთავნი.
მაშინ იხილა ესევითარება იმერთა ბრწყინვალემან მეფემან გიორგი და ეზრახა იმერთა. ხოლო ამისთჳს სათნო იჩინეს მათცა მეფობა მისი, ვინაჲთგან განძლიერდებოდა. მერმე შემოიკრიბნა სპანი თჳსნი ძლიერნი, გარდავლო მთა ლიხისა სპითა და ამისი მხილველნი იმერნი ყოველნი მოერთოდნენ სიხარულითა.
ხოლო ბაგრატ ძე მიქელ მეფისა შეიყვანეს აღმზრდელთა და ერთგულთა მისთა ქუთათისს და განამაგრეს ციხე. მცნობი გიორგი მეფე მოადგა ქუთათისს. მაშინ ბაგრატ ვერღარა წინააღმდგომი და შემჭირვებელი რაოდენსამე ჟამსა ევედრა მეფესა გიორგის, რათა არა-რაჲ ევნოს სიკუდილითა ანუ პატიმრობითა და სცეს სარჩო იმერეთსავე მეფემან, მივიდეს წინაშე მისსა და მისცეს ყოველნი ციხენიცა იმერეთისანი მეფესა, ვინაჲთგან მოგცა ღმერთმან ძლევა. ამისმან მსმენელმან მეფემან განიხარა და აღუთქუა ყოველნივე აღსრულებად საწადელნი მისნი. მსმენელი პირისა ამის გამოვიდა ბაგრატ და მოვიდა წინაშე გიორგი მეფისა და მისცნა ყოველნი ციხე-ქალაქნი და სიმაგრენი იმერეთისანი. ხოლო გიორგი მეფემან პატივ-სცა, ვითარცა მონათესავესა თჳსსა, და შეიწყნარა იგი ფრიად სიყუარულითა და აღიხუნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი და სიმაგრენი იმერიეთისანი ბრწყინვალემან მეფემან გიორგი ქრისტესა ჩ̃ტლ, ქართულსა ი̃ჱ, და დასხნა ერისთავნი თჳსნი; ხოლო ბაგრატს მისცა საერისთო შორაპნისა და ჰყო მუნ ერისთავად.
ამისნი მხილველნი დადიანი მამია და გურიელი და სუანთა ერისთავი და აფხაზეთისა შარვაშიძე მოერთნენ ნიჭითა დიდითა და დაულოცეს მეფობა იმერეთისა და ყოვლისა გიორგიისა. მერმე შთავიდა ოდიშს, მუნიდამ აფხაზეთს, განაგნა მუნებურნი და დაიპყრნა ციხენი თჳსად და მისცა ცხომის საერისთო ბედიელს, ვითარცა პირველ ცხომისა იყო, უკმოიქცა, შემოვლო გურია, განაგნა მუნებურნი და მოვიდა სამცხეს. არამედ სამცხეს ყოფასა შინა მეფისასა მოკუდა ათაბაგი სარგის ქრისტესსა ჩტლდ, ქართულსა კბ. ხოლო მეფემან მიუბოძა ძესავე მისსა ყუარყუარეს ათაბაგობა და დასხნა ერისთავნი თჳსნი კლარჯეთს, სპერს კალმახს, არტანუჯს და სამცხეს არტანისა და წუნისა და ამ საერისთოთაგან რომელიმე მიუბოძა ბიძათა და ბიძის ძეთა ყუარყუარე ათაბაგისათა და იყვნენ ესენი მორჩილებასა ათაბაგისასა. ხოლო განაგნა მუნებურნი, ვითარცა კეთილმან ხუროთმოძღუარმან, ყოველნივე და წარმოვიდა და მოვიდა ტფილისს. მერმე კუალად განიხილნა მეფემან მთიულთა და კავკასთა საქმენი, რამეთუ მრავალნი უჯერონი იქმნებოდნენ. რომლისათჳსცა შემოიკრიბნა სპანი, შევიდა და დაიმორჩილნა ყოველნი უმეტეს პირველისა კავკასსა შინა მყოფნი. ხოლო მუნიდამ ჩამოვლო ცხრაზმასა ზედა, მოვიდა მუხრანს და ჩამოიყვანნა მუნ რომელნი კავკასიასა შინა ქრისტიანენი იყვნენ თავნი მათნი და ჴევისბერნი. შემოვიდა ტფილისს და შემოიტანნა იგინიცა და განუჩინა მათ სამართალი და წესნი დაუსხნა წიგნით, რათა ჰყოფდნენ წაღმართ ეგრეთ.
შემდგომად მოკუდა კათალიკოზი ეფთვიმე და დასუა ბასილი. არამედ რომელმან ნოინთაგანმან დაიპყრა ადრაბაგანი, ამანვე იწყო პყრობად სომხითისა, რანისა და მოვაკანისა და მოვიდა განჯას, რათა დაიმორჩილოს გიორგი მეფეცა. ამისი მცნობელი მეფე მიეგება სპითა თჳსითა, ეწყო და ბრძოლა ძლიერი; გარნა ძალითა ღუთისათა მოსრნა მეფემან ბანაკნი მათნი და ივლტოდნენ და მოსწყუედდნენ სპანი მეფისანი მახჳლითა და შემოიქცა გამარჯვებული ალაფითა დიდითა. კუალად ეგრეთვე საბერძნეთის სულტანმან ორხან ინება, რათა დაიპყრას კლარჯეთი და მიმდგომნი მისნი. მცნობმან გიორგი მეფემან მიუვლინა მას ზავისა პირი, ხოლო მან არა ინება და შეკრებული სპითა მეფე ეწყო სულტანსა, მოსცა ღმერთმან ძლევა და მოსრნა ურიცხუნი თურქნი და ივლტოდნენ სულტნითურთ. ხოლო მეფე მხიარული ალაფითა მათითა სავსე შემოიქცა გამარჯუებული და მოვიდა კუალად ტფილისს. ამისა შემდგომად უმეტესად დაიმორჩილნა მან რანი და მოვაკანი და სომხითი და მარადის მოსცემდიან ხარკსა და არცაღა იყვნენ თათარნი საბრძანებელსა მისსა. ხოლო ვინაჲთგან დაიმორჩილნა და დაიმონნა ყოველი გიორგია ნებასა შინა თჳსსა და კავკასნიცა მორჩილებასა მისსა იყვნენ ნოკოფსიიდამ დარუბანდამდე; კუალად რანი, მოვაკანი და შარვანში მოხარკედ აქუნდა და არღარავინ იყო წინააღმდეგი და ურჩი მისი, შემოიკრიბნა კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ივერიისანი და განაახლნეს წესნი და რიგნი საეკლესიონი და სამღუდელონი განმართნეს, და დაადგინნეს მოწესენი წესსა ზედა თჳსსა და უწესურნი განჰკუეთნეს. ხოლო კუალად ამის მეფობასავე შინა მოკუდა დადიანი მამია და მიუბოძა მეფემან გიორგი ძესა მისსავე გიორგის დადიანობა ქრისტესა ჩტმე, ქართულსა ლგ.
ხოლო ამისთჳს ეწოდა მეფესა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხჳ, ობოლთა და ქურივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაჲთგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე-გონიერებითა და ძლიერებითა თჳსითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი, რჯული და სამოქალაქო წესნი განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღუეულნი და მოოჴრებულნი აღაშენნა, განაახლნა და განანათლნა; ხოლო რანი, შარვანში და მოვაკანი მოხარკედ ჰყვნა თავისად; სძლო ყოველთა, სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ჴამდა სიბრძნე-გონიერებითა და მეცნიერებითა თჳსითა დაამშჳდნა, და მეფობდა მეფობითა კეთილითა ივერიასა ზედა კჱ წელსა, შემდგომად გარდაიცვალა ყოვლითა კეთილითა და ღუთისმსახურებითა სავსე ტფილისს ქრისტესსა ჩტმვ, ქართულსა ლდ.
ობ. მეფე დავითი იდ წელი მეფა
[edit]ხოლო შემდგომად მეფის გიორგისა დაჯდა ძე მისი დავით მეფედ. შემოკრბნენ კათალიკოზ-ეპისკოპოსნი და დიდებულნი ნიკოფსიით, სპერით, დარუბანდამდე და აკურთხეს მეფედ. ამან დავით მეფემან დაიპყრნა ყოველნი საბრძანებელნი მამისა თჳსისა და მატა უმეტეს შენებასა ეკლესიათა და ციხე-სიმაგრეთა, რომელნი მოოჴრებულ იყვნენ და დაუშთნეს ბრწყინვალესა მეფესა გიორგის, ვინაჲთგან მოსცნა ღმერთმან ჟამნიცა მშჳდობისანი. ამის ჟამს მოკუდა კათალიკოსი ბასილი და ამან დასუა კათალიკოზად დორათეოს და ამისვე ჟამსა წელსა ქრისტესსა ჩტნზ, ქართულსა მე დაბნელდა მზე. კუალად ამავ დავით მეფის ნებითა შეირთო ბაგრატ ერისთავმან მიქელ მეფის ძემან ასული ყუარყუარე ათაბაგისა. ხოლო ამან დავით მეფემან მეფა კეთილად დღეთა მისთა მშჳდობით და ღვთისმსახურებით, ვინაჲთგან მეფესა გიორგის დაემორჩილნეს და დაემშჳდნეს ყოველნი, და მოვლიდა ესე დავით მეფე სამეფოსა თჳსსა ზემო-ქუემოსა, ამერ-იმერთა და განაგებდა, ნადიმობდა, ნადირობდა და იშუებდა; არამედ გეგუთს ყოფასა შინა გარდაიცვალა ქრისტესა ჩტჲ, ქართულსა მჱ, დაუტევა დედოფალი ცოლი თჳსა სინდუხტარ და ძე ბაგრატ. მიმღეს და დაფლეს გელათს.
