Jump to content

Q-642 ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები

From Wikisource




ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები










Q-642 ხელნაწერის აღწერილობა

[edit]

Q-642 ხელნაწერი წარმოადგენს XVI საუკუნის კრებულს. 383 ფ. 28x19,5 სმ. ქაღალდი. ტყავგადაკრული ხის ყდა. თავ-ბოლო ნაკლული.

პუბლიკაცია

[edit]

Q-642 ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები

[edit]

მეწიეთის მარხვანის მოსახსენებლები

[edit]

1. ბაგრატ აფხაზთა, ქართველთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნოჲმცა არს.

2. გიორგი კესაროსისა, აფხაზთა, ქართველთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნოჲმცა არს.

3. დავით, ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა ახლისა მართლმადიდებელისა სკ˘ნჲ.

4. დემეტრე ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა სკ˘ნჲ.

5. გიორგი ყოვლისა აღმოსავლეთისა ჴელმწიფედ მპყრობელისა, მეფეთ-მეფისა სკ˘ნჲმცა.

6. თამარ ყოვლისა აღმოსავლეთისა ახლისა მართლმადიდებლისა, აფხაზთა, ქართველთა, ჰერთა და კახთა და ყოველთა ქრისტეანეთა მპყრობელისა სკ˘ნჲმცა.

7. ძისა მათისა, მეფეთ-მეფისა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მტკიცედ მპყრობლისა გიორგისი და მეფეთ-მეფისა სკ˘ნჲმცა არს საჴსენებელი...

8. დისა მათისა, რუსუდან მართლმადიდებლისა, ყოვლისა აღმოსავლეთისა მტკიცედ მპყრობელისა საუკუნოჲმცა.

9.დავით და დავით მართლმადიდებელთა მეფეთ-მეფეთა სკ˘ნჲმცა არს.

10. უსხეულოთა მიმსგავსებულისა წ˘ისა მამისა ჩუენისა ეფთვიმე მთაწმიდელისა, ახლისა ოქროპირისა, ქართველთა განმანათლებელთა, სკ˘ნჲ.

11. წ˘თა და მართლმადიდებელთა დედოფალთა - მარიამ და მართასი სკ˘ნჲ.

12. წ˘თა მამათა: იოვანე და იოვანე სვინგელოზისა და გ[იორგ]ისი სკ˘ნჲმცა.

13. წ˘სა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისა, ქართველთა მნათობისა, სკ˘ნჲმცა არს.

14. ყოველთა ნათესავთა ჩ˘თა მასპინძლისა ქართველთა, გრიგოლი სევასტოსისა, ბაკურიანის ძისა და ყოვლისა დასავლისა დიდისა დემესტლიკოჲსისა მართლმადიდებლისა სკ˘ნჲმცა...

15. მართლმადიდებლისა მეფისა ალექსანდრესი და მათისა მეუღლისა მისისა პატრონისა დედოფლისა თამარისი სკ˘ნჲ.

16. ძისა მათისა, დიდისა მეფეთ-მეფისა ბაგრატისი და ძმათა მისთა ღ˘ისმოყუარეთა გიორგი და ვახტანგისი სკ˘ნჲ.

17. ღ˘თისმოყუარისა, მართლმორწმუნისა, პატრონისა ყუარყუარესი.

18. და თანამეცხედრისაჲ მისისა პატრონისა ანასი და ძეთა მათთა პატრონისა მზეჭაბუკ და ქაიხოსროსი სკ˘ნჲ.

19. ქრისტეს მოყუარისა და მართლმადიდებლისა პატრონისა სფირიდონისი და მეცხედრისა მისისა, დიდისა მეფისა ალექსანდრეს ასულისა, ღთისმოყუარისა, მორწმუნისა და მართლმადიდებლისა პატრონისა თინათინისი სკ˘ნჲმცა.

20. ძისა მათისა ღ˘თისმოყუარისა და მართლმორწმუნისა პატრონისა იოსაფატისი და მეცხედრისა მისისა მართლმორწმუნისა და ღ˘თისმოყუარისა პატრონისა ქეთაონისი მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მათისნი და საუკუნომცა არს ჴსენებაჲ და კურთხევაჲ მათი. და ძეთა მათთა მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მათისა და სკ˘ნჲ ჴსენებაჲ და კ˘ხ.

21. ღ˘თისმოყუარისა პატრონისა მამისასი და ქრისტეს მოყუარისა პატრონისა ირინესი და მართლმორწმუნისა პატრონისა აბდულმისესი სკ˘ნჲმცა.

22. ღ˘თისმოყუარისა და მართლმორწმუნი[სა] პატრონისა ელენისი სკ˘ნჲმცა.

23. ძისა მათისა ღ˘თისმოყუარისა პატრონისა იორამისი სკ˘ნჲ.

24. ღ˘თისმოყუარისა და მართლმორწმუნისა პატრონისა თამარისი სკ˘ნჲ.

25. ღ˘თისმოყუარისა და მართლმორწმუნისა პატრონისა გულქანისი მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მისისანი და საუკუნოჲმცა არს ჴსენებაჲ და კ˘ხვაჲ მისი და ძეთა მისთა მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მისისანი.