მარტო ვარ, არ მეძახიან
Appearance
მარტო ვარ, არ მეძახიან ავტორი: ტერენტი გრანელი |
მარტო ვარ, არ მეძახიან,
რა ვქნა, ქარია ისევე.
ჩემს წინ ვიღაცა მარხია
და მეც მკვდარივით ვისვენებ.
დრო ასე მიდის, სულ მიდის
გულმა ტირილი ინება.
დუმილი, ისევ დუმილი,
დუმილი და მოთმინება.