Jump to content

ირგვლივ ეყარა ვარდის კონები

From Wikisource
ირგვლივ ეყარა ვარდის კონები
ავტორი: ტერენტი გრანელი


ირგვლივ ეყარა ვარდის კონები,
სევდა ოცნებას კარს არ უღებდა.
მე შენ სრულიად არ გიგონებდი
და უშენობა არ მაწუხებდა.

სადღაც ელავდნენ თეთრი ნავები,
ხე შრიალებდა ქარით, სიოთი.
ირგვლივ მზე იყო და საფლავები
და გულმოკლული მე მივდიოდი.

ერთ დროს მიყვარდა მხოლოდ ბოდლერი,
და მე ვეძებდი მაშინ სხვა ოთახს.
ბაღს დახურული ჰქონდა ფოთლები
და ჩემს მახლობლად ყვავი ჩხაოდა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]