Jump to content

V ს. ბერძენი ანონიმი

From Wikisource

"მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო"
ავტორი: V ს. ბერძენი ანონიმი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: კეჭაყმაძე ნათელა


ფლავიუს არიანე
ფლავიუს არიანე
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები



ფლავიუს არიანე - "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო" - თარგმანი, გამოკვლევები, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაყმაძისა - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ წ. II - თბილისი - 1961

რესურსები ინტერნეტში:http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5120


წინასიტყვაობა

[edit]

ტექსტი

[edit]
ა ნ ო ნ ი მ ი (V ს. ახ. წ. ა.)
მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო

1. მდინარე არქაბისიდან მდინარე ოფიუნტამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ეკქეირიებად წოდებული (ახლა ცხოვრო- ბენ მაქელონები და ჰენიოხები) მდინარე აფსაროსიდან მდინარე არქაბისამდე წინათ ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებული ბიძერე- ბი (ახლა კი ცხოვრობენ ძიდრიტები).


2. მდინარე აფსაროსიდან სანაოსნო

მდინარე აკამფსისამდე, თხუთმეტი სტა- დიონია, ორი [რომაული]. მილი. მდინარე აკამფსისიდან მდინარე ბათისამდე სამოც- დათხუთმეტი სტადიონია, ათსი მილი. მდინარე ბათისიდან. მდინარე კინასამდე ოთხმოცდაათი სტადიონია, თორმეტი მი- ლი. მდინარე კინასიდან სანაოსნო მდინარე ისისამდე ოთხმოცდაათი სტადიონია, თორმეტი მილი. აკამფსისი და ისისი სანაოსნო მდინარეებია, დილაობით. მათზე ქრის ძლიერი ქარები. მდინარე ისი- სიდან ეგრეთ წოდებულ მოგროსამ- დე (ან ნიგროსამდე) ხომალდების მიერ გასავლელია ოთხმოცდაათი სტადიონი, თორმეტი მილი. [აქედან ფაზისამდე ოთხმოცდაათი სტადიო- ნია, თორმეტი მილი).

3. ეს მდინარე ფაზისი არმენიიდან

მომდინარეობს. მის ახლოს ცხოვრო- ბენ იბერიიდან არმენიაში გადასახლე- ბული იბერიელები. მდინარის შესასვ- ლელთან, ფაზისის მარცხენა ნაპირზე, მოთავსებულია მილეტელების მიერ დაა- რსებული ელინური ქალაქი ეგრეთ წოდებული ფაზისი, რომელშიაც, რო- გორც ამბობენ, თავს იყრის სამოცი- სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ამბობენ, თავს იყრის სამოცი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ტომი. მათ რიცხვში, გად- მოცემით. იმყოფებიან ინდოეთიდან და ბაქტრიიდან მოსული ბარბაროსები. მათ ბარბაროსული ქვეყანაა კორაქსიკე, რომელსაც ეკვრის ეგრეთ წოდებული კო- ლიკე. ახლა მელანქლაინების და კოლ- ხების ტომია [იქ].

4. ეს მდინარე სანაოსნოა ასი (180?)

სტადიონის, ანუ ოთხი მილის (24?) მანძილზეა მასზე არის დიდი ქალაქი, ეგრეთ წოდებული აია, საიდანაც მედეა იყო.

5. ფაზისს აქვს მეტად მსუბუქი წყა-

ლი, ერთვის ზღვას და ერევა ზღვის

78

წყალს. თუ ზემოდან ამოიხაპება წყალი მეტად მტკნარია, თუ ვინმე ჭურჭელს

სიღრმეში ჩაუშვებს - მარილიანი. თუმ-
ცა მთელი პონტოს წყალი უფრო მტკნა-
რია, ვიდრე გარეშე ზღვისა [ხმელთაშუა
ზღვისა]. ამის მიზეზია მდინარეები, რომე-
ლთა რაოდენობის და სიდიდის განსაზღ-
ვრა არ შეიძლება. სიმტკნარის საბუთი
(თუ კი საბუთი გრძნობათათვის ცხად
საგნებსაც ესაჭიროებათ) არის ის, რომ
მცხოვრებთ საქონელი მიყავთ ზღვასთან
და იქ ასმევენ წყალს. საქონელი აშკარა
სიამოვნებით სვამს ამ წყალს. ამბობენ,
რომ ეს სასმელი საქონლისათვის მტკნარ
წყალზე უფრო სასარგებლოა. ფერი ფა-
ზისისა თავისებურია, გავს ტყვიით და
კალით შეღებილ წყალს. დაყენების შემ-
დეგ კი ის მეტისმეტად იწმინდება. ამი-
ტომ არაა მიღებული რომ ფაზისში ზღვი-
დან შემსვლელმა წყალი თან მოიტანოს.
არამედ, როდესაც მოგზაურნი მდინარის
კალაპოტში შევლენ, გაიცემა ბრძანება
ხომალდზე არსებული მთელი წყალი

გადაღვარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოცემის მიხედვით, მოგზაურობა

არ იქნება ბედნიერი ფაზისის წყალი
არ შმორდება, არამედ უცვლელი რჩება
ათ წელს, ის უფრო მეტად ტკბება [ამ
ხნის განმავლობაში].
79 
6. მდინარე ფაზისიდან მდინარე ქარი-

ენტამდე ოთხმოცდაათი სტადიონია, თორ- მეტი მილი. მდინარე ქარიენტიდან სანაოსნო მდინარე ქობოსამდე ოთხმოცდაათი სტადი- ონია, თორმეტი მილი. მდინარე ქობოსიდან მდინარე სიგამემდე რომელსაც ძიგანისიც ეწოდება), ორას ათი სტადიონია, ოცდარვა მილი. ძიგანისიდან მდინარე ტარსურამდე (ახლა რომ მოხე ეწოდება) ას ოცი სტადი- ონია, თექსმეტი მილია მდინარე ტარსური- დან მდინარე ჰიპოსამდე (ახლა რომ ლა- გუმფსა ეწოდება) ას ორმოცდაათი სტადი- ონია, ოცი მილი. მდინარე ჰიპოსიდან მდი- ნარე ასტელეფამდე (ახლა რომ ევრიპოსი ჰქვია და ხომალდთა მისადგომია) ოცდა- ათი სტადიონია, ოთხი მილი.. მდინარე ასტელეფიდან ქალაქ დიოსკურიდამდე, რომელსაც ნავსადგური აქვს და რომელსაც ახლა სებასტოპოლისი ეწოდება. ას ოცდა- თხუთმეტი სტადიონია, თვრამეტი მილი.

7. დიოსკურიდიდან ანუ სებასტოპო-

ლისიდან მდინარე აფსაროსამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი კოლხებად წოდებუ- ლი, ახლა ლაზებად სახელშეცვლილია.

8. გავიარეთ შემდეგი ტოვები : ტრაპე-

ზუნტელების მეზობლად, როგორც ქსენე- ფონტიც ამბობს, ცხოვრობენ კოლხები,

და ისინი, რომლებიც მას. მიაჩნია მეტად
80 
კარგ მეომრებად და ტრაპეზუნტელების
მოსისხლე მტრებად. ქსენოფონტი მათ
დრილებს უწოდებს, მე კი მგონია, რომ
ისინი სანები არიან. ესენი ახლაც მეტის-
მეტად კარგი მეომრები არიან და ტრაპე-
ზუნტელების დიდი მტრები. გამაგრებულ
ადგილებში ცხოვრობენ. მეფეები არ ჰყავთ.
წინათ ისინი რომაელების მოხარკენი იყვ-
ნენ, მაგრამ ახლა ყაჩაღურ ცხოვრებას ეწე-
ვიან და სრულიად არ იხდიან ხარკს კოლ-
ხების ზემოთ მაქელონები და ჰენიოხები
ცხოვრობენ. ამათი მეფე ანქიალეა.


9. 9.ჰენიოხთა ტომი შერეულია ზოგიე-
რთნი ამბობენ, რომ ამათ ჰენიოხები ქვიათ
ამფისტატესაგან და ტელქისაგან. კასტორი
რისა და პოლიდევკის მეეტლეებისაგან.
ხომ გადმოგვცემენ. რომ ისინი აქ მოვიდ-
ნენ იაზონთან ერთად ლაშქრობის დროს,
ამ ადგილებში დასახლდნენ თა ვისიანე-
ბისაგან მიტოვების შემდეგ. ასე მოგვი-
თხრობს მითი. ჰენიოხების ზემოთ ეგ-
რეთ წოდებული კასპიის ზღვაა, მას
გარშემო ჰყავს შემოხვეული ბარბაროს-
თა ტომები, რომელნიც ცხენის ხორცით
იკვებებიან. მის ახლოს მიდიელთა საზღვ-
ბია


81 
82
I0. I0. მაქელონთა და ჰენიოხთა მეზობლად
ძიდრიტები ცხოვრობენ. ფარსმანის ქვეშე-
ვრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლა-
ზები არიან. ლაზთა მეფემ: მალასამ შენგან
მიიღო მეფობალაზების გვერდით აფსი-
ლები, ცხოვრობენ. აფსილთა მეფე იულიანეა.
ამას შენი მამისაგან აქვს ტახტი მიღებული
აფსილების მეზობლები აბასგები არიან.
აბასგთა მეფე რიმაგაა, ამასაც ტახტი შე-
ნგან აქვს მიღებული. აბასკების გვერდით
სანიგები არიან, მათ მიწა-წყალზეა სებას-
ტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენ-
გან მიიღო.



