საფლავი
Appearance
საფლავი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ვარსებობ, თეთრი დღეა ისევე,
ვიგონებ სტრიქონს, გულში დაწერილს.
აჰა, მოვედი, ვერ მოვისვენე,
აგერ, შენს ძვირფას საფლავს დავცქერი.
დაწოლილია თბილისი დაბლა
ბედი მძიმეა და ულმობელი.
ვხედავ ქვეყანას, ვხედავ შენს საფლავს
და ჩვენც, ძვირფასო, ეს დღე მოგველის.