ოგ. მეფე ბაგრატ ლე წელი მეფა
[edit]გამეფდა შემდგომად დავით მეფისა მე მისი ბაგრატ. შემოკრბნენ კათალიკოზ-ეპისკოპოზნი, დიდებულნი და წარჩინებულნი და აკურთხეს ქუთათისს. ამან დაიპყრა ყოველი ივერია საბრძანებელსა შინა თჳსსა, რამეთუ იყო მჴნე, ახოვანი, ტანითა ძლიერი, შუენიერებითა ჰაეროვანი, უცთური მოისარი, სამჴედროთა სრული, სამღუდელოთა პატივისმცემელი, მშჳდი, მოწყალე, შემმართებელი ძლიერი. არამედ ამის მეფობისა მეორესა წელსა დაბნელდა მზე და უკუ-დგნენ სუანნი, გარდამოვიდნენ, მოსტყუევნნეს ქუთათისი და მოწუეს. სცნა რა ესე ბაგრატ მეფემან, მსწრაფლ მოვიდა ქუთათისს. მუნ შემოიკრიბნა სრულიად სპანი გიორგიისანი და ჰერ-კახთა, წარუძღუანნა რაჭველნი და უბრძანა მათ მისლვა რაჭიდამ და დადიანი, გურიელი და აფხაზნი და სომხითარნი მოგზავნა ოდიშიდამ ეცერსა ზედა; ხოლო თჳთ წარიძღუანნა ლეჩხუმელნი და მიატანნა მესხნი, კლარჯნი და იმერითამერით მიჰყვა თჳთცა და შევიდა ესრეთ. არამედ მხილველნი სუანნი ძლიერებისა მისისანი ვერღარა წინააღუდგნენ. მაშინ მეფემან ურჩნი და შემცოდენი თჳსნი მოსწყჳდნა, მოსტყუევნნა და დაიმორჩილნა ნებასა შინა თჳსსა, აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი და უმეტეს პირველისა მორჩილ ჰყვნნა (ხოლო იტყჳან, მაშინ იყო ერისთავი სუანთა ვარდანისძევე. შეიპყრა იგი მეფემან და პატიმარ ჰყო. შემდგომად რაოდენთამე ჟამთა შეიწყალა და მისცა გურია საერისთოდ და სუანთა ერისთავად დასუა სხუა, რომელსა იტყჳან გელოვანსა), მოხარკედ და მსახურ სასახლისა თჳსისა და უქ-მოიქცა გამარჯუებული ქუთათისს.
ამავ ჟამთა მოერთუა ამბავი, რამეთუ თურქთა მოარბივეს სამცხე. მსმენელი მეფე მსწრაფლ წარვიდა ი̃ბ ჩ̃ (.) რჩეულითა მჴედრითა, გარდავლო ფერსათი და სამ დღე-ღამე მსვლელი მიეწია რახსს იქით; ხოლო თურქთა მათ ემცნოთ ტყუეთაგან მეფისა და სპათა შორს ყოფნა და ვიდოდნენ უშიშად; არამედ რა იხილნეს სპანი მიმწეველნი მათნი, მოიქცნენ ფიცხლად და ეკუეთნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი. შემდგომად ძალითა ღუთისათა სძლო მეფემან ბაგრატ, მოსწყჳდნა ესრეთ, ვითარ მცირედნი გარდაეხუეწნენ, უკ-მოიხუნა ტყუენი და ალაფნი მათნი და მოვიდა სამცხეს.
ამასვე წელსა მოკუდა ათაბაგი ყუარყუარე და მიუბოძა ათაბაგობა მეფემან ბაგრატ ძესა მისსა ბექას, რომელი იყო პირველ მანდატურთ-უხუცესი. შემდგომად მოვიდა მეფე ბაგრატ ტფილისს. არამედ რა იხილეს სიმჴნე და მომჭირნეობა მეფისა. დამშჳდდა ქუეყანა შიშითა მისითა და არღარა-ვინ იყო მავნებელი, და შენდებოდა და აღშენდებოდა ქუეყანა. გარნა მშჳდობასა ამას შინა იქმნა მომსრველი ჟამი, სრვა და სიკუდილი ძლიერი. და მოისპნენ სულნი ურიცხუნი და მოკუდა ცოლი მეფისა ბაგრატისა დედოფალი ელენე და დაუტევნა ძენი გიორგი და დავით ქრისტესა ჩ̃ტჲე, ქართულსა ნ̃დ. შემდგომად კუალად დაბნელდა მზე ქრისტესსა ჩ̃ტობ, ქართულსა ჲ̃. არამედ ესეოდენი დაბნელება მზისა მოაუწყებდა ქუემო-თქმულთა ბოროტთა საქართველოსა ზედა.
ამასვე წელსა მოკუდა ბაგრატ ერისთავი იმერთა. ხოლო მეფემან ბაგრატ დაადგინა მის წილ ძე მისვე ბაგრატისა ალექსანდრე ერისთავად. ამისა შემდგომად აქუნდა მეფესა ი̃დ წელნი მშჳდობისა და იყო ყოველი გიორგია შენობასა შინა, შუებასა, ნადიმობასა და ნადირობასა. ხოლო მეფე მოვლიდა ყოველსა საბრძანებელსა თჳსსა თჳს-თჳსთა ჟამთა ქუეყანათა და, თუმცა ვინ წინააღმდეგომ იქნებოდიან, მცირედითა შერისხჳთა დაიმორჩილებდის. არამედ აქუნდა მას მოხარკედ რანი, მოვაკანი და დვინი. ხოლო მოკუდა კათალიკოსი დოროთეოს და ამან მეფემან დასუა გიორგი.
არამედ შემდგომად წელსა ქრისტესსა ჩ̃ტოე, ქართულსა ჲ̃გ მოსრნა ლანგთემურ თურქთა მეფე და დაიპყრა ყოველი თურქეთი. ესე თემურ იყო ჩინგიზთავე გუარისა და ტომისა. ამან განიმრავლა სპანი, დაიპყრა თურქეთი, ინდოეთი, სპარსეთი და მოისმა რა ძლიერება მისი, იწყო მეფემან ბაგრატ ციხეთა, ქალაქთა და სიმაგრეთა განმაგრებად და სპათა განმრავლებად. ხოლო მოკუდა დადიანი გიორგი და ამან მეფემან დასუა ვამიყ. არამედ თემურ დაიპყრა რა სრულიად სპარსეთი, და წარმოემართა ჩუენ კერძოდ და შემოვიდა სომხითს, მოსრნა, მოსწყჳდნა, შემუსრნა სიმაგრენი და მოსტყუევნნა. მერმე ნოენბერსა შინა მოადგა კარს, შემუსრა იგიცა და დაადგრა მუნ ზამთარსა მას, რამეთუ იყო მკსინვარება ძლიერი დათოვლი დიდ-ფრიად. მაშინ მეფემან ბაგრატ მკსინვარებითა ჰაერისათა და სიმრავლისათჳს სპათა თემურისათა ვერღარა იკადრა გარე საზღვართა ბრძოლა. გარნა ამაგრებდა ქუეყანათა და ხიზნვიდა თემთა და თემთა გაზაფხულ ბრძოლისათჳს მზამყოფელი, არამედ ათაბაგმან ბექამ იხილა რა ძლიერება თემურისა, შეუშინდა, უარ-ჰყო მეფე თჳსი და მივიდა თემურის წინაშე; ხოლო მან პატივითა შეიწყნარა, მოსცნა ნიჭნი და განუტევა, რათა არღარა მიერთნენ მესხნი ბაგრატ მეფესა. ამისი მსმენელი მეფე დამძიმდა ფრიად; გარნა წარავლინა ძე თჳსი გიორგი იმერეთს, რათა არა იქმნეს მუნცა განდგომილება, და თჳთ შემოიკრიბნა სპანი იმერთა, ამერთა ჰერ-კახთა და რომელთამე მესხთა; განამაგრა და განამტკიცა ტფილისი და განავსნა სპითა და დაადგრა მათ შინა.
ესმა ლანგ-თემურს მეფისაგან მაგრება და ბრძოლისა მზადება, განძჳნდა და წარმოემართა გაზაფხულს; გამოვლო აბოცი და მოგზაური მოსრვიდა და მოსტყუევნიდა ყოველთავე გარემოთა; მოვიდა და მოადგა ტფილისს. მაშინ გაუჴდის თჳთ მეფეცა და უმრავლესად სპანი მარადის ქალაქისა და ციხისაგან. იყვის ბრძოლანი ძლიერნი თთუეთა ექუსთა დღე ყოველ და მოისრვოდნენ თემურისანი უამრავნი, ვინაჲთგან საქართველოსანი მარადის გამარჯუებულნი და ალაღებულნი შემოვიდიან. არამედ აღუძნდა ესევითარი თემურს და ვერარისაღა ღონის-მძიებელმან ბრძოლისამან მოიჴელოვნა და ბრძანა შექმნად ჩელტნი რკინისანი მრავალნი და მოუძღუანნა სპათა თჳსთა და მოვიდა. მხილველნი სპანი ბაგრატისანი მიეტევნენ კადნიერად; არამედ ჩელტის გამო ვერღარა შეუძლეს მიახლებად სპათა თემურისათა; ხოლო სპანი თემურისანი მოსრვიდნენ უწყალოდ ქართველთა, აოტნეს და მოჰყვნენ და ვერღარა დაუდგეს სიმრავლეთა მათთა; შემოვიდნენ ქალაქსა შინა, მოსწყჳდნეს მრავალნი და სხუანი მოსტყუევნნეს. გარნა სპანი რომელნიმე ივლტოდნენ, ვითარცა განივლტო ალექსანდრე, ერისთავი იმერთა. შემდგომად მოადგნენ ციხესა და მცირესა ხანსა შინა გამოიყვანეს მეფე ბაგრატ დედოფალით თჳსით ანნათი ქრისტესა ჩ̃ტპზ ქართულსა ო̃ე. ხოლო თემურ ტყუე-ჰყვნა მეფე და დედოფალი, შეაყენნა ციხესა შინა მცველნი გუშაგნი თჳსნი და წარვიდა თჳთ, ჩავლო ყარაია ნადირობითა და მივიდა ბარდავს. მუნ აიძულებდა მეფესა ბაგრატსა, რათა დაუტეოს ქრისტე და იქმნას მაჰმადიან, რამეთუ თჳთ იყო სუნი. გარნა შეიყუარა მეფე ჰაეროვნებისა და სიმჴნისა მისისათჳს, და არა ენება ბოროტის-ყოფა მის ზედა; არამედ იშისათჳს, რათა იქმნას მაჰმადიან, აქადებდა ტანჯვასა და უპატიობასა და კუალად, თუ ჰყოს ნება მისი, ნიჭსა დიდსა და თავისუფლებასა აღუთქმიდა სამეფოსავე თჳსსა; გარნა მეფემან არა ინება, არცა ერჩდა.
შემდგომად განვიდა თემურ ბარდავიდამ შირვანს, დაიპყრა იგი და შემუსრნა ლეკნი და დასხნა მთის ძირთა ზედა და კალთათა ელნი მაჰმადიანნი ვიდრე თერგის მდინარემდე. უკმოიქცა მუნიდამ, ჩავლო და დაიპყრა გილანი და მაზანდარანი და თანა ჰყვა ბაგრატ მეფე.
