Jump to content

Hd-14793

From Wikisource

Hd-14793

საბუთი


საბუთის აღწერილობა

[edit]
  1. სიგელი სისხლის ზღვევისა მიქელაძისადმი, დაწერილი ყოფილა სქელ ტყავზედ, სიგძით ხუთ ნახევარ ტკაველზე, განით ერთ ციდაზე. ჩვენ დედანი არა გვაქვს ხელში, არამედ პირი, ზოგჯერ ნამდვილის მიმსგავსებულათ გადმოღებული, ზოგჯერ გადმოწერილი 1893 წელს. სიგელი დაწერილია მეთოთხმეტე საუკუნის მხედრულის ხელით და ეკუთვნის 1326 წელს. მასში იხსენიება მიქაელ მეფე, რომელიც ჩვენის აზრით არის მეფის დავით-ნარინის ძე. ეს მიქაელ გარდა ქართლის ცხოვრებისა იხსენიება კიდევ სინას მთის ქართველთ მონასტრის აღაპებში, ხოლო სიგელში მისი სახელი პირველად გვხვდება. ბოლოს ხელჩართული ხელის მოწერა ჰქონია ხუთ სიტყვათ, რომელიც ჩვენ ასლში ყარანდაშით არის დედნის მიმსგავსებულათ გადმოღებული, მაგრამ არ განირჩევა. კათოლიკოსის სახელი, რომელსაც სიგელი დაუწერია, მოხსენებული არ არის, ხოლო უნდა იგულისხმებოდეს ან აბრაამ ან ევთიმიოს. სიგელი იხსენიებს აგრეთვე იმ დროის წარჩინებულთ პირთ კახაბერისძეს და მხეცისძეს. პირი გადმოღებულია ილია ნაკაშიძის მიერ. - [[1909 - ე. თაყაიშვილი - საქართველოს სიძველენი - ტ. II - № 26]].

საბუთის ნუმერაცია აღებულია პირთა ანოტირებული ლექსიკონის მიხედვით. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია Hd-14793 წარმოადგენს დედანს, თუ ე. თაყაიშვილის ხელში მოხვედრილ პირს.