ქ. ჩვენ მღვთის მიერ ... არვისგან ძლეულმან, მღვთის ზეცით გვირგვინოსანმა მეფეთ მეფემა პატრონმა სოლომონ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთ დედოფალმა ბატონმა მარიამ ესე საბოლაოდ გასათავებელი წყალობის წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ თქვენ იოვანე პატარიძის შვილებს შაქარას და მჭედელს დავითს ასე და ამა პირსა ზედან რომე, შამოგვეხვეწეთ და ქთამიც კარგი მოგვართვით, როგორც გული შეგვიჯერდებოდა და გიბოძეთ გეწაძისოული მახარობლისა და ლომიასი პარტახი და ერთი იმ გეწაძის შვილი ... პაპუნიკა და დედამისი, მისი სამოსახლოთი, მამულით, ადგილით, ჭურმარნით, ტყით, ველით, საფლავ-სამარხით, მისის ყოვლის ფერით, საძებრითა და უძებრით, თქვენთვის გვიბოძებია მკვიდრად და ყოველის კაცის უცილებლად ღმერთმან ჩვენს ერდგულობასა და სამსახურშიდ მოგახმაროს.
არის ამისი მოწამე თავად ბატონიშვილი მამუკა, სახთხუცესი ჯაფარიძე როსტომ, მაჭავარიანი ქაიხოსრო აგიაშვილი ქაიხოსრო, აბაშიძე ბერი, მესხი პატა და ამირან და თამაზა, გოგია იაშვილი და ლევან, ბიჭიელა უგრეხელიძე და მერაბ ყიფიანი. გამრიგე და მოწამე გიორგა ყიფიანი, ხოსია იალმაზაშვილი. მე მდივანს დათუნას დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი.
დეიწერა ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ ღ ნ ე .
დამტკიცებულია სოლომონ მეფის დიდი ზომის ოთხკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე: მონა მღთისა ყმა ხონთქრისა მეფე სოლომონ - მხედრულით.