ხოლო ძე მეფის ბაგრატისა გიორგი დამძიმდა ფრიად სმინებითა ესრეთითა, წარმოვიდა იმერეთიდამ და მოვიდა ქართლს. ვერ ბრძოდა ტფილისს, რამეთუ ეშინოდა ვნებისათჳს მამისა თჳსისა; განაგნა და განამაგრნა მუნებურნი; შემოიკრიბნა სპანი, რათა მივიდეს და შემოიმტკიცოს კუალად ათაბაგი ბექა, არამედ ალექსანდრე, იხილა რა გიორგის წარმოსლვა იმერეთიდამ და ვითარებანი ესე, განდგა თჳთცა და ეკურთხა მეფედ იმერთა, და ბრძოდა ციხეთა ბაგრატ მეფისათა. და ვინაჲთგან არა მოერთნენ ერისთავნი, დადიანი, გურიელი, აფხაზთა და სუანთა, ვერ აღიღო ქუთათისი. გარნა სხუანი რომელნიმე ციხენი აღიხუნა.
შემდგომად მოკუდა ალექსანდრე და დაჯდა მის წილ ძმა მისი გიორგი მეფედ. ხოლო ძე მეფისა ბაგრატისა გიორგი ვერც ეკურთხა, ვინაჲთგან ჰყვა მამა პყრობილი და ვერცა ბრძოდა მტერთა და განდგომილთა თჳსთა და ეპყრნა ნეშტნი ქუეყანანი; ამისთჳს ეზრახებოდა, რათა არა ჰყონ განდგომილება, რამეთუ არს მტერი ძლიერი და მძჳნვარე და შეუერთებელნი მოვისრვით ყოველნი. შემდგომად მოკუდა ათაბაგი ბექა ქრისტესა ჩ̃ტჟა, ქართულსა ო̃თ და ნებითა მეფის ძის გიორგისათა დაჯდა ათაბაგად ძე ბექასი იოვანე. არამედ გიორგი იმერთა მეფესა არ მოერთუნენ მეგრელნი ერთგულებითა ბაგრატ მეფისათა; ამისთჳს შეკრებულითა სპითა მიუჴდა გიორგი მეფე ოდიშს. ეწყო მას დადიანი აფხაზთა შეწევნითა და მოკლეს მეგრელთა მეფე გიორგი და ივლტოდნენ სპანი მისნი.
მაშინ მიუწოდა დადიანმან გიორგის, ძესა ბაგრატ მეფისასა, იმერეთს; ხოლო გიორგი წარვიდა სპითა და დაიპყრა იმერეთი სრულიად. შემდგომად მოკუდა კათალიკოზი გიორგი და ამან გიორგიმ დასუა კათალიკოზად ელიოზ. ხოლო ბაგრატ მეფე ჰყვა თემურს და მარადის აიძულებდა მაჰმადიანობად. მაშინ უღონო-ქმნილმან ბაგრატ სხჳსა ვერარისადა ღონისა მძიებელმან, ვინაჲთგან ჰყვა დედოფალიცა მუნ, ჰყო ბოროტი ესე და იქმნა მაჰმადიან, რათა დაეღწეს თემურს და შურ-აგოს ამათთჳს. განიხარა თემურ ფრიად და პატივსცა, ვითარცა ძესა თჳსსა და მიანიჭნა ნიჭნი დიდ-დიდნი და ჰყო განმზრახი და მისანდობელი თჳსი. მერმე ეტყოდა ბაგრატ თემურს: ვინაჲთგან ვსცან რჯულთა შენთა ქეთილობა, აწ მნებავს, რათა მომცნე სპანი შენნი, მე წარვიდე და ვჰყო ყოველნი სამეფონი ჩემნი მაჰმადიან".
სთნდა ესე თემურს ფრიად და ჰმადლობდა ბაგრატს, აღავსო ნიჭითა დიდ-დიდითა, მოსცა დედოფალი და ტყუენი ყოველნი საქართველოსანი და სპანი თჳსნი ი̃ბ ჩ̃ (.) მჴედარნი და წარმოავლინა ქართლს, თჳთ თემურ უკუნიქცა და წარვიდა სპარსეთად. ხოლო ბაგრატ მოვიდა რა მდინარესა არეზსა ზედა, აცნობა ძესა თჳსსა გიორგის: "მომყავს სპანი თემურისანი და ტყუენი ყოველნი საქართველოსანი. აწვე შეკრიბენ სპანი და მზირ-გვექმნე, რათა მოვსწყჳდოთ ესე ყოველნი". მაშინ იმერეთს მყოფს გიორგის ესმა რა ესენი, შემოიკრიბნა სპანი იმერთა, გარდმოვლო ლიხი, მუნ მოერთო ათაბაგი იოვანე სპითა სამცხისათა (არა მგონებელი ვნებად თემურის სპისა, არამედ მალისა მომქონი ბაგრატ მეფისაგან), კუალად ქართველნი და ჰერ-კახნი. ხოლო ბაგრატ მოვიდა და დადგა ხუნანის პირისპირ აღმოსავლით კიდესა ბერდუჯისასა. რიჟრაჟს მოერტყა გიორგი სპითა საქართველოსათა, გარნა შინათ გამო ბრძოდა ბაგრატ ფიცხელად; არამედ მოსრნეს სრულიად, რამეთუ ვერ განერა მატყჳცა ერთი და აღიღო ალაფი მათი და მოვიდა გამარჯუებული და მოადგა ტფილისს ქრისტესა ჩ̃ტჟგ, ქართულსა პ̃ა და ჟამსა მცირესა აღიღო ციხე, მოსრნა თათარნი და დაიპყრა თჳთ, და იძია შური თემურისა ესრეთ ბაგრატ მეფემან. არამედ იწყო მაგრებად ციხე-სიმაგრეთა და დახიზნვად ყოველთა მდაბიურთა, რამეთუ მოელოდა თემურს.
შემდგომად მიესმა რა თემურს მოწყუედა სპისა თჳსისა, განრისხებული მოვიდა ბარდავს და დაუტევნა მუნ სამძიმონი და წარმოემართა ბაგრატსა ზედა, გამოვლო ჴიდის განმდებელმან მტკუარი; ხოლო ბაგრატს დაებანაკა მარტყოფიდამ ავჭალამდე სპითა თჳსითა ამერ-იმერითა, მესხ-კლარჯითა, ჰერ-კახითა და სომხითარითა მგონებელსა თემურისაგან ტფილისის მოდგომისასა. არამედ თემურ მოვიდა პირისპირ ბაგრატ მეფისა. მაშინ განვიდა ბაგრატ ყოვლითა ძალითა თჳსითა და ეწყუნენ ომანის-ჴევს ზემორე და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი ქრისტესა ჩ̃ტჟდ, ქართულსა პ̃ბ, ვიდრე შუადღემდე, და მიდრეკასა მზისასა სძლეს ქართველთა და მოსრნეს თემურისანი მრავალნი რაზმნი და მწყობრნი, და სხუანი ურიცხუნი ივლტოდნენ.
იხილა რა თემურ ძლევა ესე თჳსი, განძჳნებული განვიდა საკუთრითა სპითა თჳსითა და მოუჴდა მარცხენეთა კერძოთა ქართველთა, მოსრნა მკჳრცხლნი და შემოეჴდა გუერდით მჴედართაცა შინა. ამით კუალად მოჰხედნა რისხუამან ზენამან ქართველთა, იძლივნენ და ივლტოდნენ; არამედ უმეტეს მორჩებოდნენ და განეროდნენ ჴელთაგან მათთა ტყეთა, ღრატეთა და სიმაგრეთა სიახლოვითა და ბაგრატ მეფეცა წარმოვიდა ზემოთვე. ხოლო თემურ შემოუსია ლაშკარნი. შემუსრნეს მცხეთა და ყოველნი ეკლესიანი, ციხენი და სიმაგრენი ქართლისა და სომხითისანი და რომელნიმე მოსწუნეს ცეცხლითა, ვითარცა მჩენარებს დღესაცა ქუაბთა-ჴევს ეკლესიისა იატაკი. გარნა კაცთა ეგდენ ვერ ავნეს სრვითა და ტყუეობითა, რამეთუ განმზადებულ იყვნენ ბრძოლად.
ამისი მყოფელი ლანგთემურ უკუნიქცა, ჩავლო ჰერ-კახნი, მოაოჴრნა იგინიცა ყოვლითა შენებულებითა; მერმე კუალად მივიდა და დაიმორჩილა დაღისტანი უმეტეს პირველისა. იტყჳან, რომელ მიერ ჟამითგან იქმნა მუნ მაჰმადიანობა დასხმულითა მისგან ელითა, რამეთუ პირველ იყენენ შერეულნი ქრისტიანენი, ვითარცა სხუანი კავკასიელნი. და მუნიდამ წავიდა სპარსეთადვე.
ხოლო ბაგრატ მეფემან იწყო კუალად შენებად მოოჴრებულთა ციხეთა და სიმაგრეთა მაგრებად და კუალად ეგრეთვე გებად. არამედ წარავლინებდა სპათა თჳსთა და ოდესმე თჳთცა წარვიდის და მოსწყუედდა გარემოთა თათართა თემურის დასხმულთა ამის საზღვართა შინა და გარე. გარნა შემდგომად ამისა გარდაიცვალა დიდი მეფე ბაგრატ ქრისტესა ჩ̃ტჟე, ქართულსა პ̃გ. ხოლო ამას დიდი მეფე ბაგრატ იმისთჳს ეწოდა, რამეთუ იყო მძლეველი და გამარჯუებული, თჳნიერ თემურისა, ყოველთა წინააღმდგომთა თჳსთა ზედა, რამეთუ ორასითა მჴედრითა არა ჰრიდებდა ათასთა და უმეტესთა და მოსწყუედდა სრულიად. კუალად არა დაჰმორჩილდა მძლავრსა და იღუაწა ქუეყნისა თჳსისათჳს; არა განხეთქა სამეფო თჳსი, გარნა თუ მცირედ იკადრეს. არამედ შიშითავე მისითა ეგნენვე მორჩილებასა ქუეშე მისსა. კუალად იტყჳან, ვინაჲთგან ბაგრატ მიქელ მეფის ძე იგიცა მეფეთა ჩამომავალი იყო, ამის გამო ეწოდა დიდი ბაგრატ მეფესა ამას.
ო̃დ. მეგე გიორგი ი̃ბ წელი მეფა
[edit]შემდგომად ბაგრატისა იქმნა ძე მისი გიორგი მის წილ მეფედ. შემოჰკრბნენ დიდებულნი კათალიკოზნი, ეპისკოპოზნი და აკურთხეს. ამან უკუე გიორგიმ პირველად დაიპყრნა ყოველნი საბრძანებელნი მამისა თჳსისანი მორჩილებასა შინა თჳსსა. ხოლო ამის მეფობის მეორესა წელსა მოკუდა დადიანი ვამიყ და ამან მეფემან დასუა მამია დადიანად. ამანვე მეფემან მიუბოძა საერისთო ცხომისა დადიანს მამიას ერთგულობისათჳს თჳსისა, რამეთუ არა მორჩილ ექმნა ძეთა ბაგრატისთა. შემდგომად მოკუდა კათალიკოზი ელიოზ და ამანვე მეფემან დასუა კათალიკოზად მიქელ.
