Jump to content

1971 - აბულაძე ცისანა - ორი თურქული ფირმანი

From Wikisource
ნაშრომები საქართველოს ისტორიაში




ნაშრომები საქართველოს ისტორიაში






ნაშრომი:

ცისანა აბულაძე - ორი თურქული ფირმანი

კრებული:

1971 - მრავალთავი - ტომი I - გვ. 393-401

რესურსები ინტერნეტში:

PDF ვერსია

ნაშრომის შინაარსი

[edit]

ნაშრომში გამოქვეყნებულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მუსულმანურ ფონდში დაცული 2 დოკუმენტი:

  • Tur d 1
თურქეთის სულთანი მუსტაფა II 1695 წლის 31 მაისს 14.000 ახჩა შემოსავლიან თიმარს ჭაჭარაქის ნაჰიეს სოფელ ხეოთში უბოძებს ვინმე ოსმანს. ეს თიმარი ადრე მის მამასა და პაპას კუთვნებია, რის შესახებაც მათ ფირმანი გააჩნდათ.
ფირმანს 1705 წლის 12 სექტემბერს აახლებს აჰმედ III.
  • Tur d 2
თურქეთის სულთანი აჰმედ III 1713 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში ამტკიცებს ჩილდირის ბეგლარბეგ ისაყ ფაშას განკარგულებას 14.000 ახჩა შემოსავლიან თიმარს ჭაჭარაქის ნაჰიეს სოფელ ხეოთში გარდაცვლილი ოსმანის შვილებისათვის იბრაჰიმის, მუსტაფას, მირზას და იუსუფისათვის ზიარის წესით გადაცემის შესახებ..