Ad-0003
Appearance
დედანი საბუთისა
1189-1200 წწ. - დაწერილი მღვიმის კრებულისა ტოხაისძეებისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]- ხელნაწერთა ინსტიტუტი. Ad 3. დედანი. ეტრატი ოთხ კეფად. 184 x 42 სმ. თავი აკლია. მარჯვენა კიდე ალაგ-ალაგ მოგლეჯილია. ჩვენი ტექსტი მეხუთე სტრიქონიდან იწყება. წინა ოთხი სტრიქონიდან შემორჩენილია ცალკეული სიტყვები. ტექსტი ნუსხურია.
1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 8 - დ ე დ ა ნ ი : ხეც. Ad-3. ეტრატი, გრაგნილი, ნუსხური (ხელრთვები მხედრული). ზომა: 183 x 24 (ოთხი კეფი: I - 48,5x23,3; II - 68,5x24,5; III - 42x25,5; IV 24,8x25,5. კეფები გადაკერებულია ყავისფერი, წითელი და შავი აბრეშუმის ძაფით). განკვეთილობის ნიშანი: წერტილი ან ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. დაზიანება: თავნაკლული; ტექსტის ზოგი ადგილი გადასულია და არ იკითხება (სტრიქონები: 1, 2, 3, 11, 12, 24, 25, 26, 27).
1984 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი I - გვ.82