Jump to content

1929 - თაყაიშვილი ექვთიმე - სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები (ნაწილი პირველი)

From Wikisource
საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა



საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა




PDF ვერსია (1929 წ.)

ტექსტი (1991 წ.)

ნაშრომი:
ექვთიმე თაყაიშვილი - სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები (ნაწილი პირველი)


გამოცემები:


რესურსები ინტერნეტში:
შინაარსი

ფიტარეთის მონასტრის წარწერები

[edit]

«ქ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისაჲთა, შეწევნითა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისა მშობელისა და წმიდათაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, ღირს ვიქმენ მინდობითა ღმრთისჲთა მე ქავთარ ქაჯაფაჲს ძე ამირ-ეჯიბი თჳთმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისი, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედის ღმრთისა. არაჲ ვისი ჰრთავს თჳნიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძიაჲ და თევდორ-წმინდანი ჩემითავე ჴრმლითა მონაგებითა საფასითა, მათვე ღმრთივ სანატრელთა დიდთა მეფეთა [ჩუენთა] საბედნიეროდ. შევსწირენ მას ყოვლად წმიდასა ღმრთის მშობელსა ფიტარეთისასა სამლოცველოდ მეფობისა მათისა, [და ცოდვილისა] ჩემისა სულისა, მშობელთა და ძმათა, შვილთა და მომავალთა ჩემთათჳს. არა ვისგან შეიცვალენ, არცარაჲ ვისსა მართალ აქუს, ვიტყვი მოწმობითა ღმრთისაჲთა. და რამანცა გამოაჴუნეს, ანუ ქცევად იკადროს და ამის მონასტრის დაკლებად, დიდი იყოს, გინა მცირე, კრულ იყოს დაუსაბამისა ღმრთისა პირითა მკუდარი და ცოცხალი. ამინ.»


«ქრისტე შეიწყალე პატრონი ყაფლან.

ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა მე ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარს და მთაში მტრისაგან გაოჴრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა (61). და ამას გარეთ შენი მამებარა სოფელი იზ (17). ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა ე (ხუთთა) და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ. შენდობა ყავთ ჩვენთვინ, გევედრები. »


მე დიდის ორბელის შვილის ბატონის ყაფლანის უხუცესი ძე, სომხეთის მოურავი, საორბელოს პატრონი, საბარათიანოს დიდი თავადი, მეფის გიორგის დედის ძმა, ბატონი პაპუნა გარდავიცვალე და ძე არა მესვა, არცა ასული. ესოდენის დიდების პატრონი ამ მცირეს საფლავს დავემკვიდრე. შეძრვად ჴელს ნუ მყოფთ, შენდობას მიბრძანებდეთ, გევედრები. ქორონიკონს ტოზ (1689).


მე დიდის ორბელის: ბატონის . . . ლნის . . . ლოს: მ . . . დიდი . . . ვნ. . . პატრონი ორბელი . . . ამა სამარხოსა: დამდვეს: ესე არს განსასვენებელი ჩემი. ამას დავემკვიდრე, რამეთუ მთნავს ესე. მთ (49) წლისა მივიცვალე, ქკს ტო (1682). და შენდობა ყავთ, გევედრებით.


[მე პაპუნა] ორბელ[იშვილის მეუ]ღლე ბანგიჯა[სპ ყოფილი], მონაზონი ბარბარე და სქემოსანი ფებრონია. შენდობას ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილისათვის, რათა თქვენცა მოგეტევნეს ცოდვანი თქვენნი, ამინ. დაიწერა ქკსა ტპთ (1701), სეკდენბრის იზ გარდავიცვალე.


ბაგრატოანთა ასული და დიდის ორბელის სძალი, სულხანის მეუღლე ბატონი დარეჯან ამას დავემკვიდრე ქკს ტოა (1683).


ქკს ტპიდ (1706) ქ. მე, ავალიშვილის ასული და ორბელისშვილის პატრონის პაპუას მეუღლე ბატონი ანნა დავემმარხე.


ქ. რომელმან მიწისგან შექმნენ და დაჰბადენ კაცნი და მუნვე მიწად მიქცევა უჩინე აწ მეცა ბრძანებითა შენითა მივიცვალე სოფლისა ამისგან ამირეჯიბის ასული და ორბელის შვილის ქაიხოსროს მეუღლე ლელა ყოფილი მონაზონი ელისაბედ და ცქემოსანი ეკატერინე. შენდობას იტყოდეთ ქკს ტჟ (1702) ღვინობის თვის ცხრასა.


ქ. მოიხსენე უფალო ორბელის შვილის მოლარეთ უხუცეს ქაიხოსროს თანამეცხედრე თინათინ ამ სამარხს დაემკვიდრა. ვინც წაიკითხოთ, შენდობა ყავთ.


ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე