საქართველოს ძველი ისტორია
[edit]ნათესავთ აღწერისა და წილთათჳს
[edit]ხოლო ქართლოს იყო ნოეს ძის იაფეთისაგან, რამეთუ იაფეთ შვა ავანან, ავანან შვა თარში, თარშმა შვა თარგამოს, თარგამოს შვა რვანი გმირნი ესე: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკანოს, ლევანოს, ჰეროს, კავკასოს და ეგროს. არამედ რაჟამს განიყვნენ ძენი ნოესნი, დასაბამითგან 1758, ბერძულსა ცღპე, ქართულსა სკა, მაშინ თარგამოსს წილად ხუდა ქუეყანა ესე სამზღვრული: აღმოსავლით ზღუა გურგანისა, დასავლით ზღუა ჭონტოსი, სამჴრით მთა ორეთისა გინა ქურთისა, ჩდილოდ მთა კაეკასიისა, და მორჩილებდენ ნებროთს. ხოლო შემდგომად განუყო რა თარგამოს წილი თჳსი ქუეყანა ძეთა თჳსთა და მისცა ხუედრნი მათნი, ამათ რვათა ძმათა არღარა ინებეს მორჩილება ნებროთისა თჳსისა გმირობისათვის [რამეთუ იყვნენ ფრიად გმირნი]; მსმენელი ნებროთ განწყრა, მოუჴდა და ბრძოდენ მრავალ დღე; არამედ შემდგომად მოიკლა ნებროთ ჰაოსისგან ისრითა მთასა ზედა არარატსა დასაბამითგან 1829, ბერძულს ცყნვ, ქართულს სჟბ და განთავისუფლდნენ მონებისაგან. ხოლო პირველვე განთავისუფლებისა თარგამოს განუყო რა ძეთა თჳსთა, ესენი არიან წილნი მათ რვათა ძმათანი ქუეყანანი და საზღვარნი ხვედრთა მათთანი.
ჰაოსს მისცა აღმოსავლით საზღვარი ზღუა კასპიისა, სამჴრით მთა ორეთისა, ჩდილოთ მთა, რომელი წარმოივლის პონტოს ზღჳსაგან და გამოვლის ბასიანის ქარს და მოვალს ბარდა არაზადმდე, და [48] დასავლით ზღუა პონტოსი. ხოლო სხუა ხუედრი თჳსი ესე: აღმოსავლით ზღვა კასპიისა, სამჴრით არაზი და მთა წინა-ჴსენებული, რომელსა მოსდის მდინარენი ამიერ მომრთველნი მტკურისანი და პონტოს ზღჳსანი, და იმიერ რახსისანი, ჩდილოდ მთა დიდი კავკასისა, სამჴრით ჩდილოდ კერძი და დასავლით ზღუა პონტოსი, და ორთა ამათ მთათა რომელნი მდინარენი გამოსდიან და მიერთვიან ზღუათა ამათ, განუყო შჳდთა ძეთა თჳსთა.
ხოლო საზღვარი ქართლოსისა არს: აღმოსავლით ბერდუჯის მდინარის მცირე მთა და გამართებით ხუნანისა ვიდრე გულგულა ტყე-ტბადმდე მიდგმით კავკასისა, სამჴრით მთა წინა-ჴსენებული, რომელი განვლის არაზიდამ პონტოს ზღუადმდე და გამომდინარენი მდინარენი ერთვიან მტკუარსა და შავ ზღუასა, და ჩდილოდ მთა კავკასი და მთა ღადოსი ვიდრე ზღუადმდე სპერისა, და დასავლით მთა მცირე-ლიხი და მთა, რომელი განვლის ტაოსა და კლარჯეთს შორის და მივალს ზღუადმდე, და იგივე ზღუა პონტოსი, და ამათ შოვრისი ქუეყანა არს წილი ქართლოსისა.
ხოლო ბარდოსის წილი არს: აღმოსავლით მდინარე რახსი, სამჴრით მთა წინათივე, რომელსა მოხდიან მდინარენი და ერთვიან მტკუარსა, დასავლით ბერდუჯის მდინარის მცირე მთა და ჩდილოთ მდინარე მტკუარი.
ხოლო ნაწილი მოვაკანისა არს: აღმოსავლით ზღუა გურგანისა, სამჴრით მტკუარი, ჩდილოდ მთა კავკასი და დასავლით მცირე და დიდი ალაზნის შესართავიდამ ვიდრე მტკუარადმდე და გამართებით კავკასამდე.
ხოლო ნაწილი ჰეროსისა არს: სამჴრით საზღვარი მოვაკანისა, დასავლით მტკუარი, აღმოსავლით კავკასი და ჩრდილოდ ხუნანიდამ განვლილი გულგულა ტყე-ტბა კავკასადმდე.
ხოლო ეგროსის წილი არს: აღმოსავლით მთა მცირე ლიხისა, სამჴრით მთა ღადოსი, ჩდილოთ კავკასი, დასავლით შავი ზღუა ანუ პონტოსი.
ხოლო ლეკანის წილი არს: აღმოსავლით ზღუა კასპიისა, სამჴრით და დასავლით მთა კავკასია და საზღვარი კავკასოსი, ჩდილოდ მდინარე დიდი ხაზარეთისა.
ხოლო კავკასოს წილი არს: კავკასიის მთის ჩრდილოდ კერძი, ლეკანის საზღვრიდამ ვიდრე ზღუადმდე პონტოსი ანუ შავისა.
ხოლო ოდეს მოიწივნენ შჳდნი ესე ძმანი თჳს-თჳსთა ხუედრთა ქუეყანათა, იწყეს შენობად; არამედ ქართლოს უხუცესი და მთავარი მათი მოვიდა, სად ერთვის მტკუარს არაგჳ და ამის დასავლით, სადაცა ერთვის მცირე მდინარე მტკუარსავე სამჴრიდამ, მის მდინარის ორს მთასა შორის აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ქალაქსა მას ქართლოს [რომლისა გამო ეწოდა ქუეყანასა ამას ქართლი] და დაიპყრა ქუეყანა ბერდუჯით ტყე-ტბიდამ ზღუადმდე სპერისა წილ-ჴდომილი თჳსი; ხოლო შვილთა შორის ქართლოსისათა გამოჩნდენ ხუთნი გმირნი: მცხეთოს, გაჩიოს, გარდაბანოს, კახოს და კუხოს; არამედ გმირობით უწარჩინებულესი და უხუცესი [50] იყო მცხეთოს; და შემდგომად სიკუდილისა ქართლოსისა დედამან მათმან წილი ქართლოსისა განუყო ხუთთა მათ ძმათა და მისცა გარდაბანოს ხუნანი და გარდაბანი, გაჩიოს მისცა ობის (ორბის) ციხე და გარდაბანს სკჳრეთს ზეითი აბოცის მთამდე და ფანავარამდე, და კახოს მისცა კახეთი და კუხოს კუხეთი. ხოლო მცხეთოსს უწარჩინებულესს ძესა მისცა ტფილისისა და არაგჳს დასავლეთი ლიხის მთადმდე და ზღუადმდე სპერისა და საზღვარი ქართლოსისა ტაო-კლარჯეთს შორისი მთა ზღუადმდე და მთა, რომელსა სდიან მდინარენი და ერთვიან შავს ზღუასა და მტკუარსა. ხოლო შემდგომად ამისა მცხეთოსის ძეთა შორის უმეტეს წარჩინებულნი იყვნენ სამნი ესე გმირნი: პირველი უფლოს, მეორე ოძრახოს და მესამე ჯავახოს, რომელთა მცხეთოსვე განუყვნა ქუეყანა და ნათესავნი თჳსნი, და უფლოსს მისცა ტფილის-არაგვჳს მდინარის დასავლეთი ტაშისკარ ლიხის მთამდე და ფანავრამდე თრიალეთი. ხოლო ოძრახოსს მისცა ტაშისკარს ზეითი და მტკურის დასავლეთი ზღვამდე პონტოსა და ადგილი კლდოვანი ქართლოსის საზღვრამდე; და ჯავახოს მისცა მტკურის აღმოსავლეთით ფანავრამდე და თავადმდე მტკურისა. ხოლო უფლოს დაშთა სამკჳდრებელსა მამისა თჳსისასა მცხეთას, და მორჩილებდენ ყოველნი ქართლოსიანნი ამას ჟამადმდე; არამედ შემდგომად, მოკუდა რა მცხეთოს, არღარა მორჩილ ექმნენ უფლოსს და იწყეს შფოთებად და ჴდომად ურთიერთთა და განძლიერდა მათ შორის ესევითარი შური და ჴდომა, ვიდრე ღმერთიცა დამბადებელი თჳსი დაუტევეს და მსახურებდენ მზესა, მთოვარესა და ვარსკულავთა, და უმეტეს იყო მათდა საფიცველად საფლავი ქართლოსისა დასაბამითგან 2267, ქართულსა რჟჱ. არამედ ოდესცა დაიზავიან, ეგრეთვე იყო მათდა უწარჩინებულესი და უფალი მცხეთას ქალაქსა შინა მჯდომარე, რამეთუ განდიდებულ იყო ფრიად მცხეთა, გარნა არა უჴმობდენ მეფედ მუნ მჯდომსა, არცა [51] მთავრად, არამედ მამასახლისად, გარნა მორჩილებდნენ ყოველნი მას. კუალად უკეთუ შეშფოთდიან და ჴდომა იწყიან, თჳს-თჳსნი მთავარნი სხნიან და იყენენ ეგრეთ ჟამადმდე.
ხოლო ამისა შემდგომად განძლიერდენ ხაზარნი და უწყეს ბრძოლა ძეთა კავკასოსთა; არამედ ძეთა შორის კავკასოსათა უწარჩინებულესი იყო პირველად ძურძუკოს ძე ტინენისა. ესე ეზრახა ექუსთა ნათესავთა ძმათა (რამეთუ მაშინ იყვნენ სიყუარულსა ზედა ურთიერთასა და მორჩილებასა მცხეთელ მამასახლისისასა), რათა მწე ეყვნენ. მაშინ შეითქუნენ შვიდნივე ნათესავნი ესე, შეკრბნენ და გარდავლეს მთა კავკასი, მოსრნეს და მოსტყუევნეს ხაზარეთი, და აღაშენეს პირსა ხაზარეთისას ციხე (ბერძულსა ძყჲა, რამეთუ ხაზარეთის მდინარე არს დონის წყალი და ხაზარეთი დონის წყლიდამ დნესტრამდე შავი ზღვის პირი ლიტოვამდე და რუსეთამდე) და წარმოვიდენ თჳს-თჳსად დასაბამითგან 2302, ქართულსა სლგ. შემდგომად ამისა იჩინეს ხაზართა მეფე და შეკრბნენ მის ქუეშე და გამოვლეს გზა დარუბანდისა. ამათ ვერ წინა აღუდგენ თარგამოსიანნი, შემოვიდენ, მოსრნეს და მოსტყუევნეს თარგამოსიანნი დასაბამით 2310, ქართულსა სმა, და დაისწავეს გზა დარუბანდისა და არაგჳსა, და განამრავლეს შემოსლვა თარგამოსიანთა ზედა და იყვნეს მოხარკედ მათდა ჟამ რაოდენმე.
კუალად ამისა შემდგომად განძლიერდენ სპარსნი და წარმოგზავნა სპარსთა მეფემან აფრიდონ ერისთავი თჳსი არდამ. ამან შეკრა გზა ზღჳსა და ეწოდა დარუბანდი, ესე იგი "დაჴშა კარი". ამანვე იწყო მცხეთას ქვითკირი დასაბამით 2342, ქართულსა სოგ, და დაიპყრა ამან არდამ შჳდნივე ესე ნათესავნი; არამედ შემდგომად, რაჟამს განეყენენ ძენი სპარსთა მეფის აფრიდონისანი [52] და იწყეს ჴდომად ურთიერთთა, მაშინ შეიზრახნენ შჳდნივე ესე ნათესავნი და მოსწყჳდნეს ერისთავნი სპარსთანი და დაემორჩილნენ ბერძენთა: რამეთუ მათ მიერ იცეს ძალი სპარსთა ზედა და არღარა ერჩდენ მცხეთელ მამასახლისსა; ეგრეთვე რანი და მოვაკანი დაშთა სპარსთა და ნეშტნი მცხეთელ მამასახლისსა მორჩილებასა შინა.
ხოლო შემდგომად განძლიერდენ სპარსნი და მოვიდა ქექეოს მეფე სპარსთა ლეკეთს და ვერ შევიდა, რამეთუ ბრმა ჰყო ლეკმან ვინმე, ამან კუალად მოხარკე ჰყო ქართლი და წარვიდა დასაბამით 2434, ქართულსა ტჲე.
ამისა შემდგომად მოვიდა ამბავი, ვითარ ისრაილთა განვლეს ზღუა დასაბამით 2454, ქართულსა ტპე და აქეს ყოველთა წარმართთა ღმერთი ისრაილთა. ამისა შემდგომად უცალო იქმნენ სპარსნი და იცეს ჟამი ქართველთა და განდგნენ, და მორჩილებდენ მცხეთელ მამასახლისსა.
მცნობმან სპარსთა მეფემან ფარშოტ წარმოგზავნა ძე თჳსი თარგამოსიანთა ზედა; არამედ შეკრბენ ესენიცა და მიეგებნენ ადრაბაგანს; მუნ ეწყუნენ და აოტნეს სპარსნი და მოსრნეს ურიცხუნი დასაბამით 2482, ქართულსა უიგ, და მოვიდენ გამარჯუებულნი თჳსად.
შემდგომად კუალად წარმოგზავნა ძე თჳსი სპარსთა მეფემან ხოსრომ; შემოვიდენ და შემუსრნეს ციხე-ქალაქნი და მოსტყუევნეს, მოხარკე ყვეს და წარვიდენ დასაბამით 2490 ქართულსა უკა. [53] კუალად უცალო იქმნენ სპარსნი თურქთაგან და განთავისუფლდენ ქართველნი დასაბამით 2525, ქართულსა უნვ მოხარკეობისაგან სპარსთასა და ერჩდნენ მცხეთელ მამასახლისსა მრავალ წელ.
ხოლო ამათ ჟამთა შინა შემოვიდნენ თურქნი სახლნი ვითარ 2800 ლტოლვილნი სპარსთაგან და უჩინა მცხეთელ მამასახლისმან ადგილნი და დასხნა იგინი; რამეთუ ამათ ჟამთავე შინა ვინცა ვინ მოვიდიან - ასურნი, ბერძენნი, ხაზარნი, ყოველთა ემეგობრებოდიან ქართველნი შიშისათჳს სპარსთა და შეიწყნარიან თჳსთა ქუეყანათა და ამაგრებდიან ციხექალაქთა მოლოდინისათჳს სპარსთასა.
შემდგომად კუალად მოვიდნენ ლტოლვილნი ურიანი ნაბუქოდორნოსორისაგან დასაბამით 3363, ქართულსა სლ, და დასხნა იგინიცა მცხეთელ მამასახლისმან ხერკს, არაგჳს ჩდილოდ კერძოდ, გარნა ამ ჟამამდე იყო საქართველოს ენა სომხური და ესოდენთა ნათესავთაგან იწყეს ენისა ქართულისა თქმად და აქუნდათ სჯულიცა უბოროტესი ყოველთა, რამეთუ არა იცოდენ ნათესავი, არცა ცოლ-ქმრობა, ყოველსა სულიერსა სჭამდენ შეგინებულისადმდე, მკუდარსა კაცსა სჭამდენ.
არამედ შემდგომად კუალად მოცალე იქმნენ სპარსნი და გვასტასაბ მეფემან წარმოავლინა ძე თჳსი სპანდიერ რვალი და მოვიდა ადრაბაგანს; ამას შეუშინდნენ ქართველნი და განამაგრებდენ ციხე-ქალაქებთა, რამეთუ არა ძალ-ედვათ წინააღმდეგობა; [54] არამედ ეწია ამბავი ძესა სპარსთა მეფისასა სპანდიერს და გარე-უკუნ იქცა სპარსეთადვე დასაბამით 3407, ბერძულსა წშჲვ, ქართულსა სოდ და დაშთნენ მშჳდობით ქართველნი. არამედ შემდგომად კუალად განძლიერდენ სპარსნი და სპარსთა მეფემან ბაამან ბერძენნი და რონნი მოხარკე ყვნა და ყოველნი ნათესავნიცა ესენი თჳსად მოხარკედ ჰყო დასაბამითგან 3419, ქართულსა სპვ. არამედ ესოდენთა ნათესავთაგან იზრახებოდა საქართველოსა შინა ექუსნი ენანი - სომხური ქართული, ხაზარული, ასურული, ბერძული, ებრაული და უბნობდიან მამანი და დედანი ყოველნი.
ხოლო ოდეს გამოჩნდა ალექსანდრე ბერძენი მაკედონელი და დაიპყრა დასავლეთი, შემდგომად დაიპყრა ეგჳპტე და შემოვიდა აღმოსავლეთს, სძლო სპარსთა და მეფესა მათსა. მერმე მოვიდა ქართლს დასაბამითგან 3623, ქართულსა უჟ, და იხილა ნათესავი ესე უუბოროტეს ყოველთა წარმართთა. ხოლო ამან ალექსანდრემ მოსწყჳდნა ყოველნი ნათესავნი შერეულნი, თჳნიერ ქართლოსიანთა და ურიათა, და დაიპყრა საქართველო და დაუტევნა ლაშქარნი ასი ათასნი, და მათ ზედა მთავარი აზონ ძე იარედისა მაკედონელი; არამედ მოსპო ჭამაცა მკუდართა და სჯულად დაუდვა დამბადებელისა ერთისა ღვთისა თაყვანისცემა და მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა პატივი და თჳთ წარვიდა. ხოლო ესე აზონ იყო კაცი მესისხლე და მეშურნე, და უკეთუ ვინ კეთილ-ჰასაკოვანი გამოჩნდის საქართველოსანი, მოაკუდინებდა და თჳსთა ლაშკართაცა ეგრეთ უყოფდა. ამით იყო ჭირი დიდი საქართველოსა შინა აზონის გამო. ხოლო ოდეს მოკუდა ალექსანდრე მაკედონელი და განიყვეს [55] მთავართა მისთა ქუეყანანი ესე, აზონ დაშთა ბერძენთა. მაშინ დაუტევა აზონ სჯული ალექსანდრესი და ქმნა კერპნი დიდნი - გაცი ოქროსა და გაიმ ვეცხლისა და მსახურებდა მეფესა მცირისა ასიისასა. ამის აზონის ჟამს იწყეს ქართველთა შვილთა თჳსთა კერპთა შეწირვად და არა აყენებდა აზონ, ვინაჲთგან თჳთცა ჰკლვიდა.
ჟამთა ამათ შინა იყო ჭაბუკი სახელით ფარნაოზ ნათესავით ქართლოსიანი და ბიძა ფარნაოზისა სახელით სამარა მოსლვასა შინა ალექსანდრე მაკედონელისასა მცხეთას მამასახლისობდა. ხოლო მოიკლა სამარა და მამა ფარნაოზისა და ძმა სამარისა ალექსანდრესაგან, და ესე ფარნაოზ სამის წლისა წარეტაცა დედასა თჳსსა [რომელი იყო ნათესავით სპარსი] კავკასიად და მუნ აღეზარდა და შემდგომად კუალად მოსრულიყო მცხეთადვე. ესე ფარნაოზ იყო მჴნე, ახოვანი და შუენიერი, მონადირე და კისკასი და ჩაუქი; არამედ ამას აკრძალვიდა დედა თჳსი აზონისაგან და უთქმიდა წარსვლად სპარსეთად; გარნა ძნიად აღუჩნდებოდა ფარნავაზს დატევებანი მამულისანი. ხოლო დღესა ერთსა იხილა სიზმრად ფარნაოზ, რათა განვიდეს სახლიდამ და ვერ შეუძლო; მაშინ შემოადგა სარკმლითგან მზე და მოერტყა წელსა მისსა, განზიდა და განიყვანა გარე და იხილა მზე მდებარე ქუეშე თჳსსა, მოჴოცა ცუარი მზესა მას და იცხო პირსა ზედა თჳსსა. ხოლო განიფრთხო რა, თქუა: "წარვიდე სპარსეთად და მოვიპოვო მუნვე კეთილნი". ამისა შემდგომად ჩუეულებისაებრ განვიდა ნადირობად სანახებსა დიღმისასა, ტყორცნა ისარი ირემსა და მოწყლული ირემი ივლტოდა ტფილისის კერძოთ, მიჰყვა და გარდაჴდა და ცემულსა ირემსა ჰკლვიდა რა, ესწრა ბინდი და წჳმა მძაფრი და ეძიებდა სავანესა; მაშინ პოვა ქუაბი, რომლისა კარი აღმოქოლვილ იყო, იჴადა ჩუგლუგი და გამოჰკოდა კარი; ხოლო შესრულმან მას შინა იხილა საუნჯე დიდი ოქროსა და ვეცხლისა, და [56] განიხარა ფრიად. დილასა აღმოჰქოლა კარი მისი, და წარმოვიდა მცხეთას და იწყო მუნით გამოქრებად ღამით საუნჯისა მის და დაფლვად სიმარჯუედ თჳსად. მაშინ იყო ნათესავით ქართლოსანი, სახელით ქუჯი; ამას თანა წარგზავნა კაცი, რათა შეეწიოს განძითა ამით და უმტერონ აზონს. ხოლო მან განიხარა და მიიყვანა თჳსთანა ფარნაოზ; ამათ შეკრიბნეს ოსნი და ლეკნი (რამეთუ სიბოროტისათჳს აზონისა სძულობდნენ იგინიცა და არა ენებათ მიცემა ხარკთა). შეკრებულნი ესე ყოველნი წარმოემართნენ აზონსა ზედა. ესე რა სცნა აზონ, შეკრბა ესეცა სპითა წყობად მათდა, არამედ განევლტნენ აზონს ჰრომნიცა იგი ათასნი მჴედარნი და მიერთნენ ფარნაოზს. ამისი მხილველი აზონ შეშინდა სპათაგანცა თჳსთა, წარვიდა და განამაგრა კლარჯეთი.
ა. მეფე ფარნავაზ ჲე წელი მეფა
[edit]ხოლო დაიპყრა ყოველი საქართველო ფარნაოზ დასაბამითგან ძქმზ, ქართულსა ფიდ, ბერძულსა ჭსვ, შემოვიდა მცხეთას, იქმნა მეფედ და დაემორჩილნენ ყოველნი საქართველოსანი; არამედ წარავლინა დესპანი წინაშე ასურეთის მეფისა და აღუთქუა მორჩილება, რათა შეეწიოს აზონსა ზედა. ხოლო მან წარმოსცა გჳრგჳნი სამეფო და უწოდა ძედ და მოუწერა ერისთავთა სომხითისათა, რათა შეეწეოდეს ფარნაოზს აზონსა ზედა, და შემდგომად ორისა წლისა მოირთო ძალი აზონ ბერძენთაგან და წარმოემართა ბრძოლად; მაშინ ფარნაოზ შემოკრიბნა საქართველოსანი, და მოირთო ერისთავნი სომხითისანიცა. ეწყო აზონს ნაქალაქევსა ერუშეთისასა, არამედ ძლიერისა ბრძოლისა შემდგომად ივლტოდა ბანაკი აზონისა და მოიკლა აზონცა, და მოსწყდა სპა მისი. მაშინ ფარნაოზ დაიპყრა კლარჯეთიცა, მუნით შევიდა და მოსტყუევნა საზღვარი საბერძნეთისა ანძიძორი და ეკლეცი და დაირთო საუნჯე და ქონება აზონისა და [57] გარდაემატა სიმდიდრითა. ფარნაოზ მოქცეული შემოვიდა მცხეთას და განაგო სამეფო თჳსი; მოიყვანა ქალი ძურძუკით და შეირთო ცოლად და ქმნა საქართველო ცხრა საერისთოდ.