ხოლო ესმა რა თემურს გამეფება გიორგისა თჳნიერ მისსა, შეუძნდა ფრიად და წარმოავლინა სპასპეტი თჳსი ყარალათი და შემდგომად შეუდგა იგიცა კუალსა მისსა და მოვიდა რანს, აწ ყარაბაღად წოდებულსა; მოუვლინა დესპანი გიორგი მეფესა და მოუმცნო: "მე დავიპყარ აღმოსავლეთი და მეფენი მისნი და ვარ მეფეცა შენ ზედა. აწ მოვედ და მორჩილ მექმენ, მოგანიჭებ ნიჭსა დიდსა და ქუეყანასაცა შენსა უვნოდ. უკეთუ არა ჰყო, მოვსრნა ყოველნი მკჳდარნი ქუეყანისა შენისანი და ტყუე ვჰყო შენითურთ". მიუგო მეფემან გიორგი: "უკეთუ ხარ მეფე, გარნა წარმავალი, დღეს მყოფი და ხვალე არღარა, და მე ვარ მკჳდრი. ამისთჳს პატივ-გცემ, მოგცემ ხარკსა, რათა დაიცვა ქუეყანა მშჳდობით და მე არა მოვიდე წინაშე შენსა. გნებავს ესე არს, უკეთუ არა, ჰყავ რაჲ ძალ-გიძს და გნებავს". მსმენელი ამისი თემურ განრისხნა და მოვიდა შიდა ქართლს. ხოლო გიორგი მეფემან პირველვე გამოიყვანა დარიელიდამ ოვსნი დიდძალნი და კავკასნი. და დაჰხუდა თემურს შეკრებული სპითა თჳსითა. ეკუეთნენ ურთიერთს ქრისტესა ჩ̃ტჟვ, ქართულსა პ̃დ და განძლიერდნენ საქართველოსანი ძლიერად, რამეთუ ვინაჲთგან მტუერნიცა სპათა თემურისთა პირთა ეყრებოდა და იყო ბრძოლა მწუხრადმდე. ხოლო მისდრიკნეს ქართველთა: სძლევდნენ და ივლტოდნენ მრავალნი. იხილა რა თემურ სპანი თჳსნი, ესრეთ აღუზახა თჳსთა თანა მყოფთა სპათა: "აჰა დღე სიკუდილისა ჩემისა" და მოვიდა, ვითარცა გრიგალი, დამაშურალთა ქართველთა ზედა. მაშინ კუალადცა რისხჳთ მოხედნა ღმერთმან ცოდვათა ჩუენთა და გარე უკუნ-იქცნენ გიორგიელნი და ივლტოდნენ სიმაგრეთა შინა, რამეთუ უსწრათ სიღამემან და განერნენ უფროს, ვიდრე მოისრნენ. მიიქცა თემურ, მოადგა ტფილისს, ვერ დაუდგა და აღიღო; შეაყენნა მცველად ხუარასნელნი. მუნითგან მოვიდა და დადგა მუხრანს და მოაოჴრნა ნეშტნი. არამედ მუნ მიერთოდნენ თემურს რომელნიმე ქართველნი და ჯანდიერ წარჩინებული. გარნა ფრიად მცდელობდა თემურ შეპყრობას მეფისა გიორგისასა და მიინდობდა ყოველთა, გარნა ვერ შეუძლო შეპყრობა; ამისთჳს თჳთ უკუნ-იქცა ყარაბაღსვე და მუნიდამ წარმოავლინა ხოჯა შიხი და ამირჯან სპასპეტნი თჳსნი სპითა დიდითა მოოჴრებად ურჩთა და განდგომილთა და აღუთქუნა ნიჭნი დიდნი, უკეთუ ვინმე შეიპყრობს მეფესა გიორგის. შემოვიდნენ ესენი და მოაოჴრნეს სადა-ვინ ჰპოვნეს ქუეყანათა შინა. მერმე უკუნქცეულნი მივიდნენ თემურის წინაშე; არამედ დაჭმუნდა თემურ, ვინაჲთგან არა პყრობილი მიჰგუარეს მეფე გიორგი.
ამ ჟამად განდგა კუალად ძე ბაგრატისავე კონსტანტინე, დაიპყრა იმერეთი და იწოდა მეფედ. ხოლო გიორგი მეფემან არა მიჰხედა მას, არამედ გამოიყვანნა კუალად ოვსნი, კავკასნი და ძურძუკნი. წარუძღუა შეკრებული სპითა თჳსითა და მიუჴდა ციხესა ალიჯანს, შემუსრა იგი და გამოიყვანა სულტანი თირ ჯალათისა პატიმარ-ყოფილი თემურისაგან, მოაოჴრნა და მოსწყჳდნა გარემონი მაჰმადიანნი, აღიღო ალაფი დიდძალი და მოვიდა გამარჯუებული შინავე და განუტევნა ოვსნი, კავკასნი და ძურძუკნი შოებულნი ალაფითა ფრიადითა.
შემდგომად ამისა განიხილა მეფემან გიორგი განდგომილება კუალად იმერთა და ქუეყანათა თჳსთა შეავება ესრეთი ოჴრებისა, განიზრახა დიდებულთა თჳსთა თანა, რათა ზავ-ჰყოს თემურისა თანა. მაშინ დაუმტკიცეს დიდებულთა სიხარულით, არამედ თირ სულტანი ჯალადისა უარს თქმიდა ზავსა, რომელიცა ჰყვანდა მეფესა პატივით. გარნა არღარა უსმინეს სულტანსა და წარავლინა მეფემან სახელით ისმაილ მაჰმადიანი ვინმე წინაშე თემურისა, აღმთქმელი მორჩილებისა პირსა ზედა და ხარქისაცა მიცემად, და არღარა იყოს ქუეყანათა ოჴრებანი. მსმენელმან თემურ განიხარა და მოუმცნო მეფესა: "უკეთუ მოხვიდე ჩემდა, პატივითა და ნიჭითა დიდითა მიგითუალო და დავიცვა ქუეყანა შენი უვნოდ". არამედ მრისხანებდა ალიჯანის ციხის შემუსვრისათჳს და იტყოდა: "მაცთუნებს გიორგი მეფე მოსლვად წინაშე ჩემსა და ამისთვს წარმოემართა ათაბაგსა იოანეს ზედა, რომელი მტკიცედ სდგა მეფესა ზედა, რათა შემუსროს იგი და ჩამოდგა სამცხესა შინა, მოაოჴრა ქუეყანა და ეკლესიანი ყოველნი, ხატნი და ჯუარნი შემუსრნა, სადა რა ჰპოვნა მოსტყუევნნა და მოვიდა მანგლისს და დაადგრა მუნ თთუე ორი.
აქა ევედრნენ მაჰმადიანნი მესამზღვრენი ქართლისანი თემურს, რომელსა აოჴრებდნენ ქართველნი, რამეთუ რა ჟამი იციან მოსწყუედდიან და ალაფობდიან. უსმინა თემურ და მისცნა სპანი, მოვიდნენ და მოაოჴრეს კუალად ქართლი. ხოლო მანგლისს ყოფასა შინა თემურს მოართუეს ძე კეისრისა. ამან პატივით შეიწყნარა, მისცა ნიჭი და განუტევა თჳსადეე მშჳდობით.
შემდგომად წარმოემართა თემურ შესლვად მთიულეთს, რამეთუ გამოჰყავს გიორგი მეფესა მუნიდამ შემწენი და კუალად ჰგონებდა მეფესაცა მუნ. შეუჴდა არაგუს, შემუსრნა სიმაგრენი და მოაოჴრნა, არამედ ავნებდნენ დიდ-დიდსა მთიულნი და სპანი მეფისანი მუნ მყოფნი სპათა თემურისათა, რომელთა ვერა-რა ტყუე-ჰყვეს და უკმოიქცნენ.
კუალად წარავლინა თემურ ძენი თჳსნი: სულტანი უსეინ, ფირმაჰმად, ამირ-შიხ და აბუბექირ და სპასპეტნი სხუანი. ესენი მოადგნენ ერიჯანს, რომელი ეპყრა მეფესა გიორგის. ხანსა მცირესა შინა შემუსრეს და მცველნი ციხისანი მოართუეს თემურს მანგლისსავე. მაშინ მეფემან შუამდგომელ ჰყვნა ძენი თემურისანი მამისა თანა. უსმინა მათ თემურ ჟამადმდე და წარავლინნა ძენი თჳსნი ბაღდადს და დაიპყრა ბაღდადი; და თჳთ თემურ მოვიდა თავრიზს ხილვად ციხისა ალიჯანისა. შემდგომად მოვიდა გელაქუნს და მუნ ყოფასა შინა წარუვლინა თემურს მეფემან ძმა თჳსი კოსტანტინე ძღუნითა დიდითა, ითხოვა შენდობა და აღუთქუა მორჩილება. სათნო იყო თემურ და შეიწყნარა ძღუენი, პატივ-სცა კოსტანტინეს და გამოუტევა ნიჭითა და მოუმცნო მეფესა: "იყავ მშჳდობით და ნურღარასამცა ავნებთ მაჰმადიანთა". ხოლო თჳთ თემურ მოვიდა ბარდავს; მუნიდამ წარავლინნა სპანი ოვსეთად. განვლეს სპათა მათ დარუბანდი, ლეკეთი და მივიდნენ ოვსეთს, მოსწჳდნეს, ტყუე-ყვნეს და მოიქცნენ წინაშე თემურისადვე. ესე ჰყო თემურ რამეთუ უწყოდა, მეფე ძალს-იცემს მუნიდამ. ხოლო კუალად იტყჳან, მიერითგან იწოდა ჩერქეზი და იქმნა მაჰმადიანობა მათ შორის.
შემდგომად ამისა მოქცევასა წლისასა მოვიდა თემურ მანგლისსვე, რათა სცნას აღთქმული მეფისა მტკიცე არსა, ანუ არა. ხოლო იყო მუნ წარჩინებული ვინმე სახელით იესე, რომელსა აღეთქუა მისლვა წინაშე თემურისა და არღარა მისრულ იყო. მაშინ უღონოქმნილმან იესემ აღიღო ძღუენი დიდი და ასული თჳსი ქმნულ-კეთილსახოვანი და კეკლუც-შუენიერი და მივიდა თემურის ძის აბუბექირისა თანა და შესძღუნა ყოველნი, ხოლო აბუბექირ შეიყუარა ქალი იგი ფრიად და უურმა მამისა თანა და შეაწყნარა თემურსაცა. იხილა რა ესე ათაბაგმან იოვანე, მივიდა იგიცა ძღუნითა წინაშე თემურისა. მან პატივით შეიწყნარა იგიცა. ამისნი მხილველნი მიერთოდიან თემურს სომხითარ-ქართველნი. ამისთჳს მეფემან კუალად წარავლინა ძმა თჳსი კოსტანტინე წინაშე თემურისა და ევედრა მას მშჳდობასა. უსმინა თემურ, უკუნ-იქცა და დაიპყრა ქურთისტანი.
