"ქ. ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთივ გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე, იოანე ანჩელმან რკინაელმან, ხელვჰყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედად. მფარველმა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე".
"ქ. ღმერთო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, შეიწირე კნინი ესე შემკობა წმინდისა და საშინელისა განკაცებისა შენისა ხატისა... პატრონი მანდატურთუხუცესი ბექა და მომანიჭე ცხოვრება წმინდათა შენთა თანა და ძენი ჩემნი გვიხსენ ჩვენ..."
"ქ. სულსა პატრონისა მანდატურთუხუცესისა ბექასსა განუსუენე ღმერთო"
"თანამეცხედრესა მისსა მარინეს..."
"ქ. სულსა პატრონისა მანდატურთუხუცესისა ბექასსა და თანამეცხედრესა მისსა მარინესსა განუსუენე ღმერთო"
"ძენი მათნი მანდატურთუხუცესი სარგის, ყვარყვარე და შალვა ადიდენ ღმერთო"
"ჵ სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო, და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეფობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობისა მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (=1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს."
"ქ. ადიდენ ღმერთმან კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი, რომელმან განაახლა ხატი ესე ჴელით უქმნელი. პირველად ედესიიდგან კონსტანტინოპოლეს წარმოესვენებინათ და ოდეს ლეო ისავრო და სხუანი ხატთ-მბრძოლნი გამოჩნდნეს, მას ჟამსა მუნიდგან წარმოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთს, საეპისკოპოზოსა საყდარსა ანჩისასა. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა მეფეთ მეფის თამარისითა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრულ იყო ტფილისისა ვაჭარი და ეყიდა ფასითა და მიესვენებინა ბიძისა ჩვენისა კათალიკოზ-პატრიარქის დომენტისათვის და მას ძვირფასად ეყიდა და დაესვენა ტფილისს საყდარსა საკათალიკოზოსა, მეფობასა პაპისა ჩვენისა მეფის ვახტანგისსა. მას აქეთ დიდად დაძველებულიყო ხე და მოჭედილობა. ჩვენ მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარქმან დომენტი კვალად განვაახლე და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი. ქრისტე ღმერთო, შემინდევ ყოველნი ცოდუანი ჩემნი, სატანჯველისა და ყოველთა მტერთა ხილულთა და უხილავთაგან მიხსენ და შემრაცხე მარჯვენით შენსა და დაიცევ მეფე მეფეთა საქართუჱლოსი პანკრატოვანი ვახტანგ და მეუღლე მათი დედოფალი რუსუდან, ძენი მათნი ბაქარ და გიორგი და ასულნი მათნი ყოველნივე იხსენ განსაცდელთაგან, ამინ. ქორონიკონსა ტჟგ წ."
"კვალად განახლებულ-იქმნა სიძველისა გამო კუბო ესე მაცხოვრისა ჩყკგ წ. ქორონიკონსა ფიგ."