პირველს ქუჯის მისცა ქუეყანა რიონის დასავლეთი ზღუამდე და ეგრისის წყლამდე სუანეთით და დაჲ თჳსი ცოლად; ხოლო ეგრისს იქითთა არა ინებეს განდგომა ბერძენთა, და კუალად მეორე დაჲ მისცა ოვსთა მეფესა ცოლად. მეორე ერისთავი დასუა მარგუეთისა შორაპანს და მისცა მცირე ლიხიდამ ვიდრე ზღუამდე ღადოს მთისა და რიონს შუათი. მესამე დასუა კახეთს, კუხეთს და ჰერეთს. მეოთხე დასუა ხუნანს და მისცა ბერდუჯსა და მტკუარს შუა ტფილისამდე გარდაბანითურთ. მეხუთე დასუა სამშჳლდესა და მისცა სკჳრეთის მდინარიდამ გაჩიანს ზეითი ფანავრამდე აბოცითურთ. მეექუსე დასუა წუნდსა და მისცა მტკურის აღმოსავლეთი ფანავრამდე და თავამდე მტკურისა: მეშჳდე ოძრახოს და მისცა ტაშის-კარს ზეითი ზღუამდე პონტოსა და ჭოროხამდე. მერვე კლარჯეთსა და მისცა რომელი თჳთ დაიპყრა საზღვრით მისით ზღუამდე პონტოსა. მეცხრე დაადგინა შიდა ქართლს და სპასპეტად ყოველთა ერისთავთა და სპათა ზედა, და ესევე მოიღებდა ამათ მიერ ხარკთა ქუეყანისაგან. ხოლო რომნი იგი ათასნი განყო ადგილთა და ჴეობათა შინა და დასხნა და უწოდა აზნაურნი. არამედ ესე ფარნაოზ იყო პირველი მეფე ქართლისა; მან აღაშენა და განავსნა ქუეყანა თჳსი, მოზღუდნა ქალაქნი და ციხენი განამაგრნა, და შექმნა წიგნი ქართული და განავრცელა ენა ქართული, და უბრძანა რათა არღა-რა ზრახვიდნენ ენათა სხუათა თჳნიერ ქართულისა, და ქმნა კერპი დიდი სახელისა [58] თჳსისა არმაზ (რამეთუ პირველად არმაზ ეწოდებოდა ფარნაოზს), და აღმართა საფლავსა ზედა ქართლოსისასა გაცის და გაიმს კერპთა შორის. ესე ფარნაოზ 27 წლისა მეფე იქმნა და ჲე წელი მეფა მშჳდობით და უშფოთველად; შემდგომად მოკუდა დასაბამით ძღიბ, ბერძულსა ჭსოა, ქართულსა მზ და დაფლეს წინაშე კერპისა თჳსისა არმაზისა, მთასა ქართლს.
ბ. მეფე საურმაგ ოე წელი მეფა
[edit]შემდგომად მისა დაჯდა ძე მისი საურმაგ მეფედ; არამედ მეფობა მისი არა სთნდათ ქართველთა, რათა არა მონონ მონათესავესავე თჳსთა და ამისთჳს შეიზრახნენ მოკლვად საურმაგისა. სცნა საურმაგ და ივლტოდა ძურძუკეთს დედეულთა თჳსთა თანა; გარნა ჰრომნიცა იგი მიივლტოდნენ ყოველნი საურმაგისა თანა კეთილყოფისათჳს ფარნავაზისა; მაშინ შემოიკრიბნა საურმაგ ძურძუკნი და ოვსნი, შთამოვიდა და დაიპყრა კუალად საქართველო. ამისთჳს დაამდაბლნა ქართველნი და აღამაღლნა დედეულნი თჳსნი და აზნაურნი ჰრომაელნი იგი. მაშინ ძურძუკეთი ვერღა-რა იტევდა კაცთა სიმრავლისაგან, აჰყარა კავკასითურთ საურმაგ და დასხნა დიდოეთს და სუანეთს ეგრისამდე, და დაიპყრნა ესენი მისანდობელად. ამან აღმართნა კერპნი ანიან და დანიან გზასა ზედა მცხეთისასა; არამედ არა ესუა ძე, ამისთჳს მოიყვანა ცოლის დედის დისწულის შვილი მემჳდრედ სამეფოსა თჳსისა და მისცა გაჩიანი და საერისთოდ სამშჳლდე და კუალად მისცა ასული თჳსი და მეორე ასული მისცა ძესა ქუჯისასა; შემდგომად მოკუდა საურმაგ დასაბამით ძღპზ, ქართულსა რკბ.
გ. მეფე მირვან ნ წელი მეფა
[edit]ხოლო დაჯდა მის წილ მირვან სიძე და შვილებული მისი. შემდგომად მცირედისა ჟამისა დაივიწყეს სიყუარული ფარნავაზისა ძურძუკთა, გარდმოვიდენ და მოსტყუევნნეს კახეთი და ბაზალეთი [59] და წარვიდენ ნატყუენავითა. მაშინ მირვან შეიკრიბნა სპანი, მივიდა და შეუჴდა ძურძუკეთს, რამეთუ იყო გმირი და გოლიათი, რომელსა ვერ ჰკუეთდა მახჳლი ძურძუკთა, ვითარცა კლდესა მყარსა, სძლო, მოსრნა და მოსტყუეენა და მოვიდა გამარჯუებული მცხეთას. შემდგომად ეზრახა სომეხთა მეფესა არშაკს და მისცა ასული თჳსი ძესა მისსა არშაკსვე. ხოლო იყო ესე მირვან ნებროთიანი უხჳ და კეთილის-მოყუარე და შეიყუარეს ქართველთაცა სიკეთისა მისისათჳს და მეფობდა კეთილად. შემდგომად მოკუდა დასაბამითგან ძყლზ, ქართულსა რობ.
დ. მეფე ფარნაჯომ ით წელი მეფა
[edit]და მეფე იქმნა ძე მისი ფარნაჯომ. ამან შეიყუარა სჯული სპარსთა და მოიძულნა კერპნი ქართველთანი და ქმნა საცეცხლე მცხეთას; ამისთჳს მოიძულეს ქართველთა, რამეთუ სასოება დიდი აქუნდათ კერპთა თჳსთა ზედა და ეზრახნენ სომეხთა მეფესა ქართველნი, რათა მოსცეს ძე თჳსი, რომელსა ჰყვა ასული მირვანისა. ხოლო მან მოსცა ძე თჳსი და სპანი თჳსნი. ამისმან მცნობმან ფარნაჯომ მოირთო ძალი სპარსთა და ეწყუნენ ურთიერთს ტაშირსა ზედა; მაშინ იძლია ფარნაჯომ და მოისრნენ სპანი მისნი პირითა მახჳლისათა და მოკლეს თჳთ მეფე ფარნაჯომცა დასაბამით ძყნმ, ქართულსა რჟა.
ე. მეფე არშაკ. იბ წელი მეფა
[edit]მოიყვანეს და დასუეს ძე სომეხთა მეფისა არშაკ არშაკუნიანი მეფედ ყოვლისა საქართველოჲსად; ხოლო ძე ფარნაჯომისა წარიყვანეს წლისა ერთისა სპარსეთად; არამედ ამან არშაკ მეფა უშფოთველად და მატა ციხეთა და ქალაქთა და სიმაგრეთა ყოველთა საქართველოთა შინა; შემდგომად მოკუდა დასაბამითგან ძყჲჱ, ქართულსა სგ.
ვ. მეფე არტაგ. იე წელი მეფა
[edit]შემდგომად მისა დაჯდა ძე მისი არტაგ მეფედ. ხოლო შემდგომად ორისა წლისა არტაგის მეფობისასა მოვიდნენ სპარსნი ძიებად სისხლთათჳს სპათა თჳსთა; ამათ ვერ წინააღუდგა არტაგ და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. მაშინ სპარსთა მოსტყუევნნეს ქართლი, ციხე-ქალაქთაგან კიდე, და წარვიდნენ. არამედ შემდგომად ჟამ რაოდენმე მეფობისა მოკუდა არტაგ დასაბამითგან ძყპგ, ქართულსა სიჱ.
ზ. მეფე ბარტომ. ლგ წელი მეფა.
[edit]გამეფდა ბარტომ ძე მისი და შეირთო ცოლად ქალი არშაკუნიანი, და მატა სიმაგრე-ქალაქთა საქართველოსათა; არამედ არა ესუა ძე, ამისთჳს მოიყვანეს ქუჯის ძის წულისაგანი ქართამ, და ასულის წულისაგანი საურმაგ მეფისა, და მისცა ასული თჳსი ცოლად, და გაიშვილა მეფობის მემკჳდრედ. (ამისთჳს ჰყო ესე, რამეთუ არა უნდათ ქართველთა მეფედ თჳსად თჳნიერ ფარნავაზიანთაგანი, და ამას შესდგმიდა ფარნავაზიანობა ქუჯის ცოლისაგან და საურმაგის ასულისაგან). ხოლო რაჟამს აღიზარდა მირვან ძე ფარნაჯომ მეფისა სპარსეთს, რამეთუ იყო გმირი და გოლიათი და გამოცდილი ბრძოლათა და წყობათა შინა, ამან შეიკრიბნა სპანი სპარსეთისანი, მოვიდა და მოუგზავნა ქართველთა: "რამეთუ მამა ჩემი მოიკლა სამართლად უსჯულოებისათჳს, არამედ მე ვარ რჯულსა ზედა თქუენსა და შვილი მეფეთა თქუენთა; აწ მოვედით ჩემთანა და მიიღეთ ნიჭი დიდი ჩემგან. ხოლო ესე არა ინებეს ქართველთა, რამეთუ ერთგულებასა ზედა სდგნენ ბარტომ მეფისასა, გარნა მცირენი არა წარჩინებულთაგანნი მიერთნენ; მაშინ ბარტომ შემოიკრიბნა სპანი და მოირთო ძალი სომხითით და დაადგრა ხუნანს და დაიპყრა ზურგად ციხე. ხოლო გამოჩნდნენ ორთავე სპათა შორის ბუნბერაზნი და იბრძოდნენ თთუე ერთ; არამედ მოკლა მირვან ათორმეტი ბუნბერაზი თავით თჳსით და არღარავინ გამოჩნდა მბრძოლი მისი (და თჳთ ბარტომ მეფეცა არა იყო გოლიათობითა დარი მისი). შემდგომად ყოვლითა სპითა დაესხა დილას ბარტომ მირვანს და იქმნა [61] ბრძოლა ძლიერი და იძლია ბარტომ მეფევე და მოისრა სპა მისი და მოიკლა ბარტომცა და შვილებულიცა ბარტომისა ქართამ მოიკლა მუნვე ბრძოლასა შინა დასაბამითგან ძშივ, ქართულსა სნა.
ჱ. მეფე მირვან ი წელი მეფა
[edit]მაშინ შემოვიდა მირვან და დაიპყრა საქართველო, მოინდო ყოველნი ქართველნი ფიცითა და მეფე იქმნა; კუალად გამოიყვანა ცოლი ბარტომისა სამშჳლდისაგან და შეირთო ცოლად (არამედ ცოლი ქართამისა წარიყვანეს უძლები მიდგომილი სომხითს და მუნ შვა ძე ადერკი). ხოლო ამან მირვან იმეფა კეთილად ჟამ რაოდენმე, შემდგომად მოკუდა დასაბამითგან ძშკზ, ქართულსა სჲბ.
თ. მეფე არშაკ კ წელი მეფა
[edit]და გამეფდა ძე მისი არშაკ; არამედ იყო ესე შუენიერი, ახოვანი, ძლიერი და გოლიათი. ხოლო რაჟამს აღიზარდა ადერკი სომხითს, შემოიკრიბა სპანი სომხითისა, რამეთუ იყო ჰაეროვან, ფრიად შუენიერ, გმირ, ახოვან და მოეკლნა მრავალნი გოლიათნი სპარსთა, ბერძენთა, არაბთა, და გამოცდილ იყო ლაშკრობათა შინა დიდად. წელსა კ̃ მეფობასა არშაკისასა მოვიდა თრიალეთს. სცნა რა არშაკ, შეკრიბნა სპანი და მოირთო ძალი სპარსთა და მივიდა ესეცა მუნ. მაშინ ადერკიმ გამოითხოვა არშაკ ბრძოლად თავისად, რამეთუ რომელმანცა სძლოს, იგი მეფობდესო, განიხარა არშაკ, აღიჭურვა და წარვიდა და ადერკიცა ეგრეთვე გამოვიდა: ეკუეთნენ ერთი ერთსა და იბრძოლეს შუბითა, ლახტითა, ჴრმლითა და ჩუგლუგითა სასტიკად; გარნა ვერა რომელმან აჯობა დღესა მას შინა და მიმწუხრს უკუდგნენ. მეორესა დღესა კუალად გამოვიდნენ შეჭურვილნი და დაასხნეს ისარნი ერთმანერთსა; არამედ განფიცხდა ადერკი და ჰკრა ისარი ადერკიმ მკერდსა არშაკს: ვერ უფარა საჭურველმან და განვლო იქით, ჩამოვარდა ცხენიდამ და მოკუდა არშაკ მეფე. ხოლო ადერკიმ აღიზახა ჴმა "იი ვერიე" და მიიქცა სპათა თჳსთა მიმართ და ევედრა, რათა [62] არა განმარტონ მახჳლი ქართველთა ზედა. კუალად მოიქცა და ეტყოდა ქართველთა: "მე ვარ ძე მეფისა თქუენისა; აჰა, არა მოუშუნი სპანი სომეხთანი მოწყუედად თქუენდა". მაშინ ქართველთა მოიღეს გჳრგჳნი არშაკისა და დაადგეს ყოველთა თავსა ადერკის და ყვეს მეფედ დასაბამითგან ჰრომაულსა ძშმზ, ბერძულსა ჭფვ, ქართულსა სპბ ინდიკტიონსა პირველსა.
ი. მეფე ადერკი ნზ წელი მეფა
[edit]და დაიპყრა ადერკიმ ყოველი საქართველო და შეირთო ასული სომეხთა მეფისა ცოლად. ხოლო ამის მეფობის პირველსა წელსა იშვა უფალი ჩუენი იესო ქრისტე და მოვიდა ამბავი, ვითარ შევიდნენ სპარსნი იერუსალიმს მოტყუენმად და შეწუხდენ ურიანი მცხეთელნი; არამედ კუალად მოვიდა ამბავი ვითარმედ არა მოტყუენვად, არამედ ყრმისა ახალშობილისა თაყვანისცემად. შემდგომად მეოცდაათესა წელსა მოითხოვეს მცხეთელთა ურიათა იერუსალიმიდამ განკითხვისა და ჯუარ-ცმისათვის იესოს ქრისტესა. ხოლო წარვიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი ურიანი და ამათ მოიღეს კუართი უფლისა მცხეთას. და კუალად ლჱ წელსა მოვიდნენ მოციქულნი ანდრია პირველწოდებული და სჳმონ კანანელი. ანდრიამ მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა, ხოლო სჳმონ მოკუდა მუნ და დაფლეს ნიკოფსიას. სცნა რა ადერკიმ, შერისხნა მეგრელთა და მათ დამალნეს ხატნი და ჯუარნი; კუალად შერისხნა ერისთავსა კლარჯეთისასა მშჳდობით განტევებისათჳს ანდრიასსა. კუალად ამისვე ჟამსა იწყო მეფობად სპარსეთს აჟღალან (რამეთუ ოდით შესრულ იყო ალექსანდრე დიდი, არღარა იყო მეფობა სპარსთა), და მორჩილებდნენ სომეხნი და ქართველნი. ხოლო ადერკის ესხნეს ორნი ძენი - ბარტომ და ქართამ; ამათ განუყო სამეფო: ბარტომს [63] მისცა მცხეთა და ჩრდილო-კერძი ჰერეთით ვიდრე ეგრისით ზღუამდე; ხოლო ქართამს - არმაზი და სამჴრით კერძი ბერდუჯითგან ვიდრე ზღუადმდე პონტოსა. რამეთუ ამის მეფობამდე რაოდენნი ჰყვნენ ძენი მეფეთა, იყვის მეფე ერთი; ხოლო ამან განყო ესრეთ, არამედ თჳთ გამეფდა ლ წლისა და მეფა ნზ წელი მშჳდობით და ნებიერად; შემდგომად მოკუდა დასაბამით წდ, ქესა ნე, ქართულსა ტლთ.
ია. მეფენი ბარტომ და ქართამ იზ წელი მეფეს
[edit]და გამეფდნენ ძენი ადერკისანი - მცხეთას ბარტომ, ხოლო არმაზს ქართამ. არამედ ამათ მეფობასა შინა წარმოსტყუევნა იერუსალიმი ტიტე ვესპასიანემ, და მოვიდნენ ურიანი ლტოლვილნი, რომელთა თანა ერთო ძე ბარაბასი, რომელი განუტევეს ჯუარცმასა უფლისასა, და დასხნეს სხუათა ურიათა თანა. გარნა იმეფეს ამათ სიყუარულსა ზედა ერთმანეთისასა; შემდგომად მოკუდნენ დასაბამითგან წკა, ქესა ობ, ქართულსა ტნვ.
იბ. მეფენი კაოს და ფარსმან იე წელი მეფეს
[edit]შემდგომად მათსა დასხდნენ ძენი მათნი, ბარტომის ძე კაოს მცხეთას და ქართამის ძე ფარსმან - არმაზს; არამედ იყვნენ ზემოთნი მეფენი სიყუარულსა ზედა სომეხთასა. ხოლო მირვან მეფემან სომეხთამან დაივიწყა სიყუარული მათი და მიუღო საზღვარი ქართლისა წუნა და არტანი მტკურამდე და უწოდა წუნას ქაჯთა-ტუნი, (რომელ არს დევთა სახლი); არამედ ვერ უძლეს ძიებად საზღვარნი თჳსნი ამათ მეფეთა და შემდგომად მწუხარენი მოკუდნენ დასაბამითგან წლე, ქესა პზ, ქართულსა ტოა.
იგ. მეფენი არმაზელ და აზორკ ივ წელი მეფეს
[edit]გამეფდნენ - მცხეთას კაოსის ძე არმაზელ და არმაზს - ფარსმანის ძე აზორკ; არამედ ესენი იყვნენ მჴნე-ახოვანნი და შემმართებელნი. მაშინ შეიზრახნენ, რათა იძიონ საზღვარი ქართლისა და მოიყვანეს ოვსთ მეფე ორნი ძმანი ბაზუკ და ამბაზუკ სპითურთ, და კუალად ლეკნი; შევიდნენ და მოსწყჳდნეს სომხითი უგრძნეულოდ მათდა; გამოვლეს მტკუარი და მოვიდნენ კანბეჩოვანს. ხოლო მცნობელი სუმბატ ბივრიტიანი მოუდგა უკანით სპითა მცირითა და მოუმცნო მეფეთა, რათა უკუ სცენ ტყუენი; ხოლო ნაალაფევი თქუენდა იყოს და უკუნ ვიქცე. მაშინ ჩდილოსათა მიუგეს: "შენ გეძიებდით და ვერ გპოვეთ; აწ გამოვედ, რათა ადრე მოიკლა ჩუენ მიერ". ესმა რა სუმბატს, აღიჭურა და გამოვიდა; აქათ გაუჴდა ბაზუკ. სცა ოროლი სუმბატ ბაზუქს და განავლო იქით; აღიღო უნაგირისაგან და დასცა ქუეყანასა ზედა და მოკლა. იხილა ამბაზუკ და მიეტევა; ხოლო სუმბატ მოსწოდა ოროლი ბაზუკს, სცა ამბაზუქს, აღიღო იგიცა და სცა ქუეყანასა ზედა და მოკლა და ჴმა ჰყო: "ესე სისხლთათჳს სომეხთა". მაშინ ყოველთა ჩდილოსათა ერთჴმობით შეუტივნეს და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხუნი; არამედ იძლივნენ ჩდილოსანი და შემოიხვეწნენ მეფენი მცხეთას და არმაზს და განამაგრნეს ციხე-ქალაქნი. ხოლო სუმბატ შემოვიდა ქართლს და მოსტყუევნა, რამეთუ არა განმზადებულ იყო მოდგომად ციხეთა, და დემოთს სამცხეს დაუტევნა სპანი მწედ წუნისა და შურად ოძრახოსსა და წარვიდა. გარნა მეფენი ესენი არა შეშინდნენ სიმჴნითა თჳსითა და დაემეგობრნენ ოვსნიცა სისხლისათჳს მეფეთა მათთასა, რომელნი მოიკლნენ, და ეკირთებოდნენ მარადის სომხითს რამეთუ ერისთავნი კლარჯეთისა და ოძრახესი მტკიცედ დგნენ ერთგულებასა ზედა არმაზელისასა, ემწნენ ამათ ეგრისელნი და ეკირთებოდნენ [65] სომხითს. შემდგომად მოვიდა არტაშან მეფე სომეხთა და სუმბატ მის თანა და ვერ წინააღუდგნენ ქართველნი, არამედ განამაგრნეს ციხე-ქალაქნი, და მოადგა მცხეთას ოთხ თთუე ოდენ; შემჭირდნენ ქართველნი და ზამ-ყვეს და წარვიდნენ სომეხნი. შემდგომად იწყეს ბრძოლა სომეხთა სპარსთა ზედა და ქართველთა იცეს ჟამი და იწყეს რბევად სომხითისა. მაშინ წარმოგზავნა სომეხთა მეფემან ძე თჳსი ზარდე სპითა; ეწყუნენ ქართველნი და ოვსნი, აოტნეს სპანი ზარდესნი და შეიპყრეს ზარდე; არამედ ოვსნი ლამოდნენ სიკუდილსა სისხლისათჳს; გარნა არა აუფლეს ქართველთა და პატიმარ-ყვეს დარიელასა შინა. შემდგომად სამისა წლისა მოიქცნენ სომეხნი გამარჯუებულნი სპარსთაგან; მცნობთა ქართველთა განამაგრნეს ციხექალაქნი. მაშინ მოვიდნენ ორნი ძენი სომეხთა მეფისანი და სუმბატცა თრიალეთს და ჰყვეს მოციქულობა, შემდგომად ზავ-ყვეს და უკმოსცეს სომეხთა საზღვარი ქართლისა. ხოლო ქართველთა მისცეს ძე მეფისა ზარდე და აღუთქუეს მტერ-ყოფა მტერთა მათთა და დრამაცა ხატითა სომეხთა მეფისათა დავსცეთო, და წარვიდნენ სომეხნი; არამედ იხარებდნენ ესე მეფენი უკ-მოხმისათჳს საზღვართა ქართლისათა სიმჴნითა თჳსითა. ამან არმაზელ ძიება ყო კუართისა უფლისა; არამედ ვერ უძლო პოვნად, რათა არა შეიმწიკულოს წარმართისა მიერ. შემდგომად მეფეს ამათ მეფეთა მშჳდობით და მოკუდნენ დასაბამით წნბ, ქესა რგ, ქართულსა ტპზ.
იდ. მეფენი ამზასპ და დეროკ ი წელი მეფეს
[edit]და მეფენი იქმნენ მცხეთას არმაზელის ძე ამზასპ და არმაზს აზორკის ძე დეროკ. ხოლო მეფობდნენ ესენი უშფოთველად და შემდგომად მოკუდნენ დასაბამით წჲბ, ქესა რიგ, ქარ ტჟზ.