გარნა კუალად არა დასცხრა გულის-წყრომად. ვინაჲთგან ენება მოოჴრება და მაჰმადიანობა საქართველოსი, წარმოავლინა შიხ-ბარამ შირვანშა, რათა სცნას დებულება გლეხთა და შემოსავალი მეფისა და თჳთ თემურ მოვიდა კარს. ამისმან მხილველმან მეფემან წარუვლინა მთავარი იესე სომხითარი ვედრებით, რათა არა მოაოჴროს ქუეყანა, რამეთუ რაცა იგი აღგვითქუამს, აღგვისრულებიეს. განრისხნა თემურ და არღარა მიითუალა ძღუენი მეტყუელმან: "შეიკრებს მოსავალთა და მიენდობიან სიმაგრეთა". არამედ ამისთჳს მოუმცნო მეფესა: "გნებავს თუ რათა იქმენ მაჰმადიან, მაშინ მოგცნე ქუეყანანი და განგათავისუფლო. უკეთუ არა ჰყო, დავასრულო სპანი და ძლიერება ჩემი შენ ზედა, მოვაოჴრო ქუეყანა შენი და ტყუე-ვყვნა ყოველნი სახლეულით შენითურთ და შენცა. გარნა თუ მოხვიდე ჩემდა და ყო ესე, ვფუცავ მაჰმადსა, პატივით განგიტევო ქუეყანითურთ შენით, ვითარცა განვუტევე ძეცა კეისრისა". და წარმოუვლინა მეფესა და მოუდგა თჳთცა უკან. ხოლო მეფემან უბრძანა შემოტანად ნაშრომთა, მომკად და დახიზნვად ყოველთა.
მაშინ მოვიდა თემურ და ჩამოდგა შიდა ქართლს, არამედ რა ვერარაჲღა ჰპოვა, შეიქცა და მოადგა ბირთჳსის ციხესა. რამეთუ მუნ დგნენ მრავალნი წარჩინებულნი და აზნაურნი დედაწულითურთ და მრავალგზის მოეწყჳდათ სპანი თემურისანი, ვითარცა ლომთა თხანი. მოეტევნენ ციხიდამ სპათა თემურისათა და მოსწყჳდნეს ურიცხუნი და მიაქციეს ლტოლვად. არამედ მუნ მზირ-ეყო თემურს და რა მიიწივნენ მეციხოვნენი სპათა სრვითა, მოეტევა თემურ, გარნა იქმნა უფიცხესი ბრძოლა; არამედ აოტა თემურ მეციხოვნენი და მოსწყჳდნა მრავალნი; ხოლო ნეშტნი შევიდნენ ციხესა შინა და განამაგრეს ციხე. მომხილველმან ციხისამან თემურ სცნა სიმტკიცე ციხისა და ბრძანა უკუნ-ქცევა ციხისაგან. მაშინ გამოჩნდა კაცი ვინმე მისრელი სახელით ბეგიჯან, რომელი იტყოდა აღებასა ციხისასა. განიხარა თემურ და აღუთქუა ნიჭი დიდი. ხოლო კაცმან მან შექმნა კიბე საბლისა და ჰპოვა კლდესა ზედა აღსავალი. აღვიდა ღამე კლდესა მას ზედა და აღიყვანა თხა ერთი და მოაბნა წუერნი კიბისანი კლდესა ზედა და დააძახა თხა სამგზის მერმე დაკლა თხა იგი. მაშინ კიკინის მსმენელნი სპანი თემურისანი აღეიდნენ კიბესა მას ზედა; ხოლო სისხლის მხილველნი მეციხოვნენი ჰგონებდნენ მოსრვასა მუნ მყოფთა მეციხოვნეთასა და იწყებდნენ თჳსთა მაგრებათა. გარნა აღივსო რა ციხე სპითა თემურისათა, დაუწყეს ბრძოლა ქუემო-მეციხოვნეთა; არამედ მოსრვიდნენ მათ მეციხოვნენი, მერმე სიმრავლითა მძლე-ექმნენ და განუხუნეს კარნი ქუემორე ციხისანიცა და შემოვიდნენ სპანი ურიცხუნი, მოსრნეს და მოსტყუევნნეს ციხოვანნი და მოართუეს ციხისთავი ნაზარ დედაწულით თემურს და სხუანიცა მრავალნი მთავარნი და აზნაურნი. ხოლო თემურ ყოველთა მათ წარჰკუეთნა თავნი და ცოლი ნაზარისა მისცა შირვანის მპყრობელსა და ბირთჳსს შეაყენნა სპანი თჳსნი და ამცნო ციხისთავსა აჰმადს მოოჴრება ყოველთა გარემოთა ეკლესიათა და ქუეყანათა და თჳთ წარვიდა თემურ, არამედ ამან ლანგთემურ შეიპყრა ბრძოლასა შინა სულტანი ბაიეზით და შთასუა რკინის გალიასა შინა და დაჰყვანდა ეგრეთ სადაცა ვიდოდა.
ხოლო ესე ბაიეზით იყო ძის ძის ძე ოთმანისა და ესე ოთმან იყო, ვითარცა თჳთ იტყჳან, ჩინგიზთა ტომისა, რამეთუ საგონებელ არს ერინჯი-ნოინისაგან ყეენის ონხანის გუარისა, რომელმან დაიპყრა სულტნობა ყიასდინისა, და ოთმან დაიპყრა აღმოსავლეთი ქრისტესა ჩ̃ტგ, და შემდგომად მოკუდა ქრისტესა ჩ̃ტკზ და დაჯდა ძე მისი ორხან. ესე უმეტეს განძლიერდა და აღიღო ტარსუ, შემდგომად მოკუდა ქრისტესა ჩ̃ტჲჱ და დაჯდა ძე მისი მურად, ესე განვიდა ნებითა ბერძენთათა კალიოპოლის და აღიღო ანდრიანე და ფილიპეპოლე. შემდგომად მოკუდა ქრისტესა ჩ̃ტოთ და დაჯდა ძე მისი ბაიეზით, ესე მოადგა კოსტანტინეპოლს და მუნ ესმა მას აღება თემურისაგან აღმოსავლეთისა, დაუტევა იგი, მოვიდა და ეწყო თემურს, იძლია და შეპყრობილ იქმნა ბაიეზით თემურისაგან ქრისტესა ჩ̃ტჟა.
ხოლო ლანგთემურმან დაიპყრა ყოველი აღმოსავლეთი და წარვიდა სამარყანდს, რათა შევიდეს ჩინეთს, არამედ მოკუდა სამარყანდსვე. ხოლო შემდგომად წარსლვისა თემურისა, დაიპყრა მეფემან გიორგი ქართლი, სომხითი, ჰერ-კახნი და იწყო შენებად მოოჴრებულთა და ბრძოდა ციხოვანთა. ხოლო შემდგომად მოკლეს მეფე კოსტანტინე იმერეთს და არა დაშთა ძე, არამედ ძმისწული დიმიტრი. ამისი მხილველი მეფე გიორგი შთავიდა სპითა და დაიპყრა ყოველი იმერეთი. მოერთუნენ ყოველნი წარჩინებულნი: დადიანი მამია, გურიელი, შარვაშიძე და სუანნი. ხოლო მოსცეს მეფესა დიმიტრი ძე ალექსანდრე მეფისა უმეტეს გულდებისა და ერთგულებისათჳს; არამედ მეფემან არარაჲ ავნო, გარნა წარმოავლინა ქართლის სომხითს და მისცა საზრდო და ყოველნი სამჭირონი მისნი.
შემდგომად მეფემან გიორგი განაგნა იმერეთი ყოვლითა დამორჩილებითა თჳსითა. მუნიდამ გარდმოვლო ლომსია და მოვიდა სამცხეს. მოეგება ათაბაგი იოვანე და ყოველნი მესხნი და კლარჯნი; განაგნა მეფემან მუნებურნიცა, ვითარცა განეგნეს ბრწყინვალესა მეფესა გიორგის და უბრძანა მოოჴრებულთა შენებად ეკლესიათა, ციხეთა, ქალაქთა და სიმაგრეთა; მერმე მოვიდა ქართლს და ჰბრძოდა მეფე ციხეთა ქართლისათა და უმეტეს ტფილისს. რამეთუ შემდგომად თემურის სიკუდილისა იწყეს ბრძოლანი ძეთა მისთა ურთიერთთა ზედა და დაშთა ქუეყანა და მეფე მათგან მშჳდობით. ხოლო მეფემან განასხნა თათარნი და აღიხუნა ციხენი ქართლ-სომხითისანი სრულიად; შთავიდა კახეთს და ჰერეთს, აღაშენნა მოოჴრებულნი მუნებურნიცა და განაგნა ყოველნი მშჳდობასა და შენობასა შინა.
შემდგომად თემურის წარსლვისა დაადგრა ექუსი წელი ქუეყანა მშჳდობით და მეფე მოვლიდა, განასხმიდა თათართა საზღვართა თჳსთაგან და მოსრვიდა მათ და ადიდებდა ალაფთა მათთა დიდ-დიდთა. კუალად მოკუდა კათალიკოზი მიქელ, ამანვე მეფემან დასუა კათალიკოზად დავით. ხოლო ვითარ იყო ჭირი დიდი გიორგი მეფისაგან ყოველთა გარემოთა მაჰმადიანთა ზედა, ვიდრე რახსისა კიდემდე მოსრვითა და ალაფობითა, ამისთჳს შეიკრიბნენ ყოველნი თურქთა ლაშკარნი დიდძალნი, უკეთუ არა ესუათ ყეენი, არამედ ბილწისა რჯულისა მათისა მჴურვალებითა წარმოემართნენ ქართლსა ზედა. მოესმა რა მეფესა მოსლვა მათი და ვითარ გამარჯუებული იყო მათ ზედა მრავალგზის, სისწრაფითა არღარა მოიცადნა სხუანი სპანი თჳსნი, გარნა რაოდენნი ესწრნენ თჳსთანა, მიეგება წინა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი, რამეთუ მოისრნენ თურქნი უმრავლესნი; არამედ ძლიერსა ბრძოლასა მოიკლა მეფე გიორგი თურქთაგან ქრისტესა ჩჳზ, ქართულს ჟ̃ე და მოსრნეს სრულიად სპანი მისნი. შემოვიდნენ და მოაოჴრეს ქართლი მარბიელობით და წარვიდნენ, ვინაჲთგან იხილეს მცირეთა სპათაგან ბრძოლა ძლიერი და უგონებელცა იყვნენ სიკუდილსა მეფისასა, რათა არა ეწიონ სხუანი სპანი სიდიდითა.