11. აფსაროსამდე აღმოსავლეთით 11.

მივცურავდით ევქსინის მარჯვენა მხა-
რეს. აფსაროსი მე მეჩვენა პონტოს სიგრ-
ძის ბოლო საზღვრად, რადგან უკვე
აქედან ჩვენი მოგზაურობა ჩრდილოე-
თით წარიმართა ქობოსამდე [და ქობო-
სის ზემოთ] სიგამემდე. სიგამიდან ჩვენ
შევბრუნდით პონტოს მარცხენა მხარეს
მდინარე ჰიპოსამდე. მდინარე ჰიპოსი-
დან ასტელეფამდე და დიოსკურიადამ-
დე ჩვენ უკვე აშკარად პონტოს მარცხე-
ნა მხარეს მივურავდით და მივემართე-
ბოდით მზის დასავლისაკენ. როდესაც
ჩვენ მოვბრუნდით ასტელეფიდან დიოს-
კურიადისაკენ, დავინახეთ კავკასიონის
მთა. რომელიც სიმაღლით კელტურ ალ-
პებს შეედრება. გამოჩნდა ერთერთი
მწვერვალი კავკასიონისა, მწვერვალის
სახელი სტრობილია, სადაც, მითის 


83
მიხედვით, ზევსის ბრძანებით ჩამოკიდე-
ბულ იქნა პრომეთე ჰეფესტოს მიერ.


12 12. ბიზანტიონიდან მარჯვნივ მიმა-
ვალს დიოსკურიადამდე ასეთი გზა
ექნება: ციხე-სიმაგრე დიოსკურიადა
რომის სამფლობელოების საზღვარია
(მარჯვენა მხარეს) პონტოს შესასვლე-
ლიდან. როდესაც მე მივიღე ცნობა ეგ-
რეთ წოდებული კიმერიული ბოსფორის
მეფის კოტისის გარდაცვალების შესახებ,
განვიზრახე ამეწერა შენთვის ბოსფორა-
მდე ზღვის გზა, რათა თუ რაიმეს მოი-
სურვებ ბოსფორის მიმართ, საშუალება
გქონდეს იმსჯელო ამ გზის კარგი ცოდნის
საფუძველზე.


13. ვასრულებ ამას და ვამბობ შემდეგს:
დიოსკურიადა-სებასტოპოლისიდან წამო-
სულს პირველი სადგური ექნება პიტიუნ-
ტში. სებასტოპოლისიდან, სადაც სადგომია
ხომალდთათვის, სამას ორმოცდაათი სტა-
დიონია, ორმოცდაექვსი და 2/3 მილი.


14. 14. აქამდე მოდის პონტოს ბარბარო-
სული სამეფო ტიბარანიაში, სანიკეში და
კოლხიდაში მეზობელი მხარეები ავტონო-
მიურ ბარბაროსებს ეკუთვნის.




84
15. პიტიუნტიდან სტენიტიკის მხარემ-
დე (ძველად ტრიგლიტედ რომ იწოდე
ბოდა) ას ორმოცდაათი სტადიონია, ოცი
მილი. მასში წინათ სკვითური ტომი მოსა-
ხლეობდა. რომელსაც იხსენიებს ისტო-
რიკოსი ჰეროდოტე. ის ამბობს, რომ ეს
როდოტე. ის ამბობს, რომ ეს ტომი გირჩის
მჭამელია. მართლაც. ეს აზრი ახლაც არსე-
ბობს ამ ტომის შესახებ. სტენიტიკიდან
მდინარე აბასკამდე ოთხმოცდაათი სტა-
დიონია, თორმეტი მილი. მდინარე აბას-
კიდან მდინარე ბრუქონტამდე დან მდი-
ნარე ბრუქონტამდე (ახლა მიძიგი რომ
ჰქვია) ას ოცი სტადიონია, თექვსმეტი მი-
ლი. ბრუქონტიდან მდინარე ნესისამდე
რომელშიაც ჰერაკლეს კონცხიც გაქვს
(პიქსიტედ წოდებული), სამოცი სტადი-
ონია, რვა მილი. მდინარე ნესისიდან მდი-
ნარე მასაიტიკემდე დაათი სტადიონია,
თორმეტი მილი. მდინარე მასაიტიკიდან
აქეუნტამდე (სანაოსნო მდინარემდე) სა-
მოცი სტადიონია, რვა მილი. ეს მდინარე
აქეუნტი (იწოდება ბასისად და) ძიქებსა
და სანიხებს შუა არის. ძიქების მეფე სტა-
ქემფლასია. შენგან აქვს მეფობა მიღებული}


16. 16. ამრიგად, მდინარე აქეუნტიდან
მდინარე აბასკამდე სანიგები ცხოვრობენ.