იე. მეფენი მირდატ და ფარსმან ივ წელი მეფეს
[edit]შემდგომად გამეფდნენ მცხეთას ამზასპის ძე მირდატ, ხოლო არმაზს დეროკის ძე ფარსმან; არამედ მირდატ და ფარსმანისამდე [66] ზემოჴსენებულნი მეფენი იყვნენ სიყუარულსა ზედა ურთიერთისასა; არამედ მირდატ იწყო მტერობა ფარსმანისა, რამეთუ მირდატ მესისხლე და მედგარი იყო, ხოლო ფარსმან ქუელი, გონიერი, ახოვანი და გოლიათი. დღესა ერთსა ხადა მირდატ ფარსმანს ნადიმობად, რათა მოკლას ღალატად; არამედ ვინამემ ამხილა სიკეთისათჳს ფარსმანისსა ფარსმანს, რამეთუ მას ჰყვარობდნენ ქართველნი და მირდატს სძულობდნენ. აგრძნა რა ფარსმან, არღარა მივიდა და იქმნა შური მათ შორის. მაშინ დაუტევებდნენ მირდატს და მიერთოდიან ფარსმანს. შემდგომად ივლტოდა მირდატ სპარსეთად, რამეთუ ცოლი ესუა სპარსთა მეფისა მონათესავე, და შეიკრიბა მუნ სპა სპარსთა მრავალი მირდატ და მოვიდა რკინის ჴევთა, ხოლო ფარსმან სპითა ქართლისათა და შეიწია სომეხნიცა და მიეგება მუნ და ბრძოდნენ ძლიერად ბუმბერაზნი, არამედ ფარსმან მოკლნა ათჩვიდმეტნი ბუმბერაზნი და სპასპეტმან მისმან ფარნავაზ მოკლა ოც და სამი (რომელი იყო ძუძუსმტე ფარსმანისა) ამას წყობასა შინა; შემდგომად სთხოვა მუქარა სპარსმან ბუმბერაზმან ჯუანშერ (რომელი ლომსა ჴელითა შეიპყრობდა) და ეძიებდა ფარსმანს; ხოლო ფარსმან განვიდა სიხარულითა, კუეთებასავე მოკლა სპარსი ფარსმან და არღარა შემოიქცა, აღუზახნა სპათა თჳსთა და მიეტევნენ, სძლიეს და აოტნეს და მოსწყჳდნეს მრავალნი და წარვიდა მირდატ კუალად სპარსეთს მეოტი. კუალად წელსა მესამესა მოვიდა მირდატ უუმრავლესითა ლაშკრითა და დადგა ჯაჭუს. ხოლო ფარსმან მცხეთას მყოფმან არა ეგოდენისა სპისა მყოლემან იწყო ბრძოლად ბუნბერაზთა და მოკლა ფარსმან ათორმეტი ბუმბერაზი, ხოლო სპასპეტმან მისმან ფარნავაზ ათექუსმეტი. შემდგომად კუალად დაესხა ფარსმან და მოსრნა მირდატის სპანი სპარსნი და აოტნა და წარვიდა მირდატ კუალად სპარსეთადვე. არამედ მიერითგან ვერღარა იკადრეს წყინებად ფარსმანისა სპარსთა. მაშინ განისმა სიმჴნე ფარსმანისა და უწყო ფარსმან ტყუენვა და ოჴრება სპარსეთსა მრავლად; ამისთჳს სპარსთა მოიყიდეს მზარეული, რათა შეეწყნაროს ფარსმანს და მოკლას იგი წამლითა; ხოლო მზარეულმან ჰყო ეგრეთ და მოკლა [67] ფარსმან ქუელი დასაბამითგან წა, ქსა რკბ, ქარ უვ. მაშინ ფარნავაზ სპასპეტმან წარიტაცა ცოლი და ძე ფარსმანისა სომხითს. ხოლო მირდატ გამოიყვანეს სპარსთა და დაიპყრეს ქართლი ფარსმანის წილი სპარსთა და მირდატს უკუ-სცეს წილი თჳსი. შემდგომად რა იქმნა ძე ფარსმანისა სრული ჰასაკსა ზედა სახელით ადამ, ამან მოირთო სომეხნი და ბერძენნი და მოვიდა ქართლს. აქათ მირდატ ქართლისა და სპარსთა სპითა შეიბნენ რეხსა ზედა; იძლია მირდატ და მოსწყდა სპანი მისნი და მოკლეს მირდატცა დასაბამით წჱ, ქსა, რკთ, ქარ უიგ.
ივ. მეფე ადამ
[edit]მაშინ დაიპყრა ყოველი ივერია (ორთავე მეფეთა) ძემან ფარსმან ქუელისამან ადამ და მეფობდა კეთილად სამ წელ და მოკუდა და დაუტევა ძე წლისა ერთისა სახელით ფარსმან, და აღზრდამდე მისა მეფობდა ცოლი ფარსმან ქუელისა სახელით ღადან. ხოლო შემდგომად ჰასაკისა დაჯდა მეფედ ფარსმან ძე ადამისა. დასაბამით წჟე ქსა რმვ, ქარ ულ.
იზ. მეფე ფარსმან ლვ წელი მეფა
[edit]ხოლო ესე ფარსმან მეფობდა ყოველსა ივერიასა ზედა მშჳდობით და უშფოთველად დღეთა თჳსთა. შემდგომად მოკუდა დასაბამითგან წრლა, ქსა რპგ, ქარ უჲვ.
იჱ. მეფე ამზასპ დ წელი მეფა
[edit]დაჯდა ძე ფარსმანისა ამზასპ მეფედ. ესე იყო მჴნე, ახოვანი და გოლიათი, ვითარცა ფარსმან ქუელი. ხოლო ჟამსა ამისსა გარდამოვიდნენ ოვსნი უგრძნეულოდ გარდამომსვლელნი გზისა დვალეთისა და დადგნენ შიდა ქართლს შემუსრვად მცხეთისად. ხოლო ამზასპ განამაგრა ქალაქი და განვიდა საფურცლეს; მაშინ წყობათა შინა შორად [68] ჰკლვიდა ამზასპ ისრითა, რომელ ძნიად სახილველ იყო, და მას დღესა მოკლა ბუნბერაზი ოვსთა ათხუთმეტი და შემოვიდა მცხეთას. კუალად მეორესა დღესა განვიდა ამზასპ და მისლვასავე მოეტევა ბუნბერაზი ოვსთა სახელით ხუხუ; არამედ კუეთებასავე სცა ამზასპ ოროლი ხუხუს და განავლო იქით და მოკლა. მერმე მიეტევა ამზასპ და მოკლნა ორნი სხუანი ბუნბერაზნი ოვსთანი და შემოვიდა მცხეთასვე; მეორეს დილას გამოიტანნა სპანი თჳსნი და დაესხა ოვსთა, მოსწყვჳდნა, აოტნა და მოკლა მეფე მათი და შემოვიდა გამარჯუებული მცხეთას. წელსა მეორესა შემოიკრიბნა სპანი ამზასპ. გარდავლო კავკასი და შთავიდა ოვსეთს; ხოლო იგინი ვერ წინააღუდგნენ; ამან მოსწყჳდნა, მოსტყუევნნა და ალაფითა სავსე მოვიდა მცხეთას. ამის მიერ იწყო ამზასპ განლაღებად და მოსწყჳდნა მრავალნი წარჩინებულნი საქართველოსანი და შეიყუარნა სპარსნი; ამისთჳს უკუდგნენ ერისთავნი ოძრახისა, კლარჯეთისა და ეგრისისანი და შეეზრახნენ მეფესა სომხეთისასა, რათა მოსცეს ძე მისი რევ მეფედ (რომელი იყო დისწული ამზასპისა). მან მოსცა ძე თჳსი და შეკრბნენ სომეხნი და ერისთავნი წინათქმულნი და მოუწოდეს ოვსთა; ხოლო ოვსთა სიხარულით გარდმოვლეს გზა თაკუერისა (ვინაჲთგან მესისხლენი იყვნენ ამზასპისა) და შეიკრიბნენ მათ თანა. ამისმან მცნობმან ამზასპ შემოიკრიბნა სპანი და მოირთო ძალი სპარსთაგან და მივიდა გუთის ჴევს და მოვიდნენ იგინიცა მუნვე; არამედ არავინ იყო მარტოდ-მბრძოლი ამზასპისა სპათა მათთა შორის და ეწყუნენ ურთიერთს. შემდგომად ძლიერისა ბრძოლისა იძლივნენ სპანი ამზასპისანი და ლტოლვასა მოკლეს ამზასპ და სპანი მისნი მოსწყჳდნეს დასაბამითგან წრლე, ქსა რპვ, ქართ{ულსა} უო.
ით. მეფე რევ კზ წელი მეფა
[edit]მაშინ მოიყვანეს ძე სომეხთა მეფისა რევ და ყვეს მეფედ არშაკუნიანი. ამან მოიყვანა ასული ლოღოთელისა საბერძნეთით სახელით სეფორა. არამედ იყო ესე რევ მოწყალე და ნუგეშინის-მცემელი [69] ჭირვეულთა (რამეთუ სმენოდა მცირედ რაჲმე სახარება უფლისა ჩუენისა იჳსო ქრისტესი). ხოლო ოდეს ალექსანდრე დიდმან მოუკუეთნა ჭამანი მკუდართა, მიერით დაუკლვიდნენ ძეთა და ასულთა თჳსთა შეწირვად კერპთა თჳსთა ქართველნი და ამან რევ არღარა აუფლნა დაკლვად შვილთა მათთა, არამედ ნაცვლად მათდა ძროხაცხოვართა უბრძანა შეწირვად და ამისთჳს უწოდეს რევ მართალი; გარნა მეფა ყოველსა ივერიასა ზედა მშჳდობით და უშფოთველად; შემდგომად მოკუდა დასაბამით წრჲბ, ქსა სიგ, ქარ უჟზ.
კ. მეფე ვაჩე იჱ წელი მეფა
[edit]შემდგომად გამეფდა ძე მისი ვაჩე. ამანცა იმეფა ყოველსა ივერიასა ზედა მშჳდობით და უშფოთველად, მერმე მოკუდა დასაბამითგან წრპ, ქსა სლა, ქარ ფიე.
კა. მეფე ბაკურ. იე წელი მეფა
[edit]მეფე იქმნა ძე ვაჩესი ბაკურ და მეფობდა ყოველსა ივერიასა ზედა, ვითარცა მამა მისი; შემდგომად მოკუდა დასაბამითგან წრჟე, ქსა სმვ ქარ ფლ.
კბ. მეფე მირდატ ივ წელი მეფა
[edit]და იქმნა მეფედ ძე ბაკურისა მირდატ და დაიპყრა ყოველი ივერია და მეფა სიწყნარესა შინა და მოკუდა დასაბამით წსია, ქსა სჲბ, ქარ იდ.
კგ. მეფე ასფაგურ გ წელი მეფა
[edit]გამეფდა ძე მირდატისა ასფაგურ. ამ ასფაგურის ჟამსა შინა მოსრა მეფე სპარსთა ქასრე სასანიანმან და გამეფდა თჳთ. ხოლო სომეხთა ზედა იქმნა მეფედ კოსორ. ამან მეფემან კოსორ უწყო ბრძოლა [70] ქასრე მეფესა და მწედ ჰყვა მეფე ასფაგურ; ხოლო ასფაგურ განახუნა კარნი დარიელასი და გამოიყვანა ოვსნი და ლეკნი, და შეკრბნენ სომეხთა თანა, ეწყუნენ სპარსთა, აოტნეს და მოსწყჳდნეს უმრავლსი. ხოლო შემდგომად ამისა ვერღარა წინააღუდგნენ სპარსნი და მარადის აოჴრებდნენ და ეკირთებოდნენ სპარსეთს. ამისთჳს მწუხარემან ქასრე მეფემან ზრახვა ჰყო წარჩინებულთა თჳსთა თანა; მაშინ მუნ იყო ანაკ ნათესავი სომეხთა მეფისა ლტოლვილი; ამან ამცნო იდუმალ ქასრეს: "მე წარვიდე განდგომილი შენგან და შევეწყნარო კოსორს და სჳთა შენითა ვიცე ჟამი და მოვჰკლა იგი". და განიხარა ქასრემ ფრიად და აღუთქუა ნიჭი დიდი. ესრეთ წარმოვიდა ანაკ და მოსრულ შეწყნარებულმან მოკლა მეფე კოსორ ნადირობასა შინა და ივლტოდა, არამედ ეწივნენ სომეხნი და მოკლეს ანაკცა. ხოლო ძე კოსორ მეფისა ყრმა თრდატ წარიტაცეს საბერძნეთს. მსმენელმან ქასრე მეფემან სპარსთამან შემოიკრიბნა სპანი ურიცხუნი და შემოვიდა სომხითს; ამისთჳს ასაფაგურ მეფემან განამაგრნა ციხექალაქნი და წარვიდა ოვსეთად, რათა განიმრავლოს სპანი, არამედ ეწია მუნ სიკუდილიდა მოკუდა დასაბამით წსიდ, ქსა სჲე, ქარ ზ და არა დაუტევა ძე, გარნა ასული ერთი სახელით აბეშურა. ამის მიერ მწუხარენი ქართველნი შემოკრბნენ მცხეთას და განიზრახვიდნენ თუ რაჲ ჰყონ. მაშინ აღდგა მათ შორის მაიჟან სპასპეტი და თქუა: "თუ გვყვეს მკჳდრი ძე მეფეთა ჩუენთა, მოვსწყდეთ და არა ვერჩდეთ სხუასა; ვითარცა სჭამდენ მამანი ჩუენნი მკუდართა, ვჰყოთ ეგრეთვე ჩუენცა; გარნა არა გვივის ძე, არამედ ასული და იგიცა მცირე, და აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ უვის სპარსთა მეფესა ძე; წარვავლინოთ დესპანი და ვთხოვოთ ძე თჳსი მეფედ ჩუენდა, და შეერთოთ მას ასული მეფისა ჩუენისა, და უკეთუ არა გვაუფლნოს სპარსნი და არცა სჯული და კერპნი ჩუენნი შლად ჴელ-ყოს კეთილ; ხოლო უკეთუ არა ყოს, მოვსწყდეთ და ნუ თავსვიდებთ". მსმენელთა ყოველთა სთნდათ განზრახვა ესე და მიუმცნეს [71] ქასრე მეფესა. მან კეთილად შეიწყნარა და აღუსრულნა თხოვანი მათნი ფიცით და მოვიდა მცხეთას, შერთო ძესა თჳსსა აბეშურა და დაუტევა მცველად ძისა თჳსისა ჴ მჴედარნი სპარსნი, რამეთუ იყო მირვან ყრმა ზ წლისა, ნაშობი მჴევლისა; და კუალად დაუტევა ოცდაცამეტი ათასი მჴედარი სომხითს, რანს, მოვაკანს შუელად და მწედ მირვანისად, ხოლო დაიპყრნა კავკასელნიცა და წარვიდა სპარსეთად მეფე ქასრე.
კდ. მეფე მირიან ოზ წელი მეფა
[edit]ხოლო გამეფდა მირვან, რომელსა უწოდეს მირიან, დასაბამით ჭსიდ, ბერძულსა ჭღოგ, ქსა სჲე, ქართულსა იზ, ინდიკტიონსა იგ ივერიასა, რანსა, მოვაკანსა და სომხითსა ზედა, არამედ რაჟამს იქმნა იე წლისა, მოკუდა აბეშურა და მოსწყდა ნათესავი თარგამოს-ნებროთიან-არშაკუნიანთა. გარნა მირიან შეიყუარეს ქართველთა და მირიან უმეტეს ქართველნი. შემდგომად მოიყვანა მირიან ასული ულიოტორისა პონტოდამ სახელით ნანა, და შეირთო ცოლად და ბრძოდა მარადის ხაზართა, რამეთუ ხაზარნი ბრძოდენ დარუბანდს, რათა დაიპყრან თჳსად, და ეკირთებოდნენ სპარსეთს; ამისთჳს მირიან ბრძოდა და მარადის სძლევდაცა. შემდგომად იქმნა რა მირიან მ წლისა, მოკუდა მამა მირიანისა ქასრე და დასუეს ძე მისი ბარტომ სპარსთა მეფედ. მსმენელმან მირიან შემოიკრიბნა სპანი თჳსნი და წარვიდა, რათა იქმნეს თჳთ მეფედ. მაშინ ბარტომცა მოვიდა ჴევსა ნასიბისასა სპითა; არამედ მოხუცებულთა სპარსთაგან იქმნა მათ შორის ბჭობა და არღარა ბრძოლა: რამეთუ იტყოდა მირიან: "მე ვარ პირმშო ძე, ამისთჳს ჩემდა ჯერ არს ტახტი, ვინაჲთგან მრავალგზისცა დამიცავს სპარსეთი სიმჴნითა ჩემითა ხაზართაგან". ხოლო ბარტომ იტყოდა: "გარნა თუ პირმშო ხარ, არამედ ხარ მჴევლისა შობილი და მე ინდოთა მეფის ასულისა, რომელსა დამადგა [72] თჳსითა ჴელითა მამამან ჩემმან გჳრგჳნი". მაშინ განსაჯეს სპარსთა უხუცესთა და დაუმტკიცეს ბარტომს მეფობა სპარსთა და მირიანს რაჲცა ეპყრა, დაურთეს მას ზედა შამი, ჯაზირა და ადრაბაგანი, ზავ-ყვეს ძმათა შორის და შეიქცნენ თჳს-თჳსად. ხოლო მირიანის მუნ ყოფასა შინა გარდმოვიდნენ ოვსნი, მოსტყუევნეს ქართლი და წარვიდნენ. მოსრულმან მირიან მცხეთას შემოიკრიბნა სპანი და გარდავიდა ოვსეთად; ვერ წინააღუდგნენ ოვსნი; მოსწყჳდნა, მოსტყუევნნა და მოწვა ვიდრე ხაზარეთამდე და შემოვლო გზა დარუბანდისა და მოვიდა მცხეთას გამარჯუებული. შემდგომად მოვიდნენ ხაზარნი წარღებად დარუბანდისა და მირიან წარვიდა შუელად, და მუნ ბრძოლასა შინა მოვიდა ძე კოსორისა თრდატ სომხითს მამულსა თჳსსა სპითა ბერძნისათა და დაიპყრა სომხითი (რამეთუ ამან თრდატ გოლიათობითა თჳსითა მოკლა მეფე გუთთა მბრძოლი კეისრისა და ამისთჳს მოსცა კეისარმან სპანი). ამისმან მცნობმან მირიან დაუტევა ბრძოლა ხაზართა და მოიყვანა სპარსეთით ტომი მეფეთა ფეროზ და მისცა ასული თჳსი და ერისთაობა რანისა; კუალად მოირთო სხუაცა ძალი სპარსთაგან და მარადის ბრძოდა თრდატს; არამედ უკეთუ მოირთვის თრდატ ძალი ბერძენთაგან, სძლევდის მირიანს, ხოლო უკეთუ მირიან მოირთვის ძალი სპარსთაგან, სძლევდა თრდატს, და არავინ იყო მარტოდ-მბრძოლი თრდატისა და იყო მარადის ბრძოლა მათ შორის.
ხოლო ჟამსა ამას მოვიდა წმიდა ნინო მცხეთას ქადაგებად ქრისტეს სახარებისად წელსა დასაბამით წსჲგ, ბერძულსა ჭყკბ, ქსა ტიდ, ქართულსა ჲვ, აგვისტოს დღესა ვ. რამეთუ რაჟამს დიდი მთავარ-მოწამე გიორგი იწამა ქრისტესთჳს კაბადოკიას, იყო კაცი კაბადოკიას ნათესავი წმიდის გიორგისა, მთავარი და მონა ღვთისა ზაბილონ; ესე წარვიდა რომედ წინაშე მაქსიმიანე კეისრისა ნიჭისა [73] მოღებად. კუალად კაცი ვინმე იყო კოსტრა ქალაქსა შინა და ესხნენ ძე სახელით იობენალი და ასული სოსანა, ხოლო აღსრულდნენ რა მშობელნი მათნი, დაშთნენ ობლად; შემდგომად წარვიდნენ და-ძმანი იერუსალიმსა შინა მსასოებელნი მისნი და მუნ იობენალ მიემთხვია დევტალარობასა; ხოლო დაჲ მისი მსახურებდა ნიაფორას სარა ბეთლემელსა; ხოლო ზაბილონ წინაშე კეისრისა ნიჭებულ იქმნა და განდგნენ კეისრისაგან ბრანჯნი. მაშინ წარვლინებულმან მათ ზედა ზაბილონ სძლო მათ ველსა ზედა პატალონისასა და შეიპყრა მეფე მათი მთავრებითურთ და მოიყვანა წინაშე კეისრისა. განმხილველმან კეისარმან განაწესნა იგინი მოსიკუდიდ; მაშინ ტიროდნენ ბრანჯნი და ევედრებოდნენ ზაბილონს, რათა ნათელ-სცეს და მისცეს სჯული ქრისტესი და შემდგომად მოსწყდნენ. შეეწყალნეს ზაბილონს და აუწყა პატრიაქსა; მან ნათელ-სცა და აზიარნა სისხლსა და ჴორცსა უფლისასა, ასწავა და განამტკიცა სარწმუნოებასა ზედა. მმადლობელნი ღვთისა ბრანჯნი სიხარულით განვიდნენ საკილმოთა ზედა და ღაღადებდნენ: "მოვედინ მეჴრმლე და აღიხუნეს თავნი ჩუენნი ჩუენგან". ამისი მხილველი ზაბილონ შევიდა წინაშე კეისრისა და იურვა მათ-თჳს; ხოლო კეისარმან მიანიჭნა იგინი ზაბილონს და მან განუტევნა, მაშინ ვედრებით წარიყვანეს ზაბილონ, რათა ნათელ-სცეს ქუეყანათაცა მათთა. ხოლო მისრულთა დღისა სავალთა, მოეგებნენ სრულიად ბრანჯნი, ვინაჲთგან სცნეს ცოცხლება მეფისა და მთავართა; მაშინ ნათელ-სცა ყოველთა წყალსა ღრმასა მას შინა და დაუდგინა მღუდელი და ესრეთ იქმნა ნათლის-მცემელი ბრანჯთა და თჳთ წარმოვიდა რომედმე. შემდგომად განყიდა ყოველი მონაგები [74] თჳსი და მისცა გლახაკთა და თჳთ წარმოსრული მოვიდა იერუსალიმს.
ხოლო ჟამსა ამას დევტალარი იგი პატრიაქ ქმნულ იყო და მეგობარ იქმნენ ფრიად პატრიაქი და ზაბილონ. მხედველი სარა ნიაფორ ეტყოდა პატრიაქსა ქმნულსა ზაბილონისასა და სიკეთესა და განუზრახვიდა, რათა მისცეს სოსანა (ზაბილონს) დაჲ თჳსი ცოლად. ესე სთნდა პატრიაქსა, აქორწინა და წარვიდა ზაბილონ კოსტრადვე. ხოლო ესე წმიდა ნინო ამათგან იშვა და აღზარდა დედამან მსახურებასა შინა გლახაკთასა. შემდგომად იქმნა რა ნინო იბ წლისა, მშობელთა მისთა განყიდეს ყოველნი ქონებანი და მოვიდნენ იერუსალიმს. ზაბილონ იჯმნა სოფლისაგან, იკურთხა პატრიაქისაგან და მიათუალა ღმერთსა და პატრიაქსა ასული თჳსი სულთქმითა და ტირილითა დიდითა; თჳთ განვიდა იორდანეს და აღსასრული მისი უწყის თჳთ ღმერთმან. ხოლო ცოლი მისი სოსანა მისცა პატრიაქმან მსახურებად გლახაკთა დედათა; არამედ წმიდა ნინო მსახურებდა ნიაფორს დვინელსა სომეხსა ორ წელ, ჰკითხვიდა და ისწავებდა სარწმუნოებასა, ქმნულებასა ქრისტესსა და ვნებასა მისსა. ხოლო ისმინა რა, რამეთუ კუართი უფლისა მცხეთელთა ურიათაგან წარღებულ არს, გამოჰკითხვიდა ნინო: "სადა არს მცხეთა?" მიუგო ნიაფორმან: "არს ქუეყანა ჩდილოეთისა საწარმართო მთიულეთი, რომელი ჟამსა ამას იქმნა უჟიკთა საჴელმწიფოდ". ამის დამმარხველი ნინო გულსა შინა მადლობდა ღმერთსა. მათ დღეთა შინა მოვიდა დედაკაცი ვინმე ეფესოთ თაყვანის-ცემად წმიდათა ადგილთა, რომელსა ჰკითხა ნიაფორმან: "ჯერეთ ცთომათავე შინა არსა დედოფალი ელენე?"; ხოლო იგი ეტყოდა: "ვარ მჴევალი მათი და უწყი, რამეთუ დიდი წადიერება აქუს ქრისტეს სარწმუნოებისათჳს". ამისი მსმენელი ნინო ეტყოდა ნიაფორს: "წარმგზავნე ელენე დედოფლისა მიმართ, ნუ თუ უკუე მივემთხვიო სიტყვის გებად ქრისტესთჳს".