ო̃ე. მეფე კონსტანტინე ზ̃ წელი მეფა
[edit]შემდგომად გიორგი მეფისა დაჯდა მეფედ ძმა მისი კოსტანტინე და დაიპყრა ყოველი გიორგია. ამან მოიღო გუამი გიორგი მეფისა და დაფლა მცხეთას. ამან კუალად იწყო უმეტესი კირთება და სრვანი მაჰმადიანთა და მამრებად ციხეთა, ქალაქთა, სიმაგრეთა და ქუაყანათა და აღშენებად ეკლესიათა. არამედ ვითარ განამრავლა მან მოსრვითა იავარი მაჰმადიანთა და მრავალგზის დიდ-დიდთა შეკრებულთა ლაშქართა მათ სძლო და მოსწყჳდნა, წარვიდნენ და აუწყეს ვეზირსა ანუ ბეგლარ-ბეგსა ანატოლისასა. ხოლო მან მიუწერა სულტანსა მუსას, რომელი იყო ძის ძე ბაიეზითისა. ხოლო ძემან ბაიეზითისამან სულეიმან ანუ კალეპინ იწყო მეფობად შემდგომად მამისა თჳსისა ქრისტესა ჩ̃უგ და დაიპყრა მან ედრენა და ფილიპეპოლი და ყოველი აღმოსავლეთი, რომელნი ეპყრნეს მამასა მისსა.
ხოლო მოკუდა კალეპინ ქრისტესა ჩ̃უი და დაჯდა მის წილ ძე მისი მუსა. ესე განძლიერდა და დაიპყრა თესალონიკე. ამანვე მოუწერა ბეგლარბეგსა, რათა წარვიდეს სპითა ძლიერითა და დაიპყრას ყოველნი ივერიელნი. მცნობელმან მეფემან კოსტანტინე განამაგრნა ციხე-სიმაგრენი და შემოიკრიბნა სპანი სრულიად გიორგიისანი და მიეგება მას ბრძოლად. ეკუეთნენ ურთიერთსა და მოსწყდნენ ორგნითვე გარნა უმეტეს უმრავლესნი თურქნი, რამეთუ მისდრიკეს სივლტოლად. მაშინ მეფე სიფიცხითა გულისათა შევიდა გუნდთა შინა მათთა და მოსწყუედდა უშიშად, არამედ მოიკლა მათგან მუნ ბრძოლასა შინა თურქთაგან ქრისტესა ჩჳიდ, ქართულსა რ̃ბ და იძლივნენ საქართველოსანი. მოჰყვნენ თურქნი, შემოვიდნენ კლარჯეთს, ვერ ჰპოვნნეს ხიზანნი, მოარბივნეს ქუეყანანი. გარნა ციხენი ვერ შემუსრნეს, ვინაჲთგან გამაგრებულნი იყვნენ; ამისთჳს უკუნ-იქცნენ და წარვიდნენ ფიცხად, ვინაჲთგან მოსწყდნენ მრავალნი მათგანნი ბრძოლათა და რბევათა შინა.
ო̃ვ. მეფე ალექსანდრ კ̃ჱ წელი მეფა.
[edit]შემდგომად მეფის კოსტანტინეს წილ დაჯდა მეფედ ძმისწული მისი და ძე გიორგი მეფისა ალექსანდრე. ამან მოიღო გუამი კოსტანტინესი და დაფლა ვარძიას. არამედ იხილა რა მამია დადიანმან ესე-ვითარებანი, ინება დამორჩილება აფხაზთა, ამასვე წელსა შეიკრიბნა სპანი ოდიშარნი მეგრელნი და წარვიდა, მისრულს აფხაზეთს ეწყო შარვაშიძე აფხაზით სიმაგრით გამო. მოსწყჳდნეს მეგრელნი და მოკლეს დადიანი მამია და ნეშტნი სპანი აოტნეს და ლტოლვილნი მოვიდნენ ოდიშს.
ესმა რა ესე ალექსანდრე მეფესა, შემოიკრიბნა სპანი თჳსნი და წარვიდა; ხოლო შთასრულსა ოდიშს მოეგება მეფესა ძე მამია დადიანისა ლიპარიტ და ითხოვდა შენდობასა, უკეთუ სცოდა რაჲ მამამან მისმან. შეუნდო მეფემან, რამეთუ იყო ტკბილ და მოწყალე და არარაჲ ვის ავნო; გარნა ლიპარიტ აღიყვანა პატივსა მამისასა.
მერმე წარვიდა აფხაზეთს და წარიყვანა ლიპარიტ დადიანი. მოეგება შარვაშიძე და დაემორჩილა ბრძანებასა მისსა, ვითარცა პირველთა მეფეთასა; განაგნა მუნებურნი და დაამშჳდნა იგინი და მოვიდა ქუთათისს. შემოკრებული იმერ-ამერთა დიდებულთა და კათალიკოზთა და ეპისკოპოსთაგან ეკურთხა მეფედ მუნ. არამედ ვინაჲთგან ათაბაგი მიზეზობდა თურქთაგან ძალ-ყოფასა, და არღარა მოვიდა. ამისთჳს განაგნა საქმენი იმერთანი. კუალად მოიყვანა დიმიტრი ძე ალექსანდრესი და მისცა ერისთობა იმერეთისა, რამეთუ ამის დიმიტრის დაჲ კოსტანტინე ბიძისა თჳსისა სიცოცხლესა შინა მოეყვანა ალექსანდრეს ცოლად თამარ და ექმნა ქორწილი და ამით დაამშჳდნა იმერნი, და დიმიტრი ერისთობდა მორჩილებასა შინა ალექსანდრესსა.
მერმე შემოიკრიბნა სპანი იმერთანი, წარმოვიდა და ქართლს მოერთუნენ ქართველნი, სომხითარნი და ჰერ-კახნი, მივიდა და დადგა თავსა კოხტისასა. ამცნო ათაბაგს, რათა არა ჰყოს განდგომილება; არამედ ათაბაგმან არა ინება და შემოიკრიბნა მიმდგომნი თჳსნი და ეწყო მეფესა კოხტის-თავს. მაშინ შემდგომად ფიცხელისა ომისა იძლია ათაბაგი და მოსწყდნენ სპანი მისნი. შეიპყრეს ათაბაგი იოვანე და მოართუეს მეფესა ქრისტესა ჩ̃უიე, ქართულსა რ̃გ. ხოლო მეფემან პატიმარ-ჰყო ათაბაგი და შევიდა სამცხეს და დაიპყრა ყოველნი ციხენი და ექსორია-ჰყვნა ურჩნი და რომელნიმე უმკვიდრო-ჰყვნა და დასხნა ერისთავნი თჳსნი. მერმე ევედრა ათაბაგი შენდობასა შეცოდებისასა, რათა იყოს საუკუნოსა მონებასა შინა, ხოლო მეფე ვინაჲთგან იყო მოწყალე და შემნდობელი და კუალად წინა ერთგულობისა მისისათჳს აფუცა მონებრივსა ერთგულობასა ზედა და აღიყვანა ათაბაგობასავე; განაგნა და დაამშჳდნა მუნებურნი სიბრძნე-მეცნიერებითა თჳსითა და მოვიდა ტფილისს.
ხოლო მაშინ ვინაჲთგან დაემშჳდნეს ყოველნი თჳსნი ქუეყანანი, შემოიკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი და ყოველნი დიდებულნი და თანა აღშენებისათჳს კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა და რომელთამე მოოჴრებულთა ეკლესიებთა, რამეთუ ვინაჲთგან განმკჳდრებულ იყვნენ მთავარნი, ვითარცა ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სუანთა. ხოლო დაღათუ გამოსცვლიდიან და იყვნიან მორჩილებასა ქუეშე მეფეთასა, არამედ მონათესავეთავე აღიყვანონ პატივთა ზედა მათთა.
ხოლო მთავართა ესმათ რა ბრძანება ესე მეფისა, განიხარეს ყოველთა და შეჰკუეთეს ყოველთა საბრძანებელთა თჳსთა, თჳნიერ სამეფოსა გამოსაღებისა, ყოველსა გლეხსა ერთსა კუამლსა ზედა სამი კირმანაული, რომელი არს ექუსი შაური აწინდელი, და მოჰკრებდიან ამას წლითი-წლად და ამით იწყო შენებანი მცხეთისა, რუისს ღვთაებისა ეკლესიისა და სხუათა ეკლესიათა. გარნა მოეცაცა მას მშჳდობა ღუთისაგან ათხუთმეტსა წელსა და შეასრულნა განზრახვანი თჳსნი.
კუალად გარდაიცვალნენ ჟამსა ამისსა კათალიკოზნი სამნი: დავით, ელიოზ და თეოდოსი, და ამანვე მეფემან დასუა შიო. ხოლო წელსა ქრისტესა ჩ̃ულ ქართულსა რ̃იჱ იყო მეფე იმერეთს.
მოვიდნენ სარკინოზნი და ანაზდის უცნობლობით აღიღეს ლორე და თჳთ დაიპყრეს, მოარბიეს სომხითისანი სამცხემდე, უკუნიქცნენ და წარვიდნენ, გარნა ავნეს დიდი ქართველთა და აცნობეს მეფესა. წარმომართებული მეფი მოვიდა ქართლს წელსა ქრისტესა ჩ̃ულა, ქართულსა რ̃ით. შემდგომად შემოიკრიბნა მეფემან სპანი და მოვიდა ამბერდს, განაგნა მუნებურნი და დაიმორჩილნა თჳსად. კუალად წელსა ქრისტესა ჩ̃ულბ, ქართულსა რ̃კ მოადგა მეფე ლორეს, აღიღო იგი და მოსრნა სარკინოზნი და დაიპყრა თჳსად ლორე. კუალად მოხარკე ჰყვნა რანი, მოვაკანი და შარვანი; მოვლო სამეფო თჳსი და მოვიდა კუალად ტფილისს.
ხოლო აქამომდე ვინაჲთგან სპარსეთი იყო უმეფო და მრავლად განყოფილი, არამედ წელსა ქრისტესა ჩ̃ულ ქართულსა რ̃იჱ გამოჩნდა კაცი, შარუხ და ამან დაიპყრნა რომელნიმე სპარსეთისანი. მოვიდა და დაიპყრა ადრიბეჟანიცა და შემოვიდა სომხითს. მაშინ ამისთჳს განიზრახა მეფემან ალექსანდრე შემოკრებულთა დიდებულთა თჳსთა თანა რაჲ ჰყონ: ბრძოლა ანუ ზავი. არამედ დაამტკიცეს პირველ ზავი და უკეთუ არა ინებოს, მერმე ვბრძოთ შეწევნითა ღუთისათა. ამისთჳს აღიღო მეფემან ძღუენი დიდი და ძე თჳსი დიმიტრი წარავლინა ქრისტესა ჩ̃ულე, ქართულსა რ̃კგ და მოითხოვა მშჳდობა. ხოლო შარუხ სიხარულით შეიწყნარა და პატივ-სცა ძისაებრ დიმიტრის. შემდგომად ანიჭნა ნიჭნი დიდ-დიდნი და წარმოუვლინა მამასვე მშჳდობით ზავისა მყოფელმან და თჳთ შარუხ უკუნ-იქცა და წარვიდა.
