Jump to content

ნოემბერია და ოდნავ ცივა

From Wikisource
ნოემბერი და ოდნავ ცივა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ნოემბერია და ოდნავ ცივა,
მოვა ზამთარი, ველი წამებას.
ცხრა საათია, ბინაზე მივალ
და მთვარიანი თეთრი ღამეა.

და მაღალ სურვილს იმედი მისდევს
და ქარიშხალი ისევ გამეფდა.
შორეულ წარსულს ვიგონებ ისევ
და მთვარიანი თეთრი ღამეა.

და ვარსკვლავები ბრწყინავენ მაღლა,
სივრცეა, ქუჩა, მე ვარ, წამია.
მშვენიერ სოფელს ვიგონებ ახლა
და მთვარიანი თეთრი ღამეა.

ნოემბერია და ოდნავ ცივა,
მოვა ზამთარი, ველი წამებას.
ცხრა საათია, ბინაზე მივალ
და მთვარიანი თეთრი ღამეა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]