Jump to content

P-23

From Wikisource

საბუთის აღწერილობა

[edit]

პირი საბუთისა 1503 წ. - წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე

საბუთის დედანი დაკარგულია, პირი გადაწერილია XIX საუკუნის 30-იან წლებში. 1838 წელს მღვდელ ნ. ქუთათელაძეს გაუგზავნია მ. ბროსესათვის.

ამჟამად საბუთი ინახება პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, მარი ბროსეს არქივში. დაწერილია ლურჯი ქაღალდის ოთხ ფურცელზე მხედრულად.

ტექსტს აქვს შენიშვნები:

1. ფრანგულ ენაზე რაობა და თარიღი მ. ბროსეს ხელით.

2. "სასისხლე საბუთისა, მიცემული დროსა მეფის ალექსანდრეს და დადიანის მამისასა სვანთაგან მრაჭუელთ ჯაფარიძეთადმი, რომელსაც სიძველისა გამო დასაწყისშიდ ნაწილი ქაღალდისა არღარა უკუე აქუს".

3. "ეს არის ხელის მოწერა, მაგრამ ვერ ამოვიკითხე" (დედნიდან გადმოხატულ ხელრთვასთან).