17. მდინარე აქეუნტიდან ჰერაკლეს
კონცხამდე ( ახლა უკაცრიელი ქვია)




ას ორმოცდაათი სტადიონია, ოცი მილი.
(ჰერაკლეს კონცხიდან იმ კონცხამდე, რო-
მელზედაც ახლაცაა სიმაგრე, ბაგად წო-
დებული, ათი სტადიონია, 1, I/3 მილი. ამ
კონცხიდან იმ კონცხამდე, რომელიც და-
ცულია თრასკიისა და ბორეის ქარებისა-
გან (სადაც ახლა იმყოფება ე. წ. ლაია),
ოთხმოცი სტადიონია, 102

/ვ მილი. ლაია-

დან ე. წ. ძველ ლაზიკემღე (სადაც მოთავ-
სებულია ე. წ. ნიკოფსისი, რომლის ახ-
ლოს მდინარვა ახლა ფსახაფსისად წოდე-
ბული) ას ოცი სტადიონია, თექვსმეტი მი-
ლი. შველი ლაზიკიდან ძველ აქაიამდე
(სადაც არის ახლა ტოფსიდად წოდებუ-
ლი მდინარე) ას ორმოცდაათი სტადი-
ონა, ოცი მილი.



18. 18. ამრიგად ძველი აქაიიდან ძველ ლა-
ზიკემდე და შემდეგ. მდინარე აქეუნტა-
მდე წინათ ცხოვრობდნენ შემდეგი ტო-
ვებთ ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები,
მელანქლაინები, მაქალონები, კოლხები,
ლაზები, ახლა ძიქები ცხოვრობენ.


19. ძველ აქაიიდან პაგრის ნავსადგუ-
რამდე (ახლა ჰეპტალის ნავსადგური ეწო-
დება), სამას ორმოცდაათი სტადიონია,
462

/3 მილი.


85



86
20. პაგრის ნავსადგურიდან ძველ აქა-
იამდე წინათ ე. წ. აქეელები ცხოვრობდ-
ნენ, ახლა კი ძიქები ცხოვრობენ.
2I. ჰეპტალის ნავსადგურიდან ჰიეროს
ნავსადგურამდე (ახლა ჰიერიოს ან ნი-
კაქსისი რომ ეწოდება) ას ოთხმოცი
სტადიონია, ოცდაოთხი მილი. ნავსად-
გურ ჰიეროსიდან ან ნიკაქსიდან სინ-
დიკემდე (ან სინდურ ნავსადგურამდე,
ახლა ევდუსია რომ ჰქვია) ორას ოთხ-
მოცდაათი სტადიონია, ორმოცი მილი.


22. ამრიგად, სინდურ ნავსადგური-
დან პაგრამდე წინათ ცხოვრობდა ხალ-
ხი. რომელსაც კერკეტები ან ტორიტები.
ეწოდებოდა ახლა კი ე. წ. ევდუსიანე-
ბი ცხოვრობენ, რომელნიც გუთურ ან
ტავრიდულ ენაზე ლაპარაკობენ.
23. სინდიკის ნავსადგურის შემდეგ
არის სოფელი, რომელსაც ეწოდება
კოროკონდამე. მოთავსებულია ყელზე
ან ვიწრო ზოლზე ტბასას და ზღვას შო-
რის. მის მეზობლად კოროკონდამიტის
ტბაა. ახლა ოპისა ეწოდება. ქმნის მეტად
დიდ უბეს ექვსას ოცდაათი სტადიონის.
84 მილის მანძილზე. თუ ტბაში შევა ვინ-
მე და ნაპირის ირგვლივ დაიწყებს ცურ-
ვას, ქალაქ ჰერმონასამდე იქნება ოთხას
ორმოცი სტადიონი, 582

/3 მილი.


