Jump to content

ლექსი თოვლზე

From Wikisource
ლექსი თოვლზე
ავტორი: ტერენტი გრანელი


რა ვქნა, მე თოვლი მღალავს,
პოეტს, ისედაც მოღლილს.
თოვლი ეცემა ქალაქს,
ისმის შრიალი თოვლის.


ეს ფიქრი ისევ ელავს,
ფიქრი გაივლის ქარებს.
ათოვს საფლავებს ნელა,
ათოვს მიმავალ ქალებს.


რამდენ წამებას ვიტან,
ქრიან წუთები თრთოლვის.
ნელა ეცემა ციდან
თეთრ ყვავილივით თოვლი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]