Jump to content

1771 წ. - წყალობის წიგნი სოლომონ I-სა ნასყიდა ფაღავასადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: ის N 334



საბუთის რესკრიპტი

[edit]

წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-ისა ნასყიდა ფაღავას და მისი შვილის პეპუსადმი ფარცხანაყანევს გლეხ ფხაკაძეების, თავისი მამულ-დედულით და ყოველივე ქონებით, ბოძების თაობაზე.

დაიწერა ქორონიკონს ჩ ღ ო ა [1771 წ.]. შემდგენელი - მღვდელი ავალიანი თომა.


დამტკიცებულია სოლომონ I-ის მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე: "მეფე იმერეთისა სოლომონ" - ასომთავრულით.

მინაწერი: "ეს მეფის წყალობის წერილიც, შენ თავადს წულუკიძეს დავითს, მე მამაშენმა ნიჟარაძემ მერაბმა მოგართვი და რომელსაც გლეხებს ეს ნიშნავს, ესენი თავის საცხოვრებელით გყავდეს მკვიდრად, საშვილიშვილოდ. გაქუნდეს მტკიცედ. და ეგოს წინა აღუდგომელად, რომელსაც ვამტკიცებ ჩემის ბეჭდით, რაითა სადაცა იპოვოს წერილი წინააღმდგომი წერილმან ამან განაცრუოს". დამტკიცებულია მერაბ ნიჟარაძის ოთხკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე: მერაბ ნიჟარაძე - მხედრულით.

პუბლიკაცია

[edit]