ესე ნიაფორმან აუწყა პატრიაქსა; ხოლო პატრიაქმან მოუწოდა დისწულსა თჳსსა ნინოს და დაადგინა წინაშე საკურთხეველისა, [75] დაასხნა ჴელნი, აკურთხა ცრემლით მადლობისა ღვთისადმი აღმვლენმან და რქუა: "წარგავლენ შენ, ვითარცა ცხოვარსა მგელთა, ვითარცა წარვლინებულთა ქრისტესთა". შემდგომად უჯმნა დედისაგანცა და განუტევა. მაშინ წარჰყვა წმიდა ნინო დედაკაცსა მას და მიიწივნენ რომედ სახლსა დედაკაცისა ეფესელისასა და იხილეს მუნ დედოფალი ტომისაგან მეფეთასა რიფსიმე და დედა-მძუძე მისი გაიანე, რომელნი იყოფოდნენ მონასტერსა შინა ქალწულთა სავანისასა მომლოდნენი ნათლის-ცემად იერუსალიმით. ამას აუწყა დედაკაცმან საქმენი ნინოსნი და რიფსიმემ მოწლედ შეიწყნარა ნინო დამასვე წელსა ნათელ-იღო რიფსიმემ და გაიანემ და სახლეულთა მისთა რიცხვთ ნ სულთა ჴელთა შინა წმიდისა ნინოსათა და იყოფოდა მუნ წელსა ბ.
მათ დღეთა შინა წარმოევლინა კეისარსა, რათა პოვონ მისთჳს საცოლედ ქალი კეთილ-ქმნული შუენება-კეკლუცებითა და მოვიდნენ მონასტერსა მას. ხოლო გან-რა-იხილეს რიფსიმე და გამოკითხეს გუარი მისი და სცნეს მეფეთა ნათესაობა, სთნდათ შუენიერებისა მისისათჳს და გამოსახეს ხატი მისი და მიართუეს კეისარსა, რომელმან იხილა, ეტრფიალა და განაწესა ქორწილი. ხოლო განმხილველი რიფსიმე მანქანებისა მტრისასა იურვოდა და ევედრებოდა ღმერთსა განრომასა; შემდგომად განივლტო ნგ სულითა და მოიწივნენ სომხითის ახალქალაქს დვინს, საყოფელსა სომეხთა მეფეთასა, და შევიდნენ საწნახლის ტალავარსა ჩდილოთ აღმოსავლით კერძოთა და იზრდებოდნენ მუნ ფარულად ჴელ-მოქმედებითა [76] თჳსითა.
ხოლო კეისარი რა ვერღარა მწია ნებასა თჳსსა, წარავლინნა ყოველგნით მეძიებელნი და მოუწერა თრდატს, ვითარმედ "ქრისტიანენი, რომელნი ჯუარ-ცმულსა ესუენ, ხოლო ღმერთთა და მეფობათა ჩუენთა ჰგმობენ, მათგანი ქალი ვინებე ცოლად ჩემდა, არამედ მან შეურაცხ-მყო და განმევლტვა. აწ ძმობით მომიძიე და რაჟამს ჰპოვო რიფსიმე, წარმომივლინე და, უკეთუ გთნდეს, შეირთე შენ, რამეთუ ვერ ჰპოვო მგზავსი მისი იონთა სოფელთა შინა და მშჳდობითმცა ხარ". მსმენელმან თრდატ ძიება ყო და პოვნა იგინი საწნახელსა მას შინა და იწამნენ მისგან რიფსიმე და გაიანე მოყუსებითურთ, ვითარცა მოგვითხრობს ცხოვრება სომეხთა. მაშინ წმიდამან ნინო დამალულმან ვარდის ეკალსა შორის, რომელსა ჯერეთ არა გამოეღო ყუავილი, აღიხილნა ზეცად თუალნი და იხილა ანგმლოზი გარდამომავალი, სიმრავლითა მკმეველი საკმეველისა, რომელთა აღყვანდათ სულნი წმიდათა მათ მოწამეთანი ცათა შინა, ამისთჳს სულთ-ითქუნა: "რად დამიტევებ უფალო ასპიტსა და ვასილისკოთა შორის"? ხოლო ესმა ჴმა ზეგარდამო: "შენიცა წარყვანა იყოს ეგრეთვე სასუფეველსა შინა; არამედ აღდეგ და წარვედ ჩდილოთ კერძო, სადა არს სამკალი ფრიად, ხოლო მუშაკი არა". წარმოსრული მოიწია ორბანად საზღვარსა სომხეთისასა, და მუნ დაიზამთრა; შემდგომად თთუესა ივნისსა მომიდა ჯავახეთს ტბასა ფანავარსა ზედა და იხილნა მთანი ჩდილოთ კერძო, კრულნი თოვლითა, შეუძნდა და თქუა: "უფალო, მიიღე სული ჩემი". არამედ მუნ ორ დღე მყოფმან ითხოვა საზრდელი ტბისა მეთევზურთაგან, ხოლო მუნვე მწყსიდნენ სამწყსოსა არვე-მროწლეთასა და ჰხადოდენ მწედ არმაზს და ზადენს ღმერთად [77] და აღუთქმიდნენ შესაწირავთა მშჳდობისათჳს, რომელნი იტყოდნენ ენითა სომხურითა, რომელი ესწამა ნინოს მცირედი ნიაფორასაგან და ჰკითხვიდა მათ სადაურობასა; ხოლო ეტყოდნენ საფურცლისა, ქინძარისა და ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ. მიუგო ნინომ: "სადა არს მცხეთა?" ჰრქუეს: "გარდამდინარე ამის ტბისა მიმდინარებს ქალაქსა მცხეთას". შეუძნდა წმიდასა სიგრძე და სიფიცხე გზისა და სულ-მთქმელმან მიიდვა ლოდი გარდასადინელსა ტბისასა და მიერულა. მაშინ ჩუენებასა შინა მოვიდა კავი, მოსმა წიგნი ნინოს და ეტყოდა: "მიართვი ესე მეფესა მცხეთას". მიუგო ნინო: "უფალო, მე დედაკაცი ვითარ მივიდე უცხოთა თემთა და ქუეყანათა შინა?" ამისთჳს განუჴსნა კაცმან მან წიგნი იგი, რომელი იყო რომაულებრ, და მისცა კითხვად ნინოს, რომელსა შინა იყვნენ ი ესე სიტყუანი:
ა. სადაცა იქადაგოს სახარება ესე, ითქმოდეს დედაკავი ესე.
ბ. არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ.
გ. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.
დ. ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.
ე. სადაცა იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა, მუნცა ითქმოდეს დედაკაცი ესე ყოველსა სოფელსა.
ვ. რომელმან თქუენ შეგიწყნაროს, მე შემიწყნარა და რომელმან მე შემიწყნარა, შეიწყნარა მომამლინებელი ჩემი.
ზ. რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა სიტმუასა მისსა ჭეშმარიტსა.
[786] ჱ. ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნეს ჴორცი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად.
თ. რქუა მარიამ მაგდალინელსა იესო: წარვედ დედაკაცო და ახარე ძმათა ჩემთა.
ი. სადაცა მქადაგებდეთ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა.
ხოლო წარმკითხველმან წმიდამან ნინო იუწყა ზეგარდამოსა ყოფად ესე და ითხოვა ღვთისაგან შეწევნა, მიჰყვა მდინარესა მას ურვეული გზისა სიფიცხისა და მშიშარე მჴეცთაგან და მივიდა ქალაქსა ურბნისს. მუნ იხილნა ერნი, რომელნი მსახურებდნენ ღვთად ქვათა, ძელთა და ცეცხლთა; ამისთჳს შეურვებული შევიდა უბანსა ურიათასა და ზრახვიდა მათ ენითა ებრაულითა, სადა დაჰყო მუნ თთუე ერთი. შემდგომად აღიძრნენ ერნი ურბნისით ვაჭრობად და ზორვად არმაზისა და ზადენისა, და წარვიდნენ მცხეთას, რომელთა წარყვა წმიდა ნინო და მისრულმან მცხეთას იხილნა საცთურნი და ცეცხლის მსახურება მათი; ტიროდა წარწყმედასა მათსა და იგლოვდა უცხოობასა თჳსსა. ხოლო დღესა მეორესა იყო ოხვრა საყვირთა და ზარი დიდი და შეამკუნეს გზანი და შოლორცნი, ვითარცა ყუავილნი ველთა და გამოვიდნენ ერნი; შემდგომად გამოვიდა ნანა დედოფალი, მერმე მირიან მეფე დიდებით და აქებდნენ ყოველნი მეფესა. მაშინ ჰკითხა ნინო ურიასა ვისმე: რაჲ არს ესე? მიუგო: "ღმერთნი მათნი უწესთ მათ თაყვანის-ცემად". მსმენელმან ნინო მიისწრაფა და შეასწრა ციხესა შინა არმაზს და შევიდა ზღუდისა ნაპრალსა და მხილველმან კერპთამან, რომელი იყო არმაზ რვალისა ოქროს ჯაჭუ-ცმული, ჴელსა მახჳლი მქცეველი შორის და იმიერ და ამიერ გაიმ და გაციმ ოქროსი და ვეცხლისა და მოვიდიან მეფე და ერნი შიშით თაყვანის-მცემელნი და კრძალვით მვედრებელნი; სულთითქუნა წმიდამან და მოეჴსენა დედისძმისა თჳსისა, რაჟამს ეტყოდა: "წარგავლენ შენ მამაკაცსა სრულსა და მიიწიო ქუეყანასა უცხოსა [79] ღვთის-მბრძოლთა და მჴდომთასა; წამს იწყო ვედრებად ღვთისა, რათა გამოიჴსნას ქუეყანა იგი და შემუსრნეს კერპმნი.
მყის შემდგომად ლოცვისა მოჰბერა ქარმან მყრალმან ბნელმან და მძაფრმან თთუესა აგვისტოსა ექვსსა, წელსა ქსა ტიდ, ქართულსა ივ, და ივლტოდა მეფე ერითურთ ქალაქად და დაბნებად. მაშინ მოუშვა სეტყუა ძნიად ორის ჴელის სატყორცი და შემუსრნა კერპნი, და აწვლილნა და შთასთხია სიღრმესა. დღესა მეორესა გამოვიდა მირიან ძიებად კერპთა თჳსთა და ვერარასა ჰპოვებდნენ და იტყოდნენ: "ქალდეველური ღმერთი და არმაზ მტერ იყვნენ და ამან ოდესმე მოაქცივა მას ზედა ზღუა; ხოლო მან აწ უქმნა ესე". სხუანი იტყოდნენ: რომლისა ღვთისაგან თრდატ ეშუად შეიცვალა და კუალად კაცადვე, მან ღმერთმან ჰყო ესეცა"; რამეთუ მიერითგან დიდება ქრისტესი დაუფარველად იყო ქართლს შინა და მადლსა ღვთისასა ეწყო მოფენად. ხოლო ნინო გამოვიდა ნაპრალით და პოვა თუალი იგი ბივრიტი, რომელი უჯდა არმაზს; აღიღო და მოვიდა ბრინჯის ხისა ქუეშე ახლოს მუნვე, რომელი იყო საგრილი ბარტომ მეფისა; გამოსახა ხესა ჯუარი და ევედრებოდა ღმერთსა მუნ ექუსდღე, რათა მოხედოს და იჴსნას ერი იგი ეშმაკისაგან. ხოლო ხესა მას ქუეშე მოვიდა სეფე-ქალი შროშანა და ჰკითხვიდა ვინაობასა და წმიდამან აუწყა ყოველივე თჳნიერ მშობელთა თჳსთა და იჩემა ტყუეობა თჳსი; მაშინ შროშანა აიძულებდა, რათა წარჰყვეს სახლად მეფისად; არამედ არა ინება წმიდამან და წარვიდა შროშანა. შემდგომად სამისა დდისა განმლო ნინომ მტკუარი და მივიდა სამოთხესა სამეფოსა, სადა აწ არს სუეტი-ცხოველი, და შევიდა სახლაკსა მესამოთხისასა, რომლისა ცოლმან ანასტასია მოწყალედ შეიწყნარა [80] და დაბანნა ფერჴნი, სცხო ზეთი, დაუგო პური და ღჳნო და განუსუენა და დაჰყო მის თანა თთუენი თ. ხოლო მესამოთხენი იყვნენ მწუხარე უშვილობისათჳს; ამისთჳს იხილა წმიდამან ჩუენებასა შინა კაცი, ნათლით მოსილი, რომელი ეტმოდა: "შევედ სამოთხესა და ჰპოვო ნაძჳსა ქუეშე მცირე ბაბილო სურნელი; აღიღე მიწა მისი, აჭამე მეუღლეთა მათ და ესუათ შვილნი. ხოლო წმიდამან მოიღო, ულოცა და შეაჭამა მათ და შვნეს შვილნი და რწმენათ ქრისტე და დაემოწაფნენ ნინოს. შემდგომად წმიდამან პოვა გარე ზღუდისა ძოჩი ბრწამლისა ერთი, სადა აწ არს ზემო-ეკლესიის საკურთხეველი განგებითა ღვთისათა; შევიდა მას შინა და დაასუენა ჯუარი, რომელი გამოეკუეთა ნასხლევისაგან და იყოფებოდა მას შინა ლოვვითა და ვედრებითა ღვთისათა ღამე და დღე და განკჳრვებულნი მესამოთხენი ღუაწლისა მისისათჳს მსახურებდნენ მას და ესრეთ მას შინა მმოში მრავალგზის შევიდოდა უბანთა ურიათასა, რათა გამოიძიოს კუართი უფლისა, რომელი ეუწყა ნიაფორისაგან წარღებული მცხეთას.
ხოლო პოვა აბიათარ ურია მღუდელი და ასული მისი სიდონია, რომელთა უქადაგა სახარება და დაიმოწაფნა იგინი და მათ თანა ექუსნი სხუანი დედანი ურიათანი დაემოწაფნენ, თჳნიერ ნათლისცემისა, მრწმუნებელნი ქრისტესნი, ვინაჲთგან მას ჟამსა არა იყო მღუდელი და იქმნებოდა სასწაულნი და კურნებანი მრავალნი სენთანი ნინოს მიერ, რომელი იქცეოდა წლისა სამისა ჟამთა მცხეთას.
მაშინ იტყოდა აბიათარ: "მე ვიყავ წილჴდომილი წელსა მას, ოდეს წმიდა ნინო მოვიდა მცხეთას. მასვე ჟამსა მომივიდა წიგნი ანტიოქიით ურიათა მღუდელთაგან, ვითარ განხეთქა ღმერთმან მეფობა მათი და არღარა მოაქცია მათდა უფლება მიერით, ოდეს მოკლეს მამათა მათთა ქრისტე და ჯუარს აცვეს, და დაიპყრეს ჰრომთა ადგილი მათი, და შეურაცხ იქმნენ მიერ ჟამითგან. ხოლო მე ამას [81] ყოველსა ვკითხვიდი წმიდასა ნინოს და იგი მომითხრობდა დასაბამითგან წიგნთაგანვე ჩუენთა ზეპირად და მაუწყებდა ყოველსავე ქრისტესთჳს და ნათლისცემასა და ზიარებასა, რომელსა ღირს ვიქმენ მე და რომლისა სუროდა წინასწარმეტყუელსა დავითს და მარწმუნა ჭეშმარიტი მე ღვთისა და ვიხილვიდი მრავალსა სასწაულსა და კურნებასა წმიდისა ნინოსაგან. და აწ მე აბიათარ მოგითხრობ, რომელი მეუწყა მამის-დედისა ჩემისაგან. და უწყი წიგნთაგანცა, რამეთუ მათცა პაპათა და მშობელთა თჳსთაგან მოთხრობილ-სმენილი უწყოდნენ, რამეთუ რაჟამს მეფობდა ჰეროდე იერუსალიმს, მოვიდა ამბავი მცხეთას, ვითარმედ შევიდნენ სპარსნი დაპყრობად. ხოლო წარვიდნენ აქედამ მგლოვარენი ურიანი შუელად იერუსალიმს; არამედ შემდგომად მოვიდა ამბავი არა მოტყუენვისათჳს, არამედ ყრმისა ახალშობილისა დავითის ტომისა ძღუნისა შეწირვად მოვიდნენ სპარსნი, რომელთა უძღუნეს ბეთლემს მწირად შობილსა ოქრო, მური და გუნდრუკი და თაყვანისცეს. მსმენელთა ურიათ ყვეს სიხარული დიდი ქართლსა შინა. ხოლო შემდგომად ლ წლისა მოეწერა ანნა მღუდელსა იერუსალიმითგან პაპისა ჩემისა ელიოზისა თანა, რომლისად სპარსნი ძღუენით მოვიდნენ, იგი აღზრდილ არს და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღვთისად, აწ მოვედით სიკუდიდ მისდა, რათა აღვასრულოთ მცნება მოსესი. ამისთჳს წარვიდნენ პაპა ჩემი ელიოზ, რომელსა ჰყვა დედა ტომისაგან ელი მღუდლისა და დაჲ ერთი. მაშინ ევედრებოდა ელიოზს დედა თჳსი: წარვედ, გარნა ნუ შეეზრახები ზრახვასა, რომელსა განიზრახვენ; რამეთუ იგი არს თქმული წინასწარმეტყუელთა: "მოლოდება წარმართთა, ცხორება საუკუნო", და ესრეთ წარვიდა ლონგინოზ კარსნელიცა. ხოლო რაჟამს ჯუარს აცვეს და ჰკრეს უფალსა სამსჭუალი, ესმა დედასა ელიოზისასა ჴმა იგი მცხეთას, მყის იკრჩხიალა და თქუა: "მშჳდობით მეფობაო ურიათაო, რამეთუ მოჰკალთ მეუფე თქუენი. ვაჲ ჩემდა! ნეტარმცა სმენადვე მომკუდარმცა ვიყავ", და მოკუდა. ხოლო კუართი უფლისა წილად ხუდათ ელიოზს და ლონგინოზს და მოვიდნენ მცხეთას; მიეგება [82] დაჲ თჳსი ელიოზს და მოეხვია ყელსა, გამოუღო კუართი, შეიტკბო მკერდსა და მყისვე სული წარჴდეს სამთა ტკივილთათჳს. ა. ქრისტეს ჯუარცმისათჳს, ბ. სიკუდილისა დედისათა. გ. თანა შერთვისათჳს ძმისა თჳსისა ქრისტეს უარისმყოფელთა. ამისთჳს იქმნა შფოთი დიდი მცხეთას, რამეთუ განკჳრდებოდა დიდი მეფე ადერკი და ინება კუართი იგი, არამედ საკჳრველებისა მისგან ვერღარა იკადრა გამოღებად, ვინაჲთგან მაგრად და სურვილით შემოემკერდნეს და დამარხა ელიოზ დაჲ თჳსი კუართითავე ადგილსა, რომელი უწყის ღმერთმან. გარნა ესე ვუწყით, რამეთუ არს ხალენი ელიასი ადგილსავე მას და ესეცა მეუწყა მამისა ჩემისაგან, რამეთუ არს ადგილი მახლობელ ნაძჳსა მის ლიბანისა. და ამისთჳს მაბირებდა მე მრავალგზის წმიდა ნინო, რათა გამოვიკითხო მამისა ჩემისაგან; არამედ მან იგივე მომითხრის, რამეთუ არს ადგილსა ამას და არს ვითარცა კიბე იაკობისა ზეცად აღწევნილი. შემდგომად ამისა ძისწულის-წულმან ადერკისამან, მეფემან არმაზელ ძიება ჰყო ურიათა თანა და ვერ უძლო პოვნად კუართი იგი, რამეთუ მასცა ეგრეთვე უთხრობდნენ ნაძჳსა მის მახლობელობასა.
ხოლო ჟამთა ამათ იხილა წმიდამან ნინო სამ-ოთხ-გზის ძილსა შინა ჩუენება. რამეთუ მოვიდიან ფრინველნი შავნი, შთასრულნი მტკუარსა შინა იბანიან, განთეთრდებოდიან და შესხდიან ბაბილოსა მას ზედა, მოისთულიან ნაყოფნი მისნი და მოუღიან წმიდასა ნინოსა და მოკრბიან გარემო მისსა შუენიერად ჟღივილითა. ესე აუწყა წმიდამან აბიათარის ასულსა სიდონიას, რომელმან მიუგო: შენ, ტყუეო, ტყუეთა მჴსნელო, შენ ზედა აღსრულდეს ჩუენება ესე და შენით შეიცვალოს რჯული ქუეყანისა ამის და იცნან გზა ჭეშმარიტი. ჵი იერუსალიმ! ვითარ განგიმარტებიეს ფრთენი და შეჰკრებ ყოველთა და აქაცა მოსრულ არს დედაკაცი ესე, რომელმან შესცვალოს ყოველნი წესნი!"
მათ დღეთა შინა სპარსეთს მოკუდა ბარტომ მეფე, ძმა მირიანისა და დაჯდა ძე მისი მეფედ. ამან მოუმცნო მირიანს, რათა შეიკრიბნენ და შევიდნენ საბერძნეთს. მსმენელი მირიან სიხარულით წარვიდა და შეკრბნენ ორნივე ერთად, რომელთა სპათა სიმრავლე, ვითარცა ფურცელნი ხეთანი. ამათ ვერ წინააღუდგა თრდატ, არამედ განამაგრნა ციხე-ქალაქნი. ხოლო ამათ გარდავლეს სომხითი და შევიდნენ საბერძნეთს. ჟამსა ამას აღეარა ქრისტე დიდსა კოსტანტინეს და იყო ქრისტიანედ. ესე კოსტანტინე მოვიდა წინამძღუანებელი ჯუარისა, ეწყო მცირედითა სპითა და კუეთებასავე აოტნა სპარსნი და მირიანისანი და მოსწყჳდნა; უმრავლესნი სპარსნი შეივლტოდნენ სპარსეთად. ხოლო მირიან მცხეთას. მოუდგა კოსტანტინე. შეუშინდა მირიან, ეზრახა და მისცა ძე თჳსი ბაქარ მძევლად და ზავჰყო. მაშინ კოსტანტინემ ამზახლა მირიან და თრდატ და მოსცა თრდატ ასული თჳსი ძესა მირიანისსა რევს და უჩინა საზღვრად მთა, რომელსა გასდის იმიერ მდინარენი და მიერთჳს არაზსა, თრდატის კერძოდ დაყარნა, და ამიერ მრთუელნი მტკურისანი მირიანის კერძად, და აზავნა და წარვიდა კოსტანტინე. მაშინ მოქცევასა ამას მირიანისასა ჴმამაღლად ჰქადაგებდა ნინო და გამოეჩინეს ჯუარი იგი ნასხლევისა და იქმოდა შეხებითა მისითა კურნებათა მრავალთა. ეგრეთვე მოწაფენი მისნი სიდონია და ვ̃ იგინი და ახალი პავლე აბიათარ ქადაგებდნენ დაუცხრომელად; ამისთჳს აღიძრნენ ურიანი აბიათარსა ზედა, რათა ქვა დაჰკრიბონ; არამედ მეფემან წარავლინნა მსახურნი და გამოიტაცა იგი, რამეთუ სმენოდა მირიანს საბერძნეთით და სომხითით სასწაულნი მრავალნი ქრისტეს-მიერნი და არა დააბრკოლებდა ნინოს და მოწაფეთა მისთა; გარნა ბრძოდა მტერი იგი და ვერ აღეარა ქრისტე, და ნანა დედოფალიცა ფრიად მტერ იყო ქრისტეს რჯულისა. ხოლო წმიდა ნინო ლოცვით იყოფოდა საყოფელსა [84] თჳსსა, და უკჳრდათ წარმართთა ღუაწლნი მისნი და ჰკითხვიდნენ მას; ხოლო იგი აუწყებდა და დაუთესვიდა სიყუარულსა ქრისტესსა გულთა შინა, და დაიმოწაფნა სამსა ამას წელსა მრავალნი.
