ქ. ნებითა და შეწევნითა ღთისათა, ესე უკუნისამდე საბოლოდ გასათავებელი წყალობის წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ, ღვთივ ზეცით კურთხევით გვირგვინოსანმან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატოვანმან პატრონმა მეფეთ-მეფემან სოლომონ და თანამეცხედრემან ჩვენმან, დადიანის ასულმა, ბატონმა დედოფალმან მარიამ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმა, ბატონიშვილმან ბატონმა ალექსანდრემ შენ, იაშვილს ნიკოლოზს და შენს შვილებს: ხოსიას, ალმასხანს, მერაბს და საყვარელას.
ასე რომე წყალობა გიყავით და საძმო გიბოძეთ. აღარც ჩვენგან და არცა ჩვენთა შემდეგთა მეფეთა და მეპატრონეთაგან არ გეთხოს საძმო. თუ შენ ჩვენი ერდგული და სიტყვისა და ბრძანების მორჩილი იყო, ჩვენგან ეს წყალობა არ მოგეშალოს. ვინცა და რამაცა კაცმან ეს ჩვენი წყალობა შენ შეგიშალოს, მასამცა რისხავს მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სული წმინდა ღმერთი; ყოველნი მისი წმინდანი ზეცისანი და ქვეყნისანი, ხორციელნი და | უხორცონი ჩვენისამც ცოდვის ნუქბად განიკითხვის.
არის ამისი მოწამე საღთუხუცესი აბაშიძე დავით, წულუკიძე ბერი. მე დავით მდივანს დამიწერია. მოწამეცა ვარ. დაიწერა თებერვლის ი ქორონიკონს ჩ ღ ო გ .
დამტკიცებულია სოლომონ მეფის რვაკუთხა, მცირე ზომის მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე - "მეფე იმერეთისა სოლომონ" - ასომთავრულით.