შეწირულების წიგნი სოლომონ I-ისა გოგნის მონასტრისადმი - ეკლესიისათვის ზატიკის შეწირვის თაობაზე.
დაიწერა ოქტომბრის ი დ, წელთა უფლისათა ჩ ღ პ [1780 წ. 14 ოქტომბერი].
დამტკიცებულია სოლომონ მეფის მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე: "მეფე იმერეთისა სოლომონ" - ასომთავრულით.
მინაწერები:
- "ეს წიგნი გოგნის უდაბნოსი არის, ვინც გამოწიროს შეჩვენებული იყოს. ამინ და კირიალეისონ.";
- "უფალო იესო ქრისტე, სწავლა კეთილათ მოუხდინე მონასა შენსა აბულაძეს სვიმონსა მღდელ-მონაზონსა. ამინ და კირიალეისონ