არამედ იხილეს ესე რა განძელთა და შირვანელთა მეფობა სპარსეთისა, არღარა ინებეს მათ ხარკისა მოცემა ალექსანდრე მეფისად. განრისხნა მეფე ალექსანდრე, შემოიკრიბნა სპანი თჳსნი რჩეულნი და შთავიდა ყარაბაღს ქრისტესა ჩ̃ულზ, ქართულსა რ̃კე. ვერ წინააღუდგნენ მას განძელნი; მოსრნა ურჩნი და ჰყვნა კუალადცა მოხარკედვე. ამისნი მხილველნი შირეანელნი და დარუბანდელნი შეშინდნენ ძლიერებითა მისითა და მოერთნენ ყარაბაღსავე ძღუნითა დიდითა. ხოლო მეფემან დაამშჳდნა და განუჩინა მათ ხარკნი და დაიმორჩილნა ყოვლითამე. მერმე უკმოიქცა და მოვიდა ტფილისს გამარჯუებული. ამისთჳს წარუმართა მას ღმერთმან, რამეთუ იყო მშჳდი, მოწყალე, შემნდობელი, მიმტევებელი ქურივთა და ობოლთა და დავრდომილთა შემწყნარე, სამღუდელოთა პატივისმცემელი, ეკლესიათა მაშენებელი და შემამკობელი, მჴნე-ახოვანი, შემმართებელი, შუენიერ-ჰაეროვანი. არამედ ესე ალექსანდრე მეფე მოვლიდა ყოველსა სამეფოსა თჳსსა, ზამთარ იმერეთს, ზაფხულ სამცხეს, კლარჯეთს და თრიალეთს, შემოდგომა-გაზაფხულს სომხითს, ქართლს, ჰერ-კახეთს და იყო შუება ნადირობა-ნადიმობასა შინა და განგებასა შინა ქუეყანისასა, არამედ ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ალექსანდრე ქრისტესა ჩჳმბ, ქართულსა რ̃ლ და დაფლეს მცხეთას.
ო̃ზ. მეფე ვახტანგ გ̃ წელი მეფა
[edit]შემდგომად მეფის ალექსანდრეს წილ გამეფდა ძე მისი ვახტანგ. შემოკრებითა კათალიკოზ-ეპისკოპოზთათა და დიდებულ-წარჩინებულთათა ეკურთხა მცხეთას და დაიპყრნა ყოველნი საბრძანებელნი მამისა თჳსისანი. რამეთუ იყო ძლიერი, ტანითა ახოვანი, შემმართებელი, ჰაეროვან-შუენიერი, მრისხანე საშინელი, უხჳ, მდაბალი და სამჴედროთი სრული. მეფესა ამას უთხრეს შუენიერება და სიკეკლუცე ფანასკეტელის ასულის სითი-ხათუნისა. ეტრფიალა მეფე და მოიყვანა ცოლად და ჰყო მისთანა ქორწილი ჯეროვანი და შეიყუარა ფრიად.
ხოლო სპარსეთს მოკუდა შარუხ და დაჯდა მის წილ ჯაანშაჰ ქრისტესა ჩ̃უმ, ქართულსა რ̃კჱ. ესე ჯაან-შა მცდელობდა დაპყრობასა სრულიად სპარსეთისასა და გარემოთა ყოველთა. წარმოემართა და უგრძნეულოდ მოვიდა სამცხეს, მოუჴდა ახალციხეს და ბრძოდა ძლიერად ქრისტესა ჩ̃უმდ, ქართულსა რ̃ლბ. ამისმან მსმენელმან მეფემან ვახტანგ მოსწრაფედ შემოიკრიბნა სპანი იმერ-ამერთა, ჰერ-კახთა, სომხითართა და მივიდა სამცხეს და მუნ მოერთნენ მესხნი სრულიად. ეწყო ჯაან-შას და იქმნა ბრძოლა ძლიერი დილით მწუხრადმდე და მოსწყდნენ მრავალნი ორგნითვე, გარნა უმრავლესნი ჯაან-შასნი, არამედ სწორი ძლევა იქმნა და ვერცა ერთმან სძლო და სიღამით უკუდგნენ ბრძოლისაგან და ხვალისად ორნივე მემუქარენი. არამედ მასვე ღამესა აღიყარა ჯაან-შა ყეენი სპითა თჳსითა იდუმალ, რომელი ვერავინ უგრძნა და წარვიდა ფიცხელად. ხოლო დილას იხილა რა მეფემან, ინება დევნა მისი, გარნა დიდებულნი არღარა აუფლებდნენ მეტყუელნი: "აწ ჯერ-არს მადლობა ღუთისა, ვინაჲთგან არა რაჲ წარაქუს ჩუენი, არამედ თჳსისაცა დამტევებელი ივლტის". უსმინა მეფემან და მოიქცნენ გამარჯუებულნი. შემდგომად მცირედისა ჟამისა ამავ ქორონიკონსა ზედა მოკუდა იოვანე ათაბაგი და ამანვე მეფემან აღიყვანა ძე იოვანე ათაბაგისა აღბუღა პატივსა ათაბაგობისასა. კუალად ამასვე წელსა მოკუდა დედოფალი სითი-ხათუნ და დაფლა მეფემან ბანას. ამისა შემდგომად იმეფა ვახტანგ წელი ერთი მწუხარებით ცოლისა თჳსისათჳს. გარნა მეფობდა კეთილად განგებითა ქუეყნისათა, მერმე გარდაიცვალა ქრისტესა ჩჳმე, ქართულსა რ̃ლგ და არა დაუტევა ძე, არცა ასული, და დაფლეს ბანასავე ცოლისა თჳსისა თანა.
ო̃ჱ. მეფე გიორგი. კ̃დ წელი მეფა
[edit]დაჯდა მეფედ ძმა ვახტანგ მეფისა და ძე ალექსანდრე მეფისა გიორგი. ხოლო შემოკრებულთა კათალიკოზ-ეპისკოპოზთა და დიდებულთა აკურთხეს მეფედ. ხოლო იყო ესე გიორგი მეფე ყოვლითა სიკეთითა და სამღთო-სამჴედროთი სრული და აღმკული, პირველს მეფობასა ბედნიერი და წარმატებული და წარმართებული. არამედ შემდგომად უბრკმა ბრძოლისა სვიანობამან შარავანდედობისამან და განსქდა ჟამსა ამისსა სამეფო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ. არამედ დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, ამან დაიპყრნა ყოველნი საბრძანებელნი მამისა და ძმისა თჳსისანი და მართვიდა კეთილად. ამას უკუე მოსცემდნენ ხარკსა შარვანდი, რანი და შირვანი, არამედ ათაბაგი აღბუღა იყო კაცი მშჳდი და უშფოთველი და სამართლის-მოქმედი, ვითარცა გვაუწყებს მის მიერ აღწერილი სამართლის წიგნი, რომელი დაუდვა მესხთა ბრძანებითა მეფისათა.
ხოლო ბიძასა მისსა ყუარყუარეს აქუნდა გულსა მანკიერება, რომელი ქუემორე გამოიცხადების. ამან ყუარყუარემ იხილა რა ესევითარნი აღბუღას მოქმედებანი, იწყო გარდაბირვად მესხთა. აგრძნა ესე აღბუღამ და მივიდა, რათა შეიპყრას ყუარყუარე. მაშინ ყუარყუარე ეწყო ძლიერად ქრისტესა ჩ̃უმზ, ქართულსა რ̃ლე, და იძლია აღბუღა ათაბაგი და მოვიდა წინაშე გიორგი მეფისა. განრისხნა მეფე, წარვიდა და მივიდა სამცხეს. ხოლო ყუარყუარე მოეგება მეფესა და იტყოდა უცოდველ-ყოფასა არამედ მეფემან აღიყვანა კუალად აღბუღავე პატივსა ათაბაგობისასა და ყუარყუარე დაიმჭირა კარსა თჳსსა ზედა. გარნა მიერითგან იქმნა ყუარყუარე ქუეგამხედველი მეფისა.
შემდგომად წელსა ქრისტესა ჩ̃უნა, ქართულსა რ̃ლთ გამოვიდნენ ორმოცდა ათნი კატარღანი სავსენი სპითა სულტან მურადისა მაჰმადის ძისა, და აღაოჴრნეს და მოსწყჳდნეს ცხომი და აფხაზეთი და ზღჳს პირნი. უკუნ-იქცნენ და წარვიდნენ. ამისი მცნობელი მეფე გიორგი წარვიდა მოსწრაფედ, არამედ ვერა რაჲსაღა ეწია. გარნა მკჳდრნივე დასხნა და უქმნა სიმაგრენი და განაგნა მუნებურნი და მოვიდა გეგუთს.
ხოლო ამასვე წელსა მოკუდა ათაბაგი აღბუღა და შემდგომად მისსა ამან მეფემან გიორგი მიუბოძა ბიძასა მისსა ყუარყუარეს მობირებითა ვეზირთათა ათაბაგობა. შემდგომად ნადირობასა შინა მოკლა ცხენმან დიმიტრი ძე ალექსანდრე მეფისა და ძმა გიორგი მეფისა ქრისტესა ჩ̃უნბ, ქართულსა რ̃მ. კუალად უკუ-დგნენ შირვანელნი და არღარა მოსცნეს ხარკნი. ამისთჳს შეიკრიბნა მეფემან სპანი და მივიდა ყაბალას. წარავლინნა სპანი და მოსრნა ურჩნი და დაამშჳდნა სხუანი, შეჰკუეთა ხარკი და მოვიდა თჳსად.
კუალად ამის ჟამსა წინა განრისხნა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა ცოდვათა ჩუენ ქრისტიანეთათჳს და აღიღო სულტანმა მაჰმად კოსტანტინეპოლი ქრისტესა ჩ̃უნგ, ქართულსა რ̃მა, რამეთუ მოკუდა კალეპინ ქრისტესა ჩ̃უი და დაჯდა ძე მისი მუსა. მოკლა მუსა ძმამან თჳსმან მაჰმად ქრისტესა ჩ̃უიგ და დაჯდა თჳთ მაჰმად. მოკუდა მაჰმად ქრისტესა ჩ̃უკბ და დაჯდა ძე მისი მურად, რომლისა კატარღებმან მოსტყუევნნეს ზღჳს პირნი. მოკუდა მურად ქრისტესა ჩ̃უნა და დაჯდა შემდგომად მისა ძე მისი მაჰმად. ამან მაჰმად მეორესა წელსა მეფობისა თჳსისასა წარიღო სამეფო ქალაქი. გარნა წაღება ესე დაუსახვიდა საქართველოს დიდსა ბოროტსა, რომელიცა ქუემორე შეუდგების. ხოლო მოკუდა იმერთ ერისთავი დემეტრე და მეფემან დასუა ბაგრატ ძე მისი, და კუალად გარდაიცვალა ამის გიორგის მეფობისა ჟამსა შინა კათალიკოზი შიო და ამან მეფემან დასუა კათალიკოზად დავით.
