Jump to content

Wikisource:მთავარი გვერდი/რჩეული სტატია

From Wikisource
ყურადღება! ეს გვერდი სრულად დაცულია, ანუ თქვენ არ შეგიძლიათ მისი რედაქტირება ამ გვერდთან დაკავშირებული მაღალი რისკის გამო. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ შესწორება აუცილებელია, დაწერეთ თქვენი აზრი განხილვის გვერდზე.


ენით დაკოდილი



ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდნენ. კაცმა დათვი სახლში მიიწვია. დათვი ესტუმრა, თბილად მიესალმა კაცსაც და მის ცოლსაც. ცოლს დათვის სიმყრალე ეცა და თქვა:

– პირმყრალ სტუმარს ვერ ვეწყობიო!

წავიდა გულნატკენი დათვი.

გავიდა დრო. ეს კაცი ტყეში წავიდა და თან ცული წაიღო ხის მოსაჭრელად.

დათვი გულიანად შეეგება, თუმცა, ბოლოს დაიჟინა:

– თავზე ცული დამკარი და დამჭერიო!

კაცმა იუარა, მაგრამ დათვი არ მოეშვა. ბოლოს დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა.

ერთი თვის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. დათვს ჭრილობა შეხორცებული ჰქონდა. დათვმა კაცს უთხრა:

– ძმაო, შენი ცულით დაჭრილი თავი გამიმთელდა და შენი ცოლის ენით დაკოდილი გული კი - არაო...