Jump to content

Hd-01570

From Wikisource
სიგელი Hd-1570

Hd-1570

დედანი საბუთისა 1453-1463 წწ. - საჩივრის წიგნი გამრეკელ ჯავახიშვილისა - II

საბუთის აღწერილობა

[edit]

საბ. № 1570 d.h. საქ. მუზ. ხელნ. განყ., დაწერილია ქაღალდზე ზომით 38x14 სანტ - შავი მელნით. ხელი: მე-15-ე საუკუნისა. განკვეთის ნიშნებად ნახმარია ყოველ სიტყვის შემდეგ სამწერტილი. საბუთი დასაწყისში დაზიანებულია ქაღალდის გაცრეცის გამო. ქაღალდი უჭვირნიშნოა. ტექსტის პირველი სტრიქონი აღარ იკითხება. საბუთის მეორე გვერდზე მოთავსებულია 14-სტრიქონიანი სპარსული წარწერა. სპარსული ტექსტი უფრო ძველია ქართულზე: ქართული ტექსტის დამწერი სპარსულის არსებობას ითვალისწინებს. - [1937 - ბერძენიშვილი - გვ.48]

ხეც Hd-1570; დედანი. ქაღალდი, ზომა: 35,6x13,5. დაზიანება: თავნაკლული, მუქი ყავისფერი მელანი, ადგილ-ადგილ გადასული, პირველი რამდენიმე სტრიქონის არე ძალზე ჩამუქებული და დალაქავებულია, დანარჩენს შენარჩუნებული აქვს სიბაცე. კიდეები გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. ხელი მკაფიო, მხედრული, მწყობრი, თანაბრად დაშორებული სტრიქონები. განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთის verso-ზე აქვს 14-სტრიქონიანი სპარსული წარწერა. verso-ს ქვემოთა კიდეზე მიწერილია XIX ს. ხელით: ჩაიწერა გ. 62 კნიღაში". საბუთი გატარებულია "Суд и Расправа"-ს ექსპედიციის რეგისტრაციაში 1827 წლის 21 იანვარს № 34 ნომრით. - [2014 - კორპუსი-III - გვ.78]