Jump to content

1766 წ. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა გიორგი აბდუშელიშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: ქიმ-438-3



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა მღვთისათა, ესე ამიერთგან და უკუნისამდე საბოლოოთ გასათავებელი წყალობისა და ცოდვისა და მადლის წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ, მღვთივ ცხებით გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან სოლომონ და სასურველმან ძემან ჩვენმან, ბატონის შვილმან ალექსანდრემ შენ, ჩვენს ერდგულს ყმას, აბდუშელიშვილს გიორგის და შვილთა და მომავალთა შენთა.

ასე რომე, რაც ჩვენგან შენ წყალობა გქონოდესთ და ან გეჭიროს, კიდე სხვა წყალობასა და სიკეთეს, არც თქვენ და არც თუ თქვენ აღარ იყოთ, თქვენს შვილსა და მომავალს, ეს ჩემი წყალობა არ მოეშალოს.

ასე მტკიცე ქრისტესთან მისატანი წყალობის წიგნი მოგვიცემია, თუ თქვენ ჩვენზედ არა იმტყუნოთ რა, ვინც ეს ჩემი მოცემული წყალობისა და ცოდვისა და მადლის წიგნი ან შენ და ან შენს შვილსა და მომავალს შეუშალოს, ისიმც შეიშლება რჯულის ქრისტიანობისაგან. მათ მეორეთ მოსვლას ჩემისამც ცოდვის ნუქბათ, ისიმც გეიკითხვის.

არის ამისი მოწამე წერეთელი ქაიხოსრო და ნიკოლოზ, აბაშიძე ქაიხოსრო, გამყრელიძე ლევან. მე მღვდელს წერეთელს დავითს დამიწერია და მოწამეც ვარ. დეიწერა ქრონიკონს ქრისტეს აქეთ ათას შვიდას სამოცდა ექვსს.


დამტკიცებულია ორი ბეჭდით:

  1. სოლომონ მეფის ოთხკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო - "კეთილ ძირთაგან რტოანი მეფედ ვარ ბაგრატოანი" - მხედრულით. ცენტრში - "სოლომონ" - ასომთავრულით.
  2. ბატონისშვილ ალექსანდრეს მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო - „ბატონისშვილი“ - მხედრულით; ცენტრში - „ალექსანდრე“ - ასომთავრულით.


საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის თარიღიანია: "დაიწერა ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას შვიდას სამოცდა ექვსს", ანუ 1766 წელს.

პუბლიკაცია

[edit]