წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-ისა სიმონა ჟღერიასა და მისი შვილებისადმი ბუჭუას და მისი სახლის კაცის ჯავნასაშვილების პარტახის მისთვის ბოძების თაობაზე.
დაიწერა 1783 წ. 2 ოქტომბერს. შემდგენელი - მღვდელი იესე.
დამტკიცებულია სოლომონ I-ის რვაკუთხა, ზედა ნაწილში გვირგვინიანი, მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე გარშემო: "დავითის ნორჩი, ჯვარით მტერს მოვრჩი" - მხედრულით; ცენტრში: "მეფე სოლომონ" - ასომთავრულით.