იყო ვინმე ყრმა-წული უფალი მძიმისა სენისა და მიმოაქუნდა დედასა, რათა განჰკურნოს. ესე იყო ყოვლად მოძულე ქრისტიანობისა; არამედ რა უსასო იქმნა მკურნალთაგან, მოვიდა წინაშე ნინოსა და ევედრა, ხოლო წმიდამან დადვა კილიკსა ზედა თჳსსა, ულოცა და აღადგინა და მისცა დედასა თჳსსა, ამისთჳს დედამან ყრმითურთ აღიარა ქრისტე და მადლობდა ღმერთსა.
შემდგომად დასნეულდა დედოფალი ნანა და ვითარ ვერა რაჲ არგეს მკურნალთა, ეტყოდნენ წმიდისა ნინოსთჳს. მან მსწრაფლ მიუწოდა, არამედ წმიდამან არა ინება მისლვა, გარნა მოუწოდა დედოფალსა და მოიყვანეს იგი ცხედრითა და დადვეს კილიკსა ზედა მისსა, მაშინ ნინომ შეახო ჯუარი თავსა, ფერჴსა და მჴრებსა ზედა და ულოცა და აღადგინა ცოცხალი. მიერით იქმნა მეგობარი ნინოსი, ჰკითხვიდა ქრისტეს სარწმუნოებისათჳს და ისწავებდა გულს-მოდგინედ, ამისთჳს ჰკითხვიდა მეფეცა ნანას განკურნებასა; ხოლო იგი აუწყებდა, და უკჳრდა მეფესა და გამოეძიებდა რჯულსა ქრისტესსა და მარადის ჰკითხვიდა აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთაგან და წიგნიცა აქუნდა მეფესა ნებროთისა, რომელი ეწამებოდა, რამეთუ გოდლის შენებასა ეტყოდა ნებროთს: "მე ვარ მიქაელ, მდგომარე მთავრად აღმოსავლეთსა ზედა ღვთისაგან, განვედ ქალაქისა ამისგან, რამეთუ ღმერთი დაჰფარავს; ხოლო უკანასკნელ მოვიდეს მეუფე ცისა, რომლისა შენ გნებავს ხილავად, შეურაცხი ერთა შორის, [85] და შიშმან მისმან განაქარვოს გემონი სოფლისანი, მან გიჴსნას შენ ჭირისაგან შენისა". ამის გამო უმეტეს ირწმუნებდა მეფე ნინოსასა და შეექმნა სურვილი ქრისტიანობისა, გარნა მტერი დაუთესვიდა სიყუარულსა კერპთასა და ცეცხლისასა, რომლისა წინააღმდგომ ევედრებოდა დედოფალი ქრისტიანობისათჳს. მაშინ მოგჳ იგი მთავარი ხვარა სნეული, მონათესავე მეფისა, სულითა უკეთურებითა იგვემებოდა ფიცხელად მოსიკუდიდ, ამისთჳს ევედრნენ მეფე და დედოფალი, რათა განჰკურნოს იგი; ხოლო მეფე ეტყოდა: "უწყი, რამეთუ ხარ ასული არმაზისა და შვილი ზადენისა და მით ჰყოფ კურნებასა, ამისთჳს იყავ შენ, ვითარცა მაწოვარი ერთი წინაშე ჩემსა და პატივგცე; არამედ ნურღარა იტყჳ რჯულსა მას რომთასა, გარნა სოფლის მპყრობელთა არმაზ და ზადენისა, გაციმ და გაიმისა, მამათა ჩუენთასა, რომელთაგან არიან მნათობნი მცენარნი და ნაყოფიერებანი. აწ უკუე განკურნე მთავარი ესე და გყო შენ მკჳდრ მცხეთას და დაგადგინო შენ მსახურ არმაზისა და ესე კმა გეყავნ შენ". მაშინ მიუგო წმიდამან: "ვევედრები უფალსა იესოს და დედასა მისსა, რათა გაუწყოს ღვთაება თჳსი და გაცნობოს ქმნულნი თჳსნი, ვინაჲთგან მოუვლენიეს შენდა მცირედი მადლისა თჳსისა ნაბერწკალი. რომელ არს უხილავი ღმერთი ცათა შინა მხოლოდ, რომელი გამოჩნდა ქუეყანასა ზედა და აღასრულნა ყოველნი და აღვიდა მამისად, მისგან ახლოს არს მიახლება შენი ღვთისა, რამეთუ კუართი მისი და ხალენი ელიასი ქალაქსა ამას შინა არს, რომლისათჳს სასწაულნი მრავალნი ყოფად არიან. ხოლო მე მთავარი შენი განვკურნო ძლიერებითა მისითა და ჯუარისა მისისათა, ვითარცა დედოფალი ნანა, რათა განბრწყინდეთ სულითა". მაშინ მოგუარეს მთავარი იგი სამოთხესა ნაძჳსა მის ქუეშე და დაადგინა იგი აღმოსავლით აღპყრობითა ჴელისათა და ათქმია სამგზის: "ვიჯმნი ეშმაკისაგან და შეუდგები ქრისტესა", და ტიროდა ნინო და დედოფალი და განვიდა მსწრაფლ სული იგი ბოროტი მისგან, დაემოწაფა ნინოს და ადიდებდა ღმერთსა.
[86] მაშინ მირიან განვიდა თთუესა ივნისსა კ, დღესა შაბათსა ნადირობად მუხრანით კერძო, მოუჴდა ბოროტი გულსა და ეტყოდა ოთხთა წარჩინებულთა თჳსთა: "ღირს ვართ ბოროტის-ყოფად კერპთა ღმერთთა ჩუენთაგან, რამეთუ დაუტევეთ იგინი და ვისმინეთ დედაკაცისა მის ჰრომისა, რომელი ქადაგებს ჯუარცმულსა. აწ მნებავს, რათა ვსტანჯო იგი და დედოფალი ნანაცა, უკეთუ არა დაუტევონ სჯული ჰრომთა". ხოლო მათ წადიერებით დაუმტკიცეს განზრახვა მეფესა; არამედ მოვლეს და აღვიდნენ მთასა ზედა თხოთისასა, რათა მოიხილონ კასპით; მაშინ მყის მოეხვია ბური და იქმნა ბნელი მძაფრი წყუდიადი, რამეთუ მოწყდნენ მეფესა ყოველნი სპანი, და თჳთ მარტო დაბრმალი მუნ ევედრებოდა კერპთა თჳსთა ჟამ რაოდენმე აღხილვად თუალისა და ჩუენებად გზისა და ვერ პოვა ლხინება და ვერცაღა უძლო სლვად. შემდგომად მოეგო გონებასა და თქუა: "ვხადო დედა-კაცისა მის ღმერთსა, უკეთუ მერგოს რაჲ, აღვიარო იგი"; და იტყოდა: "ღმერთო ნინოსო! განმინათლე ბნელი, უკეთუ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, და აღგიარო შენ". მყის სიტყვისა თანა განათლდა ყოველი ქუეყანა და თუალნიცა მეფისანი: მაშინ მირბიოდა მეფე ზახილით: "დიდ არს ღმერთი ნინოსი, და გამოეგებოდა ნანა დედოფალი საფურცლეს ერითურთ; არამედ მეფე მივიდა ქოჩსა მას წინაშე ნინოსა, გარდაჴდა ჰუნისაგან და თაყვანისცა ჯუარსა ვაზისა ნინოსსა და აღიარა ქრისტე ღმერთი ჩუენი მან და ერმან მისმან დასაბამითგან წსჲვ, ბერძულსა ჭყკე, ქართულსა ჲთ, ქსა ტიზ.
[87] მაშინ წარგზავნა დესპანი დიდის კოსტანტინეს წინაშე და მოითხოვა ეპისკოპოსნი და მღუდელნი. შემდგომად მოჰკაფა სამოთხე თჳსი ქმნად ეკლესიისა; არამედ სუეტი ერთი ნაძჳსა მის, ლიბანისაგან გამოკუეთილი, ვერ უძლეს აღმართებად; ხოლო მაშვრალნი წარვიდნენ თჳს-თჳსად მიმწუხრ და ნინო მუნ მთეველი ღამისა ილოცვიდა. ხოლო იყო რა შუა-ღამ, წარმოიქცნენ მთანი არმაზ და ზადენ და დაეყენნენ მდინარენი; გარდამოხეთქა მტკუარმან ქალაქსა და არაგუმან ციხესა და შეიქმნა ტყება, გოდება, ზარი დიდი ჴმოვანი; ამისთჳს მოწაფენი ნინოსნი შეშინდნენ ფრიად; ხოლო იგი ეტყოდა: "ნუ გეშინის, მთანი მუნვე არიან და წყალნი ეგრეთვე სდიან და ერთა სძინავთ, არამედ მთისა დარღუევა ურწმუნოებისა დარღუევა არს, მდინარისა დაყენება სისხლთა ყრმათა კერპთა შეწირულთა, და ჴმა გოდებისა, ეშმაკნი თავთა თჳსთა იგლოვენ, [88] რამეთუ განჴდად არიან აქით ჯუარითა ქრისტესითა". მერმე ლოცვითა დააყუდა მოჩუენება იგი და კუალად არღა ჴმა ეყო ქათამსა, სამთავე კართა ქალაქისათა შემოესია ლაშკარი და იწყეს ზახილი და მოსრვა, მოწყუედა და იტყოდნენ: "მეფე ხოსრო სპარსთა და ხვარან ხოსრო ბრძანებს: "ურიანი განარინეთ და სხუანი მოსრენით". კუალად იტყოდნენ: "რამეთუ მეფე მირიან შეიპყრესო". მსმენელნი მოწაფენი ნინოსნი ივლტოდნენ, ვინაჲთგან მოეახლნენ მჴედარნი; მიხედა წმინდამან და ნუგეშინი-სცა მათ და რქუა: "ესე არს ნიშანი წარწყმედისა მათისა და ჴსნისა ქართლისა"; მერმე მიექცა და რქუა მათ: "აჰა მოვიდა, რომელსა თქუენ ევლტვით". განიპყრნა ჴელნი სახედ ჯუარისა და შერისხნა, მყის იქმნა დაყუდება დიდი და უჩინო იქმნეს ყოველნი. კუალად ევედრებოდა ღმერთსა, რათა არა დაეცადოს საქმე ესე წარმართებული.
ხოლო განთიად გარდამოვიდა ანგელოზი, აღიღო სუეტი იგი სიმაღლესა და მოვიდოდა მონაკუეთსა თჳსსა ზედა ნელიად და ნათელი დიდი გამობრწყინდა. მხილველნი მეფე და ერნი სრულიად გამორბოდნენ და თაყვანი-სცემდნენ; მოვიდა და დაადგრა ნაკუეთსა თჳსსა. პირველად მოვიდა ურია ბრმა შობითგან, შეეხო სუეტსა და მყის აღეხილნეს და ადიდებდა ღმერთსა; მერმე სეფეწული რვა წლისა მდებარე მოიღო დედამან და დადვა წინაშე სუეტისა და ევედრებოდა ნინოს; ხოლო ნინომ შეახო ჴელი სუეტსა და დასდვა ყრმასა მას ზედა და განკურნა და ადიდებდნენ ღმერთსა. ესრეთ მრავალნი სასწაულნი იქმნებოდნენ, ვიდრემდის შეუქმნა მეფემანცა საბურველი და ეგრეთ შეეხებოდნენ და განიკურნებოდნენ, და განასრულაცა მეფემან ეკლესია სამოთხესა მას შინა. ხოლო მსმენელმან დიდმან კოსტანტინე განიხარა, რამეთუ ჴელთა შინა მისთა მიეფინა ყოველსა ადგილსა მადლი ღვთისა და მეორე, რამეთუ მოსწყდა მირიან სპარსთა და ეგო სიყუარულსა ზედა მისსა. წარმოუვლინა ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, იოანე ეპისკოპოსი, მღუდელნი ორნი და დიაკონი სამი და მოუწერა წიგნი ძმობისა კოსტანტინემ და ელენემ ლოცვისა და სიყუარულისა.
ხოლო მოსლვასავე მათსა ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან და ყოველმან ივერიელმან ჴელითა მათითა მტკუარსა შინა; არამედ ფეროზ და ერმან მისმან, ურიათა და კავკასიელთა არა, წელსა ქსა ტიჱ, ქართულსა ო.
ამისა შემდგომად კუალად წარავლინა მეფემან იოანე ეპისკოპოზი და ერთი დიდებული თჳსი წინაშე კოსტანტინესა და ითხოვა წილი ძელისა ცხოველისა, რომელი ჟამსა მას გამოეჩინა დედოფალსა ელენეს, კუალად მღუდელნი და მაშენებელნი ეკლესიისანი, რათა განამრავლოს სარწმუნოება ქრისტესი ყოველსა ივერიასა შინა. მაშინ მსმენელმან კეისარმან მოუგზავნა ფიცარი ფერჴისა უფლისა და სამსჭუალი, მღუდელნი და მაშენებელნი ეკლესიისანი მრავალნი; არამედ შეწუხნა მეფე, რამეთუ არა მოიღეს მცხეთას სამსჭუალი და ფერჴის ფიცარი, გარნა დაასუენეს ერუშეთს და მანგლისს; ამისთჳს ნუგეშინის-სცემდა წმიდა ნინო, რამეთუ არს კუართი უფლისა ქალაქსა ამას შინა; ხოლო იგინი იყვნენ მუნ, რათა განეფინოს მადლი უფლისა ყოველთა ადგილთა შინა. მერმე მოიყვანა მეფემან აბიათარ მღუდელი და ურიანი მრავალნი და გამოიკითხვიდა მათგან კუართისა მის სადა-ყოფასა; ხოლო იგინი მიუგებდნენ ყოველსავე, რომელი ზემორე აღიწერა. მსმენელი მეფე ადიდებდა ღმერთსა და ნინო ნუგეშინი-სცემდა მადიდებელი უფლისა.
ხოლო იყო ხე ერთი ნაძჳსა, მგზავსი ალვისა სურნელისა, კლდესა ზედა ზემორეთ წყაროსა მის ფრიად შუენიერი, რომლისა ფურცელსა და თესლსა რა ისარ-ცემული ნადირი საკუდავადცა დაჭრილი [90] შესჭამდა, მყის განიკურნებოდა. ესე დაუკჳრდებოდათ წარმართთა მათ და მოუთხრეს ეპისკოპოზსა იოანეს, ხოლო იგი მმადლობელი უფლისა ეტყოდა მათ, რამეთუ ღმერთსა პირველითგანვე უნებიეს ამის ადგილისა მადლისა მოფენად, ამისთჳს ჯერ-არს მის ხისაგან ჯუარისა შექმნა". მაშინ წარვიდა ძე მეფისა რევ და იოანე ეპისკოპოზი და მოჰკუეთეს მარტისა დღესა კე, პარასკევს, და წარმოიღეს ათას-ათასეულთა კაცთა, ვითარცა მდგარი და მოიღეს წინაშე ეკლესიისა კარსა და დადგეს მუნ ეგრეთ, რომლისა ფურცელი არა დაჭკნა დღეთა ლზ მოკუეთილისა მის, ამისა შემდგომად შემზადეს ჯუარი მაისის დღესა ა და დღესა ზ, აღმართეს ჴელისდადებითა მეფისათა ეკლესიასა მას შინა. ხოლო იყო ხილვა საკჳრველი, რამეთუ ღამე-ყოველ გარდამოვიდოდა გჳრგჳნი ნათლისა ზეცით და დაადგებოდა ეკლესიასა, რომელი იხილვებოდა ყოველთა თემთა და ერთაგან და რიჟრაჟსა გამოჴდიან ვარსკულავნი, ერთი აღმოსავლით წარვიდის და მეორე დასავლეთით; ხოლო გჳრგჳნი იგი განვიდის არაგუს და დაადგრის ბორცუსა მას ზედა, წყაროსა მის ზემოთ, რომელი აღმოეცენა წმიდასა ნინოს ცრემლითა და მუნით ამაღლდის კუალად ზეცადვე. ამისთჳს ჰკითხვიდნენ წმიდასა ნინოს რაიობისა ყოფად; ხოლო წმიდა ეტყოდა: "განავლინეთ კაცნი, რათა იხილონ თუ სადა დაადგრებიან ვარსკულავნი იგი"; მაშინ განმხილველთა კაცთა მათ მოუთხრეს, ვითარმედ "ერთი დაადგრა მთასა თხოთისასა და მეორე ადგილსა კუხეთს".
მსმენელმან წმიდამან ნინო უბრძანა წარღებად ორთა მათ ჯუართა და აღმართვად მათ ადგილებთა ზედა, ხოლო მჴევალმან ქრისტესმან სალომე, ცოლმან რევისმან, რომელთათჳს მიეცა მეფესა კახეთი საერისთოდ და იყოფოდნენ უჯარმას, წარიღო ჯუარი იგი და აღმართა უჯარმას, რათა არა წინააღუდგეს ბოდა ქალაქთა მეფეთასა, და მეორე აღმართეს მთასა თხოთს. ხოლო ჯუარი იგი პირველი სასწაული მცხეთისა იპყრეს ჴელითა და მოვიდნენ წყაროსა მას ზედა, განათენეს ღამე იგი ცრემლით მლოცველთა ყოველთა და ხვალისად [91] აღვიდნენ კლდესა მას ზედა და მითხრობითა ნინოსათა აკურთხა ეპისკოპოზმან იოანე ადგილი იგი და აღმართეს ჯუარი, მოდრკენ სრულად, თაყვანი-სცეს და ადიდეს ძე ღვთისა ცხოველისა ყოველთა.
ხოლო დიდნი იგი მთავარნი არა განეშორებოდნენ სუეტსა მას ცხოველსა და მიუთხრობდნენ სასწაულსა, რომელნი იქმნებოდნენ მის მიერ. ამისთჳს მეფემან განაწესა მსახურება ჯუარისა აღვსებისა ზატიკსა, დღესა კჳრიაკესა; ხოლო შემდგომად მარტჳლიისა იხილეს ყოველთა სასწაული დიდი დღესა ოთხშაბათსა, რომელი დაადგრა ჯუარსა მას ზედა ჯუარი ცეცხლისა, გჳრგჳნითა ათორმეტითა ვარსკულავისათა და ბორცჳ იგი კმეოდა სურნელად, რომლისა ხილვითა ნათელს-იღეს მრავალთა სულთა და ადიდებდენ ღმერთსა. მერმე კუალად იხილეს სასწაული ცეცხლისა, რომელი დაადგრა ჯუარსა მას ზედა შჳდ-წილ უნათლეს მზისა და ანგელოზნი, აღმავალნი და გარდამომავალნი მას ზედა და ბორცჳ იგი იძროდა ძლიერად;
შემდგომად დასცხრა რა, განცჳფრებამან შეიპყრნა ყოველნი ერნი და წლითი-წლად საკჳრველისა სასწაულისათჳს ყოველნი მხედველნი თაყვანი-სცემდნენ და განმრავლდებოდნენ მორწმუნენი, მადიდებელნი ქრისტეს ღვთისა.
მას ჟამსა შინა ძესა მეფისასა რევს ესუა ყრმა წული მხოლოდ და ესე სწეულებდა მოსიკუდიდ; მოიდო რემ ძე თჳსი და დადვა წინაშე ჯუარისა და ითხოვდა კურნებასა ცრემლით მავედრებელი და აღუთქმიდა, რათა შეუქმნას კუბო ჯუარსა მას. მცირისა შემდგომად მყის განიკურნა და წარიყვანა ცოცხალი თჳსად რევ ძე თჳსი. მერმე მოვიდა და შეუქმნა კუბო აღმსრულებელმან აღთქმისამან. ამისნი მხილველნი უფრიადეს მოვიდოდნენ ყოველნი უძლურნი სენითა და განიკურნებოდნენ, მადიდებელნი ჯუარისა ქრისტესისა. კუალად იყო ვინმე კაცი ჭაბუკი თუალ-დამდგარი; მოვიდა და იჯდა წინაშე ჯუარისა შჳდ-დღე; ამისა შემდგომად აღეხილნეს და ადიდებდა ღმერთსა. კუალად იყო დედაკაცი სულთა უკეთურთაგან გუემული, რომელი დაიპობდაცა სამოსელსა თჳსსა; ესე მოიყვანეს წინაშე ჯუარისა და შემდგომად ათორმეტისა დღისა შეამთხვიეს ჯუარსა [92] და მყის განიკურნა და ადიდებდა ჯუარცმულსა. კუალად ყრმა ვინმე დაეცა და მოკუდა; ხოლო დედამან მისმან მოიღო იგი წინაშე ჯუარისა და დადვა მავედრებელმან ლოცვითა და ცრემლითა დილით მწუხრამდე; მხილველნი სხუანი რისხვიდნენ, ვინაჲთგან მკუდარი იყო, რათა დაფლას იგი; არამედ დედაკაცი იგი არა წარიკუეთდა სასოებასა და უმეტეს ტირილით ევედრებოდა ჯუარსა; ხოლო მწუხრისად სულიერ იქმნა და განცოცხლდა ყრმა იგი, აღიპყრა დედამან და ადიდებდა ღმერთსა და წარიყვანა თჳსად. მაშინ ამის სასწაულისა მხილველნი მრავალნი ითხოვდენ შვილიერებასა და შვილიერ იქმნებოდნენ და მრავალნი სენთაგან ურვილნი განიკურნებოდნენ არა თუ მის წინაშე მოსლვითა, არამედ შორით თხოვნითაცა მიიღებდნენ წადიერებასა თჳსსა და მიმძლავრებულნი მტერთაგან მძლე ექმნებოდნენ მტერთა და მრავალნი უღონონი და ჭირთა შინა შთაცვივნულნი ხადოდენ ჯუარსა და განეროდიან ყოველთაგან, მერმე მოვიდიან და შესწირვიდიან შესაწირავსა, ნათელს-იღებდიან და ადიდებდნენ ქრისტესა და ჯუარსა მისსა მუნით დღითგან მოაქამომდე და ადიდებდნენ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
ამისა შემდგომად მოვიდა წარმოვლენილი დიაკონი ბრანჯი, რომელსა აქუნდა წიგნი წმიდისა პატრიაქისა რომისა მეფისა და ყოვლისა საქართველოსა ქებისად და კურთხევისა მოცემად და ნეტარისა ნინოს ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად. ამას აქუნდა წიგნი ბრანჯთა მეფისაცა ნინოსთანა, ვინაჲთგან ნათელცემულ იყვნენ მეფე და ერნი ნინოს მამისაგან, რამეთუ მისმოდათ იერუსალიმით და კოსტანტინეპოლით მიფენა მზისა სიმართლისა საქართველოსა შინა, რათა სცნან ჭეშმარიტი სასწაული სუეტისა და [93] ჯუარისა ცხოველისა. მაშინ ესე ყოველნი აღწერილნი სცნა დიაკონმან ბრანჯმან და წარიღო წიგნები ნინოსი და მეფისა და წარვიდა წელსა ქსა ტკვ, ქართულსა ოჱ.
