ვალდებულების სიგელი მეფე სოლომონ I-ისა მიცემული დავით, გიორგი და თამაზია იმანჯეიშვილებისადმი - ალექსანდრე მეფის სულის საოხად საეკლესიო სამსახურის ვალდებულების შესახებ.
დაიწერა ქორონიკონს ჩ ღ მ ი ჱ [1758 წ.]. შემდგენელი - მდივანი დათუნა.
დამტკიცებულია:
- სოლომონ მეფის ოთხკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე: "მონა მღთისა ყმა ხონთქრისა მეფე სოლომონ" - მხედრულით.
მინაწერი:
- "ჩვენ, ქუთათელი მიტროპოლიტი მაქსიმე, ბატონის ჩვენის ბრძანებას ვამტკიცებ". - ხელრთვა - "მაქსიმე" - მხედრული ხვეული კალიგრაფიით.