87
24. ჰერმონასიდან სინდიკის ნავსად-
გურამდე მეოტიდის გასწვრივ ცხოვრო-
ბენ ადამიანები, რომელთა ტომი სინდე-
ბად იწოდება, ქვეყანას აქედან ჰქვია სინ-
დიკე. ეს სინდები ბარბაროსები არიან,
მაგრამ ზნე-ჩვეულებით მშვიდობიანნი.
სინდების შემდეგ კერკეტები, იგივე ტო-
რიტები არიან, სამართლიანი და კეთილი
ტომია, ნაოსნობაში მეტად გამოწრთვნი-
ლი. კერკეტების მეზობელი ქვეყანა აქე-
ელებს უჭირავთ. რომელნიც, როგორც
ამბობენ, წარმოშობით ელინები არიან
და გაბარბაროსებულნი. იწოდებიან აქე-
ელებად, რადგან ამბობენ, არის გადმო-
ცემა, ერთ დროს ორქომენელთა ლაშქა-
რი, იალმენეს [მეთაურობით]. მთელი
ფლოტით რომ მოცურავდა ილიონიდან,
ტანაისის ქარის წყალობით, უნებლიეთ
მოხვდა პონტოს ბარბაროსულ ქვეყანა-
ში. ამიტომაა, რომ, როგორც ამბობენ,
ისინი ერთგულნი არიან ბარბაროსული
ადათებისა, უსამართლონი არიან და ელი-
ნებისადმი მტრულად განწყობილნი.
(აქეელები) მრავალნი არიან და კერკეტე-
ბის მტრებად ითვლებიან.
25. ჰერმონასიდან, უბიდან რომ გა-
მოხვალ. გაივლი ხუთას თხუთმეტ სტა-
დიონს 682

/3 მილს, მეოტიდის ტბის შე-

სართავამდე და აქილევსის სოფლამდე.
26. პირდაპირი გზით მცურავს სინდი-
კიდინ ეგრეთ წოდებულ კიმერიულ ბოს-
ფორამდე, ბოსფორის ქალაქ პანტიკაპეამდე 
მოუხდება გავლა ხუთას ოცდაათი სტა-
დიონის, ანუ სამოცდათორმეტი მილისა.


27. თუ ნაპირის გასწვრივ იმგზავრებ
ზევს ურიოსის ტაძრიდან მეოტიდის
ტბის შესართავამდე ან აქილევსის სოფ-
ლამდე სულ იქნება თორმეტიათას ოთ-
ხას ოთხმოცდა შვიდი სტადიონი,
16531

/3 მილი.

28. აქილევსის სოფლიდან, რომელიც
აზიის უკიდურეს ადგილასაა მოთავსებუ-
ლი და მეოტილის ტბის შესართავის სრუ-
ტესთან ან ტანაისთან, იმ სოფლამდე, რო-
მელიც საპირისპიროდ მდებარეობს ევრო-
პის უკიდურეს ადგილას, პორთმიონი
ეწოდება და მოთავსებულია აგრეთვე
სრუტეზე მეოტიდის ტბის შესართავ-
თან, შესართავის სიგანე ოცი სტადიო-
ნი იქნება, ანუ 22

/3 მილი.


29. ეს მდინარე ტანაისი, ამბობენ,
აზიასა და ევროპას ყოფს და მეოტი-
დის ტბიდან გამომდინარეობს,. ერთ-
ვის კიევქსინის პონტოს ზღვას. სხვა-
თა შორის ესქილე „განთავისუფლე-
ბულ პრომეთეშინ ფაზისს თვლის ევ-
როპისა და აზიის საზღვრად. მასთან
ტიტანები ეუბნებიან პრომეთეს:


88
„მოვეღით
პრომეთევ, რათა ვიხილოთ შენი
უბედურება და ტანჯვა ამ ბორკილ-
თაგან".


შემდეგ ისინი ამბობენ თუ რა

დიდი ქვეყანა გაიარეს:
,,სადაც ორმაგი საზღვარია ევროპის
და აზიის მიწისა, დიდი ფაზისი".

ამბობენ მეოტიდის ტბის ირგვ- ლივ მანძილი ცხრაათასი სტადი ონია, ათას ორასი მილი.

შენიშვნა

[edit]

1

V საუკუნის ახ. წ. ა. ანონიმი ავტორის “პერიპლუსის” ორი ნაწილი (პონტოს სამხრეთ,

ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროების აღწერა) რამდენჯერმეა გამოცემული და K. Muller- ის წიგნის GGM, I, Parisiis, 1882, 402 – 423 გვერდებზე მოთავსებული. ჩვენ გადმოწერილი და გადმოქართულებული გვაქვ “პერიპლუსის“ შუა ნაწილი - პონტოს აღმოსავლეთ სანაპიროს აღწერა. ეს ნაწილი გამოცემულია: K. Muller, FHG, vol. V, 1883, p. 174 – 184.