მერმე ინება მეფემან მოქცევა მახჳლითა მთიულთა და აუწყა ნინოს და ეპისკოპოზსა; არამედ წმიდამან არა ნება-სცა, რამეთუ არა ბრძანებულ არს მახჳლი, არამედ ქადაგება და ეტყოდა მეფესა: "მე წარვიდე მუნ ქადაგებად". ხოლო მისრულმან ქადაგა სახარება ქრისტესი; არამედ უმრავლესთა არა უსმინეს და არა შეიწყნარეს; ამისთჳს მეფემან დაურთო ხარკსა ზედა ხარკი მთიულთა და ერისთავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახჳლი და შემუსრნა კერპნი მათნი; ამისთჳს ფხოელნი გარდაეშენნენ თუშეთს და ერწო-თიანელთა ნათელ-იღეს.
შემდგომად ამისა წმიდა ნინო წარემართა რანს მოქცევად ფეროზისა და მივიდა დაბასა ბოდას. მუნ მოვიდიან გარემონი ყოველნი და ასწავებდა მრავალთა ერთა და არწმუნებდა. მაშინ მუნ მყოფი დასნეულდა წმიდა ნინო და ვითარცა ესმა ესე ძესა მეფისასა რევს და დედოფალსა სალომეს, აცნობეს მეფესა; ხოლო წარმოავლინა მეფემან ეპისკოპოსი იოანე, რათა წარმოიყვანოს მცხეთას. ესე არა ინება წმიდამან ნინო, რათა წარეყვანათ მცხეთას; არამედ მცნობელნი წარუსვლელობისა მეფე და დედოფალი ნანა და მთავარნი სიმრავლითა ყოველთა ერთათა მოვიდნენ ბოდას და იხილეს წმიდა ნინო განბრწყინვებული, ვითარცა პირი ანგელოზისა და მოეხვეოდნენ გარემო ამბორებად და მოსწყუედდენ ფესუსა სამოსლისასა, და ტიროდნენ მწარედ განშორებისა მისისათჳს.
მაშინ გარემო-მსხდომნი მტირალენი დედოფალი სალომე უჯარმელი და პეროჟ ავრისვანელი ეტყოდნენ წმიდასა ნინოს: "შენ, ტყუეო, ტყუეთა მჴსნელო! გვითხარ, ვინ ხარ ანუ სადაჲთ მოგვფინე ნათელი ესე ჭეშმარიტებისა". ხოლო წმიდამან ნინო ისმინა ვედრება [94] მათი და მიუგო: "მოიხუენით საწერელნი და დაწერენით რომელსა გეტყოდე თქუენ, რათა უწყოდნენცა შემდგომთა შვილთა თქუენთა და მომავალთა თქუენთა, ვითარ მოგცათ და მოგფინათ მადლი თჳსი ღმერთმან მხოლომან". მაშინ ნინო ეტყოდა ყოველთა და იგინი სწერდნენ ესრეთ, ვითარცა აღვწერეთ ზემორე.
ამისა შემდგომად შესწირა ეპისკოპოზმან იოანე მსხუერპლი უსისხლო და აზიარა წმიდა ნინო, და შევედრაცა სული თჳსი ზეცისა მეუფესა წელსა ქსა ტკთ, ქართულსა პა.
ხოლო ინება მეფემან მიღება მისი მცხეთას; არამედ ვინაჲთგან ეთქუა წმიდასა ნინოს მუნ დაფლვა თჳსი სიმდაბლისათჳს, დაფლეს დაბასა ჰერეთისასა ბოდას.
შემდგომად ამისა წარმოუვლინა დიდმან კოსტანტინემ მეფესა მირიანს ძე თჳსი ბაქარ და მოუმცნო; "ვინაჲთგან სცან ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე, არღა-რა მიჴმს მძევალი შენ-მიერი არამედ იყოს ქრისტე შუა-მდგომელი ჩუენ შორის", და განიხარა მირიან ფრიად. შემდგომად მოკუდა ძე მირიან მეფისა რევ, რომლისათჳს მიეცა მეფობა და მწუხარებასა ამას შინა ამასვე წელსა გარდაიცვალა მირიან მეფე, სავსე სარწმუნოებითა და მადლითა, რომელმან ნათელ-სცა ყოველთა ივერიელთა. ხოლო ვინაჲთგან მომკუდარ იყო რევ უხუცესი ძე მისი, ამისთჳს მისცა მეფობა ძესა თჳსსა ბაქარს უმრწამესსა და რევის ძეთა კახეთი საერისთოდ, დასაბამითგან წელთა წსჟა, ბერძნულსა ჭყნ, ქსა ტმბ, ქართულსა ჟდ; ხოლო წელსა მეორესა მოკუდა ნანა დედოფალიცა.
კე. მეფე ბაქარ. კგ წელი მეფა
[edit]ხოლო დაჯდა მეფედ ბაქარ ძე მირიანისა. ესე იყო მორწმუნე, ვითარცა მამა მისი მირიან და ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა; არამედ შთავარდა შური ამისა და სომეხთა შორის, რამეთუ სომეხნი ეძიებდეს რევის ძეს თრდატს მეფედ, შვილიშვილობილისათჳს თრდატ სომეხთა მეფისა; ამისთჳს ბაქარ ემოყურა სპარსთა მეფესა მამის ძმისწულსა თვსსა და გაუცვალა ქუეყანა ფეროზს დის-ქმარსა თჳსსა, რომელსა აქუნდა რანი მირიანისაგან და მისცა სამშჳლდე თავადმდე აბოცისა და ნათელ-სცა და ქრისტიანე ჰყო ერითურთ და ბრძოდა სომეხთა. შემდგომად შეკრებულნი სომეხნი მოვიდნენ თრიალეთს; ხოლო ბაქარს მოერთო ძალი ხოსროვანთაგან; ეწყუნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი თრიალეთს; მერმე სძლეს სპათა ბაქარისათა და მოსწყუეტდენ ოტებულნი სომეხთა. ამისა შემდგომად სპარსთა და ბერძენთა შუამდგომელობითა დაზავდენ პირსა ამას ზედა, რამეთუ უკეთუ იყვნენ ნათესავნი ბაქარისანი, არა ეძიებდნენ ძენი რევისნი მეფობასა. ხოლო ძეთა რევისათა მისცეს ჰერეთი და კახეთი საერისთოდ და იქმნა მშჳდობა. არამედ ამისა მეფის ბაქარისზე მოკუდა ეპისკოპოზი იოანე და დასუა მეფემან იაკობ და აღაშენნა ეკლესიანი, მატა ქრისტიანობასა და მეფობდა კეთილად; შემდგომად გარდაიცვალა წელსა ქსა ტჲდ, ქართულსა რივ.
კვ. მეფე მირდატ. იე წელი მეფა
[edit]დაჯდა მის წილ ძე მისი მირდატ მეფედ. არამედ ამან მეფა კეთილად ყოვლითავე დიდსა სარწმუნოებასა შინა ქრისტესსა და ამის ჟამსა შინა ჰყოფდნენ ქართველნი სუეტისა მის ცხოველისაგან ჯუართა, ვინაჲთგან მრავალნი სასწაულნი იქმნებოდნენ, ვითარცა ჯერ-იჩინა ღირსმან ეპისკოპოზმან იაკობ და განეფინა ყოველსა საქართველოსა შინა ნაწილი სუეტისა მის ცხოველისა კურნებად მათდა. შემდგომად ჟამსავე ამისსა მოკუდა ჭეშმარიტი ეპისკოპოზი იაკობ და ამან მეფემან დასუა იობ სომეხი; დიაკონი ნერსე კათალიკოზისა. შემდგომად გარდაიცვალა მეფე მირდატ ქსა ტოთ, ქართულსა რლა.
კზ. მეფე ვარზა-ბაქარ. იდ წელი მეფა
[edit]გამეფდა ძე მისი ვარზა-ბაქარ. ხოლო ამან შეირთო ცოლი რევის ძის თრდატის ასული და ანგელოზის ხარებითა ეშვა ძე და უწოდეს მურვანოს (რომელის იწოდა პეტრე და იქმნა წმიდა და მაიმონის ეპისკოპოსი, რომლისა ცხოვრებაცა მოგვითხრობს მეტაფრასი მისი); არამედ ვარზა-ბაქარ კუალად შეირთო მეორე ცოლი ძისწული ფეროზისა და შეიყუარა სოფელი, ვინაჲთგან იყო ურწმუნო და მოძულე რჯულისა; გარნა ვერ განაცხადებდა შიშისათჳს ქართველთასა, რამეთუ დიდად მორწმუნენი იყვნენ და მტკიცედ დგნე[ს] ქრისტიანობაზედ. ხოლო შემდგომად იქმნა რა მურვანოს ათორმეტისა წლისა, ძე ვარზა-ბაქარისა, სთხოვა კეისარმან თეოდოსი მძევლად მურვანოს, რათა არა მიერთოს ვარზა-ბაქარ სპარსთა; ამან მისცა და წარიყვანეს კოსტანტინეპოლს. შემდგომად ამისმან მცნობმან სპარსთა მეფემან წარმოავლინა სპანი სომეხთა და ქართველთა ზედა, რათა მოხარკე ჰყოს; მაშინ ამისთჳს ეზრახნენ სომეხნი ვარზა-ბაქარს, რათა შეკრბნენ ორნივე და ეწყუნენ სპარსთა; ამას განუზრახვიდნენ დიდებულნიცა თჳსნი, რათა გამოიყვანონ ოვსნი და ლეკნი და ბრძოდენ სპარსთა სომეხთა თანა; არამედ არა ინება ვარზა-ბაქარ, რამეთუ იყო მოშიშარი და ჩუკენ და უკუ-ჯდა ჴევსა კახეთისასა. მაშინ შემოვიდა ერისთავი სპარსთა, შემუსრა სომხითი, მოაოჴრა და შემოვიდა ქართლს, აოჴრებდა და სტყუენვიდა. და ჰყო ციხე ტფილისს; ხოლო უღონო-ქმნილი და მოშიში ეზრახა ერისთავსა სპარსთასა მოაჯე ვარზა-ბაქარ, რათა განუკუეთოს ხარკი და დაუტეოს ქუეყანა მშჳდად; ამისთჳს ერისთავმან მიუღო რანი და მოვაკანი, რამეთუ არს წილი სპარსთა მეფისა და თქუენ ვინაჲთგან ხართ ძენი მჴევლისანი, გეკმარვისთ ქართლი და უკუ-სცა ტფილისი ვარზა-ბაქარვე მოხარკე ყო და წარვიდა და წარიყვანა ფეროზ ნათესავითურთ სიჯაბნისათჳს ვარზა-ბაქარისა. ხოლო მხილველნი [97] ამისნი კლარჯნი უკუდგნენ ვარზა-ბაქარისაგან და მიერთვნენ ბერძენთა; არამედ ნეშტთა საქართველოთა ზედა მეფობდა ვარზაბაქარ; შემდგომად მოკუდა ქსა ტჟგ, ქართულსა რმე და დაუტევნა ძენი მცირენი და ვერ დამპყრობელნი მეფობისანი სამნი: ფარსმან ფეროზის ძის ასულისაგან, ხოლო მირდატ და თრდატ რევის ძის თრდატის ასულისაგან.
კჱ. მეფე თრდატ. იბ წელი მეფა
[edit]ამისთჳს მოიყვანეს რევის ძე თრდატ მოხუცებული და დასუეს მეფედ. არამედ ესე იყო ფრიად მორწმუნე ქრისტეანობისა და ბრძენი და გონიერი. ამან მეცნიერებითა თჳსითა დაამშჳდნა სპარსნი და გამოაჩინნა ხატნი და ჯუარნი და შეამკუნა ყოველნი ეკლესიანი ივერიასა შინა. ჟამსა ამისსა მოკუდა ეპისკოპოზი იობ სომეხი და ამან დასუა ელია და მისცემდა სპარსთა ხარკსა და მეფობდა კეთილ-გონიერად; შემდგომად გარდაიცვალა ქსა უე, ქართულსა რნზ.
კთ. მეფე ფარსმან. გ წელი მეფა
[edit]შემდგომად მისა დასუეს ძე ვარზა-ბაქარისა ფარსმან მეფედ, აღზრდილი სამშჳლდის ერისთვისაგან, რომელი იყო ძის-წულისწული ფეროზისა, მირიან მეფის ასულისაგან. ესე ფარსმან იყო მჴნე, ახოვანი და შემმართებელი ბრძოლა-წყობათა შინა და მორწმუნე ქრისტეს მცნებისა ფრიად. ამან მოითხოვა შეწევნა ბერძენთაგან; ხოლო მათ აღუთქუეს, ამისთჳს არღარა მისცა სპარსთა ხარკი და განაახლნა ეკლესიანი. ჟამსა ამისსა მოკუდა ეპისკოპოზი ელია და ამანვე მეფემან დასუა სჳმონ ეპისკოპოზად და მეფობდა კეთილად; შემდგომად ამისა გარდაიცვალა წელსა ქსა უჱ, ქართულსა რჲ.
ლ. მეფე მირდატ. ბ წელი მეფა
[edit]და მეფე იქმნა ძმა ფარსმანისა და ძე ვარზა-ბაქარისა მირდატ, აღზრდილი თრდატ მეფისაგან და ასულის-წული თრდატ მეფისავე; არამედ იყო ესე ურწმუნო, ლაღი, თავჴედი, გარნა მჴნე, ახოვანი [98] და ძლიერი. ამან არა მსახურა ღმერთსა, არცა მატა ეკლესიასა; არამედ სილაღითა თჳსითა ეძიებდა ბერძენთაგან კლარჯეთსა და სპარსთა არა მისცემდა ხარკთა. ამისათჳს მოგზავნა სპარსთა მეფემან ერისთავი თჳსი სახელით უბარაბ სპითა დიდითა. მაშინ ამან მირდატ არა რიდა სიმრავლესა მათსა და მცირითა სპითა ეკუეთა; სძლეს სპარსთა და მოსწყჳდნეს სპანი მისნი და ოტებული შეიპყრეს მირდატ და მიიყვანეს ბაღდადს და მოკუდა მუნ ტყუეობასა შინა. ხოლო სპარსნი შემოვიდნენ და დაიპყრეს ქართლი და ქმნეს საცეცხლე მცხეთას ქალაქსა შინა და ძენი მირდატისნი დაშთნენ ჴევსა კახეთისასა წელსა ქსა უი, ქართულსა რჲბ.
ლა. მეფე არჩილ. კდ წელი მეფა
[edit]ხოლო შემდგომად სამისა წლისა მოიყვანეს ქართველთა ძე მირდატისა, ასულის-წულისა თრდატ მეფისა, წარტყუენილისა მის მეფისა, სახელით არჩილ და ჰყვეს მეფედ. ხოლო ესე არჩილ იყო ფრიად მორწმუნე და მმატებელი ეკლესიათა. ამან მოიყვანა ცოლად ივბიმიანოს მეფის ნათესავი საბერძნეთიდამ სახელით მარიამ და განაცხადა მტერობა სპარსთა და მოსწყჳდნა ყოველნი სპარსნი, მყოფნი ივერიასა შინა, და განასხნა ცეცხლის-მსახურნი და დაშრიტნა საცეცხლენი მათნი; და უწყო ბრძოლა სპარსთა და შეამკუნა ყოველნი ეკლესიანი. ამისმან მცნობელმან ერისთავმან სპარსთამან (რომელი ერისთობდა რანს და მოვაკანს; ამისივე განსაგებელი იყო ქართლიცა), და ვინაჲთგან სპარსთა მეფე იყო უცალო, ამისთჳს ამან შემოიკრიბნა თჳს-ქუეშეთნი ადრაბაგანითურთ და მოვიდა მდინარესა ბერდუჯისასა. ხოლო არჩილ მინდობილი ღვთისა და სასოებითა ჯუარისათა მიეგება შეკრებული სპითა თჳსითა მუნავე და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი; შემდგომად აოტნა სპარსნი და მოსწყჳდნა უმრავლესნი; მერმე შევიდა რანს, მოაოჴრა და მოსტყუევნა და მოსწვნა ცეცხლითა, ციხეთაგან კიდე და მოვიდა ალაფითა დიდითა გამარჯუებული მცხეთას. ხოლო მიერითგან ვერღარა წინააღუდგა [99] ერისთავი რანისა და მარადის აოჴრებდა არჩილ რანსა და მოვაკანსა მრავალთა დღეთა და ჟამთა. შემდგომად ამისა მოესწრა არჩილს ძე თჳსი მირდატ და ესე მირდატ იყო მჴნე, ახოვანი და შემმართებელი ძლიერი. ამან იწყო შესლვა რანს და მოვაკანს და მრავალგზის ტყუენვიდა და აოჴრებდა ნიადაგ. ხოლო ყვანდა ერისთავსა რანისასა ასული, ქმნილი სახე-შუენიერებითა კეთილი და მოუთხრეს მირდატს კეკლუცობისა მისისათჳს. მაშინ მირდატ ეტრფიალა ქალსა მას და განუზრახვიდა მამასა დაზავებისათჳს რანის ერისთვისა და მოთხოვასა მის ქალისასა ცოლად თჳსად და იტყოდა, რამეთუ "უკეთუ აწ ჩუენ ვართ მძლეველნი სპარსთა ზედა, არამედ ოდეს იქმნენ სპარსნი მოცალენი, არღა-რა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად (არამედ ამას ყოველსა იტყოდა სიყუარულისათჳს ქალისა მის). ხოლო განზრახვასა ამას არჩილ არა ინებებდა; გარნა რა მრავალ-გზის აიძულებდა ძე თჳსი, დართო მანცა ნება და მოითხოვეს ასული ერისთავისა რანისა მის. ამისმან მსმენელმან განიხარა ფრიად და მოსცა მზითვითა დიდითა და მირდატ იქორწინა მისთანა სიხარულითა დიდითა და ყვეს მშჳდობა და ზავი მტკიცე სიყუარულსა ზედა; ამისთჳს მეფემან მისცა მირდატს საერისთოდ სამშჳლდე. ხოლო ამის არჩილისზე გარდაიცვალნენ ეპისკოპოზნი სამნი: იოანე, გრიგოლი და ბასილი. ამან დასუა მობიდა; ხოლო ესე მობიდა იყო მოგჳ სპარსი და იჩემებდა სარწმუნოებასა; არამედ ფარულად წერდა წიგნთა ბოროტთა, რომელნი შემდგომად ამისა დაწუნა წნ ეპისკოპოზმან მიქელ. ხოლო ამან არჩილ მეფა კეთილად დიდითა სარწმუნოებითა და განამრავლნა ეკლესიანი და საეკლესიონი წესნი; შემდგომად გარდაიცვალა ქსა ულდ, ქართულსა რპვ.
ლბ. მეფე მირდატ. იბ წელი მეფა
[edit]გამეფდა ძე მისი მირდატ; არამედ ამას არა ესუა ძე, არცა ასული. შემდგომად ვედრებითა ღვთისათა ეშვა ასული ხუარანძე, კუალად შემდგომად ოთხისა წლისა მიეცა ძე ვახტანგ. ამისთჳს ყვეს [100] ვედრება დიდი და განცხრომა და ევედროდნენ ღმერთსა აღზრდისათჳს ყრმისა ვახტანგისა. ესე მოითხოვა აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტმან (რამეთუ წესი იყო - მეფეთა ძეთა აღზრდიდნენ დიდებულნი) და მისცეს მას. შემდგომად კუალად მეექუსესა წელსა ეშვა ასული მირანდუხტ და მისცეს აღზრდად სპასპეტსა კასპისასა. ხოლო მეფა მირდატ დიდითა სარწმუნოებითა კეთილად; შემდგომად გარდაიცვალა ქსას უმვ, ქართულსა რჟჱ.
