შეწირულების წიგნი მეფე სოლომონ I-ისა ეკლესია-მონასტრებისადმი. სიგელი მოგვითხრობს:
1. ყველა ეკლესია-მონასტერზე ომიანობის გამო საეკლესიო ყმანი და მამულნი საერო შეიქმნა და ოდეს დამშვიდდა ქვეყანა, ჩვენ გამოვიკვლიეთ, გამოვიძიეთ და ეკლესია-მონასტრებს დავუბრუნეთ და ხელახლა შევწირეთ ადგილ-მამული და ყმებიო;
2. მღვიმის მონასტრის ადგილ-მამულებზე და გლეხებზე, რომელნიც მეფეს დაუბრუნებია მონასტრისთვის და ხელახლა შეუწირავს, სიგელში ყველა ადგილი ჩამოთვლილია. ასევე მითითებულია გლეხები სოფლების ჩვენებით, სახელწოდებით და ბეგარით; ამ წყალობის გამო, მეფე ავალებს წინამძღვარს და კრებულს უწირონ მას სიცოცხლეში აღდგომას, შობას და ნათლისღებას, გარდაცვალების შემდგომ "სულთა ჩვენთათვის სწირონო აწ მყოფ კრებულმა და მომავალმა ორ დღეს, როცა საზოგადოდ მიცვალებულთა მოხსენების დღე არისო".
დაიწერა 1777 წ. 1 აპრილს "პალატსა შინა სამეუფოსა ქუთაისს". შემდგენელი - სახლთუხუცესი იოსებ გაბაონი.
დამტკიცებულია 2 ბეჭდით:
- სოლომონ მეფის დიდი ზომის ოთხკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო: "კეთილ ძირთაგან რტოანი, მეფედ ვარ ბაგრატოანი" - მხედრულით; ცენტრში ჩაწერილია "სოლომონ" - ასომთავრულით;
- დედოფალ მარიამის რვაკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო: "ქ. ხმალთ შენთვის ვიჴმობ ტახტთ ამით ვიპყრობ" - მხედრულით; ცენტრში ჩაწერილია - "დედოფალი მარიამ" - ასომთავრულით.
მინაწერი:
- 1. "მეფე იმერთა მეორე სოლომონ დავითიანი, მისის უმაღლესობის ბატონის ბიძის ჩემის მეფის სოლომონის აღწერილის შეწირულობის სიგელს ნებითა ღვთისათა ვამტკიცებ და მომშლელსა ამისსა ზეგარდამოთა რისხვითა მრჩობლით ცხოვრებათა შინა განკვეთილ ვყოფ. ივლისს გ, წელთა უფლისათა ჩღჟზ [3 ივლისი, 1797წ.]".
- მინაწერი დამტკიცებულია ორი ბეჭდით:
- 1. სოლომონ II-ის რვაკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე: "მეფე იმერეთისა სოლომონ - ასომთავრულით;
- 2. დედოფალ მარიამის ოთხკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე: "იმერთა დედოფალი მარიამ - ასომთავრულით;
- მინაწერი დამტკიცებულია ორი ბეჭდით:
- 2. "ქ. ჩვენ ყოვლისა საიმერეთოსა უფლისწული მეფის ძე კოსტანტინე ვამტკიცებ სიგელსა ამას შეწირულობისასა ნებითა მღთისათა და მეფის სძალი აბაშიძის ასული ანასტასია.
- მინაწერი დამტკიცებულია 3 ბეჭდით:
- მეფის ძე კოსტანტინეს ორი რვაკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე: "მეფის ძე კოსტანტინე" - ასომთავრულით; მესამე ბეჭდის წარწერის წაკითხვა გაძნელებულია.
- მინაწერი დამტკიცებულია 3 ბეჭდით: