Jump to content

ირას (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

From Wikisource
ირას
ავტორი: ტერენტი გრანელი


არ ხარ, გიგონებ წმინდა ვედრებით
და მე არ ვიცი, როდის მელიან.
შენ აივნიდან არ იხედები,
არ ხარ და სახლი ცარიელია.

ახლა ვიგონებ გარდასულ წამებს,
მოაქვს წამება ამნაირ დროსაც.
მე ასე ვწვალობ ყოველი ღამე,
მე ასე ვწვალობ, შენ სადღაც შორს ხარ.

და ისევ ვქრები, როგორც სანთელი,
და მზე ყვითელი - ზეცის გულია.
და ახლა ჩემთვის არის ნათელი,
შენი თვალები რომ უფსკრულია.

არ ხარ, გიგონებ წმინდა ვედრებით
და მე არ ვიცი, როდის მელიან.
შენ აივნიდან არ იხედები,
არ ხარ და სახლი ცარიელია.

რესურსები ინტერნეტში

[edit]