ხოლო წელსა ქრისტესა ჩ̃უჲბ ქართულსა რ̃ნ განზრახჳთა ყუარყუარე ათაბაგისათა იწყო ზრახუად იმერთა ერისთავმან ბაგრატ ძემან დიმიტრისამან, რათა ჰყონ იგი მეფედ, და აღუთქუა თავისუფლება დადიანსა, გურიელსა, შარვაშიძეს და სუანთა. ესე სთნდათ მთავართა მათ ამისი ესრეთ ყოფა და მისცეს მას პირი მტკიცე და ჰყვეს მეფედ იმერთა. ესმა რა ესე გიორგი მეფესა, აღუძნდა ფრიად და შემოიკრიბნა სპანი ქართლ-სომხითისა და ჰერ-კახთა და უბრძანა ათაბაგსა შთამოსლვა სპითა სამცხისათა ფერსათიდამ იმერეთსა შინა. და მეფე გიორგი შთავიდა იმერეთს სპითა თჳსითა. ხოლო ათაბაგი არღარა მოვიდა მჭურეტელი საქმისა. თუ რაჲ იქმნების, და არცა უშუელეს ბაგრატს დადიანმან, გურიელმან, აფხაზთა და სუანთა. ხოლო მეფე გიორგი და ბაგრატ ეწყუნენ ჩიხორს ურთიერთასა და ძლიერისა ბრძოლითა მოსწყდნენ მრავალნი იმერნი და ამერნი. შემდგომად იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა ქართლს.
მაშინ ბაგრატ დაიპყრა იმერეთი, აღიღო ქუთათისი და ეკურთხა მუნ მეფედ. შემდგომად მცირედისა ჟამისა შემოიკრიბნა მეფემან გიორგი სპანი და მოვიდა სამცხეს, რათა შურ-აგოს ათაბაგსა; ხოლო ათაბაგი ყუარყუარე ვერ წინააღუდგა მუნებურთა ერისთავთა ერთგულობისა გამო და წარვიდა იმერეთს ბაგრატისა თანა ლტოლვილი. მაშინ სამცხეს ყოფასა შინა მეცადინეობდა გიორგი მეფე, თუ ვითარ განაგოს მუნებურნი განსამტკიცებლად თავისად.
არამედ ჟამებთა ამათ მომკუდარიყო ჯაან-შა ყეენი და სპარსეთს იჯდა ასანბეგ ყეენად. ამან ასანბეგ წარმოავლინა სპანი და სპასპეტნი ქართლსა ზედა. მაშინ მოერთო ამბავი გიორგი მეფესა სამცხეს ყოფასა შინა, ვითარმედ "მოვიდა თავრიჟ გილაქი და თემურ, მოუჴდნენ ქართლს და აოჴრებენ სომხითსაცა". მსმენელი მეფე უკმოიქცა სამცხიდამ და ეწყო მათ ძლიერად; არამედ იძლია მეფე გიორგი მათგან ცოდვათა ჩუენთათჳს და მოსწყდნენ უმრავლესნი სპანი მისნი ქრისტესა ჩ-უჲგ, ქართულსა რ̃ნა. ხოლო თავრიჟ გილაქმან და თემურ მოაოჴრეს ქართლი და საგანძურნი მეფისანი, უკუნ-იქცნენ და წარვიდნენ.
ამისნი მხილველნი არღარა მოსცემდნენ რანი, მოვაკანი და შარვანდი ხარკთა. კუალად ამისმან მხილველმან ბაგრატ უშუელა ყუარყუარე ათაბაგსა, მოვიდნენ და დაიპყრა ყუარყუარემ კუალადცა სამცხე. ამისთჳს მისტაცა ყუარყუარემ აჭარა და რომელნიმე ჭანეთისა გურიელს კახაბერს, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა სამცხისა და კლარჯეთისათა. სოლო გურიელმან კახაბერ სიხარულით მიიღო ქუეყანანი და მოჰყვა ყუარყუარეს სპითა, მოსპობდნენ და განასხემდენ ერისთავთა გიორგი მეფისათა და რომელთამე დაიმორჩილებდა და აქუნდა ბაგრატცა მარადის მწედ.
კუალად შემდგომად ამისა შემოიკრიბნა მეფემან გიორგი სპანი ქართველნი, სომხითარნი და ჰერ-კახნი, მივიდა და დადგა ფანავარსა ზედა, რათა დაიმორჩილოს სამცხე ყუარყუარე ათაბაგითურთ ქრისტეს ჩ̃უჲე, ქართულსა რ̃ნგ.
არამედ აქა დგომასა შინა შემოუჩინნეს განდგომილთა მეფისათა გიორგი მეფესა მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულნივე თჳსნი. ხოლო სცნა ესე იოთამ ზედგინიძემ და ამხილა მეფესა ყოველივე; არამედ მეფემან არა ირწმუნა, ვინაჲთგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა. მაშინ იოთამ ეტყოდა მეფესა: "უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყუა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე საგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა".
უსმინა მეფემან და ჰყვეს ეგრეთ, ვითარცა იტყოდა იოთამ. ხოლო ღამესა მას შემოვიდნენ მობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერა მეფე მათგან. დილისად შეიპყრნა მეფემან მტერნი თჳსნი და მოსწყჳდნა ყოველნი და შფოთსა და ძიებასა ამას შინა დაესხა ყუარყუარე ათაბაგი ყოვლითა შემწითა თჳსითა გიორგი მეფესა და აოტნა სპანი მეფისანი და შეიპყრა მეფე გიორგი, წარიყვანა სამცხეს და ჰყო პატიმრად პატივითა დიდითა.
ამისა შემდგომად მოკუდა ათაბაგი ყუარყუარე ქრისტესა ჩ̃უჲვ, ქართულსა რ̃ნდ იანვარსა შინა, და დაჯდა ძე მისი ბაადურ. არამედ ამასვე ქორონიკონსა იხილა რა შეპყრობა გიორგი მეფისა ბაგრატ იმერთა მეფემან, შემოიკრიბნა სპანი თჳსნი, გარდმოვლო ლისი და დაიპყრა ქართლი ფებერვალსა შინა. ამისი მხილველი განდგა დავითცა ნებითა ჰერ-კახთათა, რათა არა დაიპყრას ბაგრატ ჰერ-კახნიცა და იწყო წოდებად მეფედ კახთა დავით.
მაშინ ამათი განმხილველი ათაბაგი ბაადურ განიზრახვიდა, უკეთუ დაიპყრას ბაგრატ ქართლი, კუალად ეძიოს თჳსად დაპყრობად სამცხისასაცა და დამორჩილებასა შინა თჳსსა. ამისთჳს ეზრახა მეფესა გიორგის, რათა არღარა მოიჴსენოს შური მას ზედა და არა ეცილოს სამცხეს ათაბაგსა; ხოლო მეფემან დაიპყრას ქართლი, სომხითი, ჰერკახნი და განუტეოს და მიჰყვეს თჳთ ათაბაგი ამათთა დაპყრობისათჳს. მაშინ მეფემან უღონო ქმნილმან აღუთქუნა ყოველნი ნებისაებრ მისისა და გულ-პყრობილმან ათაბაგმან ბაადურ გიორგი მეფისაგან შემოიკრიბნა სპანი სამცხისანი და კლარჯეთისანი სრულიად და შთამოიყვანა მეფე გიორგი სომხითს. მუნ მიერთუნენ ყოველნი სომხითარ-ქართველნი მეფესა. ხოლო ესე რა იხილა ბაგრატ მეფემან, არღარა ინება ბრძოლად და წარვიდა იმერეთს. მაშინ დაიპყრა გიორგი მეფემან ქართლი და სომხითი; მერმე განვიდა კახეთს, მიჰყვა ბაადურ ათაბაგიცა. ამისნი მხილველნი ჰერკახნი მოერთუნენ მეფესა გიორგის. ხოლო დავით ვერ წინააღმდეგი და მოშიშარე მეფისაგან ივლტოდა დედაწულით დიდოეთს და გიორგი მეფემან კუალად დაიპყრა კახეთი და ჰერეთი. და ვითარცა პირველ იყო ერისთავთა მიერ, ეგრეთვე განაგნა. კუალად ეზრახა დიდოთა, რათა მოსცენ დავით და მიიღონ ნიჭი დიდი, არამედ მათ არა ინებეს დავითის მოცემა მეფისა. ხოლო მეფემან ვერღარა იკადრა შერისხუა დიდოთა მათ, რათა არა შეუდგეს უდიდესნი ბოროტნი სიმაგრეთა შინა მათთა. ამისთჳს განიმტკიცნა ჰერ-კახნი სარწმუნოდ ერთგულობასა ზედა თჳსსა და განაგნა მუნებურნი და მოვიდა ტფილისს; ხოლო ათაბაგი ბაადურ წარვიდა სამცხეს.
ხოლო ამისა შემდგომად ეპყრა და განაგებდა მეფე გიორგი ქართლსა, სომხითსა და ჰერ-კახთა. მაშინ მოიყვანა ძე იოთამისა, მიუბოძა მას ციხენი და მამულნი და სპასპეტობა ქართლისა, მოურაობა გორისა და სასაფლაო სამთავისი და კარისა თჳსისა ამილახორობა მსახურებისათჳს მამისა მისისა, ვითარცა აჩენენ გუჯარნი მათნი. გარნა მეფე გიორგი ამათი მყოფელი და განმგე ნეშტთა ქუეყანათა იყო ფრიად მწუხარე განხეთქილებისათჳს სამეფოსა ესევითარითა. არამედ კუალადცა მცდელობდა შეერთებასა და ეგრეთვე გებასა გიორგიისასა; გარნა ვერღარა ღონის-მძიებელი და მპოებელი გარდაიცვალა წელსა ქრისტესა ჩჳჲთ, ქართულსა რ̃ნზ მეფე გიორგი. დაფლეს მცხეთას.
ხოლო ძისა მეფისა გიორგის კონსტანტინესასა და მის ქუემორეთა მეფეთა ქმნილებათა ვიწყებთ წარწერასა თჳსთა ქარტათა ზედა, ვინაჲთგან იქმნენ განყოფილებანი.
საქართველოს ძველი ისტორია | ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი |
უწყებულება მკითხველთათვის |