ისევ საღამო, ისევ თვალები
Appearance
ისევ საღამო, ისევ თვალები ავტორი: ტერენტი გრანელი |
ისევ საღამო, ისევ თვალები,
სული - ლაჟვარდი, ბაღი - ბუნება.
მე ქვეყანაზე ვცხოვრობ წვალებით,
ვცხოვრობ, მეოცე საუკუნეა.
ახლაც მარტო ვარ, დებმა არ მნახა,
ჰქრიან დღეები და ფერს მიცვლიან.
მე დავიღალე, რა ვქნა, ამაღამ
რომ სიხარული არ შემიძლია.