K-1026
Appearance
დედანი საბუთისა 1505 წ. 01.15 - სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა ივანე ქეროხიძისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]სიგელი იმერეთის მეფე ალექსანდრე მეორისა, ბოძებული ივანე ქეროხიძისადმი, დაწერილია ეტრატზე ლამაზის მხედრულის ხელით. თავში ფერადებით დახატული ყოფილა თვით მეფე ალექსანდრე, დედა მისი, მისი ცოლო და შვილები და მის ქვემოთ მიმღები სიგლისა ივანე ქეროხიძე ზის სკამზე და ჩონგურს უკრავს. სამწუხაროთ სურათები გაფუჭებულია და დახეულია. უკანასკნელი სურათი უფრო ჩანს და ჩვენ გადმოვაღებიეთ. ეს სიგელი ჩვენ ვიპოვნეთ გელათის მონასტერში.