Jump to content

1762 წ. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა გიორგი აბდუშელიშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: ქიმ-438-5



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა ღვთისათა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა, ესე წყალობისა წიგნი მტკიცე, უქცეველი, უტყუარი, არას დროსა და ბატონობაში არ მოსაშლელი, აწ და უკუნისამდე გასათავებელი, დაგიწერინეთ და გიბოძეთ ჩვენ, წყალობითა ღვთისათა, იმერეთის მეფემან ბატონმან სოლომონ და თანამეცხედრემან ჩემმან, დადიანის ასულმან, ბატონმან დედოფალმან მარიამ და პირმშომან ძემან ჩვენმან ალექსანდრე, შენ, ჩვენს ერთგულს ყმას აბდუშერისშვილს გიორგის და | შენსა შვილსა ოტიას და ყოველთა ძეთა და მომავალთა თქვენთა.

ასე და ამა პირსა ზედან, რომ ერთგული ყმა იყავი ჩვენი და ბრძანებისა ჩვენისა მორჩილი. მოხვედი და შემოგვეხვეწეთ და ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი და რაც შენ ჩვენი წყალობა სოფელი და გლეხები გყავს და ან აწ გიბოძოთ, არც ერთს ჩვენგან და არცა ჩვენთა შემდგომთა მეპატრონეთაგან მიდღემჩი არც საური და არც საუდიერო არ ეთხოვოს. ასე წყალობა გვიქნია უკეთუ შენ ჩვენი ერთგული იყო და სიტყვისა და ბრძანების მორჩილი, ეს ჩვენი ნაბოძები წყალობა და წიგნი არაოდეს არ მოგეშალოს. მომიცემია და გიბედნიეროს ღმერთმან აწ და უკუნისამდე.

აწ ვინცა და რომელმანცა ძემან კაცისამან ეს ჩვენი წყალობა და წიგნი შენ და შენს ძესა და მომავალს შეუშალოს, შეჩვენებულიმც იქმნების, პირველ დაუსაბამოსა ღვთისაგან და მეორედ მოსვლვას ჩვენის ცოდვის მაგიერად განიკითხვის მართლმსაჯულისა ღმთისაგან.

არის კაცთაგან ამისი გამრიგე და მოწამე თვითონ დადიანის შვილი მანუჩარ, წერეთელი ნიკოლოზ, წულუკიძე ბერი, მესხი თამაზა, კარის მწირველი ჩვენი წერეთელი მღვდელი სვიმონ.

დაიწერა ჴელითა მგალობლის გიორგისათა ქრისტეს აქეთ ჩ ღ ჲ ბ. ამინ.


დამტკიცებულია სამი ბეჭდით:

1. სოლომონ მეფის დიდი ზომის ოთხკუთხესი მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო - "კეთილ ძირთაგან რტოანი მეფე ვარ ბაგრატიონი" - მხედრულით. ცენტრში - მეფე სოლომონ - ასომთავრულით.
2. დედოფალ მარიამის დიდი ზომის რვაკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო - "ხმალ შენთვის ვიჴმობ, ხატსთ ამით ვიპყრობ" - მხედრულით, ცენტრში: დედოფალი მარიამ - ასომთავრულით.
3. ბატონიშვილი ალექსანდრე მცირე ზომის მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო: ბატონისშვილი - მხედრულით, ცენტრში - ალექსანდრე - ასომთავრული.

მინაწერი:

1. "მეფის ძე გენათელ მიტროპოლიტი იოსებ მეცა ვამტკიცებ წიგნსა ამას ნებითა ღვთისათა". დამტკიცებულია მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით, წარწერა ბეჭედზე: მეფის ძე იოსებ - ასომთავრულით;
2. "ბატონისშვილი გიორგი ვამტკიცებ მეცა წიგნსა ამას ნებითა ღვთისათა". დამტკიცებულია მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე არ იკითხება.


საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის თარიღიანია: "ქრისტეს აქეთ ჩ ღ ჲ ბ.", რაც უდრის 1762 წელს.

პუბლიკაცია

[edit]