ლგ. მეფე ვახტანგ. ნგ წელი მეფა
[edit]მეფედ ჰყვეს ძე მირდატისა ყრმა ვახტანგ წლისა ზ; არამედ შეშინდნენ დიდებულნი და დედოფალი სარანდუხტ შურის-ძიებისაგან რანის ერისთვისა მოოჴრებად და განრყვნად ეკლესიათა, ვინაჲთგან სარანდუხტსაცა დაეტევა სჯული სპარსთა და ქრისტიანე იყო; ამისთჳს ეზრახა დედოფალი დიდებულთა წარსლვად თჳთ წინაშე მამისა თჳსისა; ხოლო მათ განუზრახეს და წარვიდა; მისრულმან აღმოიყარნა ძუძუნი და შეუვრდა ფერჴთა მამასა დაცვისათჳს ივერიისა და ეკლესიისათჳს და არა ძიებად სჯულისა, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი არს ქრისტე. შეეწყალა მამასა, უსმინა და მიანიჭნა ყოველნი სათხოველნი; არამედ მოგზავნა ცეცხლის მსახურნი მცხეთას და ეპისკოპოსი მათი ბინაქარ, რათა რომელსა ენებოს ცეცხლის მსახურება ქართველთა, არა აყენებდნენ თჳნიერ იძულებისა: მოვიდნენ ცეცხლის-მსახურნი და დასხდნენ ადგილსა მოგუთასა; ხოლო მოსრული დედოფალი განაგებდა სამეფოსა; არამედ ეძჳნებოდა ცეცხლის-მსახურნი, უკეთუმცა მერ მიექცივნეს წარჩინებულნი, გარნა წვრილნი ვინმენი ერნი. მაშინ დედოფალმან მოიყვანა ჭეშმარიტი მღუდელი მიქელ და დასუა ეპისკოპოსად (რამეთუ მობიდა გარდაცვალებული იყო). ესე მიქელ აღუდგა ბინაქარს მჴნედ და ასწავებდა ერთა ჭეშმარიტებასა ქრისტეანობისასა და მოძღურიდა ვახტანგს [101] სამღრთოს წერილითა. ხოლო ვახტანგ ისწავებდა გულსმოდგინედ ყოველსავე. შემდგომად იქმნა რა ვახტანგ წლისა 10, გარდამოვიდნენ ოსნი ქართლს და მოსტყუევნნეს, ციხე-ქალაქთაგან კიდე, და შემუსრეს კასპი და გამოიყვანეს დაჲ მეფისა მირანდუხტ, ჩავლეს რანი და მოვაკანი, მოსტყუევნნეს და განვლეს დარუბანდი, რამეთუ გზა სცეს დარუბანდელთა და მივიდნენ ოვსეთს მშჳდობით. კუალად მოგზავნა ბერძენთა მეფემან მარკიანე სპანი და მიიხუნა ეგრისისა ციხე-გოჯამდე ზღჳს კიდენი. მაშინ იყო ურვა დიდი ივერიასა შინა, ვინაჲთგან მისტაცნეს საზღვარნი მათნი და არა ჰყვათ წინამძღუარი, რათა ირგონ რაიმე. ხოლო ვახტანგ იყო სწავლის მოსწრაფე ფრიად სამღთო-სამჴედროთა; არამედ რა იქმნა წლისა იე, მოუწოდა დიდებულთა და დაჯდა დალიჭსა ზედა და იწყო სიტყუად: "ეჰა დიდებულნო, მოიწია ჩუენ ზედა მწუხარება ძლიერი, რამეთუ მიგვიხუნეს ჩუენ საზღვარნი ჩუენნი და გვერივნენ მტერნი ცოდვათა ჩუენთათჳს, ვინაჲთგან ვსცოდეთ წინაშე ღვთისა და არა დავიცვენით მცნებანი მისნი; გარნა გვწუართა, ვითარცა მამამან ძე. აწ მიიღეთ ნიჭი ჩემ მიერ უმეტესი მამა-პაპათა ჩემთა და ვიძიოთ შური ოვსთა ზედა, რამეთუ მაქუს სასოება ჯუარცმულისა ძღუანებითა ჯუარისათა, რომელ მრენი ვექმნეთ მტერთა ჩუენთა". მაშინ აღდგა შორის ჯუანშერ სპასპეტი და თქუა: "მეფეო! ცოდვათა ჩუენ თემთათჳს იქმნა ჭირნი ესე, რამეთუ გარდავჴედით გზათა მისთა; არამედ გვაქუს სასოება ღვთისა მიმართ, რომელ მოგვცა მეფე ეგრეთი, ვითარი შენ ადა ვსძლოთ წინააღმდგომთა ჩუენთა: [102] გარნა თუმცა ხარ სრული ყოვლითავე, გარნა ჯერეთ ხარ ჰასაკითა უსრული. აწ გამოირჩიე წარჩინებულთა შენთაგან და დაგვამონე ჩუენ ყოველნი მას; წარგზავნე და ვსძლიოთ მტერთა წინაძღოლითა ჯარისათა და უკეთუ ვიძლივნეთ, შენ უვნებლად ეგო, რამეთუ არა არს ნაცვალი შენი ყოველი სოფელი". და დაუმტკიცებდენ ყოველნი დიდებულნი ჯუანშერის განზრახვასა; არამედ მეფე ეტყოდა: "მადლიერ ვარ ერთგულებისათჳს, რომელი შეგჭირსთ ჩუენთჳს; გარნა მე თჳთ მნებავს წარსლვად არა ძალითა ჩემითა, არამედ ჯუარცმულისათა". მსმენელთა ყოველთა შეუძნდათ და უარ-უთქმიდნენ; გარნა შემდგომად იძულებისათჳს მეფისა დაუმტკიცეს მათცა და ბრძანა კაზმად ლაშკართა და აცნობა დედის ძმასა თჳსსა, ხოლო მან განიხარა და წარმოუვლინა იბ ჩ (12000) მჴედარნი მწედ; მაშინ შემოკრბნენ სპანი ვახტანგისანი მუხრანს და ხერკს და იყო მჴედარი რ ჩ (100 000) და მკვირცხლი ჲ ჩ (60 000), წარემართა მეფე და დაუტევა ანდერძი წერილითა: "თუმცა მოვკუდე, შეირთოს დაჲ ჩემი ხვარანძე მირიან ცოლად და იგი იქმნეს მეფედ", (რომელი იყო რევისაგან ვახტანგის მამის ძმისწული). თჳთ მოვიდა თიანეთს სპითა რობ ჩ (172 000) და მუნ მოერთნენ მეფენი კავკასთანი მჴედრითა მ ჩ (40 000). მუნით წარვიდა, განვლო დარიელა და დაიბანაკა კიდესა არაგჳსასა ქსა უნდ ქართულსა სვ. ამის მცნობელთა ოვსთა მოირთეს ძალი ხაზართა, მოვიდნენ სპითა და დაიბანაკეს იმიერ კიდესა არაგჳსასა და დადგნენ შჳდ დღე კრძალულნი ტალითა. არამედ იყო ბუმბერაზთა ბრძოლანი, ზოგჯერ მათ აჯობიან და ზოგჯერ ამათ. ხოლო იყო ხაზართა ბუნბერაზი თარხან სახელით. ესე გამოვიდა და ითხოვდა მებრძოლსა ვახტანგის სპისაგან უძლიერესსა. ხოლო იყო სპათა შინა რანისათა გოლიათი ფარსმან ფარუხ, რომელსა მრავალი გოლიათი მოეკლა და ლომსა ჴელითა შეიპყრობდა. ესე განვიდა, იკუეთნენ და იბრძოლეს ძლიერად, არამედ ხაზარმან უხეთქა ჩაბალახსა [103] ჴრმლითა და განუპო თავი ბეჭამდე და მოკუდა რანელი. მაშინ დაჭმუნდნენ სპანი ვახტანგისანი, რამეთუ არღარავინ იყო მგზავსი მისი; ხოლო დღესა მეორესა კუალად გამოვიდა თარხან და იგივე სიტყუა თქუა; არამედ სპათა ვახტანგისაგანთა ვერავინ იკადრეს განსლვად; მიმოიხილვიდა ვახტანგ და რა ვერღარავინ იხილა გამსვლელად თჳთ განვიდა. მაშინ აყენებდნენ დიდებულნი სიყრმისათჳს და ევედრებოდნენ; გარნა იგი ეტყოდა: "არა ძალითა ჩემითა განვალ, არამედ ძალითა ჯუარცმულისათა იძლიოს ჩემ მიერ". ხოლო მეფემან ჩავლო კიდური და იკუეთნენ ფიცხელად; გარნა პირველსავე მისლვასა სცა ოროლი ვახტანგ თარხანს სარტყელსა ზედა და განავლო იქით, ჩამოაგდო და მოკუდა; გარდაჴდა ცხენისაგან მეფე თაყვანისცა ღმერთსა, მერმე მოჰკვეთა თავი და მოვიდა სპათა თჳსთა თანა. ხოლო მეორესა დღესა გამოვიდა სხუა უმეტეს გოლიათი მისა, სახელით ბაყათარ ოვსი, რომლისა მშჳლდისა სიგრძე ი̃ბ მტკაველი და ისარი ექუსი; იყივლა: "ვახტანგ! ნუ გალაღდები, რამეთუ არა ერთო თარხან გოლიათთა შინა; აწ უკეთუ გამოხვიდე, მოგხუდეს ჩემ მიერ ნაკრავი ფიცხელი; ხოლო უკეთუ არა, სხუა ვინმე გამოვიდეს სპათა შენთაგანი. მაშინ ვახტანგ პასუხ უგო მქუხარედ და განვიდა და გამოიწვია ოვსი მდინარის ამიერ კიდესა: "რამეთუ ხარ მონა და მე მეფე, ამისთჳს არა გამოვიდე; არამედ გამოვედ შენ". უსმინა ბაყათარ და გამოვიდა კადნიერად და დაასხნეს ისარნი ერთმანერთს, არამედ მეფე აცთუნებდა სიფიცხლითა ცხენისათა და სიკისკასითა თჳსითა და მიუახლოვდებოდა ბაყათარს, ჰკრა ისარი ბაყათარ ცხენსა ვახტანგისასა ფერდსა და განაგდო იქით; არამედ ვახტანგ მყის სიფიცხითა ცხენისათა მიუჴდა, ჰკრა ჴრმალი ბაყათარს მჴარსა და მოჰკუეთა გულამდე და მოკლა; ხოლო აღჯდა ცხენსა მისსა და არღარა გარე-შემოიქცა, არამედ აღუზახნა სპათა თჳსთა; მიეტევნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი, რამეთუ დაასხეს ოვსთა ისარნი კმოდიდამ. მაშინ მეფე უზახოდა ზურგით კერძო სპათა თჳსთა და მჴნედ ჰყოფდა; ხოლო აღვიდნენ რა ველსა ზედა, უსასტიკესად ეკუეთნენ; [104] შემდგომად იძლივნენ ოვსნი და ხაზარნი; ძლეულთა მოსწყუედდენ და მოსრვიდნენ ურიცხუთა, მერმე შემოვიდა ვახტანგ ოვსეთს, შემუსრნა ციხე-ქალაქნი მოსტყუევნნა და მოაოჴრნა, კუალად მოსტყუევნა პაჭანიგნი და ჯიქეთნი და მოადგა კუალად ოვსეთსავე. მაშინ ტყუე-ყვნა ოვსნი ღჲ ჩ (760 000) და დისა თჳსისათვს მისცა ლ ჩ (30 000) და უკმოხუმისათჳს ქართველთა ტყუეთა მისცა ლვ ჩ (36 000) და მძევალთათჳს მისცა ლ ჩ (30 000) და ნეშტნი წარმოგზავნნა ქართლს და სპანიცა რანისანი შოებულნი; ხოლო თჳთ დაეზავა ოვსთა.
ესრეთ წარმოვიდა და შემოვლო კავკასი და მოვიდა აფხაზეთს და წარუღო ბერძენთა აფხაზეთი და ეგრისის მიხმული ციხე-გოჯამდე სამ წელ ოდენ ციხეებითურთ; შემდგომად მოვიდა მცხეთას გამარჯუებული ქრისტესა უნჱ, ქართულსა სი; ხოლო წარსცა არმაღანად დედის-ძმასა თჳსსა მონანი და საჴედარნი ცხენნი და ჴრდალნი ცხენნი ათას-ათასნი და სპარსთა მეფესა მონანი და საჴედარნი ცხენნი და ჴრდალნი ცხენნი ათიათას-ათიათასნი ჴელითა ბინაქარ ეპისკოპოსისა მათისათა და მოითხოვა ასული მისი ცოლად. [ამისთჳს, რამეთუ საზღვარი ქართლისა ეპყრათ ბერძენთა], ხოლო სპარსთა მეფემან სიხარულით მოსცა ასული თჳსი ცოლად, სომხითი და კავკასთა მეფენი მზითვად და მოუწერა ბრძოლა ბერძენთა. მაშინ ქმნა ვახტანგ ქორწილი ჯეროვანი. შემდგომად მოუწოდა სპათა თჳსთა და შემოკრბნენ ს ჩ (200 000) ვახტანგისანი; კუალად მოერთო დედის-ძმა თჳსი ვარზა-ბაკურ ს ჩ (200 000) სპითა; არამედ ოდეს შევიდა ვახტანგ საბერძნეთს, იყო წლისა კ, რომელი ირემსა ქუევითი შეიპყრობდა და შეჭურვილი შეჭურვილს ცხენს აღიყვანდის მჴრითა თჳსითა მცხეთიდამ არმაზს.
ხოლო წარვიდა საბერძნეთს ქსა უჲ, ქართულსა სიბ; განვლო გზა სომხითისა და მუნ მოერთნენ ერისთავნი სომხითისანი და [105] მუნით მოადგა კარნუ-ქალაქსა, არამედ ვერ დაიპყრეს და მოუდგინნეს ერისთავნი ორნი კ{უალა}დ ჩ კაცითა და თჳთ წარსრულნი მოადგნენ პონტოს ქალაქსა ოთხ-თუე; არამედ მარბიელმან მიუწივეს კოსტანტინეპოლედ. ხოლო სპანი მარბიელნი ჰკლვიდნენ ყოველთა ეკლესიის მსახურთა. ესე იხილა რა ვახტანგ, შეუძნდა კლვანი შურითა სამღთოთა და ამცნო ყოველთა სპათა, რომელნი იყვნენ მის თანა არა ჯერ-ყოფად ესევითარნი კლვანი და წარმოუთხრა მოწმობა ძისა ღვთისა ნებროთის წიგნისაგან, რომელი წინარე ვთქჳთ და ლტოლვა ხოსრო მეფისა და მირიანისა საბერძნეთიდამ და საქმენი თრდატის და გრიგოლი პართეველისა და საქმე ივლიანე და ივბიმიანესა, რამეთუ მიზეზითა ესევითარითა იქმნეს ყოველნი.
ამისთჳს უბრძანა მოწესეთა ეკლესიისათა არღარა კლვად და განტევებად ტყუეთაცა და განთავისუფლებად მეეკლესიეთა; ხოლო იქმნებოდა რა ესრეთ, გამოვიდნენ პონტოს ქალაქიდამ ყოველნი მოწესენი და მათ თანა ორნი კაცნი: მონაზონი სამოელ და მღუდელი პეტრე მადლობად მეფისა. ხოლო მეფემან იწვივნა იგინი სერსა ზედა, შემდგომად იდუმალ ეტყოდა: "სთნდეს თუ ღმერთსა საქმე ესე, რომელი ვჰყავ? და მათ ასწავეს მეფესა და უჩუენეს სათნო-ყოფად ღვთისა, არამედ მეფე ეტყოდათ:
უკეთუ ეგრეთ არს რათა მახილვოთ ჩუენებით სათნოყოფად ღვთისა; მაშინ მათ აღუთქუეს; განვიდნენ და მლოცველსა ვახტანგს მიერულა, მოვიდა ნინო და ეტყოდა ვახტანგს: "წარმოვედ, რამეთუ ორნი მეფენი ზეცისა და ქუეყანისანი მოვლენან შენდა". მისრულმან იხილნა ორნი საყდარნი, ერთსა ზედა მჯდომარე ჭაბუკი შეჭურვილი გჳრგჳნოსანი და მეორესა მოხუცებული ზეწრითა სპეტაკითა და გჳრგჳნითა ნათლისათა და ფერჴთა მისთა ნინო მჯდომარე. ხოლო ეპყრათ ჴელნი ვახტანგისანი პეტრე მღუდელსა [106] და სამოელ მონაზონსა, რომელნი ეტყოდნენ: "შეუვრდი დიდსა მთავარსა ზეცისასა გრიგოლის" და თაყვანი-სცა ვახტანგ; მოუგო გრიგოლიმ: "რაჲ ჰქმენ, ბოროტო, რამეთუ მოაოჴრე შეჭმად სამწყსო ჩემი მჴეცთაგან? უკეთუ ეგენი, რომელნი დგანან, და ნინო, რომელი მარადის იღუწის წინაშე ღვთისა თქუენთჳს, არა იყვნენ აქა, შური მეგომცა, ვითარცა მამათა შენთა, რომელნი მსახურებდნენ ცეცხლთა და არა ღმერთსა". მისცა ჴელი და ამბორს-უყო ვახტანგ; კუალად მოსცა გჳრგჳნი და რქუა: "დაარქჳ პეტრეს"; მეორე უდარესი მოსცა პეტრეს და რქუა: "დაადგი სამოელს". მერმე რქუა ნინომ ვახტანგს: "აწ მივედ მეფისა და მიიღე ნიჭი შენი". მისრულსა ამბორს-უყო და დაისუა საყდარსა თჳსსა, მისცა ბეჭედი ჴელისა თჳსისა და რქუა: "თუ გნებავს გჳრგჳნი, აღუთქჳ, რათა ბრძო მტერთა მისთა". მიხედა ვახტანგ და იხილა ჯუარი და ფრთესა მისსა გჳრგჳნი; არამედ ხილვითა ჯუარისათა შეძრწუნდა ვახტანგ; მაშინ აღდგა ნინო და მიხედა პეტრეს და სამოელს და ერთითა პირითა თავსმდებ ექმნენ ვახტანგს. მერმე კეისარმან მოიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან და დაადგა ვახტანგს და წარმოვიდნენ. ხოლო გრიგოლიმ სამგზის ჴმაუყო ვახტანგს სახელით და რქუა: "უმეტეს მორწმუნე იყო ყოველთა ნათესავთა შენთა და შენგან აღშენდნენ ეკლესიანი და განიწესნეს ეპისკოპოსნი და მთავარი მათი და მოიღოცა გჳრგჳნი მოწამეობათა".
ხოლო ვახტანგ ძილსავე შინა მოუწოდა პეტრეს და სამოელს და მიუთხრა ჩუენება ესე და იგინი აღუჴსნიდნენ ესრეთ: "მოხუცებული იგი იყო გრიგოლი პატრიაქი, რომელმან მომცა გჳრგჳნი, მომცა ეპისკოპოზთა მთავრობა და ძე, რომელი მივეც სამოელს, ჩემ მიერ იქმნას იგი ეპისკოპოზი; ხოლო ჭურვილი, რომელი იყო დიდი კოსტანტინე, და ბეჭედი ასული კეისრისა, რომელმან მოგცეს ასული და ყოველნი საზღვარნი ქართლისანი; ხოლო გჳრგჳნი ჯუარისაგან ვრცელი ღუაწლი აღასრულო; და სამგზის ჴმობა - სამნი ნიჭნი [107] არიან შენდა ღვთისაგან, რათა შენ მიერ დაემტკიცოს ჭეშმარიტება საქართველოსა შინა კათალიკოზ-ეპისკოპოზითა და სძლევდე მტერთა შენთა და არა შევარდე ჴელთა შინა მტერთასა; ხოლო აღსასრულსა შინა გჳრგჳნი მოწამეობისა მიიღო".
და ვითარ დილისად განიფრთხო მეფემან, მოუწოდა პეტრეს და სამოელს და მათ მოუთხრეს ჩუენება იგი ყოველი თჳნიერ ვახტანგის თქმისა; ამისთჳს დაირწმუნა მეფემან და წარგზავნა იგინი წინაშე კეისრისა მშჳდობისათჳს. ამისმან მსმენელმან კეისარმან განიხარა ფრიად და სთნდა, არამედ პირველვე წარმოევლინნა სპანი და მათ შორის სპასპეტი პოლიკარპოს ძლიერი კეისარსა.
ამისთჳს მიზეზ-ყო ვახტანგ ესე სპარსთა თანა მოსლვა ბერძენთა და დაფარულისა მშჳდობისათჳს და უკმოეცალა პონტოს ხუთის დღისა სავალსა. მაშინ მოვიდა ზღჳდამ პოლიკარპოს; ხოლო მეფესა არა ენება ბრძოლა წარვლინებულთათჳს კეისრისა თანა; არამედ განწყრა ერისთავი რანისა და აგინებდა ჯუარცმულსა და ეტყოდა მეფესა: "გძლია მამის-დედეულმან შენმან, რომელი იყო ბერძენი და მით არა გნებავს ბრძოლა". ხოლო მეფემან მიუგო: "აჰა შენ და ბერძენნი და იხილო ძალი ჯვარცმულისა".
მაშინ იქმნა ბერძენთა და სპარსთა შორის ბრძოლა ძლიერი და იძლივნენ სპარსნი და თჳთ პოლიკარპოს მოკლა ერისთავი რანისა და მოსწყჳდნა სპანი მისნი; არამედ არცა ჰრიდა მეფესა და მოვიდა მას ზედაცა. ამისთჳს მეფემან მოაღებინა ჯუარი, რათა ათაყვანოს სპანი ყოველნი, რომელსაცა არა თაყვანი-სცა ბარუხ მოვაკანელმან მთავარმან და მოკლა იგი ჯუანშერ სპასპეტმან წინაშე ჯუარისა. ამის მხილველთა ყოველთა თაყვანი-სცეს; არამედ მოგინებით მოვიდოდა პოლიკარპოს და არა დაიყოვნა მხილველმან ჯუარისამან. ესე იხილა რა მეფემან, რქუა სპათა თჳსთა: "ვინ არს მბრძოლი ამისი?" და ვერვინ იკადრა განსვლად. მხილველმან მეფემან შეახო ჯუარსა [108] მახჳლი თჳსი და განვიდა და წამსვე იკუეთნენ სასტიკად; პოლიკარპოს სცა ოროლი ფარსა ვიგრისა მეფისასა და განავლო იქით წყრთა ერთი; მიუჴდა ვახტანგ, უხეთქა თავსა ჴრმლითა და განუპო ორად და ნახევარი თავისა მოიღო წინაშე ჯუარისა; მყისვე იძლივნენ ბერძენნი და მოსწყჳდნეს, თჳნიერ რომელნი განერნეს ზღჳსა ნავებითა. შემდგომად ამისა განუტევნა მეფემან ტყუენი ღპ ჩ(780 000) ბერძენნი სპათა თჳსთაგან და წარავლინა ნასრე ერისთავი თჳსი წინაშე კეისრისა, რათა იხილონ ურთიერთნი, ანუ განაგოს საქმენი მათნი მუნითგან, რამეთუ მოსრულ იყო კეისარიცა პონტოს. მაშინ კეისარი ნავებით გამოვიდა ზღჳს კიდესა და ვახტანგცა მივიდა მუნ. ჰყვეს აღთქმა და იმზახლნენ, რამეთუ მისცა ლეონ ასული თჳსი [ელენე] ცოლად ვახტანგს (რამეთუ მომკუდარ იყო ჟამთა ამათ ცოლი ვახტანგისა ასული სპარსთა მეფისა შობასა ზედა ყრმისა დაჩისასა). კუალად აღუთქუა კეისარმან მოცემა კათოლიკოზისა და ეპისკოპოზთა და უკ-მოსცა კლარჯეთიცა, არამედ ეგრისწყალს-იქითი მიუღო კეისარმან ბერძენთა საზღვრებისათჳს (რომელი წარეღო ვახტანგს მკლავითა) და აღუთქუა ფიცით, ოდეს წარიყვანო ასული ჩემი, მივსცე მას ზითვად. მერმე უძღუნეს ურთიერთს ურიცხუნი და წარვიდა კეისარი; ხოლო ვახტანგ განუტევნა სპარსნი უვნოდ და თჳთ წარმოვლო გზა კლარჯეთისა და მოვიდა მცხეთას; არამედ ვერღარა მოიცალა მეფემან მოყვანად ცოლისა, რამეთუ მოელოდა სპარსთა და ამაგრებდა ციხე-ქალაქთა, ამისთჳს განასხნა ცეცხლისმსახურნი და ეპისკოპოზი მათი ბინაქარ შეაგდო საპყრობილესა; ხოლო დასუა სხუა ჭეშმარიტი ეპისკოპოზი ღირსი მიქელ.
შემდგომად სამისა წლისა წარმოემართა სპარსთა მეფე, რამეთუ მოკუდა ხუასრო და დაჯდა ძე მისი. ამისმან მცნობმან ვახტანგ წარუვლინა კეისარსა მაცნე, "აჰა, რომელიც აღგითქუ, მოსრულან [109] სპარსნი სიმარჯუესა; მოვედ და მოვსრნათ ყოველნი". ხოლო მოვიდაცა სპარსთა მეფე სპითა ტ ჩ (300 000) და დაიბანაკა ცხენისტერფს ჩაღმა ქსა უჲდ, ქართულსა სივ. არამედ ვახტანგის სპათა მჴედართა რ ჩ (100 000) და მკჳრცხლთა რ ჩ (100 000) დაებანაკათ დიღმითგან ვიდრე ქართლის კარამდე და იყო მათ შორის ბრძოლა მარადის ოთხ თთუე და ბუმბერაზთა კუეთებანი: ზოგჯერ მათ სძლიან და ზოგჯერ ამათ. არამედ ვახტანგს შეექმნა მუზარადსა ზედა წინ მგელი და უკანით ლომი გამოქმნული და საითაც იყვის ბრძოლა ძლიერი, მიუჴდის ვახტანგ და დაფრიწის; ამისთჳს სპარსნი უყიოდნენ ურთიერთს: "მირიდეთ გორგ-ასლანს (რომელი მგელლომად ითარგმნების) და მიერითგან იწოდა გორგ-ასლან.
ჟამთა ამათ შეიპყრეს ვახტანგის ცოლის მამამძუმე რაჟდენ, რომელმან მოკლნა მრავალნი გოლიათნი და მჴნედ იბრძოდა. ამას აიძულებდნენ უარყოფად ქრისტესსა, ვინაჲთგან მოქცეულ იყო ცეცხლის-მსახურებისაგან; ხოლო მან არა უარყო ქრისტე და იწამა მათ მიერ ქრისტესთჳს.
შემდგომად მოიწია კეისრის დესპანი და მოეთხრა: "მე შევექეც წყობათა ხაზართასა; ხოლო შენდა წარმომივლენია ლეონ პატრიკი პ ჩ (80000) მჴედრითა და თუ გინებს სხუანიცა, აჰა ყოველი აღმოსავლეთი წინაშე შენსა".
ამისმან მცნობმან სპარსთა მეფემან იხმია მცბიერობა და მოუთხრა ვახტანგს: "არიან თუ ღმერთნი ჩუენნი ღმერთნი, ეწივნენ თავთა თჳსთა, ხოლო ჩუენ ვართ ძმანი, რის-ძით მოვსწყდებით? არამედ ვჰყოთ მშჳდობა". სთნდა ესე ვახტანგს და უმეტეს ყოველთა დიდებულთა მისთა და თჳთ ლეონ პატრიკსაცა ფრიად და ჰყვეს ერთობა და ზავი.
მაშინ იწვია სპარსთა მეფემან ვახტანგ და უძღუნა მრავალნი. მერმე რქუა: "რა გნებავს ჩემგან ითხოვე. ხოლო ვახტანგ ლეონ პატრიკისა განზრახვითა მოითხოვა მშჳდობა ბერძენთა, ესე აღუძნდა სპარსთა მეფესა და ეტყოდა: "ამისთჳს ვყავ მშჳდობა შენთანა, რათა [110] შევიდეთ საბერძნეთს, რამეთუ აქა არს ამისთჳს ჩემთანა დესპანი ხაზართა მეფისა; არამედ აწ აღმისრულებიეს განსაზღვრებითა ივბიმიანოსისათა".
შემდგომად მოუგზავნა სპარსთა მეფემან ვახტანგს: "ვჰყავ ყოველი სათნო შენი და აწ ვითხოვ, რათა მომცე დაჲ შენი ცოლად და შენ თჳთ წარმოხვიდე მწედ ჩემდა ინდოეთს, სინდეთს და აბაშთა ზედა, რამეთუ მათგან დამდაბლებულ არს მეფობა ჩემი". მსმენელსა ვახტანგს მძიმედ აღუჩნდა, არამედ აიძულებდა ლეონ ყოფად ამისა, ამისთჳს დართო ვახტანგ ნება წარსლვად ი ჩ (10 000) მჴედრითა, ხოლო ლეონ დაუტევა ი ჩ მჴედარი და თჳთ წარვიდა წინაშე კეისრისა და ვახტანგ წარსცა ძღუენი კეისარსა არმაღანნი, სპარსთა მეფისა მოძღუნილნი, ალვა სამასი, ამბარი და მუშკი, ხუთას-ხუთასი ლიტრა; ხოლო გვჳრგჳნი და სტავრანი დაიჭირა თავისად.
მაშინ ვახტანგ დასუა ძე თჳსი დაჩი მეფედ წლისა ხუთისა და დაჲ თჳსი მირანდუხტ მისცა სპარსთა მეფესა ცოლად და წარიყვანნა თჳსთანა სამნი ერისთავნი კლარჯეთისა, ოძრახესი და წუნისა, და ეჯიბი თჳსი; ხოლო დაჩის დაუტევა შჳდნი: ქართლისა, ხუნანისა, სამშჳლდისა, ჰერეთისა, კახეთისა. არგუეთისა და ეგრისისა; კუალად დედა თჳსი და დაჲ თჳსი ხუარანძე მოლოცვად იერუსალიმისად წარიყვანა და მივიდნენ პირველად ბაღდადს, სადაცა მოერთო ლეონ პატრიკი ი ჩ (ათი ათასითა) მჴედრითა და ქმნა სპარსთა მეფემან ქორწილი ჯეროვანი ბაღდადს; მუნით მოვიდნენ ჯორჯანეთს, მოსწყჳდნეს სრულიად და მათთა ადგილთა დასხნეს სპარსნი, ელამნი და მუნიდამ მოვიდნენ ინდოეთს და შესვლასავე მუნ იქმნა ბუნბერაზთა ბრძოლანი ძლიერნი, სადაცა ვახტანგ თავით თჳსით მოკლნა [111] ბუნბერაზნი ათხუთმეტნი, რომელთაცა მოეკლათ მრავალნი ბუნბერაზნი სპარსთანი, და მოსტყუევნნეს ინდოეთი, თჳნიერ ციხექალაქთაგან კიდე, და წარმოიღეს ალაფი დიდი სამ წელ მუნ მყოფთა და მოვიდნენ სინდეთს; არამედ სინდთა მეფე იყო გმირი და გოლიათი; ამან განავსნა ციხე-ქალაქნი ლაშკრითა და მოუჴდიან სპარსთა და მოსწყუედდიან ურიცხუთა; გარნა ვახტანგისნი არა-სადა იძლივნენ; არამედ ამა წყობათა შინა მოკლნა მრავალნი ბუმბერაზნი სინდთა მეფემან სპარსთანი და ვერა-ოდეს შეხუდნენ ვახტანგი და სინდი, ხოლო ქმნა ღამით სამალავი სინდმან და წარმოგზავნა ბუნბერაზი გამოთხოვნად ვახტანგისად, რამეთუ გორგასალის ხუედრი იყო ქალაქის კართა დაცვა. მაშინ საურმაგ ეჯიბმან უყივლა: "არა ხარ დარი მეფისა, რამეთუ ხარ მონა; გარნა მეცა მონა მოვიდე შენდა". მიტევებულნი იკუეთნენ და სინდი ივლტოდა; ეწია საურმაგ, სცა ოროლი ზურგსა და მოკლა; არამედ გამოვიდნენ სამალავით მჴედარნი იბ და მოკლეს საურმაგცა (ესე ჰყვეს ვახტანგისათჳს, არამედ ღმერთმან განარინა).
წყინებულ-მრისხანე ვახტანგ მიეტევა, არამედ იგინი შეივლტოდნენ ქალაქად. მაშინ სინდმან მეფემან უყივლა ვახტანგს: "უგუნურო! მგზავს ხარ ყუავისა, რომელმან პოვა ქორი მოწყლული, მიიღო ბუდესა თჳსსა და განჰკურნა; ხოლო ქორმან რა მოიცა ძალი ფრთითურთ, შეიპყრა ყვავი ბახლებითურთ, მოსწყჳდნა, იგემა და განძლიერდა უმეტეს. არა იქო ყუავი მოწყალებითა, ვინაჲთგან არა ყო საქმე გუარისა, არცა იძაგა ქორი, რამეთუ ჰყო საქმე გუარისა. არა ჯერ-იყო შენდაცა, რამეთუ არიან სპარსნი მტერნი შენნი, და განძლიერებულთა გიყონ შენცა ეგრეთ".
მიუგო ვახტანგ: "ცოფო! მგზავს ხარ თხუნველისა, რომელმან არა იცის ბრწყინვალება მზისა, დაძვრების მიწასა, რამეთუ მე [112] არა დიდებისა აწინდელისათჳს მსურს, არამედ მერმისა, რამეთუ მოსლვითა ჩემითა განმირინებიეს მრავალნი ქრისტიანენი და მაქუს სასოება ჯუარცმულისა, რათა მისთანაცა ვიდიდო". მიუგო სინდმან: "ვინაჲთგან ესავ მომკუდარსა და შემდგომად სიკუდილისა სუფევად ხარ მის თანა, ჯერ არს, რათა მიისწრაფო. აწ ხვალისად გამოვედ და წარგავლინო შენ, ვითარცა წარვავლინე წარჩინებული შენი წინამორბედად შენდა".
დღესა მეორესა გამოვიდა სინდთა მეფე და აქათ განვიდა ვახტანგ და აქუნდათ ორსავ ოროლნი; ურბენდნენ ერთი-ერთსა, რათა ღონისძიებითა უხეთქონ. მაშინ იცა ჟამი სინდმან, რათა სცეს ოროლი ვახტანგს, არამედ ვახტანგ სიკისკასითა წარიცთუნა ოროლი მისი და თჳთ შემოუმრგვალა, სცა სინდსა მას ოროლი მარცხენესა ბეჭსა და განავლო წინათ წყრთა ერთი და გარდამოვარდა სინდთ მეფე, ჩაყო ჴელი ვახტანგ და მოჰკიდა ფერჴსა მისსა და მოიღო თრევით წინაშე სპარსთა მეფისა; და შეასხმიდნენ ყოველნი ქებასა დიდსა ვახტანგს, ხოლო სპარსთა მეფემან დაადგინნა მკურნალნი და განჰკურნეს სინდო მეფე, და ითხოვდა მისგან ციხე-ქალაქთა.
გარნა ძესა მისსა ეპყრა შემდგომად შეპყრობისა მამისა. ამისთჳს ვახტანგ განეზრახა სპარსთა მეფესა, რათა აღიღოს ხარკი და მძევალი სინდთაგან და განუტევოს მეფე მათი. სთნდა ესე მეფესა სპარსთასა და ჰყვეს ეგრეთ ზავი მშჳდობისა. ამისთჳს ემოყუსა ვახტანგს სინდთ მეფე, პირველად რამეთუ არა მოკლა, და მეორედ მისით განტევებულ იქმნა და უძღუნა ურიცხჳ ვახტანგს. შემდგომად მუნით წარმოსრულნი მიიწივნენ აბაშეთს და სულგრძელად ბრძოდნენ რ გარდაუგდეს ჩალათა წყალი და შემდგომად განჴმობისა შევიდნენ, მოსწყჳდნეს, მოსტყუევნნეს, მოაოჴრნეს და წარმოვიდნენ გამარჯუებულნი; ხოლო ვახტანგ ანტიოქიიდამ მოვიდა ურა ქალაქსა და მუნ დახუდნენ დედა და დაჲ თჳსი, წარმოვიდნეხ და მოვიდნენ სომხითს. მუნიდამ განუტევა ლეონ პატრიკი და სპანი ბერძენთა და [113] წარავლინა დესპანიცა თჳსი მოყვანებად ცოლისა თჳსისა და კათალიკოზისა და ეპისკოპოზთა იბ (რამეთუ ეტყოდა სპარსთა მეფე შერთვასა დისა თჳსისასა ცოლად ვახტანგს, არამედ ვახტანგ აუწყა სმა ცოლისა, რომლისათჳს დამძიმდა სპარსთა მეფე).
ხოლო მცხეთის ეპისკოპოზმან სცნა მოყვანება კათალიკოზისა და მიზეზ-ყო ესე და შესწამა მეფესა დატევება ქრისტესი და დაჰკრულნა მეფე სპითურთ. იხილა მეფემან და იტყოდა: "გარნა თუმცა მართალ ვართ, არამედ ჯერ არს სიმდაბლე". და მივიდა რათა ამბორს უყოს ფერჴსა; ხოლო მან განმარტა ფერჴი და ფანდაკითა შემუსრა კბილი მეფისა ქესა უობ, ქართულსა სკდ. რქუა მეფემან: "შურითა ჰქმენ ესე, რამეთუ მოვალს უხუცესი შენი და ამის ძლით რათა აღმძრა მეცა, არამედ მე არარაჲ გიყო შენ, გარნა წარგავლინო კოსტანტინეპოლედ". ხოლო კოსტანტინეპოლს განსაჯეს იგი და მრისხანებით სისხლის დათხევისათჳს განკუეთეს არღარა წირვად და კადნიერებისათჳს მეფისა სიკუდილად და წარსცეს მონასტერსა მღჳძარებისასა ექსორიად საუკუნოდ.
შემდგომად მოვიდა ცოლი ვახტანგისა და კათალიკოზი და ეპისკოპოზნი ქსა უოგ, ქართულსა სკე. მიეგება მეფე, მოიყვანა მცხეთას და ქმნა ქორწილი თჳსთა შემგზავსებული, რომლისა მზითვად მოეცა კეისარსა ეგრისწყალს-იქითი ქუეყანა. ხოლო მეფემან კათალიკოზად პეტრე დაადგინა მცხეთას და სამოელ მუნვე ზემო ეკლესიასა ეპისკოპოსად; ხოლო სხუანი ეპისკოპოსნი დასხნა:
ა კლარჯეთს, ბ ერუშეთს,
გ წუნას,
დ მანგლისს,
ე ბოლნისს,
ვ რუსთავს,
[114] ზ ნინოწმიდას,
მ ჭერამს,
თ ჩელეთს,
ი ხორნაბუჯს,
ია აგარაკს,
იბ ნიქოზს წმიდის რაჟდენის საფლავსა ზედა.
ხოლო შემდგომად უშვა ვახტანგს ელენემ ორნი ძენი და ორნი ასულნი. ხოლო მისცა მეფემან დაჩის, ძესა თჳსსა, ქალაქნი ჭერამი, ნეკრესი და ხორნაბუჯი და ყოველი მტკურის აღმოსავლეთი და თჳთ დაჯდა უჯარმას, მოამტკიცა იგი და მატა ივერიასა შინა ციხე-ქალაქთა მაგრებანი მრავალთა წელთა.
შედგომად მოკუდა სპარსთა მეფე და დაჯდა მის წილ ხოსრო, ძე მისი. ესე წარმოემართა ბრძოლად ბერძენთა და მოუმცნო ვახტანგს: "ესრეთ მაუწყეს მოხუცებულთა ჩემთა, რათა მოვიდე შენდა და შენ შემიძღუე საბერძნეთს". ესმა რა ვახტანგს თქუა: "აღლესე, მჭედელო, მახჳლი, რათა მსწრაფლ განგეწონოს"; არამედ მიუმცნო სპარსთა: "პირველად განემზადე ბრძოლად ჩემდა და მერმეღა შევედ საბერძნეთს". კუალად წარგზავნა კეისრისა თანა და აცნობა ყოველი; თჳთ დაადგრა უჯარმას და განამაგრნა ციხე-ქალაქნი ივერიისანი და ველისათა უბრძანა შევლტოლვად კავკასიად და მთათა და სიმაგრეთა.
მოვიდნენ სპარსნი და შემუსრნეს ციხე-ქალაქნი ჰერეთისანი და დაიბანაკეს იორსა ზედა ღმ ჩ (740 000) ლაშკრითა ქსა უჟთ, ქართულსა სნა. არამედ სამ დღე მარადის იყო ბრძოლა და დამცემოდიან ორ-კერძოვე ურიცხუნი; მაშინ ვახტანგ განჰყო სპა თჳსი, ქუეითნი კ ჩ (20 000) მიავლინა მთით კერძო, სპასალარი კ ჩ (20 000) მჴედრითა ერთ კერძ და თჳთ სპითა რ ჩ (100 000) დაესხა განთიად, შევლო ვახტანგ და შეუჴდა ხოსრო მეფესა, ხოლო ხოსრო ივლტოდა და მოკლა ძე მისი; არამედ მუნ ბრძოლასა სპარსმან [115] ვინმე სცა ისარი ვახტანგ მკერდსა, გარნა იყო ბრძოლა შუადღემდე. იძლივნენ სპარსნი და მოკუდა მათგანი რლ ჩ (130 000) და ვახტანგისანი კჱ ჩ (28 000) და წარმოიღეს ნატყუენავი ურიცხუნი.
ხოლო სპარსნი სიდიდისათჳს სპისა ჩადგნენ რუსთავს, რამეთუ მოსწყლეს რა მეფე, ვერღარა სდევნიდნენ და დამძიმდაცა ვახტანგ წყლულებითა, რამეთუ შეწეულ იყო ისარი ფილტვამდე. ამის მცნობთა სპარსთა მოაოჴრეს ქართლი; არამედ ციხე-ქალაქნი ვერა რომელნი შეჰუსრნეს; მაშინ მსმენელი კეისარი სპითა დიდითა წარმომართებულ იყო შუელად ვახტანგისად.
სცნეს სპარსთა მოსლვა კეისრისა და მიეგებნენ კარნიფორას და ბრძოლასა მათსა მოსწყდა სპანი ურიცხუნი ორგნითვე, რამეთუ მდინარე სისხლისა დიოდა; ვერა რომელმან სძლო და შეიქმნენ თჳს-თჳსად; არამედ ვახტანგ დამძიმდა ფრიად სიკუდიდ. მაშინ მისცა ძესა თჳსსა დაჩის მეფობა და კეისრის ასულისაგან ნაშობთა ტაშისკარს ზეითი ზღუამდე საერისთოდ და ამცნო სიყუარული და განუშორებლობა ბერძენთა. შემდგომად გარდაიცვალა მჴნე და მოწამეობისა ღირსი გორგასალ ქა უჟთ, ქართულსა სნა.
ლდ. მეფე დაჩი იე წელი მეფა
[edit]დაჯდა მეფედ დაჩი, ძე მისი, და იწყო შენებად მოოჴრებულისა. ამას ჟამსა შინა მოკუდა კათალიკოზი პეტრე და დასუა სამოელ. ამან მეფემან უბრძანა მთიულთა კახეთისათა ქრისტიანე-ყოფად, ხოლო მათ არა ინებეს და განდგნენ ნოხპატელნი. შემდგომად მოკუდა ძე ვახტანგისა ლეონ და დაშთა ძმა მისი მირდატ. ხოლო ამ მირდატს [116] გაუცვალა დაჩიმ ქუეყანა ჯავახეთისა და უკ-მოიხუნა ეგრისწყალსქუემოთი ქუეყანა დედეული მირდატისა და ერისთაობდა მირდატ ტაშისკარიდამ ზღვადმდე მორჩილებასა ქუეშე დაჩი მეფისასა. არამედ ამან დაჩიმ მეფა კეთილად, შემდგომად გარდაიცვალა ქსა ფიდ, ქართულსა სჲვ.
ლე. მეფე ბაკურ იგ წელი მეფა
[edit]მეფე იქმნა ძე მისი ბაკურ და მეფობდა კეთილად და უშფოთველად, რამეთუ არა-სადა აღუჩნდა მტერი დღეთა მისთა. შემდგომად გარდაიცვალა ქსა ფკჱ, ქართულსა სპ.
ლვ. მეფე ფარსმან იდ წელი მეფა
[edit]გამეფდა ძე მისი ფარსმან და დაიპყრა ყოველი გიორგია. ჟამსა ამისსა მოკუდა კათალიკოზი სამოელ, დასუა თავფეჩაგ. მოკუდა იგიცა, დასუა ჩიგირმან; არამედ აქამომდე იყო მშჳდობა და მორჩილებდნენ ძენი მირდატისანი ფარსმანს. შემდგომად მოვიდა სპარსთა მეფე ქესა ფლე, ქართ{ულსა} სკჱ და მოაოჴრა ქართლი. მაშინ ამან ფარსმან ითხოვა მშჳდობა და აღუთქუა მორჩილება. ხოლო მან უსმინა და დაიცვნა ეკლესიანი შეუძვრელად. და წარვიდა, მიერითგან განიყვნენ ნათესავნი გორგასალისანი: ფარსმან ერჩდა სპარსთა, ხოლო ძენი მირდატისანი ბერძენთა. შემდგომად ამისა გარდაიცვალა ფარსმან მეფე ქესა ფმბ, ქართულსა სჟდ.
ლზ. მეფე ფარსმან იე წელი მეფა
[edit]შემდგომად მისა დაჯდა ძმისწული ფარსმან მეფისა ფარსმანვე სახელით მეფედ; არამედ იყო ფრიად მორწმუნე და მატა ეკლესიათა. ჟამსა ამისსა მოკუდა კათალიკოზი ჩიგირმან. დასუა საბა. ამიერითგან [117] არღარა მოიყვანდიან კათალიკოზსა საბერძნეთიდამ, არამედ დასხმიდიან წარჩინებულ-დიდებულთა ძეთა. კუალად მოკუდა კათალიკოზი საბა; ამანვე დასუა ევლავიოზ. ამისვე-ზე მოვიდნენ იგ მამანი შუამდინარიდამ. მიეგება ევლავიოზ კათალიკოზი და მოიკითხა ასურულითა ენითა; ხოლო მათ ქართულ პასუხ-უგეს, რამეთუ უცნობელნი იყვნენ ორნივ ენათა ურთი-ერთთა, რომელთაცა სახელები ესენი არიან:
ა, იოანე ზედაძნელი; ბ, დავით გარეჯელი;
გ, სტეფანე ხირსელი;
დ, იოსებ ალავერდელი;
ე, ზენონ იყალთოელი;
ვ, ანტონი მარტომყოფელი;
ზ, ისე წილკანელი;
ჱ, თათე მამებელი,
თ, შიო მღვიმელი;
ი, ისიდორე სამთავნელი;
ია, აბიბოს ნეკრესელი;
იბ, მიქელ ულუმბელი;
იგ, პიროს ბრეთელი;
იდ, და ელია დიაკონი;
განმანათლებელნი და აღმაშენებელნი ეკლესია-მონასტერთა ქართლისათანი, ხოლო შემდგომად მეფა ამან ფარსმან კეთილად, და გარდაიცვალა ქესა ფნზ, ქართ{ულსა} ტთ.
ლჱ. მეფა ბაკურ იგ წელი მეფა
[edit]მის წილ ძე მისი ბაკურ მეფე იქმნა. იყო ფრიად მორწმუნე და მაშინებელი ეკლესიათა. ამან განწმიდა გიორგია ურწმუნოებისაგან [118] და განამრავლნა მღუდელნი და დიაკონნი; მოკუდა კათალიკოზი ევლავიოზ და დასუა მაკარი. ხოლო ჟამსა ამისსა იყო სომხითს მთავარი სახელით ვასქენ. ესე წარვიდა წინაშე სპარსთა მეფისა, უარჰყო ქრისტე და იქმნა ცეცხლის-მსახურ; ხოლო სპარსთა მეფემან მისცა ერისთობა რანისა და წარმოგზავნა. ამას ვასქენს ჰყვა ცოლი შუშანიკ და აიძულებდა დატევებად ქრისტესა, არამედ შუშანიკ არა ინება და მან მოკლა იგი ტანჯვითა ფიცხელითა. მცნობმან მეფემან ბაკურ შეკრიბა სპა თჳსი და წარვიდა უგრძნეულად; ხოლო ვასქენ იდგა ველსა ზედა კიდესა მტკურისასა, სადა ერთვის მდინარე ანაკერტისა. მუნ დაესხა ბაკურ მეფე, შეიპყრა ვასქენ და დაჭერილი მოჰკიდა ძელსა; ხოლო გუამი შუშანიკისა წარმოიღო და დადვა ცორტავს, შემდგომად წარგზავნა დესპანი სპარსთა მეფისა წინაშე და მოითხოვა შენდობა; ხოლო სპარსთა მეფესა არა ენება შეერთება მეფისა ბერძენთა თანა; ამისთჳს გმო ვასქენ და მოუმცნო ბაკურს კეთილის-ყოფად და წარმოგზავნა სხუა ერისთავი რანს. მერმე მოკუდა კათალიკოზი მაკარი და დასუა სჳმეონ. შემდგომად მოკუდა ბაკურ მეფეცა ქსა ფო, ქართულსა ტკბ.
შემოსლვა ქასრესი, გუარამ კუროპალატი
[edit]ხოლო ძენი ბაკურ მეფისანი ვერ იპყრობდნენ მეფობასა სიმცირითა და დაშთნენ კახეთს. მაშინ სპარსთა მეფემან წარმოგზავნა ძე თჳსი ქასრე ერისთავად რანისა და მოვაკანისად. ამან ქასრე წარიბირნა ერისთავნი საქართველოსანი და მანვე მოსცა სამკჳდროდ საერისთონი და ნიჭნი დიდნი. განდგნენ თჳს-თჳსად ერისთავნი ივერიისანი და ხარკსა მისცემდნენ ქასრეს და ძენი ბაკურ მეფისანი იყვნენ მთიულეთს და ძენი მირდატისნი კლარჯეთს. სხუა ყოველი ქართლი, [119] სომხითი დაიპყრეს სპარსთა და ბრძოდნენ ბერძენთა. შემდგომად ამისა იქმნა შფოთი სპარსეთს და წარვიდა ქასრე შუელად მამისა თჳსისა, რამეთუ უცალო იქმნენ სპარსნი; მაშინ შეიკრიბნენ ყოველნი ივერიის ერისთავნი და ითხოვეს მეფედ თჳსად ბერძენთა კეისრისაგან ნათესავი თჳსთა მეფეთა. ესე მოთხოვნა იყო, ოდეს უფლებდნენ აზნაურნი და მოაკლდა უფლება მათი ბოროტთა მათთაგან.
მასვე ჟამსა მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა; არმაზი შემცირდებოდა და კალა გამდიდრდებოდა. ხოლო კეისარმან მოსცა მეფედ გუარამ ასულის-წულისაგანი ვახტანგ გორგასლისა მირდატის დისაგანი და თჳთ ბაგრატოვანი და კეისარმან მოსცა გუარამს კურადპალატობა და პატივ-სცა და შემოკრბნენ ყოველნი ერისთავნი და სპასპეტნი ივერიისანი, კათალიკოზი სჳმეონ და ეპისკოპოზნი და აკურთხეს გუარამ მეფედ გიორგიისად დასაბამით წფკდ, ბერძულსა ხპგ, ქესსა ფოე, ქართულსა ტკზ, ინდიკტიონსა ჱ.
საქართველო - ივერია -გიორგია | ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი |
საქართველოს ძველი ისტორია: ბაგრატიონთა მეფობა |